სამოყვარულო და პროფესიონალური შედუღების აპარატი

შედუღების აპარატი დროის სვლასთან ერთად, სულ უფრო მოთხოვნადი ინსტრუმენტი ხდება. სვარკა აღარ არის ისეთი დიდი და მძიმე, როგორც ათწლეულების წინ, როცა მისი ფლობის საშუალება ერთეულებს ჰქონდათ, როცა მხოლოდ შესაბამის დაწესებულებებში შეგეძლოთ მისი ხილვა და ა.შ. თანამედროვე სვარკის აპარატი კომპაქტური, მსუბუქი და მძლავრია.

სამოყვარულიო შედუღების აპარატი

დაბალანსებული შედუღების აპარატი

პროფესიონალური შედუღების აპარატი

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ მაღალი ხარისხის პროდუქციის მწარმოებელი Crown-ის შედუღების აპარატებს, რომელიც სიმძლავრითა და სხვა პარამეტრებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა განსაზღვროთ თქვენი საჭიროებები და შეძენილი შედუღების აპარატი მათ მოარგოთ.

გავრცელებულია აზრი, თითქოს შედუღება არც თუ ისე მარტივია, თითქოს განსაკუთრებული სწავლა და დახელოვნება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სვარკა სახიფათოა. ეს ნამდვილად არ არის არგუმენტ მოკლებული მსჯელობა, თუმცა არსებობს პროტოკოლი, რომლის დაცვის შემთხვევაში საფრთხე მინიმალურია და თქვენც ძალიან მალე შეძლებთ ამ ხელობის შესწავლას. მით უმეტეს, როცა დღეს კარგ შემდუღებელს არც თუ ისე დაბალი ანაზღაურება აქვს.

შედუღების აპარატის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი:

სიმძლავრე

სიმძლავრე განსაზღვრავს შედუღების აპარატის შესაძლებლობებს. რაც უფრო მაღალია შედუღების აპარატის სიმძლავრე მით უფრო ეფექტურია ის და იძლევა მეტალის ჭრის ფუნქციას.

ელექტროდის ზომა

ბაზარზე სხვადასხვა ზომის ელექტროდია და თითოეული მათგანი რაღაც კონკრეტული საქმიანობისთვის იდეალურია. ამ ყოველივეს პრაქტიკაში ისწავლით, იქამდე კი ეცადეთ აარჩიოთ ისეთი სვარკა რომელსაც ელექტროდების დიდი დიაპაზონი გააჩნია.

წონა

შედუღების აპარატის წონა მეტყველებს მისი გადატანის სიმარტივეზე. რაც უფრო კომპაქტურია შედუღების აპარატი, მით უფრო მარტივია ამ ინსტრუმენტით გადაადგილება. მეორეს მხრივ შემცირებული წონა ხშირად მის ხარისხზე და გამძლეობაზე უარყოფითად მეტყველებს. ამიტომაც, ეცადეთ დააბალანსოთ ყოველივე.

მუშაობის ციკლი

შედუღების აპარატის მუშაობის ციკლი მიუთითებს თუ რამდენად ინტენსიურად შეუძლია სვარკას იმუშაოს. მაგალითად, თუ სვარკის აპარატის მუშაობის ციკლი 0,4-ია, ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალოდ, ათ წუთიან ინტერვალში 4 წუთით შეუძლია იმუშაოს.

ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი სვარკის აპარატების დიდ არჩევანს გთავაზობთ. ზედმიწევნით ზუსტად და დეტალურად გაწერილი მახასიათებლები კი მარტივად შეგიქმნით წარმოდგენას მის შესაძლებლობებზე.

CROWN CT33102-შედუღების აპარატი ინვენტორული 150A

crown CT33102 shedugebis aparati

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე 150A
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 3.6
  • კვების წყარო 220-240V
  • ელექტროდის ზომა 2.5-3.2mm
  • ტექნოლოგია IGBT
  • ეფექტურობა 0.83
  • იზოლირების დონე F
  • მუშაობის ციკლი 0.35

კომპლექტაცია:

  • ელექტროდის დამჭერი კაბელი
  • დამიწების კაბელი
  • დამცავი სათვალე
  • რკინის ჯაგრისი        

150 ამპერიანი შედუღების აპარატი სახლის სამუშაოებისათვის საუკეთესო არჩევანია. თუ მაღალი ინტენსივობით და დიდი პროექტებისთვის არ ეძებთ შედუღების აპარატს, მაშინ Crown-ის ეს მოდელი შეგიძლიათ შეიძინოთ. მანქანის შეკეთება, ამა თუ იმ ლითონის კონსტრუქციის აგება და სხვა საქმიანობებს მარტივად გაუმკლავდება. მისი პატარა მასა, რომელიც სულ რაღაც 3,6 კილოგრამს წარმოადგენს, ძალიან პრაქტიკულს ხდის. ხოლო მისი მცირე ზომა საშუალებას იძლევა მანქანის საბარგულში გქონდეთ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა

CROWN CT33099-შედუღების აპარატი ინვენტორული 160A

crown CT33099 shedugebis aparati

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე 160A
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 5.1
  • კვების წყარო 220-240V
  • ელექტროდის ზომა 2.5-4.0mm
  • ტექნოლოგია IGBT
  • ეფექტურობა 0.83
  • იზოლირების დონე F
  • მუშაობის ციკლი 0.4

კომპლექტაცია:

  • ელექტროდის დამჭერი კაბელი
  • დამიწების კაბელი
  • დამცავი სათვალე
  • რკინის ჯაგრისი

წინა მოდელთან შედარებით კიდევ უფრო მაღალხარისხიანი, Crown-ის 160 ამპერიანი შედუღების აპარატი, ასევე იდეალურია სახლის პირობებში, ფარეხში გამოსაყენებლად. ეს მოდელი არ არის დიდ პროექტებზე გათვლილი და შესაბამისად პროფესიონალები იშვიათად შეიძენენ ხოლმე, თუმცა თუ დამწყები ხართ და ახლა ეუფლებით შედუღების ხელოვნებას, საუკეთესო არჩევანია.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი ხარისხი
  • კომპატურობა

CROWN CT33100-შედუღების აპარატი ინვენტორული 200A

crown CT33100 shedugebis aparati

  • ბრენდი CROWN                     
  • პროდუქტის ტიპი შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე 200A   
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 6.1       
  • კვების წყარო 160-265V         
  • ელექტროდის ზომა 2.5-4.0mm       
  • ტექნოლოგია IGBT   
  • ეფექტურობა 0.83     
  • იზოლირების დონე F         
  • მუშაობის ციკლი 0.4

კომპლექტაცია:

  • ელექტროდის დამჭერი კაბელი
  • დამიწების კაბელი
  • დამცავი სათვალე
  • რკინის ჩოთქი

პროფესიონალური შედუღების აპარატი გნებავთ? მაშინ Crown-ის ეს 200 ამპერიანი მოდელი შეგიძლიათ შეიძინოთ, რომელიც საკმაოდ მისაღებ ფასად არის Holst.ge-ზე წარმოდგენილი.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • სიმძლავრე

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება