შედუღების აპარატი და ფიზიკა - საჭიროა თუ არა შემდუღებლისთვის ფიზიკის ცოდნა?

სულაც არ არის საჭირო ფიზიკის კანონების ცოდნა იმის მისახვედრად, რომ სითხეში მოთავსებული სხეული მაშინვე დედის გინებას დაიწყებს, თუკი სითხე ყინულივით ცივია!..

სხვათა შორის, ფიზიკის კანონების არცოდნა სულაც არ ნიშნავს, რომ მათი დარღვევის უფლება გვაქვს.

და საერთოდაც, რატომ უნდა გვიყვარდეს ფიზიკა, იცით? არავის, დედამიწის ზურგზე არავის შეუძლია მისი კანონების დარღვევა, თუნდაც ბევრი ფულის სანაცვლოდ. ასეა, ქრთამი ჯოჯოხეთსაც კი ანათებს, მაგრამ ფიზიკასთან - უკაცრავად!..

რაღა თქმა უნდა, ფიზიკა ამდენჯერ ტყუილად სულაც არ გვიხსენებია - სამწუხაროდ, სკოლაში უამრავი ადამიანი არ აქცევს ამ საგანს სათანადო ყურადღებას, ზრდასრულობაში კი პრაქტიკულად, ყველგან საჭიროა. აი, მაგალითად, შემდუღებლები ავიღოთ - როგორც ფიზიკის, ისე ქიმიის ცოდნა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რატომ და იმის გამო, რომ შედუღება ხორციელდება აალებადი აირის ალის გამოყენებით ჟანგბადთან ერთად ან ელექტრული რკალის მეშვეობით, შემდუღებელი კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული გაზებისა და ელექტროტექნიკის თვისებებში. შესაბამისად, საჭიროა ფიზიკის ცოდნა, ქიმიის ცოდნა, ლითონების დაჟანგვის პროცესების გააზრება და სათანადოდ მოქმედება...

იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უსაფრთხოებაზე ხაზგასმა არასოდეს მოგვბეზრდება და იმის გათვალისწინებით, რომ შედუღების აპარატი უაღრესად საჭირო დანადგარია, უამრავი ადამიანი იყენებს, ამჯერად სწორედ ფიზიკაზე, ქიმიაზე და იმაზე ვისაუბრებთ, როგორ ვიმუშაოთ უსაფრთხოდ, ვიზრუნოთ როგორც საკუთარ, ისე გარშემომყოფების ჯანმრთელობაზე.

რისკფაქტორები

შედუღების სამუშაოების წარმოებისას დამწვრობის, მოწამვლისა და სხვა ტრავმების ასაცილებლად არა მხოლოდ ელემენტარული წესების დაცვა, არამედ რისკფაქტორებში გარკვევაც არის საჭირო.

მიუხედავად იმისა, სად გამოიყენება შედუღების აპარატები, შენობაში თუ ღია სივრცეში, არსებობს გარკვეული რისკები. პირველ რიგში, დამცავი აღჭურვილობა არა მხოლოდ შემდუღებელმა, არამედ გარშემომყოფებმაც უნდა გამოიყენონ.

სამწუხაროდ, არის ხოლმე შემთხვევები, როცა უსაფრთხოების მინიმალურ ზომებსაც კი ყურადღებას არ აქცევენ და აგდებულად იტყვიან ხოლმე: სვარკის აპარატი ისე ვიცი, როგორც ჩემი ათი თითი... სინამდვილეში, ტრავმის მიღების რისკფაქტორების ჩამონათვალი საკმაოდ შთამბეჭდავია:

  • ნაპერწკლები, რომლებიც შედუღების პროცესში წარმოიქმნება, ადვილად წვავს ყველა სახის ქსოვილს, გარდა სპეციალური ქსოვილისა და სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობას იწვევს;
  • გამდნარი ლითონის შხეფი მარტივად წვავს ფეხსაცმელსა და ხელოვნურ მასალებს;
  • ლითონის დნობის შედეგად, წარმოიქმნება ცხელი ორთქლი, რომელსაც თვალისა და სახის კანის სერიოზულად დაზიანება შეუძლია.
  • შედუღების პროცესის მსვლელობისას წარმოშობილი ნაპერწკლები საშიშია აალებად ნივთიერებებთან შეხებისას. ამდენად, სამუშაო ტერიტორიიდან ნებისმიერი სახის ადვილად აალებადი ნივთიერების გატანა წინასწარ უნდა მოხდეს;
  • სადენის ცუდი იზოლაციის პირობებში, არსებობს დენის დარტყმის საშიშროება;
  • მაღალი ხარისხის ხმაური, რომელიც შედუღების აპარატის მუშაობის დროს გენერირდება;
  • ულტრაწითელი და ულტრაიისფერი გამოსხივება;
  • რკალური შედუღებისას წარმოიქმნება ნათება, რომელიც თვალებს აზიანებს;
  • ლითონების დნობის შედეგად, ჰაერში ვრცელდება ნივთიერებები, რომელთაც სასუნთქი გზების დაზიანება შეუძლიათ. ეს შეიძლება იყოს ტყვია, ქრომი, თუთია, კადმიუმი და ასე შემდეგ.

ყველა ამ რისკფაქტორის გათვალისწინებით, აუცილებელია უსაფრთხოების სტანდარტების ზედმიწევნით ზუსტად დაცვა.

უსაფრთხოების წესები

შედუღების აპარატით მუშაობისას დასაცავი უსაფრთხოების ზოგადი წესები:

1. მუდმივად აკონტროლეთ შედუღების ნაკერის ფორმირება;

2. სამუშაო ტერიტორია 1,8 მეტრის სიმაღლის ღობით გამოყავით, რათა გამვლელები არ დააზიანოთ;

3. ყურადღება მიაქციეთ, რომ სამუშაო ადგილას არ იყოს ნარჩენები და რაც მთავარია, ადვილად აალებადი საგნები;

4. გამოიყენეთ თვალებისა და სახის დამცავი საშუალებები;

5. სიმაღლეზე მუშაობისას, დამატებით საჭიროა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება;

6. შედუღების აპარატი გადააადგილეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ელექტროკვების მიღებას სრულად შეწყვეტს;

7. ყურადღება მიაქციეთ, რომ მუშაობის პროცესში სადენები ერთმანეთში არ გადაიხლართოს;

8. ავტოტრანსპორტის ძარაზე მუშაობისას, აუცილებლად გათიშეთ აკუმულატორი;

9. აუცილებლად გამოიყენეთ სპეციალური ტანსაცმელი: ფეხსაცმელი, რომელიც შექმნილია ცეცხლგამძლე მასალისგან, დამცავი ნიღაბი, საჭიროების შემთხვევაში, რესპირატორი და ჩაფხუტი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუკი შედუღების აპარატს ტენიან გარემოში მუშაობა შეუძლია, ეს ოპერაცია მკაცრად აკრძალულია. წვიმასა და თოვლში მუშაობა უსაფრთხო არ არის!

ასევე, არ უნდა დაივიწყოთ, რომ ლითონების დნობის პროცესში ხდება მავნე ნივთიერებების ინტენსიური გამოყოფა, შესაბამისად, ვენტილაციის არარსებობის პირობებში მუშაობა დაუშვებელია. გამონაკლის შემთხვევებში შეგიძლიათ გამოიყენოთ სასუნთქი ორგანოების დამცავი სპეციალური საშუალებები, მაგრამ ისიც მხოლოდ მცირე ხნით.

დამცავი საშუალებები

შემდუღებლების ინდივიდუალური დამცავი აღჭურვილობისთვის მკაცრი მოთხოვნები არსებობს. დამცავი აღჭურვილობა მოიცავს შემდუღებლის კოსტიუმს, უსაფრთხოების ფეხსაცმელს, ნიღაბს და ხელთათმანებს.

შემდუღებლის ტანსაცმელი სპეციალური ცეცხლგამძლე ქსოვილისგან უნდა იყოს დამზადებული.

დამცავ საშუალებებთან დაკავშირებული მოთხოვნები ასეთია:

1. ყოველი სამუშაო დღის წინ შეამოწმეთ სპეცტანსაცმელი, ხომ არ აქვს ზეთის თუ სხვა სამრეწველო საპოხი მასალების ლაქები;

2. ფეხსაცმელს უნდა ჰქონდეს სქელი ძირი, რომელიც დენის გატარების საშუალებას არ იძლევა. ლითონის დეტალების არსებობა ფეხსაცმელზე კატეგორიულად მიუღებელია;

3. ფეხსაცმლის წინა ნაწილში უნდა იყოს სპეციალური დამცავი საშუალება, რომელიც თითებს მძიმე საგნების დაცემისგან დაიცავს;

4. ხელთათმანები შედუღების სამუშაოების ტიპის მიხედვით უნდა შეირჩეს. ზოგ შემთხვევაში, მაგალითად, გაზით შედუღებისას, დამცავი კოსტიუმის ნაცვლად, შესაძლებელია სამკლავურებისა და წინსაფრების გამოყენება;

5. შემდუღებლის ნიღაბს არანაირი დეფექტი არ უნდა ჰქონდეს. უნდა შეირჩეს მკაცრად ზომების გათვალისწინებით - თავზე ნიღაბი მყარად უნდა დამაგრდეს;

6. შუქფილტრი არა მხოლოდ კარგად უნდა იცავდეს თვალებს, არამედ კარგად ხედვის საშუალებასაც აძლევდეს შემდუღებელს, რომ მუშაობის პროცესის გაკონტროლება სრულყოფილად შეძლოს.

სხვა მოთხოვნები

სამუშაო ტერიტორიის განათებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელოვანია შემდუღებლის უზრუნველყოფა მუდმივი დღის სინათლით ან განათების მოწყობილობებით.

ნებისმიერი აღჭურვილობა დროულ დიაგნოსტიკას მოითხოვს. არ არის რეკომენდებული შედუღების აპარატის ტექნიკური მდგომარეობა დამოუკიდებლად, სპეციალისტის გარეშე შემოწმდეს.

გაითვალისწინეთ, რომ უსაფრთხოების წესებისგან ნებისმიერი გადახრა, შესაძლოა, დამწვრობისა თუ სხვა სახის საკმაოდ სერიოზული ტრავმის მიზეზი გახდეს.

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული 150A

Schpindel shedugebis aparati

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე - 150A
  • IP დაცვა - IP21S
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4891663632112
  • წონა (კგ) - 3.9
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - ელექტროდის დამჭერი კაბელი + დამიწების კაბელი + დამცავი სათვალე +რკინის ჩოთქი
  • ელექტროდის ზომა - 2.5-3.2mm
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.8
  • იზოლირების დონე - F
  • მუშაობის ციკლი - 0.35

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული 200A

Schpindel shedugebis aparati

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე - 200A
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4050030821683
  • წონა (კგ) - 6.86
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - ელექტროდის დამჭერი კაბელი + დამიწების კაბელი + დამცავი სათვალე +რკინის ჩოთქი + ქეისი
  • ელექტროდის ზომა - 1.6-4.0mm
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.83
  • იზოლირების დონე - F
  • მუშაობის ციკლი - 0.4

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული 250A

Schpindel shedugebis aparati

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე - 250A
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4050030838254
  • წონა (კგ) - 8.18
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - ელექტროდის დამჭერი კაბელი + დამიწების კაბელი + დამცავი სათვალე +რკინის ჩოთქი
  • ელექტროდის ზომა - 1.6-5.0mm
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.78
  • იზოლირების დონე - F
  • მუშაობის ციკლი - 0.25

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული MIG\MMA 180A 1

Schpindel shedugebis aparati kempit

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი კემპით
  • სიმძლავრე - 180A
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4823085236340
  • წონა (კგ) - 15.64
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - ელექტროდის დამჭერი კაბელი + დამიწების კაბელი + დამცავი სათვალე +რკინის ჩოთქი + ქეისი
  • ელექტროდის ზომა - MMA: 1.6-4.0mm MIG: 0.6-1.0mm
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.76
  • იზოლირების დონე - F
  • მუშაობის ციკლი - 0.35

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება