შედუღების აპარატი - ინსტრუმენტი ყველასათვის

წინა ათწლეულებში, სვარკის აპარატი იმდენად მასიური იყო და იმდენად დიდ ხარჯებთან იყო მისი შეძენა დაკავშირებული, რომ დღემდე არსებობს მოსაზრება, თითქოს სვარკის აპარატი მხოლოდ იმ ადმაიანებისთვის არის განკუთვნილი, ვისაც პროფესია ავალდებულებს იქონიოს. თუმცა, სწორედ უკანასკნელი წლების განმავლობაში იმდენად განვითარდა ეს მოწყობილობა და იმდენად ხელმისაწვდომი გახდა ბაზარზე, რომ ყველა შეუძლია მისი შეძენა. მიუხედავად იმისა, რომ გამძლე და მძლავრი აპარატების მასა და ფასი, ასე თუ ისე, მაინც დიდია, მოყვარულისთვის განკუთვნილი შედუღების აპარატზე იგივეს ვერ ვიტყვით. მითუმეტეს, ინფორმაციულ საუკუნეში, როცა ნებისმიერი ინსტრუმენტის მოხმარების ინსტრუქცია შეგიძლიათ მარტივად იხილოთ ინტერნეტში.

დაბალანსებული სვარკა

შედუღების აპარატი მოყვარულებისთვის

პროფესიონალური სვარკის აპარატი

თანამედროვე სვარკის აპარატები ინვერტორული სისტემით არის შექმნილი, რაც არც თუ ისე დიდი ხანია ჩაეშვა ფართო მასშტაბიან წარმოებაში. ინვერტორული სისტემა მცირე ნაწილებისგან შედგენილ მოწყობილობას გულისხმობს, რის შედეგადაც ხარისხი და სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება, ხოლო სვარკის აპარატის მასა მცირდება.

შედუღების აპარატი მეტალთან სამუშაოდ გამოიყენება. სვარკა დაგჭირდებათ ნებისმიერი გატეხილი მეტალის საგნის აღსადგენად და პირველადი სახის დასაბრუნებლად, ახალი მეტალის კონსტრუქციის ასაგებად, მძლავრი სვარკა საშუალებას გაძლევთ მეტალი გაჭრათ და ა.შ

სვარკის აპარატის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი მახასიათებლები:

სიმძლავრე

სვარკის სიმძლავრე განსაზღვრავს შედუღების აპარატის შესაძლებლობებს. მაღალი სიმძლავრის სვარკა საშუალებას გაძლევთ დიდი ელექტროდით შეადუღოთ და ამასთან, გაჭრათ მეტალი. შედუღების აპარატის საშუალო სიმძლავრე 180 ამპერია. თუმცა, თუ მოყვარული ხართ და არც თუ ისე ხშირად გიწევთ გამოიყენოთ სვარკა, დაბალი სიმძლავრის აპარატი შეგიძლიათ შეიძინოთ.

წონა

შედუღების აპარატის წონა მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მარტივად შეგიძლიათ მისი ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილება. თუ სახლის და ფარეხის გარეთაც გინდათ შედუღების სამუშაოები ჩაატაროთ, მაშინ უმჯობესია თქვენს მიერ შერჩეული სვარკა, ბევრს არ იწონიდეს.

ჩვენი ონლაინ მაღაზია ძირითადად გთავაზობთ შედუღების აპარატის დიდ არჩევანს, მათი ფასის, სიმძლავრი და დამატებითი ფუნქციების გათვალისწინებით. ეცადეთ განსაზღვროთ თქვენი მოთხოვნები სვარკის აპარატის მიმართ და შეარჩიოთ შესაფერისი.

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული 200A

Schpindel svarkis aparati

  • ბრენდი SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე 200A
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 6.86
  • კვების წყარო 220-240V
  • ელექტროდის ზომა 1.6-4.0mm
  • ტექნოლოგია IGBT
  • ეფექტურობა 0.6
  • იზოლირების დონე F
  • მუშაობის ციკლი 0.6

კომპლექტაცია:

  • ელექტროდის დამჭერი კაბელი
  • დამიწების კაბელი
  • დამცავი სათვალე
  • რკინის ჩოთქი
  • ქეისი  

Schpindel უკვე დიდი ხანია შედუღების აპარატებს აწარმოებს და სულ უფრო და უფრო ხვეწავს მათ. ეს კონკრეტული სვარკა მოყვარულებისთვის და საშუალო პროფესიონალებზე არის გათვლილი. მისი 200 ამპერი შეასრულებს, როგორც შედუღების სამუშაოებს ისე ჭრისას. 7 კილოგრამი წონა კი საკმაოდ მცირეა შედუღების აპარატისთვის, შესაბამისად, შედუღების აპარატით გადაადგილება არ გაგიჭირდებათ. ამ სვარკას მოჰყვება დამიწების კაბელი, დამცავი სათვალე, რკინის ჯაგრისი და ქეისი - სატარებლად.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • გამძლეობა
  • დაბალანსებული მონაცემები

CROWN CT33099-შედუღების აპარატი ინვენტორული 160A

crown shedughebis aparati

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე 160A
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 5.1
  • კვების წყარო 220-240V
  • ელექტროდის ზომა 2.5-4.0mm
  • ტექნოლოგია IGBT
  • ეფექტურობა 0.83
  • იზოლირების დონე F
  • მუშაობის ციკლი 0.4

კომპლექტაცია:

  • ელექტროდის დამჭერი კაბელი
  • დამიწების კაბელი
  • დამცავი სათვალე
  • რკინის ჩოთქი

Crown მაღალი ხარისხის და გამძლეობის შედუღების აპარატებს აწარმოებს. ეს მოდელი მოყვარულებზე და დამწყებებზე გათვლილი, რაზეც მისი 160 ამპერი სიმძლავრე მიუთითებს. მიუხედავად არც თუ ისე მაღალი სიმძლავრისა, აპარატი იდეალურია სახლის და ფარეხის მოხმარებისათვის.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • მაღალი ხარისხი
  • კომპაქტურობა

CROWN CT33101-შედუღების აპარატი ინვენტორული 270A

crown shedughebis aparati

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე 270A
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 14.7    
  • კვების წყარო 220-240V
  • ელექტროდის ზომა 2.5-5.0mm
  • ტექნოლოგია IGBT
  • ეფექტურობა 0.83
  • იზოლირების დონე F
  • მუშაობის ციკლი 0.3

კომპლექტაცია:

  • ელექტროდის დამჭერი კაბელი
  • დამიწების კაბელი
  • დამცავი სათვალე
  • რკინის ჩოთქი

Crown-ის ეს მოდელი კი პროფესიონალების საყვარელი სვარკის აპარატია. მისი მაღალი სიმძლავრე მუშაობის ბევრ ვარიაციას გთავაზობთ და დიდი ხნის განმავლობაშიც მოგემსახურებათ.

უპირატესობები:

  • უმაღლესი ხარისხი
  • სიმძლავრე
  • გამძლეობა
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება