13 რჩევა შედუღების აპარატის სრულყოფილად გამოყენებისათვის |
13 რჩევა შედუღების აპარატის სრულყოფილად გამოყენებისათვის |
დამწყები შემდუღებელი თუ ხართ და მცირე რჩევები გჭირდებათ პროფესიონალისგან, მაშინ ეს სტატია შენთვისაა. აქ განვიხილავთ იმ დეტალებს, რაც პროფესიონალ შემდუღებლად გაქცევთ. რა თქმა უნდა, უმთავრესი თქვენი სურვილია. არაა აუცილებელი თქვენი პროფესია და შედუღების აპარატი დაკავშირებული იყოს, რაც მეტი ხელობა იცი, მით ნაკლები ხარჯები გექნებათ ამა თუ იმ ნივთის შესაკეთებლად.
Schpindel-ის დაბალანსებული შედუღების აპარატი
იმისათვის, რომ შედუღების აპარატის კარგად გესმოდეთ და საქმეც კარგად გამოგივიდეთ, ქვემოთ წარმოდგენილი რჩევები წაიკითხეთ და გამოიყენეთ.
პრაქტიკა
უპირველესი რჩევა არის - რაც შეიძლება მეტი პრაქტიკა. ეს თითქოს ისედაც ნათელია, თუმცა ნება მოგვეცით აგიხსნათ. აიღეთ სვარკა და დაიწყეთ შედუღება. იგრძენით მანძილი და მოძრაობა, იქამდე სანამ ელექტროდს შეახებთ მასალას. ამ გზით თქვენ გამოიმუშავებთ გრძობას იმ მანძილზე, რიტმზე და სიჩქარეზე, რომელზეც უნდა იმუშაოთ.
სამუშაო ადგილი სვარკის აპარატისთვის
თუ დასამუშავებელი მასალა სტატიკური არ არის, თქვენ უნდა შეარჩიოთ ის ადგილი, სადაც განახორციელებთ შედუღებას. ავტოფარეხი, რომელიც კარგად ნიავდება, იქნება კარგი ადგილი დასაწყებად. თქვენ გექნებათ გარკვეული ადგილი მასალების განთავსებისა და სამუშაოს დატოვებისათვის, ყოველგვარი შეფერხებების გარეშე.
მოამზადეთ ინვენტარი სვარკის აპარატისათვის
იმისათვის, რომ შედუღება სწორად და პროფესიონალურად განახორციელოთ, რა თქმა უნდა, თქვემ დაგჭირდებათ შედუღების აპარატი. თუმცა, ახალი შემდუღებლისთვის ხშირად დავიწყების საგნებია: დამჭერი, მავთულის საჭრელი, და კუთხლივ სახეხი. ამ ინსტრუმენტებით თქვენ გექნებათ ძირითადი კონფიგურაცია, რომ პროფესიონალურად დაიწყოთ საქმის კეთება.
კარგი სამუშაო მაგიდა
მყარი სამუშაო მაგიდა მნიშვნელოვანია, რადგან ის არის საფუძველი შედუღებისათვის. თქვენ არ გჭირდებათ ლამაზი მაგიდა, უბრალოდ მყარი უნდა იყოს. საერთოდაც, თუ ასეთი არ გაგაჩნიათ, შეგიძლიათ შედუღების აპარატი გადმოიღოთ და თქვენ თვითონ ააწყოთ.
მოამზადეთ ლითონი შედუღებამდე
ლითონის შედუღებისას თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ ლითონი კარგად არის გაწმენდილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ჭუჭყს შეუძლია ხელი შეუშალოს თქვენს შედუღებას. მოიმარჯვეთ ჯაგრისი და კარგად გაწმინდეთ ლითონი. შედუღების აპარატი მხოლოდ ამის შემდეგ ჩართეთ.
შედუღების აპარატი და მძლავრი მავთული
როდესაც შედუღების აპარატის შეძენას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ ის მავთული, რაც მას მოჰყვება, დიდ დატვირთვას უძლებს.
გამოიყენეთ ორივე ხელი
როდესაც სვარკის აპარატის გამოყენებას ეხება საქმე, უმეტესობა ადამიანებისა მხოლოდ ერთ ხელს იყენებს, რაც მიზანშეწონილი არ არის. როდესაც შედუღების აპარატით მუშაობთ, უმჯობესია ორივე ხელი გამოიყენოთ. ეს უზრუნველყოფს თქვენი იარაღის სტაბილურობას და იძლევა უფრო თანმიმდევრულ შედუღებას. ის ასევე ძლევა სხეულის უკეთეს პოზიციას და ამცირებს დაღლილობას.
ხელთათმანები
კარგი ხელთათმანებიც კი არ ღირს ძვირი. დასაწყისისთვის, შეგიძლიათ განსაკუთრებულად კარგი და მძიმე ხელთათმანები შეიძინეთ. ასევე მთავარია, ისინი საკმარისად გრძელი იყოს თქვენი მკლავების დასაცავად, რადგან ყველასთვის ცნობილია, თუ როგორ დახტიან ნაპერწკლები სვარკის აპარატის გამოყენებისას.
ჩაფხუტის გარდა რა შეიძლება გამოიყენოთ შედუღების აპარატის გამოყენებისას?
არაფერი. ჩაფხუტი იცავს თქვენს თვალებს ულტრაიისფერი სხივებისგან და თქვენს სახეს ნებისმიერი ნაპერწკლებისგან.
ფეხსაცმელი და შედუღების აპარატი
კარგი ჩექმები არის ის ინვენტარი, რასაც ბევრი შემდუღებელი ხშირად უგულებელყოფს. კარგი ფეხსაცმელი დაიცავს თქვენს ფეხებს და შეამცირებს დაღლილობას. შედუღებისას თქვენ ფეხზე დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება მოგიწიოთ დგომა, ამიტომ მცირე დახმარებაც ბევრ რამეს ცვლის. რაც მთავარია, კარგი ფეხსაცმელი გიცავთ შედუღების აპარატის დამწვრობისგან.
მოაწესრიგეთ სამუშაო სივრცე დაწყებამდე
ზოგჯერ ჩვენი ფარეხი არეულია. ამან კი შედუღების აპარატის გამოყენებისას შესაძლოა გამოიწვიოს ფეხის დაცურება, დამწვრობა, ან უარესი, რაც შეიძლება თავიდან იქნას აცილებული სამუშაო სივრცის მოწესრიგებით.
ელექტროდის კუთხე შედუღებისას
შედუღების აპარატის გამოყენებისას თქვენ უნდა დაიკავოთ ისეთი კუთხე, რომელიც კომფორტულია, საშუალებას გაძლევთ დაინახოთ შედუღების წერტილი და შეამციროს ნაპერწკლები. კარგი კუთხე სადღაც 5-15 გრადუსს შორისაა.
სვარკის აპარატის განახლება
პირველი, რაც დაბალი ეფექტურობისას უნდა გამოცვალოთ დამჭერია. ცუდი დამიწების დამჭერი წარმოქმნის სუსტ წრეს. შედეგად, არათანმიმდევრულ შედუღებას ვიღებთ. კარგი დამჭერი უზრუნველყოფს კარგ, დახურულ ელექტრულ წრეს.
ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი შედუღების აპარატის დიდ არჩევანს გთავაზობთ. დაწყებული სამოყვარულო მოდელებიდან დამთავრებული მაღალპროფესიონალური, მაღალხარისხიანი და გამძლე სვარკის აპარატით. თქვენ მხოლოდ აარჩიეთ თქვენთვის სასურველი მოდელი იმ სრულად მოცემული მონაცემების დახმარებით, რაც საიტზე გვაქვს და ჩვენ საქართველოს ნებისმიერ წერტილში სრულიად უსასყიდლოდ მოგიტანთ აღნიშნულს სვარკას. გაითვალისწინეთ, რომ შედუღების აპარატის ხარისხზე მისი ბრენდი მეტყველებს. ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი ძირითადად გთავაზობთ ორი ბრენდის სვარკას: Schpindel და Crown.
Schpindel
ამ ბრენდის ქვეშ გაერთიანებული შედუღების აპარატი სამოყვარულო მოდელებია. დამწყებთათვის მშვენიერი არჩევანი იქნება Schpindel-ის შედუღების აპარატი. არის საკმაოდ გამძლე და ხარისხიანი იმისთვის, რომ დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახუროთ.
Crown
ამ ბრენდის შედუღების აპარატი მაღალპროფესიონალურია. არის ძალიან გამძლე და აღჭურვილია საუკეთესო შიდა ნაწილებით. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი შედუღების აპარატი ხარისხიანი იყოს, მაშინ Crown საუკეთესო არჩევანია.
კომპლექტაცია:
Schpimdel-ის ეს შდუღების აპარატი 200 A სიმძლავრისაა, რაც საშუალებას მოგცემთ არა მარტო შეადუღოთ, გაჭრათ კიდეც მეტალი. მიუხედავად ამ სიმძლავრისა სულ რაღაც 6,8 კილოგრამს იწონის და მარტივია ამ სვარკის აპარატით გადაადგილება. ელექტროდის ზომის დიაპაზონი 1,6-4,0 მმ-მდეა, ანუ თითქმის ყველა ბაზარზე არსებული ელექტროდით გაძლევთ საშუალებას შეადუღოთ. შედუღების აპარატის შეძენისას მოჰყვება საჭირო კომპლექტაცია: ელექტროდის დამჭერი, დამიწების კაბელი, დამცავი სათვალე - თქვენი უსაფრთხოებისათვის, რკინის ჯაგრისი და ქეისი - მარტივად გადასატანად. ყველა ამ შესაძლებლობისა და კომპლექტაციის გათვალისწინებით, ეს სვარკის აპარატი საკმაოდ იაფია და ხელმისაწვდომი.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
Schpindel-ის კიდევ ერთი შედუღების აპარატი, ამჯერად 250 ამპერით. მისი სიმძლავრე საშუალებას იძლევა 5მმ-იანი ელექტროდით მუშაობას. გაზრდილი ამპერი გაზრდილ მასას გულისხმობს, რაც ამ შედუღების აპარატის შემთხვევაში 8 კილოგრამია. ცალსახაა, მაინც დაბალი მასისაა, შესაბამისად კომპაქტურია. კომპლექტაციაში მოჰყვება ყველა საჭირო ნივთი.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
მაღალხარისხიანი შედუღების აპარატები Crown-ის სექციაში უნდა მოძებნოთ. ეს სვარკა 160 ამპერისაა, რაც არც თუ ისე დიდია, თუმცა საკმარისია თითქმის ნებისმიერი სახის შედუღების განხორციელებისათვის. არის ძალიან კომპაქტური და კომფორტული გადაადგილებისათვის. კომპლექტაციაში მოჰყვება ელექტროდის დამჯერი კაბელი, დამიწების კაბელი, დამცავი სათვალე და რკინის ჯაგრისი.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
მაღალხარისხიანი და მაღალი სიმძლავრის Crown-ის სვარკის აპარატი, რომელიც სულ რაღაც 6,1 კილოგრამს იწონის, Holst.ge-ზე ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ. მოჰყვება კომპლექტაცია, რომელიც ყველა საჭირო ნივთს გულისხმობს.
უპირატესობები: