შედუღების აპარატი - გამარტივებული საქმე |
შედუღების აპარატი - გამარტივებული საქმე |
შედუღების აპარატზე მოკლედ საუბარი რთულია. ამ გენიალურ გამოგონებაზე მოსაყოლი ბევრია. ხელსაწყო მთელი რიგი უპირატესობებით გამოირჩევა. ძველ დროში კი მისი არარსებობა, უამრავ პრობლემას ქმნიდა. ინსტრუმენტი მასალების ერთმანეთთან შესაერთებლად გამოიყენება. ადრე კი ალტერნატიულ გზას ეძებდნენ და არასწორად შერჩეული ხელსაწყოთი აერთებდნენ. ასეთი საქმე სრულყოფილი არ იყო. ხარვეზები ჰქონდა და დიდ დროსაც მოითხოვდა. ამავდროულად, ჯანმრთელობისთვისაც საზიანო იყო. ყოველგვარი შეიარაღების გარეშე, ასხლეტილ ნატეხს სერიოზული ზიანის გამოწვევა შეეძლო. შედუღების აპარატის გამოგონებისთანავე პრობლემები გაქრა და ადგილი მხოლოდ სასიამოვნო მუშაობამ დაიკავა.
ვიზუალური თვალსაზრისით ხელსაწყო დიდი და არაკომპაქტურია. თუმცა, ეს მხოლოდ პირველადი ეფექტია. სინამდვილე სულ სხვაა. თანამედროვე შედუღების აპარატი საქმის პროფესიონალი და ამავდროულად, კომპაქტურია. რაც მთავარია, დამცავი მექანიზმები აქვს და საფრთხეს თავიდან აგარიდებთ.
შედუღების პროცესი რთულია. სვარკის აპარატი სპეციფიკურ სხივებს აფრქვევს. მასალების შეერთება სხვაგვარად შეუძლებელია. მსგავსი გამოსხივება კი თვალისთვის საზიანოა. ამ შემთხვევაში როგორ ვიქცევით ? ნუთუ, ჯანმრთელობას საფრთხე უნდა შევუქმნათ ? არა, რა თქმა უნდა. სწორედ ამიტომაა ტექნოლოგიების განვითარება კარგი. ახლა უკვე დამცავი სათვალე არსებობს. სხივებთან პირდაპირი კონტაქტი არ გექნებათ. სათვალე კი სხვადასხვა დამცავი შრისგან შედგება და თვალებს მთელი ძალისხმევით იცავს. ხელსაწყოების უმეტესობას კომპლექტაციაში მოყვება, მაგრამ ზოგს არ ახლავს. გამოყენება კი აუცილებელია.
დამცავი სათვალის გარდა, კომპლექტი ბევრ ნივთს მოიცავს. ძირითადად, დამიწებისა და კემპის კაბელი, ელექტროდის დამჭერი კაბელი ან რკინის ჩოთქი მოყვება. ზოგიერთ სვარკის აპარატს მხოლოდ რომელიმე ერთი ნივთი ახლავს. ამის გამო გულს ნუ გაიტეხთ. ჩამოთვლილი ხელსაწყოებიდან უმეტესობას რამდენიმე ინსტრუმენტი მოყვება. დამცავი სათვალე ნებისმიერი სახის აპარატის შემთხვევაში საჭიროა, მაგრამ სხვა ნივთები მეტ-ნაკლებად. ამას კი საქმიანობიდან გამომდინარე განსაზღვრავთ.
ხელსაწყოებს შორის ბევრი განსხვავებაა. ამდენ წვრილმანში ზოგჯერ ვერაფერს ვიგებთ და ვერც სათანადო ინსტრუმენტს ვარჩევთ. ახლა კი სწორედ ამ პრობლემს გადავჭრით. შედუღების აპარატები სხვადასხვა სიმძლავრისაა. ზოგს მაღალი მონაცემები აქვს, ან შეიძლება საშუალო ნიშნულზე იდგეს. იქნებ სულაც დაბალი სიმძლავრის ინსტრუმენტი გესაჭიროებათ ? ამას თქვენი საქმიანობა განსაზღვრავს. არჩევანი მარტივდება და უსასრულოდ ფიქრი არ გიწევთ. მოკლედ, გადატვირთული სამუშაოს დროს 270 A ან 250 A - იანი შედურების აპარატია საჭირო. რთული საქმისადმი მეტად ამტანია და უფრო სწრაფიც. საშუალო დონის სამუშაოს 160 A- იანი კარგად უმკლავდება, ხოლო მსუბუქი საქმიანობისთვის 140 A - იანია განკუთვნილი.
მეტი მრავალფეროვნებისთვის საჭიროა საიტს ეწვიოთ და ბრენდები შეაფასოთ. ამჯერად, კი მხოლოდ ერთ განსაკუთრებულ ბრენდის, Crown - ის ჯერია. ოთხი ერთმანეთისგან განსხვავებული ხელსაწყო, ხარისხით ერთიანდება. დროა დეტალებზე გადავიდეთ.
პირველად 250 A- იანი შედუღების აპარატით დავიწყოთ. მახასიათებლებზე უეცარი თვალის გადავლებითაც შეინიშნება, რომ მაღალი სამუშაო რესურსით, სიმძლავრითა და ეფექტურობით გამოირჩევა. ხელსაწყო რთულ მასალასთანაც კარგად ურთიერთობს და ზედმიწევნით აერთებს. ფუნქციურად გამართულია და კომფორტულადაც იმუშავებთ. ძალას მუდამ ინარჩუნებს, შრომატევადი საქმიანობის დროსაც კი. ამიტომ, ხელსაწყო ნებისმიერ სიტუაციაში ნამდვილ მეგობრობას გაგიწევთ და არასდროს დაგაღალატებთ. ინსტრუმენტი 23 კილოგრამია, რაც არც ისე მსუბუქია. ასე კი მაღალი მონაცემებიდან გამომდინარეა და სრულიად ბუნებრივია. კომპლექტაციაში დამიწებისა და კემპის კაბელი მოყვება. მაღალი იზოლირების დონე, მუშაობის ციკლი და დამცავი სისტემა აქვს. ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს. მოკლედ, თქვენს ხელთ ერთ-ერთი საუკეთესო ხელსაწყოა.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
შემდეგი შედურების აპარატი კიდევ მეტად მძლავრია. 270 A სახუმარო არ არის. რთულ საქმეებთან შერკინება და დამარცხება შეუძლია. კომპლექტაციაში ელექტროდის დამჭერი კაბელი, დამიწების კაბელი, დამცავი სათვალე და რკინის ჩოთქი მოყვება. მაღალი სიმძლავრე და დატვირთული კომპლექტაცია ხელსაწყოს უპირატესობაზე მიუთითებს. ყველა საჭირო ნივთი თან ახლავს. კონკრეტული შედუღების აპარატი გამძლეობითაც გამორჩეულია. შეგიძლიათ მთელი დღე გამოიყენოთ და პრობლემას არცერთი წუთით გამოიწვევს. ასე კი წლების განმავლობაში მუშაობს. სხვა მხრივაც ყველაფერი ნორმალურად აქვს. ელექტროდის ზომა და იზოლირების დონე მაღალია. ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს. სამყაროში ყველაფერი ხდება და იქნებ თქვენს შედუღების აპარატსაც ქარხნული დეფექტი აღმოაჩნდეს ? გარანტია სწორედ ამიტომ არსებობს.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
თქვენთვის თავის მოწონებას, მსუბუქი და კომპაქტური შედუღების აპარატი შეეცდება. წესით გამოუვა კიდეც, რადგან უარყოფითი მხარის პოვნა გაგირთულდებათ. პირდაპირ გეტყვით, რომ სიმძლავრით თავს ნამდვილად ვერ მოიწონებს. 160 A საშუალო მაჩვენებლია. მაინცდამაინც დიდ პროექტებს ნუ ჩააბარებთ. მისთვის უფრო საშუალო სირთულის საქმეა განკუთვნილი. სხვა შემთხვევაში ეფექტურობას დაკარგავს. კომპლექტაციაში ელექტროდის დამჭერი კაბელი, დამიწების კაბელი, დამცავი სათვალე და რკინის ჩოთქი მოყვება. დამატებითი ნივთებით დატვირთულია და თითოეულს ბევრ რამეში გამოიყენებთ.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Crown - ის კიდევ ერთი შედუღების აპარატი 140 A - იანია. ჩამოთვლილთაგან ყველაზე დაბალი მაჩვენებლისაა. მარტივ საქმეებში დახელოვნებულია, აი, რთული კი უჭირს. ამიტომ, გირჩევთ არ გადატვირთოთ და მცირე ხნით ამუშაოთ. მუშაობის ციკლი და იზოლირების დონე კვლავ მაღალია. კომპლექტაციაში ელექტროდის დამჭერი კაბელი, დამიწების კაბელი, დამცავი სათვალე და რკინის ჩოთქი ახლავს. ხელსაწყო მსუბუქი და კომპაქტურია.
კომპლექტაცია:
უპირატესობები: