შეიძინე ყველაზე გაყიდვადი ცირკული ხერხები

იცით თუ არა, რომელია საუკეთესო ინსტრუმენტი ხისა და მეტალის დასამუშავებლად? გაიცანით ცირკული ხერხი - საქმის ოსტატი, რომელიც არასდროს დაგაღალატებთ. მისი მსგავსი ტერმინებით შეფასება გადამეტებული სულაც არ არის. ხელსაწყო ზუსტად ასეთი უნიკალური თვისებებით გამოირჩევა და ქებასაც თამამად იმსახურებს.

რა სახის ცირკული ხერხი არსებობს?

საერთოდ ყველა ხელსაწყო განსხვავდება ერთმანეთისგან, მნიშვნელობა არ აქვს ეს სანათი იქნება თუ ცირკული ხერხი. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, მართლაც ბევრ სხვაობას იპოვით. ჩვენ კი ყურადღებას მთავარზე გავამახვილებთ. იმაზე, რაც უყურადღებოდ ნამდვილად არ უნდა დატოვოთ. სიმძლავრე ზუსტად ასეთი მახასიათებელია. ამ მხრივ ხელსაწყო რამდენიმე კატეგორიად იყოფა. პირველ ტიპში მაღალი სიმძლავრის ცირკული ხერხი შედის. ძირითადად, მას პროფესიონალები იყენებენ და იდეალურია შედარებით დიდ პროექტებსა და რთულ საქმეზე. მეორე კატეგორიაში ადგილს იკავებს საშუალო ძალის მქონე ხელსაწყოები. მათი გამოყენება ყველას შეუძლია და უმკლავდება როგორც მარტივ, ასევე რთულ საქმესაც. თუმცა, ძალიანაც არ გადატვირთოთ და არ გაუთამამდეთ. უფრო მეტად მაინც მსუბუქი სამუშაოების მოყვარულია. მესამე ადგილს კი შედარებითი დაბალი სიმძლავრის ცირკული ხერხი იკავებს. ასეთები რთული საქმისთვის ნამდვილად არ არის შექმნილი. მათი მოვალეობა უფრო მარტივი სამუშაოს შესრულებაა. ამ უკანასკნელს თავს მართლაც იდეალურად ართმევს.

რატომ არის მნიშვნელოვანი მუშაობის სიღრმე და ბრუნვის სიჩქარე?

ეს ორი მახასიათებელი ერთმანეთთანაა კავშირში. სიმართლე რომ ითქვას, ყველაფერი ასეა და საბოლოოდ, თითოეული დეტალი კარგად უნდა გაითვალისწინოთ, რათა სამუშაო პროცესი სრულყოფილად აეწყოს. რაც შეეხება მუშაობის სიღრმესა და სიჩქარეს, აქაც ყველაფერი კატეგორიებად იყოფა. არსებობს ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც სწრაფად და საკმაოდ ღრმად ამუშავებს მასალას. პროფესიონალები უპირატესობას ამ კატეგორიის ინსტრუმენტებს ანიჭებენ. ასევე, გადააწყდებით სრულიად განსხვავებულ მოდელებსაც, რომლებიც უფრო მსუბუქი საქმეებისთვის გამოიყენება, შესაბამისად, მათ ნაკლები სიჩქარე და მუშაობის სიღრმე აქვს.

რა უპირატესობები აქვს Holst.ge-ს?

ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი საოცარი შეთავაზებებითაა სავსე. იმით დავიწყოთ, რომ Holst.ge-ზე ხშირად გადააწყდებით ფასდაკლებებს, რისი მეშვეობითაც მაღალი ხარისხის ინსტრუმენტებს კარგ ფასში შეიძენთ. გარდა ამისა, ყველაფერს სახლიდან გაუსვლელად იღებთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. უფრო მეტიც, თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მომსახურება უფასოა. ეს წესი ყველგან ვრცელდება, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც. სადაც არ უნდა იყოთ, ჩვენი კურიერები ნივთებს სწრაფად და უვნებლად ჩამოგიტანენ. მაღალი ხარისხის ინსტრუმენტები თქვენთან საკმაოდ მოკლე დროში იქნება. ეს კი დიდი უპირატესობაა რადგან, ზოგჯერ საქმე არ იცდის.

Dewalt - DWS727-QS ცირკული ხერხი 250mm;1675W

Dewalt-ის პროფესიონალი ცირკული ხერხი სირთულეებს არასდროს უშინდება და მუდამ გამართულად მუშაობს. ხელსაწყოს საკმაოდ მაღალი მონაცემები აქვს. პირველ რიგში, მძლავრია და ბრუნვის მაღალი სიჩქარე აქვს. მუშაობის სიღრმითაც გამოირჩევა, რადგან მასალას ძალიან კარგად ამუშავებს. კონკრეტული ცირკული ხერხი იდეალურია პროფესიონალებისთვის.

Dewalt cirkuli xerxi

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი       
  • სიმძლავრე - 1675W
  • ზომა - 250mm           
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 5035048707159         
  • წონა (კგ) - 26.67       
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-4300min         
  • ფუნქციები - დახრის კუთხე 0° - 90°           
  • მუშაობის სიღრმე - 45°/45° - ზე - 210x50mm; 45°/90° - ზე - 210x77 mm; 90°/45° - ზე - 305x50mm

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე
  • მუშაობის სიღრმე
  • ფუნქციები
  • ზომა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • კომპაქტურობა

CROWN CT15188-ცირკული ხერხი 185mm 1500W

Crown-ის ხელსაწყოს ბევრი დადებითი მხარე აქვს. პირველი ის, რომ საკმაოდ მძლავრია და თან ახლავს დამატებითი ნივთები, კერძოდ, პარალელური მისაბჯენი და საცვლელი პირი. ასევე, მოყვება ერთ წლიანი გარანტია, რომელსაც ქარხნული დეფექტის შემთხვევაში გამოიყენებთ.

Crown cirkuli xerxi

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი       
  • სიმძლავრე - 1500W
  • ზომა - 185mm           
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 7640177420602         
  • წონა (კგ) - 4.4
  • კვების წყარო - 220-240V     
  • კომპლექტაცია - პარალელური მისაბჯენი + საცვლელი პირი           
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-5500min         
  • მუშაობის სიღრმე - 45° - 46mm / 90° - 66mm

უპირატესობები:

  • დამატებითი ნივთები
  • მუშაობის სიღრმე
  • ბრუნვის სიჩქარე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი ხარისხი
  • სიმსუბუქე

TOLSEN TOL1637-79532 ცირკული ხერხი 1300w,185mm

Tolsen ყოველთვის საუკეთესო ხელსაწყოებს გვთავაზობს და გამონაკლისი არც ცირკული ხერხია. ინსტრუმენტი კარგადაა გამართული და უპრობლემოდ მუშაობს. ცირკულ ხერხს თან ახლავს პარალელური მისაბჯენი და ერთ წლიანი გარანტია. ხელსაწყო ყველა საჭირო უნარს ფლობს იმისთვის, რომ საქმე პროფესიონალურად შეასრულოს.

Tolsen cirkuli xerxi

  • ბრენდი - TOLSEN   
  • პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი       
  • სიმძლავრე - 1300W
  • ზომა - 185mm           
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 6933528788423         
  • წონა (კგ) - 4.6
  • კვების წყარო - 220-240V     
  • კომპლექტაცია - პარალელური მისაბჯენი
  • ბრუნვის სიჩქარე - 5000min
  • ფუნქციები - დახრის კუთხე 0° - 90°           
  • მუშაობის სიღრმე - 0-65mm

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ფუნქციები
  • გამძლეობა
  • კომპლექტაცია
  • ერთ წლიანი გარანტია
  • კომპაქტურობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება