შეიტყვე მეტი ჰაერის კომპრესორის შესახებ

ერთი შეხედვით ჰაერის კომპრესორი დიდი გაუგებრობაა. უზარმაზარი ხელსაწყო და მისი მექანიზმები უცანურად გამოიყურება. მართლაც ასეა, მაგრამ ყველაფერში მარტივად გაერკვევით. მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ჰაერის კომპრესორის მართვა რთული არ არის. ამასთანავე, უალტერნატივოა. ზოგიერთი საქმე მის გარეშე წარმოუდგენელია.

რისთვის გამოიყენება ჰაერის კომპრესორი ?

ზოგჯერ სახელწოდებები ყველაფერს ამბობს. საქმე სწორედ ამ შემთხვევასთან გვაქვს. კომპრესორი მთლიანად ჰაერთანაა დაკავშირებული. ყველაფერი რომ გავამარტივოთ, წარმოიდგინეთ. ინსტრუმენტს სხვა ხელსაწყოები უერთდება. სპეციალური მილების მეშვეობით, სწრაფად უკავშირდება. ამიტომ, ეს დიდხნიანი პროცედურა არ გეგონოთ. შემდეგ შეერთებულ ხელსაწყოებს ჰაერით ამარაგებს. ამით კი სხვადასხვა საქმე კეთდება. მაგალითად, შეგიძლით გაფუჭებული საბურავი სწრაფად შეაკეთოდ. უპირატესობა კი ეფექტურობაა. კომპრესორი ჰაერს მაღალი წნევით აწვდის და დიდხანს ლოდინი არ გიწევთ.

სად გამოიყენებთ კომპრესორს ?

ინსტრუმენტს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. საქმეს კი პასუხისმგებლობით ეკიდება. ხელსაწყო სპეციფიკურია და ასეთივე ადგილებში გამოიყენება. კუთხსახეხი სახლშიც შეიძლება დაგჭირდეთ, მაგრამ კომპრესორზე იმავეს ვერ ვიტყვით. პირიქით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირ ადგილას ვერ გამოიყენებთ.

  • ავტოსახელოსნო

ზოგჯერ სისწრაფე გადამწყვეტ როლს ასრულებს. განსაკუთრებით მანქანის საბურავის შეკეთებისას. მითუმეტეს, თუ უადგილო დროს ფუჭდება. ჰაერის კომპრესორები რა შუაშია ? მის გარეშე პრობლემა არ გადაიჭრება. ამ შემთხვევაში, საქმის გამოსწორება სხვა გზითაც შეიძლება, თუმცა, ბევრად რთულია და სწრაფსაც ვერ ვუწოდებთ. ფიზიკურადაც მეტად უნდა იშრომოთ. ჰაერის კომპრესორის შემთხვევაში, ვითარება რადიკალურად იცვლება. ხელსაწყოს მეშვეობით, საბურავი პირვანდელ სახეს იბრუნებს. რაც მთავარია, სწრაფად და ლოდინის დროც მცირდება. სწორედ ამიტომ, მისი ადგილი ავტოსახელოსნოშია. აქ მომუშავე ადამიანებს, კომპრესორი ყველაზე მეტად სჭირდება. საბოლოოდ, უკმაყოფილო არავინ დარჩება. საქმე სწრაფად  და მარტივად შესრულდება.

  • ავეჯის საწარმოები და სხვადასხვა საამქროები

ავტოსახელოსნოს გარდა, ინსტრუმენტი კიდევ ბევრ ადგილას გამოგადგებათ. საამქროებსა და ავეჯის საწარმოებში შეუცვლელი ნივთია. თუ მსგავსი დაწესებულება გაქვთ, ეს უკვე გეცოდინებათ. თუ ახლა აპირებთ გახსნას, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად დაგჭირდებათ. სხვა ინსტრუმენტები კომპრესორით მუშაობს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე უკან მიდის. ეს კი არავის აწყობს. ჰაერის კომპრესორი ნამდვილი მშველელია. დახმარებისთვის ნებისმიერ დროს შეიძლება მიმართოთ.

ერთი სახის ხელსაწყო ყველგან გამოდგება ?

კომპრესორი, რომელიც საბურავის შეკეთებაში დაგეხმარებათ, შეიძლება საწარმოში არ გამოგადგეთ. ყველა ხელსაწყო ერთნაირი როდია. ერთმანეთისგან ბევრი მახასიათებელი განასხვავებთ. მონაცემებში ყველაფერი ზედმიწევნითაა გაწერილი. შეძენამდე აუცილებლად გადაიკითხეთ. ასე მარტივად მიხვდებით, კომპრესორი საქმეს მოერგება თუ ვერა.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ?

ნებისმიერი ხელსაწყოს შეძენისას, მახასიათებლები გულდასმით უნდა გადაიკითხოთ. მნიშვნელოვანი ამბები და წვრილმანებიც, თავს სწორედ აქ იყრის. ამის მიუხედავად, არსებობს ყურადღება გასამახვილებელი საკითხები. ჰაერის კომპრესორის შემთხვევაში ეს სიმძლავრე და მოცულობაა. ყველაფერი ამ ორ მახასიათებელზე დგას. ამ ცოდნაზე დაყრდნობით კი არჩევანიც გაგიმარტივდებათ. არსებობს მაღალი, საშუალო და დაბალი სიმძლავრის მქონე კომპრესორები. ზუსტად ასეა მოცულობის შემთხვევაში. ვხვდებით ტევად და ნაკლებად ტევად ინსტრუმენტებს. არჩევანი კი არც ისე რთულია. ბევრი ფიქრი საჭირო არაა. თუ დიდ საწარმოს ფლობთ, მაქსიმალურად მძლავრი კომპრესორი დაგჭირდებათ. ასევე, დიდ ავზიანი. მაღალი მონაცემები საშუალებას აძლებს, რამდენიმე ხელსაწყო ერთად აამუშაოს. თუმცა, პატარა საწარმოებში, ამხელა ძალა არ დაგჭირდებათ. დაბალი სიმძლავრის მქონე კომპრესორებიც საკმარისია.

კიდევ რა უნდა გაითვალისწინოთ ?

ბევრი სხვაობაა და ყველა მნიშვნელოვანია. ამიტომ, ფუნქციები კარგად უნდა შეისწავლოთ და შეძენის დროსაც გადაამოწმოთ. განსხვავებას ბრუნვის სიჩქარეში, წარმადობაში, ცხენის ძალასა და წონაში იპოვით. ჩამოთვლილ ინსტრუმენტებს, ერთი და იმავე წნევა აქვს, კერძოდ, 8 bar და საკმაოდ მაღალია. ამიტომ, საერთოც ბევრია.

რას გთავაზობთ Holst.ge ?

ონლაინ ჰიპერმარკეტი სრულ კომფორტსა და ხარისხიან პროდუქტებს გთავაზობთ. პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიტანა უფასოა. ინსტრუმენტები კი გამძლე და მაღალი რესურსების მქონეა. ამჯერად, ბრენდ Schpindel - ის ჰაერის კომპრესორებს წარმოგიდგენთ. გერმანული ხელსაწყოები იმედს ნამდვილად არ გაგიცრუებთ.

Schpindel ჰაერის კომპრესორი 100L 3Kw 220v

საშუალო მოცულობის კომპრესორით დავიწყოთ. 100 L - იანი ხელსაწყო დიდსა და პატარა საამქროებში გამოგადგებათ. მძლავრი და ეფექტურია. სწორედ ამიტომ, რთული საქმე არ უჭირს და თავისთავად, არც მარტივი. მძიმეა, თუმცა, ხშირი გადაადგილება არ სჭირდება. ამით წონის პრობლემაც გადაჭრილია. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ქარხნული დეფექტის შემთხევავში, საგარანტიო ტალონი დაგეხმარებათ. რა თქმა უნდა, ადგილზე წარდგენა აუცილებელია. ამიტომ, სჯობს საიმედოდ შეინახოთ.

Schpindel haeris kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL         
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი   
  • სიმძლავრე - 3.0kw   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 95
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 100 l     
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1100min         
  • წარმადობა - 525 l/min         
  • ცხენის ძალა - 4HP

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • მოცულობა
  • მაღალი წნევა
  • სიჩქარე

Schpindel ჰაერის კომპრესორი 200L

Schpindel - ის მეორე კომპრესორი ნაკლებად მძლავრია, მაგრამ მეტად ტევადი. 200 L - იანი ავზი ფართო გასაქანს აძლევს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დიდი დაწესებულებებისთვისაა განკუთვნილი. უხარვეზოდ მუშაობს და მაქსიმალურ ენერგიას გასცემს. ერთდროულად, რამდენიმე ხელსაწყოსაც კი დაიტევს. ერთ წლიანი გარანტია ახლავს. მონაცემებთან შედარებით, ხელმისაწვდომი ფასი აქვს. თუმცა, ერთიანი თანხა თუ არ გაქვთ, ეს პრობლემა არ არის. შეგიძლიათ განვადებით ისარგებლოთ.

Schpindel haeris kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი   
  • სიმძლავრე - 2.2kw   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 115
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 200 l     
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1100min         
  • წარმადობა - 336 l/min         
  • ფაზა - 0         
  • ცხენის ძალა - 2HP

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • ბრუნვის სიჩქარე
  • ტევადი ავზი
  • გარანტია

Schpindel ჰაერის კომპრესორი 50L

მესამე ჰაერის კომპრესორს, რეკომენდაციას საშუალო დონის საქმეებზე ვუწევთ. სიმძლავრითაც დაბალია და 50 L- იანია. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ნაკლებად შრომატევად საქმეში გამოიყენება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელსაწყო ცუდია. ასე ნამდვილად არ არის, უბრალოდ გადატვირთვა არ უყვარს. დაკისრებულ მოვალეობას კი თავს კარგად ართმევს.

Schpindel haeris kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი   
  • სიმძლავრე - 1.5kw   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 29
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 50 l       
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2850min         
  • წარმადობა - 198 l/min         
  • ფაზა - 0         
  • ცხენის ძალა - 2HP

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • სამუშაო რესურსი
  • გამძლეობა

Schpindel ჰაერის კომპრესორი 24L

ბოლო კომპრესორი, ჩამოთვლილებს შორის, ყველაზე დაბალი მოცულობისაა. 24L - იანია და საშუალო სიძლავრისაა. დანარჩენებისგან განსხვავებით უფრო ხელმისაწვდომი ფასი აქვს. სხვა მხრივ, გამძლეობითა და მაღალი რესურსებითაა ცნობილი. რთულ საქმეს ნუ შეაჯახებთ და გარდა ამისა, ბევრ რამეში დაგეხმარებათ.

Schpindel haeris kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი   
  • სიმძლავრე - 1.5kw   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 22
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 24 l       
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2850min         
  • წარმადობა - 198 l/min         
  • ფაზა - 0         
  • ცხენის ძალა - 2HP

უპირატესობები:

  • კომპაქტურობა
  • სიმსუბუქე
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება