შესაწამლი აპარატების მიმოხილვა |
შესაწამლი აპარატების მიმოხილვა |
სასოფლო სამეურნეო საქმიანობას ეწევით და შესაწამლი აპარატის შეძენით ხართ დაინტერესებული? ან იქნებ უსაფრთხოებისთვის ობიექტის დეზინფექცია გინდათ? თუ ასეა, HOLST.GE -ზე სწორად მოხვდით. ჩვენთან შესაწამლი აპარატების დიდი არჩევანია. ბიუჯეტური შესაწამლი გნებავთ თუ მაღალ ხარისხიანი, კომპაქტური თუ მძლავრი, ყველა სახისას შეხვდებით ჰოლსტზე და რაც მთავარია მოგიტანთ ყველგან, საქართველოს მასშტაბით.
მაგალითად, თუ ვაზის შეწამვლა გინდათ ან მსგავსი ხშირ ფოთლოვანი კულტურის, უმჯობესია თუ შესაწამლი აპარატი მძლავრი იქნება, რათა შეაღწიოს ყველა წერტილში.
მაგალითად, თუ შეწამვლისას დიდი მასშტაბის დაფარვა გიწევთ, ზედმეტი კილოგრამებით უფრო მარტივად და სწრაფად დაიღლებით, ასე რომ ჯობია შესაწამლი აპარატი მსუბუქი იყოს. ასევე, თუ სამუშაოს დიდი დრო დასჭირდება, შესაწამლი აპარატის აკუმულატორიც დიდი უნდა იყოს ან მექანიკური. ასევე ჩვენთან შეგიძლიათ ჰიბრიდული შესაწამლი აპარატის შეძენა. დიდი ავზიც ინტენსიური და დიდი სამუშაოსთვის არის საჭირო, შესაწამლი აპარატის ხშირად შევსება რომ არ დაგჭირდეთ.
თუ ინტენსიურად მოგიწევთ შესაწამლი აპარატით მუშაობა, უმჯობესია ხარისხს დიდი მნიშვნელობა მიანიჭოთ. ხარისხიანი აპარატს უფრო გრძელი სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს და დიდხანს მოგემსახურებათ. უნდა იცოდეთ, რომ დაბალბიუჯეტური შესაწამლი აპარატის რამდენჯერმე შეძენა, შესაძლოა უფრო ძვირი დაგიჯდეთ, ვიდრე ერთხელ შეძენილი ხარისხიანი და გამძლე მოწყობილობა
Holst.ge-ზე შეძენილ შესაწამლ აპარატებს მოყვებათ სხვადასხვა საჭირო დეტალები, რომელიც შესასრულებელ სამუშაოს სწორად წარმართვაში დაგეხმარებათ.
შესაწამლ აპარატს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფილტრი. წამალში რომელსაც აპარატში ჩაასხამთ შესაძლოა მცირე დეტალი შეყვეს და მოტორი დააზიანოს, ან მილი გაჭედოს. მოკლედ, ესეთი უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად შესაწამლ აპარატს მოყვება ფილტრი.
ჰოლსტზე შეძენილ შესაწამლ აპარატებს მოყვებათ სათადარიგო თავი. თითოეული მათგანი განსხვავდება შეფრქვევის დიამეტრით და წნევის სიდიდით. თქვენ ისღა დაგრჩენიათ შეუსაბამოთ შესაწამლი აპარატის თავი შესასრულებელ სამუშაოს.
შესაწამლი აპარატის მწყობრში მოყვანას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება. მუშაობის წინა დღით სათავსოდან გამოიღეთ და კარგად დატენეთ. შეარჩიეთ თავი რომლითაც მუშაობას აპირებთ, დაამაგრეთ და დაიწყეთ მუშაობა. მთავარი რაც არ უნდა დაივიწყოთ და დაიზაროთ არის შესაწამლი აპარატით მუშაობის შემდეგ მისი გაწმენდა. გამოავლეთ წყალი რომ წამალი შიგნით არ დაილექოს. ასევე რამდენიმე წუთით ასხურეთ წყალი და ამით მილებიც გაიწმინდება.
რთული და უხერხულია ჩვენი მხრიდან ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან შესაძლოა სუბიექტურობა დაგვაბრალოთ, თუმცა მაინც ვეცდებით ავხსნათ რატომ უნდა შეიძინოთ შესაწამლი აპარატი ჩვენთან, ონლაინ.
შესაწამლი აპარატებს ძირითადად რეგიონებშია საჭირო, იქ სადაც აგრო კულტურა ხარობს და ადამიანები მათი მოვლით არიან დაკავებულები. ჩვენი მთავარი ღირსებაა მოგაწოდოთ სასურველი პროდუქტი ძალიან მალე და იქ სადაც იმყოფებით. ეს დაზოგავს თქვენს დროს, ენერგიას და დამატებით ხარჯებს.
შესაწამლი აპარატის ყველა მახასიათებელი ზედმიწევნით სწორად დევს ჩვენს საიტზე. შესაბამისად პროდუქტის გაცნობისას მასზე სრული წარმოდგენა გექმნებათ. ეს კიდევ უფრო მარტივს ხდის შესაწამლი აპარატებში თქვენთვის საუკეთესო ვარიანტის ამორჩევას.
ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევისგან დაზღვეულები ხართ, რადგან ჩვენს შესაწამლ აპარატებზე 1 წლიანი გარანტია ვრცელდება და ქარხნული წუნის შემთხვევაში სიამოვნებით, დიახ სიამოვნებით შეგიცვლით ჩვენივე ხარჯებით, რომ ჩვენს პროფესიონალიზმში კიდევ უფრო დარწმუნდეთ.
ბრენდი TOLSEN
პროდუქტის ტიპი წნევით გამაფრქვეველი
კვების წყარო მექანიკური
წნევა 2.5 bar
კომპლექტაცია ქამარი
ავზის მოცულობა 5 l
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 0.58
ტოლსენის TOL1525 შესაწამლი აპარატი ძალიან პატარა და კომპაქტურია. უფრო სადეზინფექციო მოხმარებისთვის გამოდგება, თუმცა აგრარულ დანიშნულებასაც ვერ ჩამოვწერთ. თუ ეზოში ხეხილის შესაწამლად ეძებთ შესაწამლ აპარატს, ტოლსენის ეს მოდელი ძალიან პრაქტიკულია. მსუბუქია, თუმცა საკმარისად მძლავრი და შესაბამის სამუშაოს გასწევს. 5 ლიტრიანი ავზი მცირე სამუშაოებისთვის საკმარისია. მექანიკური კვების სისტემა არ საჭიროებს მის წინასწარ მომზადებას ელემენტიანისგან განსხვავებით, თუმცა შედარებით შრომატევადია.
უპირატესობები:
ბრენდი LUX GARDEN
პროდუქტის ტიპი შესაწამლი აპარატი
კვების წყარო მექანიკური
ავზის მოცულობა 16 l
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 3
კომპლექტაცია:
ლუქს-გარდენის MSP შესაწამლი აპარატი კომპაქტური მოწყობილობაა. თუ შესაწამლ აპარატს მექანიკური სისტემით ეძებთ, ეს მოდელი სწორი არჩევანი იქნება. შესაწამლი აპარატი მექანიკური სისტემით გაცილებით ბიუჯეტურია და საკმაოდ გამძლეც, მხოლოდ შრომატევადია. შესაწამლი აპარატი სულ რაღაც 3 კილოგრამს იწონის და მუშაობისას არ დაგამძიმებთ. შეძენის შემთხვევაში მოყვება შესაფრქვევი თავები, სხვადასხვა აგრო კულტურებისთვის და თქვენი გემოვნებისთვის.
უპირატესობები:
ბრენდი LUX GARDEN
პროდუქტის ტიპი შესაწამლი აპარატი
სიმძლავრე 12V 8Ah/20hrs
კვების წყარო ელემენტზე
წარმადობა 4.0 l/min
ავზის მოცულობა 16 l
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 5.4
კომპლექტაცია:
Holst.ge-ზე შეხვდებით ლუქს-გარდენის ერთ-ერთ ყველაზე დაბალანსებულ, მაღალი წარმადობის SPR შესაწამლ აპარატს. ის მუშაობს ელემენტზე და საკმაოდ მძლავრია. ელემენტი დიდხანს ძლებს და დაწყებულ საქმეს აუცილებლად მიიყვანთ ბოლოში. დაახლოებით 5 კილოგრამს იწონის, რაც კომფორტულია მუშაობის პროცესში. მით უმეტეს მაშინ, როცა აპარატში წამალი სადაცაა გამოილევა და ვეღარც კი იგრძნობთ ზურგზე თუ გკიდიათ. კომპლექტაციაში, სწორად მუშაობისთვის მოყვება შესაფრქვევი თავები.
უპირატესობები:
ბრენდი LUX GARDEN
პროდუქტის ტიპი შესაწამლი აპარატი
სიმძლავრე 12V 8Ah/20hrs
გარანტია 1 წელი
კვების წყარო ელემენტზე
ავზის მოცულობა 16 l
წარმადობა 4.0 l/min
წონა (კგ) 5.31
კომპლექტაცია:
ლუქს-გარდენის ეს შესაწამლი აპარატი წინა მოდელისგან ლატუნის კორპუსით განსხვავდება. წარმადობა, წონა, ელემენტის სიძლიერე თითქმის იგივეა. ის, რომ შესაწამლი აპარატის დეტალები ლატუნისგან არის დამზადებული, მის უჟანგავობაზე და გრძელ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მიუთითებს. ასევე მოყვება ლატუნის, უჟანგავი შესაფრქვევი თავები.
უპირატესობები:
ბრენდი LUX GARDEN
პროდუქტის ტიპი შესაწამლი აპარატი
სიმძლავრე 12V 8Ah/20hrs
კვების წყარო ელემენტი / მექანიკური (ჰიბრიდი)
ავზის მოცულობა 16 l
წარმადობა 4.0 l/min
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 6.2
კომპლექტაცია:
ჩვენთან ყველაზე გაყიდვადი ლუქს-გარდენის MES ჰიბრიდი შესაწამლი აპარატია. ამის მიზეზი, ალბათ მისი ჰიბრიდული მექანიზმია. იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია შეწამვლის პროცესი და ყველანაირი რისკის გამორიცხვა ურჩევნიათ, ჰიბრიდული შესაწამლი აპარატი არსებობს. იმ შემთხვევაში თუ დაგავიწყდებათ შესაწამლი აპარატის დატენვა ან საკმარისად ვერ დიდხანს არ გქონდათ შეერთებული, მექანიკური სისტემა გამოგადგებათ. ჰიბრიდული შესაწამლი აპარატი იმედს ვერ გაგიცრუებთ.
უპირატესობები:
ბრენდი LUX GARDEN
პროდუქტის ტიპი შესაწამლი აპარატი
სიმძლავრე 12V 8Ah/20hrs
კვების წყარო ელემენტზე
წარმადობა 4.0 l/min
ავზის მოცულობა 16 l
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 5.8
კომპლექტაცია:
ლუქს გარდენის კიდევ ერთი მაღალი წარმადობის SPR შესაწამლი აპარატი, ლატუნის მილით და შესაფრქვევი თავებით. თუ შესაწამლი აპარატისგან დიდ სიცოცხლის ხანგრძლივობას და გამძლეობას ითხოვთ, ეს მოდელი უნდა შეარჩიოთ. ძლიერი ელემენტი აქვს და ერთი დატენვა საკმარისია ინტენსიური, დიდი სამუშაოსთვის. მსუბუქია, რაც მუშაობას მარტივს და ნაკლებად დამღლელს ხდის. 16 ლიტრიანი ავზი სტანდარტულია და შევსება ხშირად არ მოგიწევთ, ამასთან შევსების შემთხვევაში ზედმეტად არ დამძიმდება.
უპირატესობები:
ბრენდი LUX GARDEN
პროდუქტის ტიპი შესაწამლი აპარატი
კვების წყარო საწვავი
მოცულობა ბენზინის ავზი: 0.6 l
ავზის მოცულობა 25 l
კუბატურა 26cc
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 10.2
კომპლექტაცია:
ბოლოს, ლუქს გარდენის GSP შესაწამლი აპარატი ბენზინის ძრავით. თუ დიდ ტერიტორიაზე გიწევთ ინტენსიური მუშაობა შესაწამლად, მძლავრი აპარატი დაგჭირდებათ. ისეთი მძლავრი, როგორიც ლუქს-გარდენის ეს საწვავზე მომუშავე შესაწამლი აპარატია. 10 კილოს იწონის და ავზიც დიდი აქვს და გავსების შემთხვევაში სადღაც 40 კილომდე მიაღწევს, რაც არც ისე კომფორტულია. მიუხედავად ამისა საქმეს სწრაფად და ხარისხიანად გააკეთებთ. ძლიერი ძრავი მაღალ წნევას ქმნის და მარტივად შეაფრქვევთ წამალს დამალულ წერტილებში.
უპირატესობები:
დიდი ალბათობით უკვე აარჩიეთ სასურველი შესაწამლი აპარატი. მთავარი სირთულე სწორედ არჩევის პროცესია, დანარჩენი რამდენიმე წუთის საქმეა. შეკვეთა ძალიან მარტივი პროცედურაა და მაინც, თუ გაგიჭირდათ ჩვენი ოპერატორები აუცილებლად დაგეხმარებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ნივთს თქვენთან გამოგზავნამდე ვამოწმებთ, როცა შესაწამლი აპარატი თქვენთან მოვა შეამოწმეთ მისი ყველა ფუნქცია და დეტალი, რომ უსიამოვნებები თავიდან მაქსიმალურად ავიცილოთ. მოკლედ, თქვენი შესაწამლი აპარატი მაქსიმუმ 2 დღეში თქვენთან იქნება და ისღა დაგვრჩენია კარგი ამინდი გისურვოთ.