შეიძინეთ ხარისხიანი ონკანი Holst.ge-ზე და მოუფრთხილდით სასმელ წყალსაც და საკუთარ ბიუჯეტსაც

სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, ერთი ოთხ სულიანი ოჯახი წელიწადში დაახლოებით 300 ათას ლიტრ წყალს მოიხმარს. ალბათ, ეს იმ შემთხვევაში, თუ ყველა ონკანი მწყობრშია, მაგრამ თუკი რომელიმე დაზიანებულია და შეუჩერებლად წვეთავს, მაჩვენებელი გაცილებით შთამბეჭდავი იქნება. ეს კი, დაგვეთანხმებით, ისეთ შეუფასებელ რესურსთან, როგორიც წყალია, უსამართლობაა - რაც არ უნდა ბევრი წყალი გვქონდეს ქვეყანაში, აუცილებლად, ყველა შესაძლო საშუალებით, მას მაქსიმალურად უნდა მოვუფრთხილდეთ.

ერთ-ერთი საშუალება, რომელიც წყლის ზომიერად მოხმარებაში დაგვეხმარება, ხარისხიანი ონკანი გახლავთ და როგორ შეარჩიოთ ეს მოწყობილობა, ქვემოთ მთავარი ასპექტები განვიხილოთ.

რისთვის გჭირდებათ ონკანი?

პირველ რიგში, რაც სხვა შემთხვევებშიც ხშირად გვითქვამს ხოლმე, უნდა ჩამოყალიბდეთ, კონკრეტულად რისთვის გჭირდებათ - ონკანები იმდენგვარი არსებობს, არ არის გამორიცხული, შეცდომა დაუშვათ. ამდენად, ჯერ სიტუაცია შეაფასეთ.

  • როგორც წესი, სამზარეულოსთვის იყენებენ მაღალყელიან ონკანს, რომელიც ბევრად მოსახერხებელია ჭურჭლის, ხილისა თუ ბოსტნეულის რეცხვისთვის.
  • პირსაბანისთვის უმჯობესია უფრო კომპაქტური ზომები და როგორც წესი, მას არჩევენ თავად პირსაბანის ზომების გათვალისწინებით.
  • აბაზანისა და შხაპის მოდელებს ჰორიზონტალურად ამონტაჟებენ. მათ შორის ის სხვაობაა, რომ შხაპის ონკანს გრძელი წყალსადინარი მილი არ აქვს - წყალი მხოლოდ შხაპის შლანგში მიედინება.

კონსტრუქცია და ტიპები

კონკრეტულ მოდელებს შორის არსებული სხვაობის მიუხედავად, ყველა ონკანს საერთო კონსტრუქციული ელემენტები აქვს:

  • ლითონის კორპუსი ორი შემავალი მილყელით ცხელი და ცივი წყლისთვის;
  • რეგულირების ელემენტი, რომლის დახმარებითაც ხდება წყლის ჭავლისა და ტემპერატურის რეგულირება, ან მისი სრულად გადაკეტვა;

კიდევ ერთი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ონკანები იყოფა, მათი მონტაჟის სქემაა. ამის გათვალისწინებით ხდება ონკანის მონტაჟი:

  • კედელზე - ასეთ შემთხვევაში, ონკანის გამავალი მილყელი პირდაპირ ან ექსცენტრიკის გავლით უკავშირდება ცხელი ან ცივი წყლის მილს, რაც უზრუნველყოფს მათ სტაბილურობას;
  • სანტექნიკაზე - ასეთი სქემისას, ონკანის კორპუსი მონტაჟდება წინასწარ გამზადებულ ნიჟარაზე, აბაზანაში, კარადაზე და ფიქსირდება ხრახნით;

როგორი ონკანები არსებობს?

ონკანები არაერთი ნიშნით კლასიფიცირდება: მონტაჟის ადგილი (სააბაზანო, სამზარეულო), გამოყენების ტიპი (აბაზანისთვის, ნიჟარისთვის, სამზარეულოსთვის, ბიდესთვის). ასევე, კლასიფიკაციისას გამოიყენება მართვის მექანიზმების განსაზღვრაც: სენსორული, მექანიკური, თერმოსტატიკური.

  • სენსორული - ეს არის შემრევი ონკანი, რომელიც მუშაობს ავტომატურ რეჟიმში. ამასთან, იმართება ან ქსელის, ან ელემენტების დახმარებით. სენსორი აღიქვამს ადამიანის ხელის მოძრაობას, აწვდის სიგნალს კონტროლერს, რომელიც თავის მხრივ, წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს;
  • მექანიკური - ეს არის ონკანი, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებულია და ადამიანს საშუალებას აძლევს, ტემპერატურა და ნაკადი უშუალოდ წყლის გამოყენებისას დაარეგულიროს;
  • თერმოსტატიკური - ასეთი ონკანი ადამიანს აწვდის წყალს იმ ტემპერატურით, რომლის მითითება წინასწარ ხდება.

საჭიროა თუ არა ფილტრი?

მართალია, ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ ონკანიდან წყლის დალევა უსაფრთხოა, თუმცა არც ისე იშვიათად ხდება, რომ წყალთან ერთად არც ისე სასიამოვნო „დანამატები“ გადაგვრევენ ხოლმე. აქედან გამომდინარე, გონივრული არჩევანია, შეარჩიოთ ონკანი, რომელზეც ფილტრის დამონტაჟება შეიძლება, ან უფრო უკეთესი, შეიძინოთ ფილტრიანი ონკანი.

KETTLER-21956 KT-2740C-4 ხელსაბანის შემრევი Hildi

Kettler xelsabanis shemrevi

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაბანის შემრევი
  • შტრიხკოდი  - 8313800021956
  • წონა (კგ) - 0.92
  • კარტრიჯი - 40mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - ცინკი
  • კომპლექტაცია - 2x40cm მოქნილი მილი
  • სერია - Hildi
  • მოდელი - KT-2740C-4

KETTLER-15992 KT-0410B-6 სამზარეულოს შემრევი Yulia

Kettler samzareulos shemrevi

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - სამზარეულოს შემრევი
  • შტრიხკოდი  - 8300156915992
  • წონა (კგ) - 0.76
  • კორპუსი - ცინკი
  • კომპლექტაცია - 40cm მოქნილი მილი
  • სერია - Yulia
  • მოდელი - KT-0410B-6

KETTLER-15954 KT-3580B-2 აბაზანის შემრევი Jane

Kettler abazanis shemrevi

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - აბაზანის შემრევი
  • შტრიხკოდი  - 8300156915954
  • წონა (კგ) - 1.59
  • კარტრიჯი - 35mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - ცინკი
  • კომპლექტაცია - შხაპის ყურმილი, საშხაპე მილი და კედლის სამაგრი
  • სერია - Jane
  • მოდელი - KT-3580B-2

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება