| შედუღების აპარატს უთხრეს: ისე გემრიელად უნდა მუშაობდე, ადამიანს საქმე გაუადვილოო... |
| შედუღების აპარატს უთხრეს: ისე გემრიელად უნდა მუშაობდე, ადამიანს საქმე გაუადვილოო... |
შედუღების აპარატი იყო საშინლად განერვიულებული იმ დღეს, გაიძახოდა: კიდეც დავლევ, კიდეც მოვწევ, კიდეც ვინერვიულებ და პენსიაშიც არ გავალო. მერე რომელიღაცა ინსტრუმენტი მიუბრუნდა, რა დალევა და პენსია, ისე გემრიელად უნდა მუშაობდე, ადამიანს საქმე გაუადვილო და ტყუილად ზუზუნს თავი დაანებეო. აი, აქ კი შეცბა, ლამის დამიწების კაბელი გაწყვიტა ნერვიულობით და უკვე მშვიდად ჩაილაპარაკა: მეო, კაცო, სვარკის აპარატი ვარ თუ „პროპკა“, რა ნერვებს ავყევიო - ტყუილ ზუზუნს შეეშვა და ისე სინქრონულად აზუზუნდა, თითქოს, სიმფონიური ორკესტრის გენერალურ რეპეტიციას ესწრებაო...
ასეც არის, აბა, შედუღების აპარატები და ტყუილად ზუზუნი გაგონილა? არა! ჰოდა, ის ამბები გავიგოთ, რისთვის და რატომ ზუზუნებს ეს უაღრესად ინსტრუმენტი...
დავიწყოთ იმით, რომ რაც დრო გადის, შედუღების აპარატები სულ უფრო მეტად იხვეწება, ჩნდება უამრავი ახალი მოდელი და თითოეული მათგანი ადამიანის საქმიანობის უამრავ სფეროს მართლაც მნიშვნელოვნად ამარტივებს.
შედუღების აპარატის თითოეული სახეობა კონკრეტულ დავალებას ასრულებს. ამდენად, საშემდუღებლო სამუშაოები შეგვიძლია, შემდეგნაირად დავყოთ:
1) შედუღების პირველი ტიპი, პლაზმური, პლაზმის ჭავლის ხარჯზე ხორციელდება. შედუღების ეს ტიპი გამოიყენება ყველა ლითონზე და ნებისმიერი სირთულის დავალებას უმკლავდება. ეს არის უმძლავრესი მოწყობილობა, რომელიც მაღალი სიჩქარითა და წარმადობით გამოირჩევა.
2) რკალური შედუღების პრინციპი გულისხმობს ლითონის შედუღებას ელექტროდების დახმარებით. სამუშაოების ეს ტიპი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ვინაიდან აგრეგატი მსუბუქი, მარტივი და მობილურია. ერთადერთი მინუსი დაბალი სიჩქარეა. ყველაზე მეტად გამოსადეგია უჟანგავი ლითონების შედუღებისთვის.
3) რაც შეეხება მესამე ტიპს, სადაც მთავარ როლს გაზი ასრულებს, მარტივი მისახვედრია, რომ საქმე გვაქვს ცეცხლთან, რომელიც გაზისა და ჟანგბადის კონტაქტის შედეგად წარმოიშობა. ცეცხლის ძალა დასამუშავებელი მასალის სისქიდან გამომდინარე განისაზღვრება: რაც უფრო სქელია, წვის სიმძლავრეც მით მეტი უნდა იყოს. ეს ტექნოლოგია გამოიყენება მაშინ, როცა დასამუშავებელია ნახშირბადოვანი, სპეციალური ფოლადი.
4) ლაზერული ტიპი - ყველაზე მძლავრი და მაღალი წარმადობის გახლავთ. მთავარი უპირატესობა ის არის, რომ დამუშავების შემდეგ მასალის ზედაპირი არ ზიანდება, კონსტრუქცია კი იდეალურ ნაკერს დიდი ხნით ინარჩუნებს. გამოსადეგია ნებისმიერი სახის ლითონზე მუშაობისთვის.
5) ელექტროწიდური შედუღება წარმოებს შესადუღებელზედაპირებს შორის მოთავსებული წიდით. გაცხელებული წიდა ადნობს შესადუღებელ ელემენტებს და მავთულს. გამოიყენება სქელკედლიან ნაკეთობათა ვერტიკალური შედუღების ნაკერებისთვის.
თუკი იცით, უბრალოდ, შეგახსენებთ, ხოლო თუ არ იცით, ახლავე გაიგებთ შედუღების აპარატების სახეობებს:
1) პირველი სახეობის საფუძველი მძლავრი ტრანსფორმატორია, რომელზეც მოწყობილობაა მიერთებული. აგრეგატი პასუხისმგებელია, ქსელის ძაბვისგან მიიღოს ძაბვის ის მაჩვენებელი, რომელიც შედუღების პროცესისთვის არის საჭირო. ტრანსფორმატორული ტიპის აპარატის მუშაობისთვის საჭიროა სულ რაღაც 50-60 ვოლტი, ქსელში კი, მოგეხსენებათ, გაცილებით მაღალი ძაბვაა, რასაც შემცირება სჭირდება.
2) ინვერტორები - ეს არის პირველის, ანუ ტრანსფორმატორის გაუმჯობესებული სახეობა, სადაც მუდმივი დენის ცვლად დენში გადაყვანა ხდება და ტექნოლოგია საკმაოდ მარტივია.
თავის მხრივ, არსებობს ამ სახეობის რამდენიმე ქვესახეობა. ყველაზე პოპულარული და გავრცელებული მოწყობილობებია არგონ-რკალური შედუღების აპარატები, რომელსაც ჩვეულებრივ, უჟანგავი ლითონების შედუღებისთვის იყენებენ.
შედუღების ამ ტიპს არაერთი უპირატესობა აქვს:
3) ნახევრად ავტომატები - პროცესი მიმდინარეობს მისადუღებელი ღეროს ხარჯზე. ლითონების შედუღება ხდება დამცავ, ინერტული აირის გარემოში.
4) ბოლო ტიპის შედუღების აპარატიც ასევე გარდაქმნის ქსელის ძაბვას იმ ძაბვად, რაც სამუშაოების შესრულებას სჭირდება. გარდა ამისა, აქაც გამოიყენება ტრანსფორმატორი.
დანადგარის შერჩევისას არ უნდა დაივიწყოთ და უფრო მეტიც, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შედუღების აპარატის მარკაც. იმისთვის, რომ აგრეგატი დიდხანს გემსახუროთ, აუცილებელია საიმედო და წლების მანძილზე გამოცდილი მწარმოებელი. Holst.ge-ზე კი ასეთს არაერთს ნახავთ. მაგალითად, აქვე შეგიძლიათ, იხილოთ Schpindel-ის რამდენიმე მოდელი, თუმცა შედუღების აპარატების კატეგორიაში გადასვლით კიდევ უფრო მეტს მოიძიებთ.


