შეიტყვე ყველაფერი ელექტრო სახრახნისის შესახებ |
შეიტყვე ყველაფერი ელექტრო სახრახნისის შესახებ |
ზოგიერთ ხელსაწყოზე ცუდს ვერაფერს გაიგებთ, ყველა დადებითად ახასიათებს. ელექტრო სახრახნისი ზუსტად ამ კატეგორიაში გადის. ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება, იცის რომ მართლაც საუკეთესოა. ინსტრუმენტი ნებისმიერ დროს შეიძლება დაგჭირდეთ. სავალდებულო არ არის პროფესიონალი იყოთ. სახრახნისი სახლშიც გამოსადეგია და ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეიძლება გამოადგეს. მაგალითად, თუ კი ოთახში ნახატის დაკიდვა გსურთ, ამისთვის კედლის გახვრეტა დაგჭირდებათ, ამ საქმეს კი სახრახნისი მიხედავს. მისი მთავარი ფუნქცია მსგავსი საქმიანობაა.
როგორც დანარჩენ ხელსაწყოებს, სახრახნისებსაც ბევრი სხვაობა აქვს. თითოეული ინსტრუმენტი განსხვავებულ უნარებს ფლობს. მაინც რაში გამოიხატება ? მაგალითად, სიმძლავრე მთავარი თვალშისაცემი სხვაობაა. ელექტრო სახრახნისები ამ მხრივ ყურადღებამისაქცევია. თუ რა მონაცემების ხელსაწყო გჭირდებათ, საქმიდან გამომდინარე უნდა შეარჩიოთ, მაგრამ ამაზე მოგვიანებით, ახლა განსხვავებებს დავუბრუნდეთ. ბრუნვის სიჩქარეც არანაკლებ მნიშვნელოვანია და კარგი იქნება, თუ ყურადღებას აქეთკენაც მომართავთ. სხვაობები ასევე იკვეთება, ბურღვის სიღრმეში, კვების წყაროში, ვაზნის დიამეტრში, ბრუნვის მომენტში, ფუნქციებსაც და წონაში. მოკლედ, თითოეული დეტალი დაკვირვებას საჭიროებს. მონაცემების ერთმანეთთან შედარებით, თქვენი საქმისთვის შესაფერის სახრახნისთან მიხვალთ. სხვა შემთხვევაში კი, შეიძლება გამოუსადეგარი ინსტრუმენტი შეიძინოთ, ამიტომ, მახასიათებლები ყურადღებით გადაიკითხეთ. ამ ეტაპის შემდეგ, ყველაფერი ბევრად მარტივდება.
დიახ, არსებობს ისეთი ინსტრუმენტები, რომლებსაც დამატებითი ნივთები ახლავს. მაგალითად, დამტენი, ელემენტი, ქეისი და მსგავსი ხელსაწყოები. თითოეული ნივთი გამოსადეგია და ცალკე შეძენა აღარ დაგჭირდებათ, ყველაფერი კომპლექტში ერთიანდება. დამატებითი ნივთები ყველა სახრახნისს არ მოყვება.
იმ ეტაპამდეც მივედით, რაც ზემოთ გაკვრით ვახსენეთ. დროა ჩავუღრმავდეთ და კითხვებს დეტალური პასუხები გავცეთ. ელექტრო სახრახნისის შერჩევისას, მკაცრად განსაზღვრული წესები არ მოქმედებს, თუმცა, კარგი იქნება თუ რამდენიმე დეტალს გაითვალისწინებთ. მგონი, თავადაც გამოიცნოთ, თუ რომელი მახასიათებელია ყველაზე მნიშვნელოვანია. დიახ, ეს ნამდვილად სიმძლავრეა. არა მხოლოდ ეს, არამედ დანარჩენებიც ყურადსაღებია, მაგრამ კონკრეტულ საკითხს მეტი დრო უნდა დაუთმოთ. მაშ ასე, დავიწყოთ. ჩვენი რჩევაა, რომ საქმე კატეგორიებად დაყოთ, მაგალითდ, რთული, საშუალო და მარტივი. თუ კი სახრახნისს მუშაობა ყოველდღიურად მოუწევს და საქმეც საკმაოდ რთულია, მაშინ აჯობებს, რომ მძლავრი ხელსაწყო შეარჩიოთ. მეორე კატეგორიის, ანუ საშუალო სირთულის სამუშაოზე, ყველაზე მძლავრი ხელსაწყო არ დაგჭირდებათ. ასეთი საქმეს ნაკლები მონაცემების მქონე ინსტრუმენტიც განახორციელებს. ხოლო რაც შეეხება მარტივ პროცედურებს, ასეთებისთვის დაბალი სიმძლავრეა განკუთვნილი. ამ წესის გათვალისწინებით, ელექტრო სახრახნისს უფრო სწრაფად შეარჩევთ და თან საქმესაც ზუსტად მოარგებთ.
სახრახნისი ყველანაირი სახის მასალაზე არ მუშაობს. ინსტრუმენტი, ძირითადად, ხესა და მეტალს ბურღავს. ორივე შემთხვევაში მაჩვენებელი სხვადასხვაა, ამიტომ, გაითვალისწინეთ. სიმართლე რომ ითქვას, ელექტრო სახრახნისი ხესთან უკეთ მეგობრობს, ვიდრე მეტალთან და უფრო მეტი სიღრმით ბურღავს. ცხადია, ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ სხვა მასალაზე ეფექტურად ვერ მუშაობს. რა თქმა უნდა, ასე არ არის, თუმცა, პრიორიტეტს მაინც ხეს ანიჭებს.
Holst.ge - ზე მრავალფეროვნების ზეიმია, ამიტომ, რამდენიმე ბრენდის სახრახნისებს გთავაზობთ. აქ დაგხვდებათ ისეთი წამყვანი ბრენდები, როგორებიცაა: Crown, Dewalt, Bosch, Black and decker- ი და კიდევ მრავალი სხვა. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ თითოეული ხარისხიანი და ყოველმხრივ გამორჩეულია. ასევე, შეგახსენებთ რომ Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია და ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიტანა უფასოა.
მძლავრ სახრახნისებზე რომ ვსაუბრობდით, ხომ გახსოვთ ? სწორედ ასეთია ეს კონკრეტული მოდელი. მონაცემებიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინსტრუმენტი რთულ საქმისთვისაა შექმნილი, ცხადია, მსუბუქ სამუშაოებსაც კარგად ასრულებს, მაგრამ ამისთვის დაცდენა არ ღირს. Crown - ის ელექტრო სახრახნისი ყველანაირად საუკეთესოა. ხელსაწყოს მაღალი სამუშაო რესურსი აქვს და დიდხანს ძლებს. ელემენტზე მუშაობს და ძალების აღსადგენად სულ რაღაც ერთი საათი სჭირდება. სახრახნისს ორი ელემენტი, დამტენი და ქეისი მოყვება.
დამატებითი კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Dewalt- ის ელექტრო სახრახნისი ადგილს საუკეთესოთა შორის იკავებს. ყველაფერი აქვს, რაც კარგ ხელსაწყოს მოეთხოვება. ინსტრუმენტს უნახშირო მოტორი აქვს და ელემენტზე მუშაობს. მაღალი ბრუნვის სიჩქარე კი, სწრაფად მუშაობაში ეხმარება. სახრახნისს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. თუ კი ამ დროის განმავლობაში, ქარხნული დეფექტი გამოვლინდება, შეგიძლიათ ხელსაწყო სერვის ცენტრში მიიტანოთ, სადაც გულდასმით შეაკეთებენ და ახლის მსგავსს დაგიბრუნებენ.
უპირატესობები:
Bosch - ზე საუბრისას ვიცით, რომ საქმე დახვეწილ და ხარისხიან ინსტრუმენტებთან გვაქვს. არც ვცდებით, ნამდვილად ასეა. კონკრეტული სახრახნისი საშუალო სიმძლავრისაა და გამძლეობით გამოირჩევა. დასამუხტად ერთი საათი სჭირდება, შემდეგ კი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
დამატებითი კომპლექტაცია:
უპირატესობები:
დასაწყიში მსუბუქი საქმეებისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტები რომ ვახსენეთ, ზუსტად ასეთ სახრახნისს ვგულისხმობდით. Black and decker- ის ხელსაწყო ამ ტიპის სამუშაოებზე გამოდგება. სიმართლე ითქვას, რთულ საქმეში ნაკლებად ეფექტურია, რადგან დიდხანს მუშაობას და დატვირთულობას ნაკლებად უძლებს. ხელსაწყოს გამძლე ელემენტი აქვს, რაც ნამდვილად დიდი უპირატესობაა. სახრახნისს დამატებითი ნივთები მოყვება, კერძოდ, ერთი ელემენტი და დამტენი.
დამატებითი კომპლექტაცია:
უპირატესობები: