შეგიმსუბუქებთ თუ არა საქმეს წყლის ტუმბო?

სახელწოდება გარკვეულ ინფორმაციას გვაძლევს, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ამჟამად ვიცით, რომ ინსტრუმენტი წყლის ამოსატუმბად გამოიყენება, მაგრამ კიდევ რამე საიდუმლო ხომ არ აქვს ? სწორედ ის დროა, ყველაფერს ფარდა რომ უნდა ავხადოთ. წინ საინტერესო ამბებია, ამიტომ ყურადღება მოიკრიბეთ და დავიწყოთ.

რა ფუნქცია აქვს წყლის ტუმბო ?

წყლის პომპა რთულ მისიას ასრულებს. ათასი დაბრკოლება უნდა გადალახოს და სიღრმიდან წყალი ამოიტანოს. ამისთვის დიდი ენერგია და რესურსები სჭირდება. ჩვენს ხელსაწყოებს კი პოტენციალი ნამდვილად აქვს. თუმცა, ინსტრუმენტის საქმიანობა ამით არ სრულდება. ხელსაწყო გამნაწილებლის როლშიც გვევლინება. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, წყალს სახლის სხვადასხვა კუთხეს მიაწვდის და ყველა მსგავს საკითხს თავად უზრუნველყოფს. ოღონდ აქ ერთი მთავარი ფაქტია გასათვალისწინებელი. წყლის ტუმბოები განსხვავებული ფუნქციებითაა აღჭურვილი. ყველა ხელსაწყოს სიღრმეში მუშაობა არ შეუძლია, ასევეა გადანაწილების შემთხვევაში. საქმისთვის შესაფერისი ინსტრუმენტი გჭირდებათ.

რა სახის წყლის ტუმბოები არსებობს ?

წყლის პომპა ორ კატეგორიად იყოფა. არსებობს ჩასაძირი და ზედაპირზე დასამონტაჟებელი ხელსაწყოები. ორივე საქმისთვის ერთი ინსტრუმენტი არ გამოგადგებათ. მაგალითად, თუ წყლის სიღრმიდან ამოტანა გსურთ, ჩასაძირი ტუმბო დაგჭირდებათ. ასეთი ტიპის პომპა კი ზედაპირზე წყალს ვერ გადაანაწილებს. ამიტომ, შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზუსტად ისეთი ხელსაწყო შეიძინოთ, როგორსაც საქმე მოითხოვს.

რომელი მახასიათებლებია მნიშვნელოვანი ?

ნებისმიერი ხელსაწყოს შეძენისას, ფუნქციებისთვის თვალის შევლება აუცილებელია.  გამონაკლისი არც წყლის ტუმბოა და მახასიათებლებს გულდასმით უნდა გაეცნოთ. ყველა მნიშვნელოვანია, მაგრამ რამდენიმე განსაკუთრებით. ორიოდე სიტყვა სიმძლავრეზე უნდა ვთქვათ. მასზე ბევრი რამეა დამოკიდებული. მძლავრი ხელსაწყოები დატვირთვას უძლებს და შეუფერხებლად მუშაობს. ასევე, დიდი ძალისხმევა არ სჭირდება და საქმეს მარტივად ასრულებს. დაბალი სიმძლავრის ინსტრუმენტები ასე არ არის ? ამას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. ნაკლებად მძლავრი ხელსაწყოებიც პროფესიონალურად მუშაობს, ოღონდ შედარებით მარტივ საქმეზე. ასეთი წყლის პომპები დატვირთული გრაფიკისთვის არაა, მაგრამ მცირე სამშაოებს გულდასმით ასრულებს. მაგალითად, აგარაკისა და სხვა დიდი ტერიტორიისთვის მძლავრი ხელსაწყო დაგჭირდებათ, მაგრამ პატარა სახლს საშუალო მონაცემების მქონე ინსტრუმენტიც გაწვდება.

რამდენი მეტრიდან ტუმბავს წყალს ?

როცა საქმე წყლის ტუმბოებს ეხება, მსგავსი კითხვები გვიჩნდება. კარგის ნიშანია და პასუხი საქმეს გაგვიმარტივებს. ბლოგში ოთხ ხელსაწყოს განვიხილავთ და ყველას ერთნარი მაჩვენებელი აქვს. ამოტუმბვის სიღრმე 8m - ია. სწორედ ამიტომ, უპრობლემოდ მუშაობს და საქმეს დაუზარებლად ასრულებს.

რა საერთო აქვს Holst.ge- ზე არსებულ ხელსაწყოებს ?

ინსტრუმენტებს შორის ბევრი განსხვავებაა, მაგრამ ამის მიუხედავად, საერთოც მრავლადაა. პირველ რიგში, საქმე ხარისხს ეხება. ამ კუთხით, ხელსაწყოს ტიპს და მახასიათებლებს მნიშვნელობა არ აქვს, ყველა გამძლეა. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვიდოდა. წყლის ტუმბო ხარისხიანი უნდა იყოს. თუ ასე არ არის, მარტივად გაფუჭდება და კარგად ვერც მანამდე იმუშავებს. სიღრმიდან წყლის ამოტანა გაუჭირდება და ასევეა, გადანაწილების შემთხვევაშიც. მეორე საერთო კი გარანტიაა. იშვითად მაგრამ მაინც, არსებობს მომენტები როცა ამუშავების პირველივე დღეებში, თავს ქარხნული დეფექტი იჩენს. ერთი შეხედვით ვერავინ მიხვდება, ამას მხოლოდ დროთა განმავლობაში ვიგებთ. სოწრედ ასეთი არასასიამოვნო მომენტებისთვისაა გარანტია. ინსტრუმენტს სერვისცენტრში მიიტანთ და აუცილებლად უშველიან. ძველს ახალი ნაწილით ჩაანაცვლებენ და ქარხნულ დეფექტსაც გამოასწორებენ.

რატომ Holst.ge ?

Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია და ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. საკურიერო მომსხურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. 50 ლარზე მეტ შენაძენზე მიტანა უფასოა. გამოდის რომ წყლის ტუმბოებს არაფერი დაემატება, მხოლოდ ხელსაწყოს ღირებულების თანხას გადაიხდით. გამოწერა კი უმარტივესია. რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ, ნივთი სპეციალურ კალათში მოხვდება, თქვენამდე მოტანაზე კი ჩვენ ვიზრუნებთ.

რომელ ბრენდს განვიხილავთ ?

ამჯერად, მხოლოდ ერთ ბრენდზე ვისაუბრებთ. Schpindel - ზე სათქმელი ბევრია და რაც მთავრია, სულ კარგი რამეები. ხელსაწყოები მაღალი სამუშაო რესურსებითაა აღჭურვილი და პრობლემები არასდროს ექმნება. ასევე, ერთ-ერთი უპირატესობა გამძლეობაა. Schpindel - ის ხელსაწყოები თავდაუზოგავად მუშაობს და დიდხანს ძლებს. ახლა კი მთავარ საქმეზე გადავიდეთ და წყლის ტუმბოები განვიხილოთ.

Schpindel - საცირკულაციო ტუმბო STAR40/10F 340TK

პირველი ინსტრუმენტი საცირკულაციო სახისაა და ზედაპირზე მონტაჟდება. ოსტატურად მუშაობს და არასდროს იღლება. მთავრი ფუნქცია წყლის გადანაწილებაა. სიმძლავრე ყველაფერში ხელს უწყობს. ტუმბო სწრაფად მუშაობს, თავს არ ზოგავს და მაქსიმალურს აკეთებს. ასევე, მარტივი სამართავია. ჩართვის გარდა თქვენგან არაფერს ითხოვს. შეგიძლიათ თვალ-ყური შორიდან ადევნოთ და შედეგით დატკბეთ.

Schpindel sacirkulacio tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL         
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო     
  • სიმძლავრე - 340w   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 21.3         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • წარმადობა (Max) - 233l/m   
  • სიმაღლე (Max) - 10   
  • შემსვლელი - DN40   
  • გამომსვლელი - DN40

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • ხარისხი
  • გარანტია
  • ეფექტურობა

Schpindel - წყლის ტუმბო THF6B-4

ეს კონკრეტული წყლის ტუმბოც ზედაპირისაა, ოღონდ ოდნავ განსხვავებულია. შემსვლელისა და გამომსვლელის მონაცემები მაღალია, ასევეა სიმძლავრე და წარმადობა. წყალს 8 მეტრიდან ტუმბავს და სიმაღლეც მაქსიმალური აქვს. რაც შეეხება წონას, მსუბუქი ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. ხელსაწყო ზედაპირზე უნდა დამონტაჟდეს, მისი გადაადგილება კი არ მოგიწევთ. როგორც დანარჩენებს, ერთ წლიანი გარანტია ახლავს და ქარხნული დეფექტის შემთხვევაში, პრობლემას სწრაფად გადაჭრით.

Schpindel wylis tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო     
  • სიმძლავრე - 1.9kw/2.5HP   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 33.04       
  • კვების წყარო - 220-240V     
  • წარმადობა (Max) - 11m3/h   
  • სიმაღლე (Max) - 45   
  • შემსვლელი - 50mm(2'')       
  • გამომსვლელი - 50mm(2'')   
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • ამოტუმბვის სიღრმე
  • სამშაო რესურსი
  • გარანტია

Schpindel - წყლის ტუმბო SGJ600TK

მესამე წყლის ტუმბოც ზედაპირისაა. ამჯერად, მხოლოდ ამ სახის ხელსაწყოებს წარმოგიდგენთ. ჩასაძირ ინსტრუმენტებს კი საიტზე, წყლის ტუმბოების განყოფილებაში იხილავთ. ამ კონკრეტულ მოდელს კი კარგი იქნებოდა, უფრო მცირე საქმეს თუ მიანდობდით. ყველანაირად გამართულია, მაგრამ დიდხნიან სამუშაო რეჟიმზე ნაკლებადაა გათვლილი. დანარჩენებთან შედარებით მეტად კომპაქტურია და მარტივად დაამონტაჟებთ.

Schpindel wylis pompa

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო     
  • სიმძლავრე - 0.8kw/1.1HP   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 10.75       
  • კვების წყარო - 220-240V     
  • წარმადობა (Max) - 3m3/h     
  • სიმაღლე (Max) - 50   
  • შემსვლელი - 25mm(1'')       
  • გამომსვლელი - 25mm(1'')   
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ფუნქციები
  • ამოტუმბვის სიღრმე
  • კომპაქტურობა

Schpindel - წყლის ტუმბო CPm-S158

Schpindel - ის შემოთავაზებები უსასრულოა. ამაში კიდევ ერთი ზედაპირის წყლის პომპა დაგარწრმუნებთ. კონკრეტული მოდელის უპირატესობა ხელმისაწვდომი ფასია.  ტრადიციულად, ხარისხი უცვლელია და ისევ მაღალ პოზიციას იკავებს. წყლის ტუმბო ფუნქციურად გამართულია და არაფერი აბრკოლებს. ამ ყველაფერთან ერთად, სიძლავრეც საკმარისი აქვს. ასევე, ერთ წლიანი გარანტია მოყვება. საუკეთესოთა შორის მოსახვედრად, ყველა უნარს ფლობს. ისიც ხომ გახსოვთ, Holst.ge - დან გამოწერა როგორი მარტივია?! თუ წყლის ტუმბო უკვე შეარჩიეთ, დროა შემდეგ ეტაპზე გადახვიდეთ.

Schpindel wylis tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო     
  • სიმძლავრე - 0.75kw/1.0HP   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 13.15       
  • კვების წყარო - 220-240V     
  • წარმადობა (Max) - 7.1m3/h 
  • სიმაღლე (Max) - 34   
  • შემსვლელი - 25mm(1'')       
  • გამომსვლელი - 25mm(1'')   
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • მაღალი მონაცემები
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გარანტია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება