შეეშვით საძიებო სისტემებს, ნიველირზე ყველა დეტალს Holst.ge გაგაცნობთ

„ვისაც რახარუხი ეჯავრება, სამჭედლოში ნუ შევაო“, გემრიელი ქართული ანდაზაა, მაგრამ ვისაც დიდი სამუშაოები აქვს შესასრულებელი და ჩვეულებრივი სახაზავით სირბილი ეზარება, ძალიან კარგი რჩევა გვაქვს - ნიველირი გამოიყენეთ! საერთოდაც, თუკი არის საშუალება, რომ საქმე გავიმარტივოთ, უარი რა ლოგიკით უნდა ვთქვათ? აი, ჰქონოდათ ნიველირი პირამიდების მშენებლებს და საოცარ ნაგებობებს სოკოებივით წამომართავდნენ...

ნიველირზე, რომელიც ასევე მოიხსენიება, როგორც ოპტიკური თარაზო, შეგვიძლია ასეთი რამ ვთქვათ: იაფი ნამდვილად არ არის, მაგრამ უაღრესად ეფექტიანია! გადაჭარბაბების გარეშე შეიძლება იმის თქმა, რომ მხოლოდ ერთ კომპაქტურ მოწყობილობას ზუსტი მონტაჟის რამდენინე ისტრუმენტის შეცვლაც კი დიდი წარმატებით შეუძლია.

როგორი ნიველირები არსებობს

ლაზერული, ოპტიკური და სხვა. საძიებო სისტემებში უამრავჯერ ჩაწერილი მოთხოვნების საპასუხოდ, როგორიცაა: „რა არის ნიველირი და რისთვის გამოიყენება?“, შეგვიძლია შემდეგი რამ ვთქვათ: ნიველირი - ძალიან ფართო ცნებაა. არსებობს, მაგალითად, ოპტიკური ნიველირი, რომელიც განკუთვნილია წერტილებს შორის არსებული სხვაობის განსაზღვრისთვის. თუმცა, თუკი დავამატებთ სიტყვას „ლაზერული“, ყველაფერი თავის ადგილზე დგება.

რისთვის გამოიყენება ლაზერული ნიველირი?

სიბრტყეების განსაზღვრა. ნიველირი გახლავთ მოწყობილობა, რომელიც შექმნილია ჰორიზონტალური, ვერტიკალური, დახრილი სიბრტყეებისა და სწორი კუთხეების განსაზღვრისთვის. მკვეთრი ხაზი (ან წერტილი) ზედაპირზე პროეცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს განკარგულებაშია ზუსტი აღნიშვნა.

გამოყენების სფეროები

ყველა სახის სამონტაჟო სამუშაოები. ოპტიკური თარაზო უამრავ შემთხვევაშია გამოსადეგი: მილების მონტაჟისთვის, დაკიდული ჭერისთვის, ტიხრებისთვის, კარების ჩარჩოებისთვის, ფანჯრებისთვის, იატაკის დასხმისთვის, ფილების დაგებისთვის, ავეჯის განლაგებისთვის, კიბეების მშენებლობისთვის. მოკლედ, გაგრძელება, პრაქტიკულად, დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა ზოგადი სურათის შესაქმნელად ნამდვილად საკმარისია.

ნიველირის პლუსები

ბევრის ნაცვლად ერთი მოწყობილობა. ნიველირი წარმატებით შეგიცვლით ისეთ მოწყობილობებს, როგორებიცაა, მაგალითად, თარაზო, შვეულა და გონიო.

მუშაობს შეზღუდულ სივრცეში. ამის გათვალისწინება აუცილებელია, რადგან სასურველ ადგილთან მიდგომა ნიველირით ყოველთვის ვერ ხერხდება.

არ ტოვებს კვალს ზედაპირზე. ლაზერული მარკირება კედლიდან (ნებისმიერი ზედაპირიდან) უბრალოდ, ღილაკზე თითს დაჭერით ქრება.

გამოყენების სიმარტივე. საკმარისია ნიველირის საჭირო სიმაღლეზე განთავსება და ჩართვა, ეს არის და ეს. არ დაგჭირდებათ არც მეწყვილე. საინტერესო და მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ არის საჭირო მოწყობილობის ხელით გასწორებაზე წვალება, რადგან იგი აღჭურვილია ავტომატური კომპენსატორით, რომელიც სამუშაო ელემენტების სტაბილიზებას დამოუკიდებლად ახდენს. ერთი კია, ასეთი თვითნიველირებისთვის საჭიროა, რომ დახრის კუთხე 4-5 გრადუს არ აღემატებოდეს.

პოზიციური და როტაციული ნიველირები

თანამედროვე ლაზერული ნიველირების ორი კლასი არსებობს:

  • პოზიციური;
  • როტაციული.

პოზიციურით განისაზღვრება სტატიკური წერტილები და ხაზები პრიზმებისა და ლინზების დახმარებით, რაც ყველაზე გავრცელებული მეთოდია სახლის სამუშაოების წარმოებისას.

რაც შეეხება როტაციულს, მისი დახმარებით ხდება ერთი წერტილის ფორმირება, რომელიც ბრუნვითი მოძრაობის ხარჯზე იქცევა ისეთ რამედ, რომელიც უკვე ხაზს ჰგავს. ასეთი მოწყობილობა ყველაზე ხშირად მშენებლობის პროცესში, შენობის გარე პერიმეტრზე გამოიყენება, ვინაიდან დიაპაზონი გაცილებით შთამბეჭდავი აქვს, ვიდრე პოზიციურს. რაღა თქმა უნდა, ასეთი ნიველირი გაცილებით ძვირი ღირს და როგორც მიხვდებოდით, მსხვილ კომპანიებში დასაქმებული პროფესიონალებისთვის არის საჭირო. მით უმეტეს, მსგავსი კლასის მოწყობილობა საშუალებას იძლევა, ოპერაციები მნიშვნელოვნად სწრაფად და მარტივად შესრულდეს.

CROWN CT44043-ოპტიკური თარაზო

Crown niveliri

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ნიველირი
  • დიაპაზონი - 60 m
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 7640177422316
  • წონა (კგ) - 1.3
  • კომპლექტაცია - ქეისი
  • სიზუსტე - ±0.3 mm
  • მონაცემები - 32Xგადიდება; ობიექტივის დიამეტრი 40MM
  • შტატივის ხრახნი - 5/8''

Dewalt DW096PK-XJ ოპტიკური თარაზო

Dewalt niveliri

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ნიველირი
  • დიაპაზონი - 100 m
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048144657
  • წონა (კგ) - 9.4
  • კომპლექტაცია - ჩემოდანი + შტატივი + ამზომი
  • სიზუსტე - ±2.0 mm/m
  • მონაცემები - 26Xგადიდება; ობიექტივის დიამეტრი 38mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება