შეიტყვე, რომელია საუკეთესო სასუქი

მცენარის კარგად გასაზრდელად, სასუქი აუცილებელი კომპონენტია. არსებობს მითები, რომ მსგავსი პრეპარატები მავნებელია, მაგრამ ასე არ არის. მთავარია, ხარისხიანი სასუქები გამოიყენოთ და პირიქით, მიწას მინერალებით აავსებს. პრეპარატს ზუსტად ასეთი ზემოქმედება აქვს. მცენარეებს სასარგებლო და არსებობისთვის აუციელებელ ნივთიერებებს აწვდის. ამ ყველაფერთან ერთად, კარგად ატენიანებს და მიწასაც ზუსტად ეს სჭირდება, რათა ჯანსაღი მცენარე გაიზარდოს. სასუქების შერჩევისას მხოლოდ რამდენიმე ფაქტი უნდა გაითვალისწინოთ. ყველაფერი იმაზე მარტივია,  ვიდრე წარმოგიდგენიათ. რჩევებს არ დავიშურებთ, მთავარია ყურადღებით გადაიკითხოთ.

რის მიხედვით უნდა შეარჩიოთ სასუქი ?

პრეპარატებს ერთმანეთისგან ბევრი რამ განასხვავებს. მცირედი მახასიათებლებით დაწყებული, მნიშვნელოვნებით დამთავრებული, სხვადასხვა თვისებებია. სწორედ ამიტომ, უმჯობესია, ყველაფერს გულდასმით გადახედოთ. მონაცემების ერთმანეთთან შედარებით, პრეპარატს სწორად შეარჩევთ და ზუსტად შესაფერის სასუქს შეიძენთ.  

  • მოქმედი ნივთიერებები

უპირველეს ყოვლისა, მოქმედი ნივთიერებებით უნდა დაინტერესდეთ. სწორედ ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული. თითოეული სასუქი სხვადასხვა ნაერთისგან შედგება. ზოგიერთი შეიძლება ფოსფატს, კალიუმის ოქსიდს შეიცავდეს, ანდაც, ამინომჟავეებსა და მცენარის ცილებისგან შედგებოდეს. აქედან გამომდინარე, ზუსტად უნდა იცოდეთ, თუ როგორი პრეპარატი გესაჭიროებათ. არასწორად შერჩეული სასუქი, ისეთი ეფექტური ვერ იქნება, როგორიც უნდა იყოს. მცენარეს სათანადო მინერალებით ვერ უზრუნველყოფს და ა.შ. ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად, მარტივი წესები უნდა გაითვალისწინოთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გულდასმით წაიკითხეთ, თუ რა ნივთიერებებისგან შედგება პრეპარატი.

  • პროდუქტის ტიპი

ყველა პროდუქტი ერთნაირი არ არის, მეტიც, ხშირად რადიკალურ განსხვავებას ვაწყდებით. როგორც სხვა, სასუქების შემთხვევაშიც ასეა. რამდენიმე სახის პრეპარატი არსებობს, ზოგიერთი კრისტალური ფორმისაა, ზოგიც გრანულარული, ანდაც შეიძლება ფოთლოვანი ტიპის იყოს. გადაჭრით, თუ რომელია კარგი და ცუდი, ვერ იტყვი, რადგან თითოეულს თავისი უპირატესობა აქვს. რომელიც უფრო მეტად გჭირდებათ და თქვენს მცენარეებს მოუხდება, ის უნდა შეიძინოთ. როცა გეცოდინებათ, თუ რამდენია მიწის ტენიანობა და ა.შ. შესაფერის სასუქს უკეთ იპოვით.

  • კულტურა

რაზე უნდა მიგვანიშნებდეს კულტურა სასუქების შემთხვევაში ? თითოეული პრეპარატის მახასიათებლებში, ამ სიტყვას ამოიკითხვათ და გვერდით იმასაც გაიგებთ, თუ რომელ კულტურასთანაა თავსებადი. გაუგებრობა რომ არ გამოიწვიოს, მოდით, გავამარტივოთ. სასუქების ნაწილი შეიძლება მხოლოდ კონკრეტული მცენარეებისთვის იყოს განკუთვნილი, ანდაც კარგად მხოლოდ ციტრუსზე მოქმედებდეს. ისეთი პრეპარატებიც არსებობს, რომლებიც ყველაფრისთვის გამოიყენება, ანუ ნებისმიერ კულტურასთან თავსებადია და შეგიძლიათ როგორც, ხეხილისთვის, ისე ყვავილებისთვის გამოიყენოთ. Holst.ge - ზე, ძირითადად, სწორედ ასეთი სასუქებია. არა მხოლოდ კონკრეტული, არამედ, სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენება.

  • მწარმოებელი ქვეყანა

ხარისხს ყველგან დიდი მნიშვნელობა აქვს და ცხადია, სასუქების შემთხვევაშიც ასეა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რომელი ქვეყნები აწარმოებს პრეპარატებს და კარგია თუ არა ისინი. ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში იტალიური, ინდური, გერმანული და სხვა წამყვანი ქვეყნების სასუქებია თავმოყრილი. ყველა მაღალი სტანდარტებითაა დამზადებული და შესაბამისად, უმაღლესი ხარისხისაა. თითოეული ზუსტად ისეთია, როგორიც სასუქი უნდა იყოს.

  • მოცულობა

სიმართლე ითქვას, მოცულობა გვერდზე გადასაწევი საკითხი სულაც არ არის და აუცილებლად უნდა ვახსენოთ. განსხვავება, რა თქმა უნდა, აქაც არსებობს და თან მკვეთრი. რიგი კატეგორიის სასუქები დიდი მოცულობისაა და ზოგიერთი კი, პირიქით, მცირეა. ეს პრობლემა სულაც არ არის. თუ კი დიდი ტერიტორიისთვის გჭირდებათ, 25 კგ- იან პრეპარატს შეიძენთ. რაც შეეხება პატარა სივრცეს, ასეთ შემთხვევაში, მცირე ზომის სასუქიც საკმარისია. მოკლედ, ეს ყველაფერი მასშტაბის მიხედვით უნდა განსაზღვროთ.

რა უპირატესობებს გთავაზობთ Holst.ge ?

Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია და უპირატესობებით დატვირთულია. ჩვენთან ხარისხიანი პროდუქტები, სასიამოვნო მომსახურება და სრული კომფორტი დაგხვდებათ. ნივთების შესაძენად სახლიდან გასვლა სულაც არ გჭირდებათ. ყველაფერს საიტიდან იწერთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. თუ კი თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. მომსახურება კი მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. ლოდინი დიდხანს სულაც არ მოგიწევთ, რამდენიმე დღეში ნივთები თქვენთან იქნება. გამოწერა კი მარტივია და კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ ჩვენს ოპერატორებს დაუკავშირდეთ, ამომწურავი პასუხები მიიღოთ. რაც შეეხება პროდუქტის ხარისხსს, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ყველა მაღალი რესურსების მქონეა და დიდხანს მუშაობს. უხარისხო პროდუქტი ჩვენთან არ ხვდება, ამიტომ, ამაზე არ იდარდოთ.

Valagro - სასუქი - მასტერი 18.18.18 - 25 კგ

Valagro - ს სამშობლო იტალიაა და ბევრი ქება არ სჭირდება, ისედაც ნათელია რომ ხარისხიანი იქნება. დიახ, ზუსტად ასეა. სასუქი კრისტალური ფორმისაა და მინერალებითაა სავსე. პრეპარატი მიწას ატენიანებს და ჯანსღი მცენარის გაზრდას ხელს უწყობს. კონკრეტული სასუქი ყველა კულტურასთან თავსებადია, ამიტომ, შეგიძლიათ ნებისმიერი მიმართულებით მოიხმაროთ, არაფერს ავნებს.

Valagro MASTER sasuqi

  • ბრენდი - VALAGRO
  • მოცულობა - 25 კგ   
  • პრეპარატული ფორმა - კრისტალური სასუქი       
  • მწარმოებელი კომპანია - VALAGRO
  • მწარმოებელი ქვეყანა - იტალია       
  • კულტურა - ყველა   
  • პროდუქტის ტიპი - მინერალური - კრისტალური სასუქი
  • წონა (კგ) – 25

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • მოცულობა
  • კრისტალური ფორმა
  • ყველა კულტურასთან თავსებადობა

INDORAMA - სასუქი - ინდორამა 8:20:25 - 50 კგ

ინდური სასუქი ხარისხით ცნობილია. Indorama მუდამ ასეთ პროდუქტს გვთავაზობს. კონკრეტული პრეპარატი სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, კერძოდ, აზოტს, ფოსფატსა და წყალში ხსნად კალიუმის ოქსიდს. სასუქი ნებისმიერ კულტურასთან თავსებადია. გრანულირებული ტიპისაა და მარტივად მოხმარებადია. ამ ყველაფერთან ერთად, ხელმისაწვდომი ფასი აქვს.

INDORAMA sasuqi

  • ბრენდი - INDORAMA         
  • პროდუქტის ტიპი - მინერალური - გრანულარული სასუქი         
  • წონა (კგ) - 50 
  • მოცულობა - 50 კგ   
  • მოქმედი ნივთიერება - საერთო აზოტი (N) - 8%; საერთო ფოსფატი (P2O5) - 20%; წყალში ხსნადი კალიუმის ოქსიდი (K2O) - 25%       
  • პრეპარატული ფორმა - გრანულირებული სასუქი
  • მწარმოებელი კომპანია - INDORAMA       
  • მწარმოებელი ქვეყანა - ინდოეთი   
  • კულტურა - ყველა

უპირატესობები:

  • მოქმედი ნივთიერებები
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ნებისმიერ კულტურასთან თავსებადობა
  • გრანულირებული ფორმა

Lebosol - სასუქი - PK-მაქსი - 5 ლ

გერმანულ სასუქზე რას იტყოდით ? ჩვენ იმის თქმა შეგვძლია, რომ Lebosol- ი, ხარისხიანი პროდუქციით, მართლაც გამორჩეულია. მინერალურ- ფოთლოვანი სასუქი, მიწას კარგად ატენიანებს. პრეპარატი ყველა კულტურისთვის გამოსადეგია და ისეთი ნივთიერებებისგან შედგება, როგორებიცაა: ამინომჟავები, მცენარის ცილები და სხვა. სასუქი თხევადია და მარტივად გამოსაყენებელია.

Lebosol sasuqi

  • ბრენდი - Lebosol       
  • პროდუქტის ტიპი - მინერალური - ფოთლოვანი სასუქი 
  • წონა (კგ) - 8.05         
  • მოქმედი ნივთიერება - მინ.20% ამინომჟავები, მცენარის ცილები ჰიდროლიზებული 20-ზე მეტი სახის ამინომჟავასთან და პეპტიციდთან   
  • პრეპარატული ფორმა - თხევადი   
  • მწარმოებელი კომპანია - Lebosol     
  • მწარმოებელი ქვეყანა - გერმანია     
  • კულტურა - ყველა

უპირატესობები:

  • უმაღლესი ხარისხი
  • მაღალი სარგებლიანობა
  • ყველა კულტურასთან თავსებადობა
  • მინერალურობის მაღალი დონე

Valagro - სასუქი - ბრექსილ მიქსი - 1 კგ.

ისევ Valagro- სა და იტალიას დავუბრუნდეთ. ეს კონკრეტული სასუქი განსხვავებულია. პრეპარატი სპილენძს, რკინას, ბორს, მანგანუმს, თუთიასა და მოლიბდენს შეიცავს. მაღალი სარგებლიანობის გამო, მიწას სწრაფად ატენიანებს და მცენარეებსაც მარტივად შველის.

Valagro BREXIL-MIX sasuqi

  • ბრენდი - VALAGRO
  • პროდუქტის ტიპი - მინერალური - ორგანული სასუქი     
  • წონა (კგ) - 1   
  • მოცულობა - 1 კგ     
  • მოქმედი ნივთიერება - მაგნიუმის ოქსიდი - 6%; ბორი - 1.2%; სპილენძი - 0.8%; რკინა - 0.6%; მოლიბდენი - 1%; თუთია - 5%; მანგანუმი - 5%;   
  • პრეპარატული ფორმა - მიკროგრანულარული სასუქი     
  • მწარმოებელი კომპანია - VALAGRO
  • მწარმოებელი ქვეყანა - იტალია       
  • კულტურა - ყველა

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მოცულობა
  • ხარისხი
  • ნებისმიერ კულტურასთან თავსებადობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება