შედუღების აპარატის შეძენის წინ წასაკითხი აუცილებელი რჩევები

რასაც არ უნდა გეგმავდეს ადამიანი, წინასწარ ყველა საჭირო ინფორმაციის მიღება გაცილებით უკეთესი შედეგების მომტანი იქნება და Holst.ge-ც დიდი სიამოვნებით, მზად არის, მაქსიმალური ინფორმაცია მოგაწოდოთ ისეთი საჭირო დანადგარის შესახებ, როგორიც ე.წ. სვარკის აპარატი გახლავთ.

შედუღების აპარატი და მისი ტიპები

ბაზარზე შედუღების აპარატების უამრავი სახეობა არსებობს, რამაც გამოუცდელი ადამიანი შესაძლოა, ძალიან მარტივად დააბნიოს. დაბნევა იქით იყოს, არ არის გამორიცხული, ფული ტყუილად გადაყაროს და ისეთი აპარატი შეიძინოს, საერთოდ რომ არ სჭირდება. ესეც რომ არ იყოს, მხოლოდ შედუღების აპარატი საკმარისი სულაც არ არის - საჭიროა, მაგალითად, შესაბამისი ელექტროდები, შემდუღებლის ნიღაბი, ხელთათმანები და ასე შემდეგ.

მოწყობილობა რამდენიმე სახეობად იყოფა:

  • ტრანსფორმატორი;
  • გამმართველი;
  • ინვენტორი;
  • ნახევრად ავტომატური.

ტრანსფორმატორი

შედუღების აპარატის ყველაზე მარტივი და ძველი სახეობა. კონსტრუქციის საფუძველია ტრანსფორმატორი, რომელიც პირველადი და მეორადი გრაგნილებისგან შედგება. ძაბვის შემცირების ხარჯზე ალტერნატიულ დენს წარმოქმნის, რომელიც გრაგნილების ერთმანეთთან საპირისპირო გადანაცვლებით რეგულირდება.

გამმართველი

კონსტრუქციის თვალსაზრისით, გამმართველი ძალიან ჰგავს ტრანსფორმატორს, თუმცა აქვს ბლოკი, რომლის ხარჯზეც მუდმივი დენი წარმოიქმნება.

ინვენტორი

შედუღების აპარატების ყველაზე პოპულარული სახეობა. დენს ქსელიდან გამმართველზე იღებს, რომელიც ბლოკის სქემებს გაივლის და კვლავ ცვლადაც გადაიქცევა, ამასთან ერთად, ეზრდება სიხშირეც. შემდეგ უკვე მისი გზა ტრანსფორმატორზე გადის, ბოლოს კი კიდევ ერთ გამმართველზე. შედეგად, რკალი მაღალსიხშირიან მუდმივ დენს იღებს.

ნახევრად ავტომატური

ეს სახეობა უფრო რთული კონსტრუქციით გამოირჩევა. შედუღება მის შემთხვევაში ხდება არა ჩვეულებრივი ელექტროდებით, არამედ  დამცავი გაზის ღრუბლის მქონე სპეციალური ღეროთი. ბალონიდან გაზი შედუღების ადგილზე სანთურას გავლით აღწევს, იქიდანვე ავტომატურად მოქმედებს სპეციალური ღერო. გაზის ღრუბელი ნაკერებს ჟანგბადით დაჟანგებისგან იცავს.

რა უნდა იცოდეთ პირველ რიგში

მიუხედავად იმისა, სად გამოიყენება შედუღების აპარატები, შენობაში იქნება ეს თუ ღია სივრცე, არსებობს გარკვეული რისკები. პირველ რიგში, დამცავი აღჭურვილობა არა მხოლოდ შემდუღებელმა, არამედ გარშემომყოფებმაც უნდა გამოიყენონ.

რატომ და იმიტომ, რომ ტრავმის მიღების რისკფაქტორების ჩამონათვალი საკმაოდ შთამბეჭდავია:

  • ნაპერწკლები, რომლებიც შედუღების პროცესში წარმოიქმნება, ადვილად წვავს ყველა სახის ქსოვილს, გარდა სპეციალური ქსოვილისა და სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობას იწვევს;
  • გამდნარი ლითონის შხეფი მარტივად წვავს ფეხსაცმელსა და ხელოვნურ მასალებს;
  • ლითონის დნობის შედეგად, წარმოიქმნება ცხელი ორთქლი, რომელსაც თვალისა და სახის კანის სერიოზულად დაზიანება შეუძლია.
  • შედუღების პროცესის მსვლელობისას წარმოშობილი ნაპერწკლები საშიშია აალებად ნივთიერებებთან შეხებისას. ამდენად, სამუშაო ტერიტორიიდან ნებისმიერი სახის ადვილად აალებადი ნივთიერების გატანა წინასწარ უნდა მოხდეს;
  • სადენის ცუდი იზოლაციის პირობებში, არსებობს დენის დარტყმის საშიშროება;
  • მაღალი ხარისხის ხმაური, რომელიც შედუღების აპარატის მუშაობის დროს გენერირდება;
  • ულტრაწითელი და ულტრაიისფერი გამოსხივება;
  • რკალური შედუღებისას წარმოიქმნება ნათება, რომელიც თვალებს აზიანებს;
  • ლითონების დნობის შედეგად, ჰაერში ვრცელდება ნივთიერებები, რომელთაც სასუნთქი გზების დაზიანება შეუძლიათ. ეს შეიძლება იყოს ტყვია, ქრომი, თუთია, კადმიუმი და ასე შემდეგ.

ყველა ამ რისკფაქტორის გათვალისწინებით, აუცილებელია უსაფრთხოების სტანდარტების ზედმიწევნით ზუსტად დაცვა.

CROWN CT33100 - შედუღების აპარატი ინვენტორული 200A

Crown shedugebis aparati

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე - 200A
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177421517
  • წონა (კგ) - 6.1
  • კვების წყარო - 160-265V
  • კომპლექტაცია - ელექტროდის დამჭერი კაბელი + დამიწების კაბელი + დამცავი სათვალე +რკინის ჩოთქი
  • ელექტროდის ზომა - 2.5-4.0mm
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.83
  • იზოლირების დონე - F
  • მუშაობის ციკლი - 0.4

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული TIG/MMA -200

Schpindel shedugebis aparati

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე - TIG:200A; MMA:180A
  • IP დაცვა - IP21S
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6594119549344
  • წონა (კგ) - 6.5
  • კვების წყარო - 180V-240V
  • კომპლექტაცია - 1.4M+300A დამიწების კაბელი + 1.6M+200A ელექტროდის დამჭერი + ნიღაბი + ჯაგრისი + TIG torch
  • ელექტროდის ზომა - 1.6-4.0mm
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.85
  • იზოლირების დონე - H
  • მუშაობის ციკლი - 0.6

HUGONG - შედუღების აპარატი MMA/TIG ESTICK 200 III

Hugong shedugebis aparati

  • ბრენდი - HUGONG
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე - 200A
  • IP დაცვა - IP21S
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 90181050025
  • წონა (კგ) - 8
  • კვების წყარო - 180V-240V
  • კომპლექტაცია - 3 მეტრიანი კაბელი 16მმ2 შედუღების კაბელი ელექტროდის დამჭერით და 35-70 სწრაფი კონექტორით; 2 მეტრიანი კაბელი 16მმ2 დამიწების კაბელი და დამიწების დამჭერით და 35-70 სწრაფი კონექტორით;
  • ფუნქციები - Portable Inverter Stick/Lift TIG Welder; With Adjustable Hot Start, Arc Force, With Anti-Stick Functio.
  • ელექტროდის ზომა - 2.0-5.0
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.8
  • იზოლირების დონე - F
  • მუშაობის ციკლი - 20%-200A MMA; 20%-200A TIG 100%-77A MMA; 100%-77A TIG

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება