საუკეთესო შედუღების აპარატები გერმანული ოჯახიდან

ადამიანი ლითონის მოპოვებას უძველესი დროიდან ცდილობდა სხვადასხვა ხერხებითა და გზებით. არანაკლებ მნიშვნელოვან და რთულ ამოცანას წარმოადგენდა მისი დამუშავება და ისეთი სასარგებლო ფორმის მიცემა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო მარტივსა და ასატანს გახდიდა. ლითონის გამოყენება ძირითადად თავდაცვითი იარაღებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების დასამზადებლად ხდებოდა. ტექნოლოგიური განვითარების შეუქცევადმა პროცესებმა და ადამიანთა სწრაფვამ ყველაფერ ახლის ათვისებისაკენ, რაღა თქმა უნდა ლითონის ათვისებისა და დამუშავების ახლებური გზების ძიება გამოიწვია.

შედუღების აპარატი, რომლის გამოგონებაც ცნობილ ინჟინერს ნ. ბერნარდოს უკავშირდება, 1886 წლიდან იღებს სათავეს. მისი საშუალებით ადამიანთა საქმიანობა, როგორც პროფესიულ, ასევე სამოყვარულო დონეზე საგრძნობლად გამარტივდა. შედუღების აპარატის ძირითად დანიშნულებას რკინის კონსტრუქციების ერთმანეთთან მყარად დაკავშირება და ასევე ფერადი ლითონის დანაწევრება წარმოადგენს. თვალუწვდენელი ცათამბჯენები, რომლებიც თითქმის ღრუბლებს ებჯინებიან, მყარი რკინის კონსტრუქციის გარეშე უბრალოდ აუხდენელი ოცნება იქნებოდა, ხოლო შედუღების აპარატის არსებობამ ეს შესაძლებლობა რეალობად აქცია. გარდა არქიტექურული შედევრებისა, შედუღების აპარატი ერთ-ერთი წამყვანი ინსტრუმენტია ავტო ინდუსტრიაში. მოკლედ რომ ვთქვათ ნებისმიერი ლითონის კონსტრუქცია, უძრავი თუ მოძრავი, რომელიც მოძრაობს ცაში, ზღვაში თუ ხმელეთზე, შედუღების აპარატის პირმშოა.

რაში გამოიყენება შედუღების აპარატი?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ეგრეთწოდებული სვარკა გამოიყენება ლითონის კონსტრუქციების ერთმანეთთან მყარად დასაკავშრებლად და ასევე ფერადი ლითონის დასაჭრელად, თუმცა ქვემოთ ცოტა უფრო დეტალურად გავამახვილოთ ყურადღება სარგებელზე, რომელიც შედუღების აპარატის ფლობას ახლავს თან.

გარდა იმ ინდუსტრიული შესაძლებლობებისა რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, არანაკლებ მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია საყოფაცხოვრებო დონეზე. არ არის აუცილებელი იყოთ ინდუსტრიის მუშაკი, ან პროფესიონალურ დონეზე ფლობდეთ საჭირო უნარ ჩვევებს, რომ სვარკის აპარატი თქვენს საუკეთესო ინსტრუმენტად აქციოთ. საკმარისია საბაზისო უნარ ჩვევების ცოდნა და სულ ოდნავი პრაქტიკა, რომ თქვენ თავისუფლად შეძლებთ თქვენთვის სასურველი ფორმისა და ზომის ლითონის კონსტრუქციების ერთმანეთთან დაკავშირებასა და მის დანაწევრებას. თქვენი ავტოფარეხი ნამდვილად ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა დაუთმოთ შედუღების აპარატს.

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო შედუღების აპარატი?

შედუღების აპარატი ისეთი ინსტრუმენტია, რომლის ხშირი ინტენსივობით შეძენა არ არის მიღებული პრაქტიკა, თუ რაღა თქმა უნდა საქმე არ გვაქვს ინსტრუმენტის მწყობრიდან გამოსვლასთან. სხვა შემთხვევაში ეს თქვენს ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება, რადგან ეს ინსტრუმენტი არც ისე დაბალბიუჯეტიანია. ამდენად სანამ მის შეძენას გადაწყვეტთ უნდა განსაზღვროთ პროფესიონალურ დონეზე გსურთ მისი გამოყენება, თუ საყოფაცხოვრებო დონეზე. ჩვენი ონლაინ მაღაზია Holst.ge გთავაზობთ, როგორც პროფესიონალურ, ასევე სამოყვარულო დონის შედუღების აპარატებს.

შედუღების აპარატის შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ მახასიათებლებს:

  • სიმძლავრე
  • ბრენდი
  • წონა
  • ელექტროდის ზომა

სიმძლავრე - აპარატის სიმძლავრე უნდა შეარჩიოთ იმის მიხედვით, თუ რა მოცულობის სამუშაოების ჩატარება გსურთ. სასურველია, რომ დიდი მოცულობის სამუშაოების ჩასატარებლად შეარჩიოთ ისეთ აპარატი, რომლის სიმძლავრეც შედარებით უფრო მაღალია. შედუღების აპარატის საშუალო სიმძლავრე 180 ამპერია.

ბრენდი - ბაზარზე არსებობს მრავალი სახის შედუღების აპარატი, თუმცა ჩვენ გირჩევთ არჩევანი გააკეთოთ ისეთი ბრენდის სასარგებლოდ, რომელიც ბაზარზე კარგი რეპუტაციით სარგებლობს. სწორედ ასეთია Schpindel, რომელსაც უფრო დეტალურად ქვემოთ განვიხილავთ.

წონა - თუ სამუშაოების ჩატარება დიდ ტერიტორიაზე გიწევთ და აპარატის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადატანა, მაშინ არჩევანი შეარჩიეთ ისეთ მოდელზე, რომელიც კომპაქტურია და თქვენს საქმიანობას მოსახერხებელს გახდის.

ელექტროდის ზომა - იმისათვის რომ შეზღუდული არ იყოთ სამუშაოების შესრულებისას და ნებისმიერი სახისა და ზომის ელექტროდის გამოყენება შეძლოთ, არჩევანი შეაჩერეთ ისეთ შედუღების აპარატზე, რომლის ელექტროდის დიაპაზონი მრავალფეროვანი იქნება.

წესები რომელიც უნდა დავიცვათ შედუღების აპარატის გამოყენებისას

შედუღების აპარატი განეკუთვნება მძლავრი ელექტრო ინსტრუმენტების კატეგორიას, ამდენად საფრთხე, რომელიც დაუდევრობის შემთხვევაში შესაძლოა დადგეს ძალზედ რეალურია. პირველ რიგში აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ, რომ ზედაპირი რომელზეც მის გამოყენებას აპირებთ მშრალია. მნიშვნელოვანია აპარატი სპეციალური ხელთათმანების საშუალებით გამოიყენოთ, რათა თავიდან აიცილოთ დამწვრობა. კიდევ ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს სპეციალური ჩაფხუტისა და სათვალის  გამოყენება, რაც გამორიცხავს თქვენი მხედველობის დაზიანებას. სპეციალური პირბადე კი მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისგან დაგიცავთ.

უსაფრთხოების ზომების დაცვის გარდა აუცილებელია დავიცვათ წესი, რაც ლითონის მომზადებაში მდგომარეობს. სანამ უშუალოდ სამუშაოს დაიწყებთ ყურადღება მიაქციეთ ლითონს, თუ რამდენად სუფთაა მისი ზედაპირი. თუ ეს უკანასკნელი არ არის სუფთა, მაშინ გამოიყენეთ სპეციალური ჯაგრისი და გაასუფთავეთ იგი, რათა სამუშაო ხარისხიანად და მარტივად შეასრულოთ.

სად შევიძინოთ საუკეთესო შედუღების აპარატი?

ბაზარი შედუღების აპარატის დეფიციტს ნამდვილად არ განიცდის და მოთხოვნა - მიწოდების ბალანსი დაცულია, თუმცა ვერ ვიტყოდით, რომ მომხმარებელი დაცულია უხარისხო აპარატის შეძენისგან. ისეთი ბიუჯეტური ელექტრო ინსტრუმენტის შეძენისას, როგორიც შედუღების აპარატია, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რამდენად ორიგინალი ხარისხის იქნება. ჩვენი ონლაინ მაღაზია Holst.ge მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ოფიციალური შემომტანია საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენთან წარმოდგენილია სხვადასხვა ცნობილი ბრენდების პროდუქცია, თუმცა ამ ბლოგში გვსურს ყურადღება Schpindel- ის შედუღების აპარატებზე გავამახვილოთ, რომელთაც ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ.

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული 150A

Schpindel shedugebis aparati 150A

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი     
  • სიმძლავრე - 150A     
  • IP დაცვა - IP21S         
  • გარანტია - 1 წელი     
  • კვების წყარო - 220-240V       
  • ელექტროდის ზომა - 2.5-3.2mm       
  • ტექნოლოგია - IGBT 
  • ეფექტურობა - 0.8     
  • იზოლირების დონე - F         
  • მუშაობის ციკლი - 0.35         
  • წონა (კგ) - 3.9 

კომპლექტაცია:

  • ელექტროდის დამჭერი კაბელი
  • დამიწების კაბელი
  • დამცავი სათვალე
  • რკინის ჩოთქი

Schpindel მსოფლიოში მეტად წარმატებული ბრენდია, რომელსაც ზურგს უმაღლესი პროფესიონალთა გუნდი და გერმანული ხარისხი უმაგრებს. აღნიშნული აპარატის მუშაობის ციკლი დამაკმაყოფილებელია, ხოლო 150 ამპერის სიმძლავრის წყალობით საყოფაცხოვრებო დონეზე ნებისმიერი ტიპის სამუშაოს შესრულებას შეძლებთ. IP ტექნოლოგიის წყალობით კი წყლის ზემოქმედებისგან სრულიად დაცულია. აქვს ელექტროდის დიდი დიაპაზონი. მისი ერთ-ერთი ღირსება კომპაქტურობაა, რაც დამეთანხმებით სახლის პირობებში მეტად მნიშვნელოვანია. ხარისხი და მახასიათებლები, რომელიც მოცემულ აპარატს აქვს, მისი ფასის გათვალისწინებით ნამდვილი ფუფუნებაა.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • გამძლეობა
  • კომპაქტურობა
  • დამატებითი კომპლექტაცია

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული 200A

Schpindel shedugebis aparati 200A

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი     
  • სიმძლავრე - 200A     
  • გარანტია - 1 წელი     
  • კვების წყარო - 220-240V       
  • ელექტროდის ზომა - 1.6-4.0mm       
  • ტექნოლოგია - IGBT 
  • ეფექტურობა - 0.6     
  • იზოლირების დონე - F         
  • მუშაობის ციკლი - 0.6
  • წონა (კგ) - 6.86

კომპლექტაცია:

  • ელექტროდის დამჭერი კაბელი
  • დამიწების კაბელი
  • დამცავი სათვალე
  • რკინის ჩოთქი
  • ქეისი

წინა მოდელის მსგავსად ეს აპარატიც გერმანული ოჯახის წარმომადგენელია და რაღა თქმა უნდა ხარისხი მისი ძირითადი ღირსებაა. ამჯერად საქმე გვაქვს 200 ამპერის სიმძლავრესთან, რომელიც შედარებით უფრო დიდი მასშტაბის სამუშაოების შესრულების საშუალებას იძლევა. გაზრდილი სამუშაო ციკლის წყალობით ინტენსიური მუშაობის შესაძლებლობას იძლევა. რაც ყველაზე მთავარია აქვს ციფრული ეკრანი, რომლის გამოყენებით შეგიძლიათ აკონტროლოთ აპარატი და დაიცვათ გადახურებისგან. თუ გსურთ მძლავრი და ხარისხიანი შედუღების აპარატი, ეს მოდელი თქვენთვის საუკეთესო არჩევანია.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • სიმძლავრე
  • გამძლეობა
  • ციფრული ეკრანი

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული 250A

Schpindel shedugebis aparati 250A

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი     
  • სიმძლავრე - 250A     
  • გარანტია - 1 წელი                 
  • კვების წყარო - 220-240V       
  • ელექტროდის ზომა - 1.6-5.0mm       
  • ტექნოლოგია - IGBT 
  • ეფექტურობა - 0.6     
  • იზოლირების დონე - F         
  • მუშაობის ციკლი - 0.6
  • წონა (კგ) - 8.18

კომპლექტაცია:

  • ელექტროდის დამჭერი კაბელი
  • დამიწების კაბელი
  • დამცავი სათვალე
  • რკინის ჩოთქი

თქვენს წინაშეა გერმანული ოჯახის კიდევ ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. 250 ამპერის სიმძლავრის წყალობით იგი თავისუფლად შეიძლება მივაკუთვნოთ პროფესიონალურ დონეს. დიდი პროექტები და მაღალი სიმძლავრეები მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. აქვს ელექტროდის დიდი დიაპაზონი. მოკლედ, თუ გსურთ ბედი პროფესიონალურ დონეზეც სცადოთ, ან უკვე ხართ პროფესიონალი და გინდათ მაღალი  ხარისხი, რომელსაც გერმანული ოჯახი გთავაზობთ, ეს აპარატი თქვენთვის არის განკუთვნილი.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიმძლავრე
  • დამატებითი კომპლექტაცია

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული MIG\MMA 180A 1

Schpindel shedugebis aparati MIG/MMA180A

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი კემპით   
  • სიმძლავრე - 180A     
  • გარანტია - 1 წელი                 
  • კვების წყარო - 220-240V       
  • ელექტროდის ზომა - MMA: 1.6-4.0mm MIG: 0.6-1.0mm     
  • ტექნოლოგია - IGBT 
  • ეფექტურობა - 0.6     
  • იზოლირების დონე - F         
  • მუშაობის ციკლი - 0.6
  • წონა (კგ) - 15.64

კომპლექტაცია:

  • ელექტროდის დამჭერი კაბელი
  • დამიწების კაბელი
  • დამცავი სათვალე
  • რკინის ჩოთქი
  • ქეისი

აღნიშნულ აპარატს აქვს კემპით შედუღების ფუნქცია, რაც საშუალებას მოგცემთ შედარებით თხელი ობიექტები შეადუღოთ, რომლებიც მეტ სიზუსტესა და სიფრთხილეს მოითხოვს. გამოირჩევა მუშაობის მაღალი ციკლით. მისი ხარისხი და საიმედოობა კი წლებმა გამოსცადა.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიმძლავრე
  • დამატებითი კომპლექტაცია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება