შეიტყვე მეტი ბარგალკის შესახებ |
შეიტყვე მეტი ბარგალკის შესახებ |
ბარგალკაზე მოკლედ საუბარი არ გამოგვივა, ამიტომ, ვრცლად უნდა გიამბოთ. იმით დავიწყოთ, რომ საპასუხისმგებლო საქმე აბარია, თუმცა თავს კარგად ართმევს. ამის გამო ქებას ნამდვილად იმსახურებს. ეს ყველაფერი არ არის, გზადაგზა ბევრ დეტალს გავიგებთ. მარტივით დავიწყოთ.
კუთხსახეხი მეტალის საჭრელი და დასამუშავებელი ინსტრუმენტია. ამ საქმისთვის იყენებენ და ფრიად მნიშვნელოვან ამბავს ანდობენ. განვმეორდებით, რომ გულმოდგინეთ ასრულებს. ბალგარკა ყველგან შეიძლება დაგჭირდეთ. ნებისმიერ ადგილას გამოიყენებთ, სადაც მეტალი ხსენდება. თუ კი სამშენებლო სფეროში მუშაობთ, მაშინ თქვენთვის აუცილებელი ატრიბუტია. თუმცა, გარდა ამისა, მოყვარულსაც ხშირად შეიძლება დასჭირდეს.
ზუსტად გაწერილი წესები არ არსებობს, მაგრამ ერთი რამ ყველასთვის ცნობილია. მხოლოდ ბარგალკის კი არა, ნებისმიერი ნივთის შეძენისას ასეა. უკვე მიხვდებოდით კიდეც, რომ საუბარი ხარისხისკენ მიგვყავს. დიახ, ყველაფერი და მათ შორის ბარგალკა, გამძლე და მაღალი სამუშაო რესურსის მქონე უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში თამამად ვიტყვით, რომ საქმე კარგ კუთხსახეხთან გვაქვს. სხვა შემთხვევაში კი, მონაცემები მერყევია. შეიძლება ნაკლებად მძლავრი ხელსაწყო გჭირდებოდეთ და კარგ ინსტრუმენტად ასეთი გეჩვენებოდეთ, ან პირიქით. მსგავსი მიდგომა სწორია და პირველ რიგში, იმაში უნდა გაერკვეთ, თუ როგორი ინსტრუმენტი გსურთ, მაღალი თუ დაბალი სიძლავრის.
ბევრი საყურადღებო მახასიათებელია და სასურველია ორი წუთი ყველას დაუთმოთ. ყველაფერი მკაფიოდაა გაწერილი, ამიტომ, მეტი დრო არ დაგჭირდებათ. ჩვენი რჩევაა, რომ სიმძლავრით დაიწყოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ სხვა მახასიათებლებისკენ გადაინაცვლოთ. წინა აბზაცში გაკვრით ვახსენეთ და უმჯობესია ამ საკითხს მივუბრუნდეთ. საქმე იმაშია, თუ რა სიმძლავრის კუთხსახეხი გჭირდებათ. მაგალითად, თუ კი ეს საქმე თქვენი ყოველდღიურობაა, მაშინ რაც შეიძლება მძლავრი ბალგარკა დაგჭირდებათ. მეორე შემთხვევაში კი, ნაკლებად მძლავრი ინსტრუმენტი გამოგადგებათ. ასეთ სიტუაციებში მსუბუქი საქმეები მოიაზრება. ამის შემდეგ ყურადღება სიჩქარისკენ გადაიტანეთ. იმავე პრინციპით იხელმძღვანელეთ, რაც სიძლავრეზე ვთქვით. რთული საქმისთვის სწრაფი, ხოლო მარტივი სამუშაოსთვის საშუალო სიჩქარის ბარგალკა შეარჩიეთ. ასევე, ყურადღება მიაქციეთ ფუნქციებს, ფორმას, ზომას და წონას. ჩამოთვლილ მახასიათებლებს კი, საიტზე მარტივად იპოვით. თითოეულ ხელსაწყოს მკაფიოდ აწერია და უმალვე მიაგნებთ.
კარგი ამბავი გვაქვს და ახლავე გამცნობთ. განსახილველი ოთხი ხელსაწყოდან, კომპლექტაცია ყველას მოყვება. ეს იმას ნიშნავს, რომ ინსტრუმენტს სხვადასხვა ნივთი ახლავს. ეს შეიძლება დამატებითი სახელური, დამცავი და ქანჩი იყოს. ზოგიერთ ბალგარკას სამივე ხელსაწყო მოყვება, ზოგს კი მხოლოდ ორი. ჩამოთვლილი ნივთებით მუშაობა კი ბევრად მარტივია. დამატებითი სახელური კომფორტს შეგიქმნით, დამცავი თქვენს უსაფრთხოებაზე იზრუნებს, ქანჩი კი სხვადასხვა სიტუაციაში დაგეხმარებათ. მოკლედ, ყველაფერი საათივით აწყობილია და ისღა დაგრჩენიათ, თავად გამოსცადოთ.
მეორე კარგი ამბავი ის არის, რომ თითოეულ კუთხსახეხს ერთ წლიანი გარანტია ახლავს. ეს კი მნიშვნელოვანი რამეა. ზოგჯერ მუშაობის პროცესში, თავს ქარხნული დეფექტი იჩენს. შეძენის დროს კი, წუნს ვერ შეატყობთ. სწორედ ამიტომ, გარანტია ერთგვარი დაზღვევაა. თუ კი ინსტრუმენტს ქარხნული დეფექტი აღმოაჩნდება, სერვის ცენტრში მიიტანთ და პრობლემას მოგიგვარებენ. აუცილებელია, რომ საგარანტიო ტალონი საიმედოდ შეინახოთ.
სასიამოვნო ამბებისთვის მოემზადეთ. Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია და ხელსაწყოებს სახლიდან გაუსვლელად იწერთ. ყველაფერი იმაზე კომფორტულია, ვიდრე წარმოიდგენთ. ჩვენთან მარტივი წესებია. პირველ რიგში, საძიებო ველში სასურველი ხელსაწყო უნდა ჩაწეროთ. ამის შემდეგ, თვალწინ უამრავი ინსტრუმენტი გადაგეშლებათ. მონაცემები ყველას აწერია, ამიტომ ერთმანეთს შეადარებთ და მარტივად შეარჩევთ. შემდეგი ნაბიჭი ნივთის კალათში ჩაგდება და საბანკო ოპერაციების გავლაა. თანხას მარტივად გადაიხდით და კურიერს დაელოდებით. მთელი საქართველოს მასშტაბით, 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიტანა უფასოა. ამით უამრავ დროს ზოგავთ და საქმეს იმარტივებთ. ვფიქრობთ, კარგი მეთოდია და თუ კი ჯერ არ დაგიტესტავთ, ახლა საუკეთესო დროა.
მაშ ასე, კონკრეტულ ხელსაწყოებსაც მივადექით. ახლა თქვენ ჩამოთვლილთაგან, ყველაზე მძლავრ ბარგალკას ხედავთ. მართლაც მაღალი მონაცემები აქვს და გამართულად მუშაობს. ინსტრუმენტი ნებისმიერ საქმეს ეჭიდება. მსუბუქ სამუშაოს თვალის დახამხამებაში ასრულებს და სიმართლე ითქვას, არც რთულს ჩამორჩება. ამიტომ, შეგიძლიათ ყველანაირი საქმე დაუფიქრებლად ანდოთ და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ სრულყოფილად შეასრულებს. კუთხსახეხი გრძელ ტარიანია და კომპაქტური ზომისაა. ასევე, დამატებითი სახელური, დამცავი და ქანჩი მოყვება. ნივთების მეშვეობით საქმე კიდევ უფრო გამარტივდება. მოკლედ, ბევრი ვეცადეთ, მაგრამ უარყოფითი ვერაფერი გამოვუნახეთ. ამ ამბავში ცამდე მართლები ვართ.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
საშუალო სიმძლავრის კუთხსახეხი, ასეთივე დონის საქმეებისთვის გამოგადგებათ. Dewalt - ის ხარისხიანი ინსტრუმენტი ზუსტად ასეთია. არც ძალიან მძლავრია და არც დაბალი მონაცემები აქვს. სიტყვა საშუალო სწორი შესაბამისობაა. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია და დამატებითი ნივთები ახლავს, კერძოდ, სახელური და ქანჩი. მსუბუქია, რაც ხელს კომპაქტურობაში უწყობს. ბრუნვის სიჩქარეც ნორმალური აქვს და ფორმითაც მოსახერხებელია.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Stanley - ის კუთხსახეხის შემთხვევაში საქმე შემდეგნაირადაა: საშუალო დონის სამუშაო ჩააბარეთ და ძალიან არ გადატვირთოთ. სხვა მხრივ, ყოვლად უპრობლემოა. როგორც დანარჩენ ინსტრუმენტებს, ერთ წლიანი გარანტია და კომპლექტაცია მოყვება. დამატებითი სახელური, დამცავი და ქანჩი ბარგალკასთან ერთადაა.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
უპირატესობები:
დაბალი სიმძლავრის ინსტრუმენტით ვასრულებთ. Crown საუკეთესო ბრენდია და ცახდია, ასეთივე ხელსაწყოებს გვთავაზობს. ეს კონკრეტული მოდელიც კარგია, ოღონდ მარტივი საქმისთვის. სიმძლავრიდან და სხვა მონაცემებიდან გამომდინარე, თავზესაყრელ სამუშაოს ვერ უძლებს. ამიტომ, უმჯობესია მსუბუქი დავალებები მიანდოთ. ინსტრუმენტს დამატებითი სახელური და დამცავი მოყვება. ეფექტურად სამუშაოდ კი, ყველა უნარს ფლობს.
კომპლექტაცია:
უპირატესობები: