შეიძინეთ ტოპ 3 შესაწამლი აპარატი, სანამ მარაგშია

ზაფხულის დადგომამდე თითზე ჩამოსათვლელი დღეებია დარჩენილი. ცხელი სეზონი გვიახლოვდება და ამ პერიოდში მცენარეებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, უფრო ზუსტად, შეწამვლა. იმისთვის, რომ ეს პროცესი თქვენთვის მარტივი იყოს, სპეციალური ხელსაწყო დაგჭირდებათ, რომელსაც შესაწამლი აპარატი ჰქვია. ბლოგში სწორედ ამ შესანიშნავ ინსტრუმენტზე უნდა გიამბოთ.

რა სხვაობაა შესაწამლ აპარატებს შორის?

ხელსაწყოებს შორის ბევრი სხვაობაა. არაფერი განსაკუთრებული, ზუსტად ისეა, როგორც ნებისმიერი ინსტრუმენტის შემთხვევაში. იმისთვის, რომ სასურველი ხელსაწყო შეიძინოთ და ზუსტად მოარგოთ თქვენს სამუშაოს, მცირეოდენ ინფორმაციას გიზიარებთ. თუ ამ მარტივ წესებს გაითვალისწინებთ, ხელსაწყოს სწორად შეარჩევთ.

წნევა და მოცულობა ის უმნიშვნელოვანესი საკითხებია, რომელთა გარეშეც არაფერი გამოვა. ყველაფერი ამ ორ მახასიათებელზეა დამოკიდებული. არსებობს ხელსაწყოები, რომლებიც დიდი ტევადობისაა და წნევაც საკმაოდ მაღალი აქვს. სად გამოიყენებთ ასეთ ხელსაწყოებს? იმ შემთხვევაში, თუ ბევრი საქმეა და შესაწამლი დიდი ტერიტორიაა, მაშინ ზუსტად მსგავსი აპარატი უნდა შეიძინოთ, რათა საქმე სწრაფად და მარტივად შესრულდეს. თუმცა, ყველა სიტუაციაში ასეთი ინსტრუმენტი არ გჭირდებათ. მცირე სამუშაოებს საშუალო მონაცემების მქონე ხელსაწყოც კარგად უმკლავდება, ასე რომ, თუ პატარა ტერიტორია გაქვთ შესაწამლი, მაშინ დაბალი წნევაც გამოგადგებათ.

არსებობს თუ არა შესაწამლი აპარატის შემცვლელი?

სანამ ამ იდეალურ ხელსაწყოს გამოიგონებდნენ, მანამდე სხვადასხვა მეთოდით წამლავდნენ ხეხილის ბაღებს და ა.შ. თუმცა, ეს ბევრად უფრო რთული მეთოდია, დიდი დრო სჭირდება და საკმაოდ დამღლელი პროცედურაა. თქვენ რომელი გირჩევნიათ - კომფორტული ინსტრუმენტი საქმეს რომ მარტივად და სწრაფად ასრულებს, თუ ისეთი ხელსაწყო, რომელიც ძალიან დაგღლით და თუ დიდ ტერიტორიაზეა საუბარი, შეიძლება ბოლომდეც ვერ მიიყვანოს საქმე. ჩვენ, რა თქმა უნდა, შესაწამლ აპარატს ვუწევთ რეკომენდაციას, რადგან ასე საქმეს უფრო სასიამოვნოდ შეასრულებთ.

რატომ უნდა აირჩიოთ Holst.ge?

კომფორტი გიყვართ? აი, სწორედ ამიტომ უნდა აირჩიოთ Holst.ge. ახლა კი უფრო ვრცლად გიამბობთ ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტის შესახებ. იმით დავიწყოთ, რომ საიტზე უმაღლესი ხარისხის ნივთებს იხილავთ. თითოეული მათგანი მრავალჯერაა ტესტირებული და გადაჭრით ვამბობთ რომ ყველა საუკეთესოა. ნივთების შესაძენად კი არც მაღაზიაში მისვლა გიწევთ და არც სხვა დამღლელ პროცედურებში ჩართვა. დაგჭირდებათ მხოლოდ ინტერნეტი და ტელეფონი ან ლეპტოპი. ხელსაწყოები ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ და მარტივადაც მიიღოთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც.

Lux Garden 16C-57 16L ელექტრო შესაწამლი აპარატი

Lux Garden მუდამ საუკეთესო ფუნქციებით აღჭურვილ, ხარისხიან ხელსაწყოებს გვთავაზობს. გარწმუნებთ, რომ იმედებს არც შესაწამლი აპარატების შემთხვევაში გაგიცრუებთ. ეს კონკრეტული ხელსაწყო ელექტროა და ორმაგად კომფორტული გამოსაყენებელია. ინსტრუმენტს თან ახლავს დამატებითი ნივთები, კერძოდ, შესაფრქვევი თავები, დამტენი და ქამარი. თითოეული მათგანი მუშაობას გაგიმარტივებთ და ყველაფერში დაგეხმარებათ. შესაწამლ აპარატს ერთ წლიანი გარანტიაც მოყვება.

Lux-Garden shesawamli-aparati

  • ბრენდი - LUX GARDEN       
  • პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი   
  • სიმძლავრე - 18V 2Ah         
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 6940129312315         
  • კვების წყარო - ელემენტზე 
  • მოცულობა - 16L       
  • წნევა - 0.2-0.4MPa   
  • კომპლექტაცია - შესაფრქვევი თავები + დამტენი + ქამარი           
  • წონა (კგ) - 3.9

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • ტევადი ავზი
  • დამატებითი ნივთები
  • ერთ წლიანი გარანტია
  • კომპაქტურობა
  • წნევა

Lux Garden MES-16L შესაწამლი აპარატი Hybrid

Lux Garden-ის მეორე ხელსაწყოს ორი კვების წყარო აქვს, რაც კიდევ უფრო მეტ დადებით თვისებებს მატებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ელემენტი, ასევე მექანიკური მეთოდითაც აამუშაოთ. ინსტრუმენტს თან ახლავს შესაფრქვევი თავები, დამტენი და ქამარი.

Lux-Garden shesawamli-aparati

  • ბრენდი - LUX GARDEN       
  • პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი   
  • სიმძლავრე - 12V 8Ah/20 hrs
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 6940129781234         
  • წონა (კგ) - 6.2
  • კვების წყარო - ელემენტი + მექანიკური (ჰიბრიდი)         
  • კომპლექტაცია - შესაფრქვევი თავები + დამტენი + ქამარი           
  • წარმადობა - 4.0 l/min

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • სიმძლავრე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • სიმსუბუქე
  • წარმადობა
  • მაღალი ხარისხი

Lux Garden MSP-16L შესაწამლი აპარატი მექანიკური

კიდევ ერთ შესანიშნავ აპარატზე რა აზრის ხართ? ეს კონკრეტული მოდელი მთლიანად მექანიკურია. ხელსაწყო ძალიან კომპაქტურია, რადგან მხოლოდ 3 კილოს იწონის და გადასაადგილებლად მსუბუქია. ინსტრუმენტს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია, შესაფრქვევი თავები და ქამარი. მოკლედ Holst.ge  - ზე ნამდვილად საუკეთესო შესაწამლი აპარატები დაგხვდებათ. თქვენი საქმისთვის შესაფერისს ხელსაწყოს ჩვენთან აუცილებლად იპოვით.

Lux-Garden shesawamli-aparati

  • ბრენდი - LUX GARDEN       
  • პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 6940129781227         
  • წონა (კგ) - 3   
  • კვების წყარო - მექნიკური   
  • კომპლექტაცია - შესაფრქვევი თავები + ქამარი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • დამატებითი ხელსაწყოები
  • მექანიკური კვების წყარო
  • ერთ წლიანი გარანტია
  • კომპაქტურობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება