შედუღების აპარატი ამთლიანებს...

ძალიან მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ, მართლაც ასეა - შედუღების აპარატი ამთლიანებს და წერტილი! თუმცა, ეს ინსტრუმენტი ნამდვილად იმსახურებს გაცილებთ ვრცელ დახასიათებას და ჩვენი მიზანიც ხომ ის გახლავთ, სხვადასხვა დანადგარსა თუ ხელსაწყოზე ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ.

მაშ, რას ამთლიანებს ინსტრუმენტი, როგორ და რისთვის, ქვემოთ ყველაფერს დეტალურად შევეხებით.

რაკი შეხება ვახსენეთ, ე.წ. სვარკის აპარატი ის ინსტრუმენტია, რომელთან შეხება და უშუალო კონტაქტი უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვას მოითხოვს და რა თქმა უნდა, თქვენს ყურადღებას ამაზეც გავამახვილებთ.

რისთვის გამოიყენება შედუღების აპარატები?

როგორც თავშიც აღვნიშნეთ, შედუღების აპარატები ამთლიანებს, ადუღებს, ადუღაბებს ლითონის დეტალებს, თუმცა, მას სხვა დავალებების შესრულებაც შეუძლია.

მუშაობა შეიძლება, პრაქტიკულად, ნებისმიერ ლითონთან, იქნება ეს - ფოლადი, ტიტანი, თუჯი, ალუმინი, სპილენძი, ნიკელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

შედუღების აპარატის კიდევ ერთი გამორჩეული შესაძლებლობა ის გახლავთ, რომ ინსტრუმენტის დახმარებით დაზიანებული დეტალების ფორმის აღდგენაც შეიძლება.

გამოყენების სფეროები

  • მშენებლობა (კონსტრუქციები, მილსადენები)
  • მანქანათმშენებლობა და ავტოსარემონტო სამუშაოები
  • სამრეწველო წარმოება (მეტალის კონსტრუქციები, ტექნიკა)
  • სახლის/სახელოსნოს მცირე რემონტი (ღობეები, ჭიშკრები)

რა უნდა გაითვალისწინოს შემდუღებელმა

შემდუღებლების ინდივიდუალური დამცავი აღჭურვილობისთვის მკაცრი მოთხოვნები არსებობს. დამცავი აღჭურვილობა მოიცავს შემდუღებლის კოსტიუმს, უსაფრთხოების ფეხსაცმელს, ნიღაბსა და ხელთათმანებს. მოთხოვნები კი ასეთია:

- ყოველი სამუშაო დღის წინ შეამოწმეთ სპეცტანსაცმელი, ხომ არ აქვს ზეთის თუ სხვა სამრეწველო საპოხი მასალების ლაქები;

- ფეხსაცმელს უნდა ჰქონდეს სქელი ძირი, რომელიც დენის გატარების საშუალებას არ იძლევა. ლითონის დეტალების არსებობა ფეხსაცმელზე კატეგორიულად მიუღებელია;

- ფეხსაცმლის წინა ნაწილში უნდა იყოს სპეციალური დამცავი საშუალება, რომელიც თითებს მძიმე საგნების დაცემისგან დაიცავს;

- ხელთათმანები შედუღების სამუშაოების ტიპის მიხედვით უნდა შეირჩეს. ზოგ შემთხვევაში, მაგალითად, გაზით შედუღებისას, დამცავი კოსტიუმის ნაცვლად, შესაძლებელია სამკლავურებისა და წინსაფრების გამოყენება;

- შემდუღებლის ნიღაბს არანაირი დეფექტი არ უნდა ჰქონდეს. უნდა შეირჩეს მკაცრად ზომების გათვალისწინებით - თავზე ნიღაბი მყარად უნდა დამაგრდეს;

- შუქფილტრი არა მხოლოდ კარგად უნდა იცავდეს თვალებს, არამედ კარგად ხედვის საშუალებასაც აძლევდეს შემდუღებელს, რომ მუშაობის პროცესის გაკონტროლება სრულყოფილად შეძლოს.

უსაფრთხოების წესები

- მუდმივად აკონტროლეთ შედუღების ნაკერის ფორმირება;

- სამუშაო ტერიტორია 1,8 მეტრის სიმაღლის ღობით გამოყავით, რათა გამვლელები არ დააზიანოთ;

- ყურადღება მიაქციეთ, რომ სამუშაო ადგილას არ იყოს ნარჩენები და რაც მთავარია, ადვილად აალებადი საგნები;

- გამოიყენეთ თვალებისა და სახის დამცავი საშუალებები;

- სიმაღლეზე მუშაობისას, დამატებით საჭიროა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება;

- შედუღების აპარატი გადააადგილეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ელექტროკვების მიღებას სრულად შეწყვეტს;

- ყურადღება მიაქციეთ, რომ მუშაობის პროცესში სადენები ერთმანეთში არ გადაიხლართოს;

- ავტოტრანსპორტის ძარაზე მუშაობისას, აუცილებლად გათიშეთ აკუმულატორი;

- აუცილებლად გამოიყენეთ სპეციალური ტანსაცმელი: ფეხსაცმელი, რომელიც შექმნილია ცეცხლგამძლე მასალისგან, დამცავი ნიღაბი, საჭიროების შემთხვევაში, რესპირატორი და ჩაფხუტი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუკი შედუღების აპარატს ტენიან გარემოში მუშაობა შეუძლია, ეს ოპერაცია მკაცრად აკრძალულია. წვიმასა და თოვლში მუშაობა უსაფრთხო არ არის!

არ უნდა დაივიწყოთ, რომ ლითონების დნობის პროცესში ხდება მავნე ნივთიერებების ინტენსიური გამოყოფა, შესაბამისად, ვენტილაციის არარსებობის პირობებში მუშაობა დაუშვებელია. გამონაკლის შემთხვევებში შეგიძლიათ გამოიყენოთ სასუნთქი ორგანოების დამცავი სპეციალური საშუალებები, მაგრამ ისიც მხოლოდ მცირე ხნით.

Schpindel შედუღების აპარატი MMA (SMINI-140PSD)

Schpindel shedugebis aparati

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე - 140A
  • IP დაცვა - IP21S
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 2022914529000
  • წონა (კგ) - 1.9
  • კვების წყარო - 180V-240V
  • კომპლექტაცია - 1.3 მეტრიანი კაბელი, ელექტროდის დამჭერი 1 მეტრიანი კაბელით, 1 მეტრიანი დამიწების კაბელი
  • ფუნქციები - HOT START, ARC FORCE, ANTI-STICK, VRD, LIFT TIG
  • ელექტროდის ზომა - 2.0-3.2mm
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.8
  • იზოლირების დონე - F
  • მუშაობის ციკლი - 0.6

HUGONG - შედუღების აპარატი MMA EXTREME 160 III

HUGONG shedugebis aparati

  • ბრენდი - HUGONG
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე - 160A
  • IP დაცვა - IP21S
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 90180550160
  • წონა (კგ) - 6
  • კვების წყარო - 180V-240V
  • კომპლექტაცია - 3 მეტრიანი შედუღების კაბელი ელექტროდის დამჭერით; 2 მეტრიანი დამიწების კაბელი დამიწების დამჭერით
  • ფუნქციები - Hot Start, Arc Force( ჩაშენებული), Anti-Stick
  • ელექტროდის ზომა - 2.0-4.0mm
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.85
  • იზოლირების დონე - F
  • მუშაობის ციკლი - 20%-160A MMA; 100%-71A MMA

CROWN CT33100 - შედუღების აპარატი ინვენტორული 200A

Crown shedugebis aparati

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე - 200A
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177421517
  • წონა (კგ) - 6.1
  • კვების წყარო - 160-265V
  • კომპლექტაცია - ელექტროდის დამჭერი კაბელი + დამიწების კაბელი + დამცავი სათვალე +რკინის ჩოთქი
  • ელექტროდის ზომა - 2.5-4.0mm
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.83
  • იზოლირების დონე - F
  • მუშაობის ციკლი - 0.4

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება