შეიტყვე მეტი ტოპ 3 ცირკული ხერხის შესახებ

როგორ უნდა დაამუშაო ხე და ბეტონი სრულყოფილად? რა პროცესებია შედეგამდე მისასვლელად გასავლელი? რომელი ხელსაწყო დაგეხმარებათ ამ საქმეში? როგორ უნდა შეარჩიოთ ინსტრუმენტი სწორად? მოკლედ, ამ საკითხის მიმართ ბევრი კითხვა არსებობს და ბლოგში თითოეულ მათგანს გავცემთ პასუხს. სწორედ ამიტომ, გირჩევთ ბოლომდე წაიკითხოთ, რადგან ამ ყველაფერთან ერთად, რამდენიმე გამოსადეგ ხელსაწყოს დეტალურადაც განვიხილავთ.

რომელი ინსტრუმენტი გამოგადგებათ ხისა და ბეტონის დამუშავებისას?

სრულყოფილი შედეგი ცირკულ ხერხთან ერთად მოდის. დიახ, ეს სწორედ ის ინსტრუმენტია, რომელიც საქმეს არაჩვეულებრივად ასრულებს და ორივე ტიპის მასალას კარგად ამუშავებს. ამიტომ, თუ გსურთ სამუშაომ ისე ჩაიაროს, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს, მაშინ ზუსტად ცირკული ხერხი გჭირდებათ.

როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენი საქმისთვის განკუთვნილი ხელსაწყო?

პირველ რიგში უნდა უნდა იცოდეთ, თუ როგორი ტიპის საქმეზე მოუწევს მუშაობა ცირკულ ხერხს. წინ რთული გამოწვევები ელოდება? ყოველდღიურად ბევრი სამუშაო ექნება? თუ ამ ყველაფერზე პასუხი დადებითია, მაშინ მაქსიმალურად მაღალი მონაცემების მქონე ხელსაწყო დაგჭირდებათ. ასეთი სახის ინსტრუმენტი კარგად შეასრულებს საქმეს და კმაყოფილს დაგტოვებთ. თუმცა, არსებობს ისეთი შემთხვევები, როცა ნაკლებ მონაცემიანი ხელსაწყოებიც სრულიად საკმარისია. მაგალითად, თუ შედარებით მსუბუქ საქმეზე მუშაობთ, ან ყველაფერს ახლა იწყებთ და ინსტრუმენტი უფრო ექსპერიმენტული მიზნით გსურთ, შეგიძლიათ შეიძინოთ საშუალო / დაბალი მონაცემებიანი ცირკული ხერხი. მოკლედ, სულ ეს არის. წესები საკმაოდ მარტივია, მთავარია მათ მიჰყვეთ და მახასიათებლებს გულდასმით გადახედოთ.

რა უპირატესობა აქვს ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტს?

ჰოლსტი საუკეთესო შეთავაზებებითაა სავსე და ახლავე გეტყვით, თუ რა იგულისხმება უფრო ზუსტად. პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ ჩვენთან მხოლოდ მაღალი ხარისხის ხელსაწყოები იყიდება. თითოეული ბრენდი საუკეთესო პროდუქტს გვთავაზობს. სასურველ ხელსაწყოებს კი სახლიდან გაუსვლელად, პირდაპირ ჩვენი საიტიდან იძენთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და უფრო მეტიც, თუ თქვენი შეკვეთა 50 ლარზე ზემოთაა, მიტანა უფასოა. რა თქმა უნდა, ეს წესი ყველგან მოქმედებს - როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

CROWN CT15188-ცირკული ხერხი 190mm 1500W

Crown-ის ეს კონკრეტული ცირკული ხერხი საშუალო სიმძლავრისაა და იდეალურად მუშაობს შედარებით მსუბუქ საქმეებზე. ამიტომ, თუ ასეთი სამუშაოებისთვის ეძებთ ხელსაწყოს, ეს მოდელი არაჩვეულებრივი არჩევანია. ინსტრუმენტს დამატებითი ნივთები მოყვება, კერძოდ, პარალელური მისაბჯენი და საცვლელი პირი. ხელსაწყოები პროცესს უფრო მოქნილს გახდის. Crown cirkuli xerxi

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი       
  • სიმძლავრე - 1500W
  • ზომა - 190mm           
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 7640177420619         
  • წონა (კგ) - 4.4
  • კვების წყარო - 220-240V     
  • კომპლექტაცია - პარალელური მისაბჯენი + საცვლელი პირი           
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-5500min         
  • მუშაობის სიღრმე - 45° - 46mm / 90° - 66mm          

უპირატესობები:

  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • მუშაობის სიღრმე
  • დამატებითი ნივთები
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • კომპაქტური ზომა
  • გამძლეობა

Schpindel SPK-06180 ელ. ხის ცირკული ხერხი 255MM 1800W

უფრო მძლავრი ცირკული ხერხი გსურთ? მაშინ Schpindel-ის ამ მოდელს გირჩევთ. ხელსწყოს ბრუნვის მაღალი სიჩქარე აქვს და საკმაო სიღრმით ამუშავებს მასალას. ამასთანავე, თან ახლავს 1 წყვილი ნახშირი და ერთ წლიანი გარანტია იმისთვის, თუ ქარხნული დეფექტი აღმოაჩნდება.

Schpindel cirkuli xerxi

  • ბრენდი - SCHPINDEL         
  • პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი       
  • სიმძლავრე - 1800W
  • ზომა - დისკი: 255mm         
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 1152519203614         
  • წონა (კგ) - 17.55       
  • კვების წყარო - 220-240V     
  • კომპლექტაცია - 1 წყვილი ნახშირი
  • ბრუნვის სიჩქარე - 5200min
  • მუშაობის სიღრმე - 0°/90°: 89*320mm; 45°/90°: 89*210mm; 0°/45°: 42*320mm; 45°/45°: 42*210mm

უპირატესობები:

  • მუშაობის სიღრმე
  • სიმძლავრე
  • ბრუნვის სიჩქარე
  • დამატებითი ნივთები
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი ხარისხი      

Dewalt - DWE7492-QS ცირკული ხერხი მაგიდით 250mm 2000W

Dewalt-ის ეს მოდელი ჩამოთვლილებს შორის ყველაზე მძლავრია. სწორედ ამიტომ, თამამად დაიხმარეთ რთულ საქმეებზე. ინსტრუმენტი ყველაფერს იდეალურად შეასრულებს.

Dewalt cirkuli xerxi

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი       
  • ზომა - 250mm           
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 5035048692653         
  • წონა (კგ) - 34
  • კვების წყარო - 220-240V     
  • კომპლექტაცია - 24 კბილიანი საჭრელი დისკი + მტვრის მოსაშორებელი + პარალელური მისაბჯენი + ტორცის მისაბრჯენი + მისაწოლი + 2xგასაღები       
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-4800min         
  • ფუნქციები - დახრის კუთხე 0° - 90°           
  • მუშაობის სიღრმე - 45° -ზე - 55mm; 90°-ზე-77mm

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მუშაობის სიღრმე
  • ფუნქციები
  • დამატებითი ნივთები
  • ერთ წლიანი გარანტია
  • კომპაქტურობა         

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება