შედუღების აპარატი თუ გჭირდებათ, ყველა საჭირო ინფორმაციას აქ მიიღებთ

რამდენი გაფრთხილება და დარიგება გვახსოვს ბავშვობიდან, როცა ეზოში ჩასულებს მშობლები თუ ბებია-ბაბუები გვეუბნებოდნენ, სვარკის აპარატი თუ ჩართო ვინმემ, არ შეხედო, თვალი მოაშორეო. მართლებიც იყვნენ და სწორ რჩევებსაც გვაძლევდნენ, რა თქმა უნდა. თუმცა, ახლა რომ იმავეს გამეორება არ გამოგვივიდეს, ჩვენ ისეთ რჩევებს მოგცემთ, შედუღების აპარატის შეძენისას რომ გამოგადგებათ.

შედუღების აპარატები - კონსტრუქციული თავისებურებები და საოპერაციო შესაძლებლობები

თუკი იცით, უბრალოდ, შეგახსენებთ, ხოლო თუ არ იცით, ახლავე გაიგებთ შედუღების აპარატების სახეობებს:

  • ტრანსფორმატორები;
  • ინვერტორები;
  • ნახევრადავტომატები;
  • გამმართველი.

1) პირველი სახეობის საფუძველი მძლავრი ტრანსფორმატორია, რომელზეც მოწყობილობაა მიერთებული. აგრეგატი პასუხისმგებელია, ქსელის ძაბვისგან მიიღოს ძაბვის ის მაჩვენებელი, რომელიც შედუღების პროცესისთვის არის საჭირო. ტრანსფორმატორული ტიპის აპარატის მუშაობისთვის საჭიროა სულ რაღაც 50-60 ვოლტი, ქსელში კი, მოგეხსენებათ, გაცილებით მაღალი ძაბვაა, რასაც შემცირება სჭირდება.

2) ინვერტორები - ეს არის პირველის, ანუ ტრანსფორმატორის გაუმჯობესებული სახეობა, სადაც მუდმივი დენის ცვლად დენში გადაყვანა ხდება და ტექნოლოგია საკმაოდ მარტივია.

თავის მხრივ, არსებობს ამ სახეობის რამდენიმე ქვესახეობა. ყველაზე პოპულარული და გავრცელებული მოწყობილობებია არგონ-რკალური შედუღების აპარატები, რომელსაც ჩვეულებრივ, უჟანგავი ლითონების შედუღებისთვის იყენებენ.

შედუღების ამ ტიპს არაერთი უპირატესობა აქვს:

  • კონსტრუქციის მცირე ზომა;
  • აპარატის ადვილად გადაადგილების, ტრანსპორტირების შესაძლებლობა ერთი ადგილიდან მეორეზე;
  • რეჟიმები მარტივი რეგულირებით.

3) ნახევრადავტომატები - პროცესი მიმდინარეობს მისადუღი ღეროს ხარჯზე. ლითონების შედუღება ხდება დამცავ, ინერტული აირის გარემოში.

4) ბოლო ტიპის შედუღების აპარატიც ასევე გარდაქმნის ქსელის ძაბვას იმ ძაბვად, რაც სამუშაოების შესრულებას სჭირდება. გარდა ამისა, აქაც გამოიყენება ტრანსფორმატორი.

შედუღების აპარატი და მისი აღჭურვილობა

მოკლედ თუ ვიტყვით, ინვენტორული შედუღების აპარატი მუდმივი დენის ცვლად დენში გადამყვანი მოწყობილობაა. 220 ვოლტის გარდაქმნის შემდეგ, მოწყობილობა მაღალი სიხშირის დენს იღებს. ძაბვის შემცირება მის ძალას მნიშვნელოვნად ზრდის.

ამ პროცესის შედეგად მიღებული მაღალი სიხშირის ელექტრული დენი, გაზრდილი ძალითა და დაბალი ძაბვით, კვლავ გარდაიქმნება მუდმივ დენად, რომლის დახმარებითაც ხდება კიდეც შედუღება.

შედუღების დროს ლითონის დნობა შესაძლებელია ელექტრული რკალის მაღალი ტემპერატურის ხარჯზე. რკალი შედუღების ელექტროდსა და შესადუღებელ ლითონს შორის წარმოიქმნება. ამისთვის მათ ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსებს უერთებენ. თუკი ელექტროდი მიერთებულია მინუსთან, ხოლო დეტალი - პლუსთან, ასეთ შეერთებას პირდაპირს უწოდებენ, ხოლო თუკი ეს ყველაფერი პირიქით ხდება, სახელწოდებაც შესაბამისი აქვს - საპირისპიროს. ორივე ვარიანტი შეიძლება გამოიყენებოდეს სხვადასხვა სისქის ლითონების შედუღებისას.

შედუღების ელექტროდი ლითონის ბირთვისა და საფარისგან შედგება, რომელიც შედუღების ადგილს ჟანგბადის ზემოქმედებისგან იცავს. ლითონთან ელექტროდის ბირთვის კონტაქტის შედეგად ელექტრული რკალი წარმოიქმნება, საფარი კი წვას იწყებს. საფარის გამდნარი ნაწილი ლითონს დამცავი ფენით ფარავს, რომელიც მალევე მყარდება და წიდად იქცევა.

ელექტრული რკალი ძალიან დიდ სითბოს წარმოქმნის - 7000 °C-მდე. შედუღების დროს ტემპერატურის მატებასთან ერთად ჩნდება ძლიერი ნათება, მათ შორის თვალისთვის უხილავ ულტრაიისფერ დიაპაზონში. ულტრაიისფერმა სხივებმა შეიძლება თვალების დამწვრობა გამოიწვიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოების ზომების დაცვა შედუღების პროცესში აუცილებელია. უფრო მეტიც, ნათების მავნე მოქმედება დამოკიდებულია არა მხოლოდ  ხანგრძლივობაზე, არამედ სიკაშკაშის ინტენსივობასა და მასთან სიახლოვეზე. ამიტომ მშობლები აბსოლუტურად გამართლებულად უკრძალავენ ბავშვებს შედუღების პროცესის ყურებას, ყველა შემდუღებელი კი სპეციალურ სათვალეებს იყენებს.

Schpindel შედუღების აპარატი MMA (MINI-250DPT)

Schpindel shedugebis aparati

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე - 250A
  • IP დაცვა - IP21S
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 2022914529222
  • წონა (კგ) - 3.2
  • კვების წყარო - 180V-240V
  • კომპლექტაცია - 1.5 მეტრიანი კაბელი, ელექტროდის დამჭერი 1,6 მეტრიანი კაბელით, 1,4 მეტრიანი დამიწების კაბელი
  • ფუნქციები - HOT START, ARC FORCE, ANTI-STICK, VRD, LIFT TIG
  • ელექტროდის ზომა - 2.0-4.0mm
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.8
  • იზოლირების დონე - F
  • მუშაობის ციკლი - 0.6

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული MMA-180

Schpindel shedugebis aparati

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე - 180A
  • IP დაცვა - IP21S
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6594119543120
  • წონა (კგ) - 6.5
  • კვების წყარო - 180V-240V
  • კომპლექტაცია - 1.4M+200A დამიწების კაბელი + 1.6M+200A ელექტროდის დამჭერი + ნიღაბი + ჯაგრისი
  • ფუნქციები - IGBT technology, anti-stick, hot start, arc force
  • ელექტროდის ზომა - 1.6-4.0mm
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.85
  • იზოლირების დონე - H
  • მუშაობის ციკლი - 0.6

Schpindel შედუღების აპარატი MMA-200 PIT

Schpindel shedugebis aparati

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე - 200A
  • IP დაცვა - IP21S
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 2022914529321წონა (კგ) - 5
  • კვების წყარო - 180V-240V
  • კომპლექტაცია - 1.8 მეტრიანი კაბელი, ელექტროდის დამჭერი 1,6 მეტრიანი კაბელით, 1,4 მეტრიანი დამიწების კაბელი
  • ელექტროდის ზომა - 2.0-3.2mm
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.8
  • იზოლირების დონე - F
  • მუშაობის ციკლი - 0.6

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება