უსაფრთხოება შედუღების აპარატის გამოყენებისას |
უსაფრთხოება შედუღების აპარატის გამოყენებისას |
დროის სვლასთან ერთად, სულ უფრო კონკურენტული ხდება ბაზრები, მათ შორის - შედუღების აპარატის. კომპანიები ხვეწენ და კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდიან თავიანთ პროდუქციას, რადგან მაღალი კონკურენცია არ აძლევთ სხვაგვარად მოქმედების შესაძლებლობას. შესაბამისად, სულ უფრო მეტი მოყვარული ხდება ისეთი ინსტრუმენტის მფლობელი, როგორიც შედუღების აპარატია. ამიტომაც, შემოგთავაზებთ რამდენიმე მითითებას, რომელიც ყველა დამწყებმა თუ პროფესიონალმა შემდუღებელმა უნდა გაითვალისწინოს სვარკის აპარატის გამოყენებისას.
შედუღების აპარატი მოყვარულებისთვის
მაღალი სიმძლავრის შედუღების აპარატი
წინდახედულობა ნებისმიერი საქმიანობისას გვმართებს, შედუღების აპარატი კი ნამდვილად არ მიეკუთვნება ულტრა-უსაფრთხო ინდუსტრიულ იარაღებს. შესაძლოა შედუღების აპარატის გამოყენებისას, ხშირად მოუწოდებიათ სიფრთხილისთვის და ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელიც გახდა თქვენთვის, თუმცა არ შეგვიძლია იმ ფაქტის უგულებელყოფა, რომ შედუღების აპარატის ხმარებისას ეს განსაკუთრებით საყურადღებოა.
DeWalt-ის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ინჟინერი, მაიკ გიბსის რჩევა ყველა შემდუღებელს - „გთხოვთ, უსაფრთხოების პროტოკოლი შედუღებისას სერიოზულად მიიღეთ. დამიჯერეთ, არცერთი დამწვრობა, ან თვალის დაზიანება არ ღირს მცირე რისკადაც კი.“
შედუღების მინიმალური აღჭურვილობა არის სვარკის აპარატის ხელთათმანი, შედუღების აპარატისთვის განკუთვნილი ნიღაბი და დამცავი ფეხსაცმელი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელთათმანი იმ მინიმალურ აღჭურვილობაში შედის, რომელიც შედუღებისას უნდა გეკეთოთ. შედუღების აპარატის ხელთათმანი უნდა იყოს რეზინის და საკმარისად დრეკადი, რომ ხელის მოძრაობას კარგად მიჰყვეს. რა თქმა უნდა, მაღალ ამპერზე მუშაობისას უფრო სქელი და ნაკლებად კომფორტული ხელთათმანი დაგჭირდებათ, თუმცა ხელთათმანები საკმაოდ იაფია და რამდენიმეს შეძენა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.
მხოლოდ კითხეთ ვინმეს, ვისაც ის აგონიური თვალის ტკივილი გამოუცდია, რომელიც ნიღბის გარეშე შედუღებამ შეუძლია გამოიწვიოს და დაგარწმუნებთ, რომ არ ღირს მისი ცხოვრებაში გამოცდა. წარმოგიდგენთ DeWalt-ის კიდევ ერთი ინჟინერის, დენ უილშირის მითითებას შედუღების აპარატის მფლობელთათვის: „არასდროს გამოიყენოთ სვარკის აპარატი შესაბამისი ნიღბის გარეშე. თუ შესაძლებლობა გაქვთ, აუცილებლად შეიძინეთ შედუღების აპარატის ნიღაბი ავტომატური დამუქებით.“
თუ შედუღებას აპირებთ, სინთეტიკის ტანსაცმელი არ უნდა გეცვათ. რაც შეეხება ფეხსაცმელს, აუცილებლად დარწმუნდით, რომ გაცვიათ სათანადო ფეხსაცმელი შედუღებისთვის. აქვს რეზინის, გაუმტარი ლანჩი და ტყავის ზედაპირი.
ჩვენ ყველამ ვიცით და ვხვდებით, რომ შედუღების აპარატის კვამლი უარყოფით გავლენას მოახდენს ჩვენს ორგანიზმზე. თუმცა, 2019 წელს ბრიტანულმა სამეცნიერო კვლევამ, რომელიც ფილტვის სიმსივნეს იკვლევდა, დაადგინა, რომ სვარკა და მისი კვამლი შესაძლოა ფილტვის კიბოს გამოწვევის მიზეზი გახდეს.
ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი პროფესიონალ და მოყვარულ შემდუღებელს შორის, სწორედ შესაბამისი აღჭურვილობა აღმოჩნდება ხოლმე. სათადარიგო კაბელები, სხვადასხვა სვარკა ჯოხები და სხვ. იმის გააზრება თუ რის გაკეთებას აპირებთ და შესაბამისი ცოდნა მარტივად და შეფერხებების გარეშე საქმიანობის საწინდარია.
სანამ შედუღებას დაიწყებდეთ, მომართეთ თქვენი შედუღების აპარატი საქმიანობის შესაბამისად. კომპეტენციის ნაკლებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით იმ კომპანიას საიდანაც იყიდეთ. თქვენ მოგიწევთ ARC მარეგულირებლის და გაზის ფუნქციების სწორ დონეზე დაყენება.
დასადუღებელი ადგილს უნდა მოაშოროთ საღებავი და ჟანგი. ასევე, არ უნდა იყოს სველი და ზეთიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაბრკოლებად მოგევლინებათ და გაზრდის მუშაობის დროს და ხარჯებს.
სვარკა ბაზარზე უამრავი ბრენდირებით, სიმძლავრით და ფუნქციონალით გვხვდება, რაც კიდევ უფრო ართულებს ჩვენთვის შესაფერისის არჩევას. თუ დამწყები ხართ შედუღებაში და არ ხართ გაცნობიერებული, როგორ აარჩიოთ სვარკა, მაშინ დააკვირდით ბრენდს. ბრენდი ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია შედუღების აპარატის ვარგისობის.
ჩვენი ონლაინ მაღაზია ძირითადად ორი ბრენდის შედუღების აპარატებს გთავაზობთ. ესენია: Schpindel და Crown. მიუხედავად იმისა, რომ ორივე უმაღლესი ხარისხის შედუღების აპარატებს აწარმოებს, უნდა ითქვას, რომ Crown კიდევ უფრო მაღლა დგას.
ერთ-ერთ მთავარი განმსაზღვრელი ასევე სიმძლავრე არის. რაც უფრო მაღალია აპარატის სიმძლავრე, მით მარტივად შეუძლია გალღობა. განსაკუთრებით მაღალი სიმძლავრის შედუღების აპარატებით კი მეტალის გაჭრაც არ წარმოადგენს პრობლემას.
გარდა ჩვეული შედუღების აპარატისა, რომელიც ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც გვინახავს, არსებობს კემპის აპარატი. კემპის აპარატი გამოიყენება მცირე, ფაქიზი დეტალების შედუღებისთვის. კემპის აპარატი ხშირად ხდება მანქანის ხელოსნების სამიზნე.
Holst.ge - ზე მრავალი შედუღების აპარატია და აუცილებლად იპოვით თქვენთვის შესაფერისს. თითოეულ აპარატს მოყვება 1 წლიანი გარანტია, დამატებით, დაზიანების შემთხვევაში გვაქვს შესაბამისი სერვისი, რომელიც დაგეხმარებათ ნებისმიერი პრობლემის აღმოფხვრაში.
კომპლექტაცია:
მოყვარული თუ ხართ და ხარისხიანი შედუღების აპარატის შეძენა გნებავთ, Crown-ის ეს დაბლი სიმძლავრის შედუღების აპარატი შეგიძლიათ შეიძინოთ. ვინაიდან, სულ რაღაც 3.6 კილოგრამს იწონის, გადაადგილებისას პრაქტიკული და კომფორტულია. 150 A კი სრულად საკმარისია მცირე და საშუალო პროექტებისთვის. Crown - ის ამ შედუღების აპარატს მოყვება ყველა საჭირო აქსესუარი და მზად არის სამუშაოდ.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
Crown-ის ლოგითია დამშვენებული ეს შედუღების აპარატიც, რომელიც 160 A-ნია და წინა მოდელზე ოდნავ მძლავრია. შესაბამისად მომატებულია წონაც და ზომაც. თუმცა, არც ისე დიდად, რომ მისი გადაადგილება რთული იყოს. ამ შედუღების აპარატს, როგორც სხვა ყველას, 1 წლიანი გარანტია აქვს, თუმცა ნაკლებია შანსი ეს საგარნტიო ტალონი დაგჭირდეთ.
უპირატესობები:
ამჯერად, 200 A სიმძლავრის შედუღების აპარატი Crown-ისგან, რომელიც უპრობლემოდ გაჭრის სქელ მეტალსაც კი. მისი მაღალი სიმძლავრის გამო 2,5 მმ-ზე ნაკლები ელექტროდის დაყენება რეკომენდირებული არ არის, თუმცა თუ მძლავრი აპარატი გინდათ, რომელიც ჭრისთვისაც გამოგადგებათ, ეს მოდელი უნდა შეიძინოთ.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
თუ კემპის აპარატით ხართ დაინტერესებული, Schpindel-ის კემპის აპარატი შეგიძლიათ შეიძინოთ, ძალიან ხელმისაწვდომ ფასად. კემპის ტექნოლოგია საკმაოდ კომპლექსურია, რის გამოც აპარატი 15 კილოგრამს იწონის და ნაკლებად კომპლექსურია. თუ მასალა, რაზე მუშაობასაც აპირებთ, ფაქიზია და სიზუსტეს მოითხოვს, ჯობს კემპის აპარატი შეიძინოთ.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
თუ ძალიან მაღალხარისხიანი კემპის აპარატი გნებავთ შეიძინოთ, მაშინ Crown-ის მაღალი სიმძლავრის მქონე და თითქმის ნებისმიერი დავალებისთვის გამოსადეგი შედუღების აპარატი შეგიძლიათ შეიძინოთ.
უპირატესობები: