შეიძლება თუ არა, სვარკის აპარატი... ადამიანის სახელი იყოს?! |
შეიძლება თუ არა, სვარკის აპარატი... ადამიანის სახელი იყოს?! |
სვარკის აპარატი საშინლად იყო გაბრაზებული მშობლებსა და პრინციპში, ნათლიაზეც... აბა, როგორ შეიძლებოდა, ბავშვისთვის სვარკის აპარატის დარქმევა, აი, როგორ?!
სხვათა შორის, კაი მაკვარანცხი ვინმე კი გახლდათ ეს ჩვენი სვარკის აპარატი - გასული საუკუნის 90-იანებში „ბუტკებს“ რომ მიჰქონდა ყველაფერი, ხომ გახსოვთ? ჰოდა, ერთ დღესაც გამყიდველმა ნისიაზე უარი უთხრა და ამანაც რა მოიფიქრა, არ იკითხავთ? ადგა და ღამით „ბუტკის“ კარ-ფანჯარა „დაუსვარკა“...
რა თქმა უნდა, შედუღების აპარატები ბევრად სასარგებლო საქმეების კეთებაში გვეხმარება. მაგალითად, თუ ისე მოხდა, რომ ჩინურ რესტორანში ჩხირები არ დაგხვდათ, ჩაიცურეთ ჯიბეში ხელი, ამოიღეთ ელექტროდები და ჰოპლა, მათაც ჩინებულად გამოიყენებთ...
კარგით, ვაღიაროთ, რომ სვარკის აპარატები (კი, ნამდვილად უნდა ამ ორ სიტყვას ბრჭყალები, მაგრამ იყოს ასე, ამ ერთხელ არა უშავს) ბევრად საჭირო და გამოსადეგი რამ არის და მოდით, საფუძვლიანად განვიხილოთ მოცემული საკითხი.
ალბათ, რამდენჯერ ყოფილა ბავშვობაში, შედუღების პროცესს თუ სადმე გადააწყდებოდით, მშობელი რომ მაშინვე გეტყოდათ: „ახლავე თვალები დახუჭე!“ მართალიცაა, ამ დროს თვალები აუცილებლად დაცული უნდა იყოს, თუნდაც შორს იყოთ, მაგრამ თუ შედუღების აპარატი გაქვთ მოქოქილი და თავად მუშაობთ, აღარც გაკადრებთ იმის თქმას, რომ დამცავი ჩაფხუტი უნდა გეკეთოთ.
შევთანხმდეთ, რომ ნებისმიერი შედუღება უსაფრთხოების ნორმების უმკაცრესი დაცვით უნდა შესრულდეს. ლითონების დნობის, ჭრისა თუ შედუღების პროცესი საშიში და მავნე ფაქტორების წარმოშობის წყაროა, რასაც ადამიანის ორგანიზმზე ნეგატიური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. საწარმოებში, შრომის უსაფრთხოების წესების თანახმად, ჩვეულებრივ, მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომლებს აქვთ შედუღების სამუშაოების წარმოების უფლება, ჰყავთ ხელმძღვანელი ან გადამზადებული სპეციალისტი, რომელიც პროცესს გულდასმით აკონტროლებს.
რატომ უნდა იყოს უსაფრთხოების ზომები მკაცრად გაკონტროლებული და რისკები ახლავს შედუღების სამუშაოებს? აგერ, მხოლოდ რამდენიმე მაგალითი:
შედუღების სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ზომები ასე და ამგვარად უნდა დაიცვათ:
არსებობს არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რომელთა გათვალისწინებაც საშუალებას მოგცემთ, უზრუნველყოთ როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემომყოფების უსაფრთხოება და თავიდან აიცილოთ საშიში და ავარიული სიტუაციები:
შედუღების პირველ მეთოდებს ცივილიზაციის სათავეებთან მივყავართ - ლითონების გამოყენებასა და დამუშავებასთან. ლითონის ნაკეთობების შექმნა ფართოდ იყო გავრცელებული რკინისა და ფერადი ლითონების მადნების აღმოჩენის ადგილებში. იმის გამო, რომ მუდმივად იდგა რემონტის აუცილებლობა, ასევე, არსებული ხელსაწყოების გაუმჯობესების საჭიროება, მუდმივად ხდებოდა მეტალურგიული და შედუღების პროცესების დახვეწა.
შედუღება ლითონის გასათბობად, დასამუშავებლად, ელექტროენერგიის გამოყენებით, კაცობრიობამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ელექტროენერგია მიიღო.
- 1802 წელს ვასილი პეტროვმა ელექტრული რკალის მოვლენა აღმოაჩინა და ამ ექსპერიმენტების შესახებ პირველი მონაცემები გამოაქვეყნა.
- ამ საოცარი ადამიანის გარეშე რომ ვერ ჩაივლიდა ასეთი საჭირო გამოგონების დახვეწა, ბუნებრივია. ჰოდა, 1882 წელს ნიკოლა ტესლამ ცვლადი დენის მიღები მეთოდი გამოიგონა.
- 1881-1882 წლებში გამომგონებლებმა - ბენარდოსმა და სლავიანობმა, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობდნენ, შეიმუშავეს მეთოდი, რომელიც ლითონის დეტალების შეერთებას შედუღების გამოყენებით გულისხმობდა.
- 1905 წელს მეცნიერმა ვლადიმერ მიცკევიჩმა სამყაროს ასეთი სიახლე შესთავაზა: შედუღების პროცესში გამოეყენებინათ ელექტრული რკალი სამფაზიანი დენით.
- 1919 წელს შედუღება ცვლადი დენით გამოიგონა ჯონათან ჰოლსლაგმა.
- 1960-იანი წლების ბოლოდან მრეწველობაში ფართოდ დაიწყო შედუღების სამუშაოების გამოყენება. 21-ე საუკუნის დასაწყისიდან კი შედუღების აპარატების რობოტიზაციამ საკმაოდ დიდი მასშტაბები მიიღო.
უჰ, კაი ვრცელი ამბავი კი გამოვიდა, მაგრამ უსაფრთხოების ზომებს Holst.ge გვერდს არასოდეს აუვლის, ეს ხომ ელემენტარულია, უოტსონ!
ჰოდა, რაკიღა უსაფრთხოების ამბები მშვენივრად განვიხილეთ, ისტორიაც ასე თუ ისე გავიგეთ, ჯერი თქვენზეა, ძვირფასო მომხმარებელი - შეარჩიეთ Holst.ge-ზე სასურველი აპარატი, თუ დამატებითი კითხვები გექნათ, არც ამაზე დაგზარდებათ ვინმე და ჩანაფიქრების წარმატებით განხორციელებას გისურვებთ!..