შედუღების აპარატებზე ვსაუბრობთ და რამე არ გამოგრჩეთ |
შედუღების აპარატებზე ვსაუბრობთ და რამე არ გამოგრჩეთ |
სადაც უამრავი უცნაური ადამიანი არსებობს, იქაც უცნაური პროფესიები რაღა გასაკვირია? ასე მაგალითად, გეოლოგი - არაფერი დაუკარგავს, მაგრამ სულ ეძებს და ეძებს... მასწავლებელი - ყველაფერი იცის, მაგრამ მაინც სულ ბავშვებს ეკითხება... შემდუღებელი - ადუღებს და არ სვამს...
სხვათა შორის, იმდენი ჭეშმარიტად უცნაური პროფესია არსებობს, რამდენიმეს გეტყვით და საინტერესოა, რას იფიქრებთ, რა რეაქცია გექნებათ, გაგიჩნდებათ თუ არა სურვილი, მაგალითად, „მგზავრების მჭეჭყავად“ იმუშაოთ? ამ პროფესიის ხალხს, ძირითადად, ტოკიოსა და მადრიდში შეხვდებით. მათი მოვალეობა პიკი საათებში მატარებლის ვაგონებში მგზავრების შეტენვაა, რომ მატარებლის კარები დაიხუროს...
არსებობს კიდევ „ყველის მსმენელი“ - პარმეზანს, უკვე არის თუ არა მზად გაყიდვა-დაგემოვნებისთვის, თურმე, სპეციალურ ჩაქუჩს უკაკუნებენ. თუ ხმა მკვეთრი და მაღალია, ესე იგი, ყველაფერი რიგზეა...
ასეთი და კიდევ უფრო უცნაური პროფესია იმდენი არსებობს, საუბარს თუ შევყევით, საუკუნე ვერ მოვრჩებით და ისევ მთავარ სათქმელს მივუბრუნდეთ, ჯობია - შედუღების აპარატები განვიხილოთ.
ბაზარზე შედუღების აპარატების უამრავი სახეობა არსებობს, რამაც გამოუცდელი ადამიანი შესაძლოა, ძალიან მარტივად დააბნიოს. დაბნევა იქით იყოს, არ არის გამორიცხული, ფული ტყუილად გადაყაროს და ისეთი აპარატი შეიძინოს, საერთოდ რომ არ სჭირდება. ესეც რომ არ იყოს, მხოლოდ შედუღების აპარატი საკმარისი სულაც არ არის - საჭიროა, მაგალითად, შესაბამისი ელექტროდები, შემდუღებლის ნიღაბი, ხელთათმანები და ასე შემდეგ.
ის გამოთქმა ხომ გახსოვთ: ჩემთან, ცეცხლთან და სვარკის აპარატთან თამაში არ შეიძლებაო... მართალიცაა, სვარკის აპარატი ნამდვილად არ არის ის დანადგარი, რომელთან ურთიერთობისას გარკვეულ წესებს ზედმიწევნით არ დავიცავთ და ზედმეტად გავუთამამდებით.
დავიწყოთ იმით, რომ შედუღებისთვის ელექტროენერგიის პარამეტრები არ გამოდგება. იმისთვის, რომ საჭირო დენი მივიღოთ, შედუღების აპარატები გამოიყენება. დანადგარი ძაბვას საჭირო ნიშნულამდე ამცირებს, რაც დენის ძალის გაძლიერებას უზრუნველყოფს. მოწყობილობა რამდენიმე სახეობად იყოფა:
შედუღების აპარატის ყველაზე მარტივი და ძველი სახეობა. კონსტრუქციის საფუძველია ტრანსფორმატორი, რომელიც პირველადი და მეორადი გრაგნილებისგან შედგება. ძაბვის შემცირების ხარჯზე ალტერნატიულ დენს წარმოქმნის, რომელიც გრაგნილების ერთმანეთთან საპირისპირო გადანაცვლებით რეგულირდება.
პლუსები:
მინუსები:
შენიშვნა: გამოიყენება დაბალი შენადნობის ფოლადის შესადუღებლად, თუ არ არის მნიშვნელოვანი შედუღების მაღალი სიზუსტე და ხარისხი.
კონსტრუქციის თვალსაზრისით, გამმართველი ძალიან ჰგავს ტრანსფორმატორს, თუმცა აქვს ბლოკი, რომლის ხარჯზეც მუდმივი დენი წარმოიქმნება.
პლუსები:
მინუსები:
შენიშვნა: ტრანსფორმატორის მსგავსად, გამმართველს შესაძლოა, ჰქონდეს გადამრთველი, რომელიც მუშაობს 220 ვოლტიან ან სამფაზიან 380 ვოლტიან ქსელზე. შესაძლებელია როგორც შავი, ისე ფერადი, ასევე, უჟანგავი ლითონებისა და თუჯის შედუღება.
შედუღების აპარატების ყველაზე პოპულარული სახეობა. დენს ქსელიდან გამმართველზე იღებს, რომელიც ბლოკის სქემებს გაივლის და კვლავ ცვლადაც გადაიქცევა, ამასთან ერთად, ეზრდება სიხშირეც. შემდეგ უკვე მისი გზა ტრანსფორმატორზე გადის, ბოლოს კი კიდევ ერთ გამმართველზე. შედეგად, რკალი მაღალსიხშირიან მუდმივ დენს იღებს.
პლუსები:
მინუსები:
შენიშვნა: ინვენტორის მთავარი თავისებურება მის უნივერსალურობაშია. დანადგარი ფართოდ გამოიყენება დიდ საწარმოებში სხვადასხვა ლითონის შედუღებისთვის, ასევე, საუკეთესო ვარიანტია სახლისა და აგარაკისთვის.
ეს სახეობა უფრო რთული კონსტრუქციით გამოირჩევა. შედუღება მის შემთხვევაში ხდება არა ჩვეულებრივი ელექტროდებით, არამედ დამცავი გაზის ღრუბლის მქონე სპეციალური ღეროთი. ბალონიდან გაზი შედუღების ადგილზე სანთურას გავლით აღწევს, იქიდანვე ავტომატურად მოქმედებს სპეციალური ღერო. გაზის ღრუბელი ნაკერებს ჟანგბადით დაჟანგებისგან იცავს.
პლუსები:
მინუსები:
შენიშვნა: გამოიყენება ფერადი და შავი ლითონების შედუღების სამუშაოებისთვის, შეუცვლელია თხელი ფირფიტების შედუღებისთვის.
ამჯერადაც, Holst.ge აუცილებლად დაუთმობს ყურადღებას უსაფრთხოების საკითხებს, რომელთა გაცნობასაც დაჟინებით გირჩევთ:
შედუღებისას აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ დენის დარტყმის შემთხვევითი შესაძლებლობაც კი მაქსიმალურად გამოირიცხოს:
- რეგულარულად შეამოწმეთ საიზოლაციო კაბელების და ყველა კონტაქტის გამართულობა მუშაობის დაწყებამდე;
- დარწმუნდით, რომ აპარატი გათიშულია არა მხოლოდ მუშაობის დასრულების შემდეგ, არამედ შესვენებების დროსაც;
- ნებისმიერი გაუმართაობის აღმოფხვრაზე ზრუნვა დაიწყეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც აპარატს გათიშავთ;
- აუცილებლად გამოიყენეთ სპეცტანსაცმელი;
- არავითარ შემთხვევაში არ იმუშაოთ წვიმისა თუ თოვლის დროს, თუკი სამუშაოები ღია ცის ქვეშ არის შესასრულებელი.
გასაოცარი და დაუჯერებელიც კია, მაგრამ შედუღების ჩაფხუტებისა და სათვალეების შეძენისას ბევრი ადამიანი ფულის დაზოგვას ცდილობს, რაც რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია. თუნდაც მუშაობა იშვიათად გიწევდეთ, აუცილებლად შეიძინეთ მხოლოდ თანამედროვე ნიღაბი.
განსაკუთრებით ყურადღებით იყავით რკალის ანთებისას და მისი წვის მთელ პერიოდში, რადგან ეს პერიოდი მომატებულ საფრთხეებს შეიცავს. გამოცდილებას რაც უფრო დააგროვებთ, დამდნარი ლითონის შხეფების რაოდენობა სულ უფრო შემცირდება, თუმცა მრავალწლიანი პრაქტიკის შემდეგაც კი, პროფესიონალი შემდუღებელი არასოდეს იმუშავებს გაღეღილი საყელოთი თუ აკაპიწებული მაჯებით.
ამ შემთხვევაში მოიაზრება:
- დაცვა მოსალოდნელი აფეთქებისგან დახურულ სივრცეში მუშაობის დროს (მაგალითად, ლითონის რეზერვუარში);
- სასუნთქი გზების დაცვა მავნე გაზების (ქრომის, მანგანუმის ოქსიდები და ასე შემდეგ) გამოყოფისას;
- სიმაღლეზე მუშაობის დროს აუცილებელია სამონტაჟო ქამრების გამოყენება, თუმცა ეს მხოლოდ შედუღებას როდი ეხება - ასეთ დროს დაზღვევაზე უარის თქმა, უბრალოდ, არ შეიძლება.
აბა, უსაფრთხო და ნაყოფიერ მუშაობას გისურვებთ!..