შესაწამლი აპარატები Lux Garden-ისგან

შეწამვლა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია, მცენარეული კულტურის მოსავლის შესანარჩუნებლად და გასაზრდელად. დღესდღეობით, გარემო პირობების გაუარესების გამო, თითქმის წარმოუდგენელია ხვავრიელი მოსავლის აღება მცენარის შეწამვლის გარეშე. ამ პროცესში კი თანამედროვე, მსუბუქი შესაწამლი აპარატი აუცილებელი ხელსაწყოა.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, შესაწამლი აპარატები განვითარდა - უფრო მსუბუქი და პრაქტიკული გახდა. ადრე, მათი კორპუსი მძიმე მეტალისგან შედგებოდა, ახლა კი პლასტმასის შესაწამლი აპარატები საუკეთესოა ბაზარზე, რადგან ისინი გაცილებით მსუბუქები და კომფორტულებია.

შესაწამლი აპარატის ბრენდი: LUX GARDEN

LUX GARDEN, შესაწამლი აპარატების წარმოებაში ერთ-ერთი მოწინავე ბრენდია, რომელმაც ამ ინსტრუმენტის მომხმარებლებს უკვე შეაყვარა თავი, მის მიერ წარმოებული პრაქტიკული, გამძლე და მსუბუქი შესაწამლი აპარატებით. ამ ბრენდის შესაწამლი აპარატები გამოირჩევა გამძლეობით და სიცოცხლის ხანგრძლივობით, რასაც მყარი კორპუსით და ხარისხიანი შიდა ნაწილების ხარჯზე ახერხებს.

შესაწამლი აპარატის კვების წყარო

კვების წყაროს მიხედვით, არსებობს სამი ტიპის შესაწამლი აპარატი: მექანიკური, ელემენტზე და ჰიბრიდული. განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე.

მექანიკური შესაწამლი აპარატი მოითხოვს ხელოვნურად წნევის გაზრდას, რათა შექმნას საკმარისი სიმძლავრის ჭავლი. ასეთი შესაწამლი აპარატი არ არის დამოკიდებული ელემენტზე და შესაბამისად, ნაკლებად გიმტყუნებთ შეწამვლის პროცესში. მეორეს მხრივ, მექანიკური შესაწამლი აპარატი დიდი ტერიტორიის შეწამვლისას, ძალიან დამღლელია და არაეფექტური. შესაბამისად, თუ თქვენი შეწამვლის სამუშაოები დიდ ტერიტორიას და მრავალ მცენარეს მოიცავს, მექანიკური შესაწამლი აპარატის შეძენა რეკომენდირებული არ არის.

ელემენტზე მომუშავე შესაწამლი აპარატი ძალიან პრაქტიკულია. ის ავტომატურად ქმნის წნევას მოტორში და ასევე ავტომატურად გამოტყორცნის საჭირო სიმძლავრის ჭავლს. დიდი ტერიტორიების შეწამვლისას, ის ძალიან გამოსადეგია, რადგან ნაკლებად დაიღლებით ელემენტის შესაწამლი აპარატის გამოყენებით. სირთულე, რომელიც ელემენტზე მომუშავე შესაწამლ აპარატს ახლავს, არის ის, რომ საჭიროებს მომზადებას (ელემენტის დამუხტვას). ამასთან, არსებობს შანსი, რომ გამოგეპაროთ მისი სრულად დამუხტვა და შუა მუშაობაში დაჯდეს. ამის თავიდან ასარიდებლად, სათადარიგო ელემენტი კარგი ვარიანტია, თუმცა ჰიბრიდული მოდელი ყველა ამ გართულებისგან დაზღვეულია.

ჰიბრიდული შესაწამლი აპარატი გამოირჩევა იმ დადებითი ეფექტით, რაც წინა ორ შესაწამლი აპარატის შემთხვევაში აღვნიშნეთ და პრობლემები, რომელიც მათ ჰქონდათ, ჰიბრიდული შესაწამლი აპარატის შემთხვევაში არ არსებობს.

Holst.ge ონლაინ მაღაზიაა, სადაც წლის ნებისმიერ დროს და საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლიათ შესაწამლი აპარატი შეიძინოთ, კურიერი კი მას სახლში, მითითებულ მისამართზე მოგიტანთ. ეს სერვისი ძალიან გამოსადეგია ისეთი პირებისთვის, რომლებიც ქალაქიდან და სავაჭრო ცენტრებიდან მოშორებით ცხოვრობენ.

Lux-Garden SPR-16L შესაწამლი აპარატი ლატუნის ნაკრებით

Lux-Garden shesawamli aparati

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი
  • სიმძლავრე - 12V 8Ah/20 hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 5.31
  • კვების წყარო - ელემენტზე
  • წარმადობა - 4.0 l/min

კომპლექტაცია:

  • ლატუნის შესაფრქვევი თავები
  • დამტენი
  • ქამარი

ეს შესაწამლი აპარატი ელემენტზე მუშაობს და იძლევა მაღალ წარმადობას, ნებისმიერი მცენარეული კულტურის შეწამვლისთვის. მას მოყვება ლატუნის, უჟანგავი შესაფრქვევი თავები, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოგემსახურებათ და თითოეული მათგანი განკუთვნილია სპეციალური შეწამვლისთვის. ასევე, შესაწამლი აპარატი აღჭურვილია დამტენით და ქამარით.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • კომპლექტაცია

Lux-Garden MES-16L შესაწამლი აპარატი Hybrid

Lux-Garden shesawamli aparati hybrid

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი
  • სიმძლავრე - 12V 8Ah/20 hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 6.2
  • წარმადობა - 4.0 l/min

კვების წყარო:

  • ელემენტი
  • მექანიკური    

კომპლექტაცია:

  • შესაფრქვევი თავები
  • დამტენი
  • ქამარი

ზემოთ უკვე ნაქები ჰიბრიდული შესაწამლი აპარატი, მაღალი წარმადობითა და გამძლე კორპუსით, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ დაგაღალატებთ. მოყვება ყველა საჭირო ნივთი შეწამვლითი სამუშაოების მაშინვე დასაწყებად.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ჰიბრიდული
  • მაღალი ხარისხი
  • გამძლეობა

Lux-Garden SPR-16LS შესაწამლი აპარატი

Lux-Garden shesawamli aparati elementze

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი
  • სიმძლავრე - 12V 8Ah/20hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 5.8
  • კვების წყარო - ელემენტზე
  • ავზის მოცულობა - 16 l
  • წარმადობა - 4.0 l/min

კომპლექტაცია:

  • ლატუნის შესაფრქვევი თავები
  • დამტენი
  • ქამარი

უმაღლესი ხარისხის შესაწამლი აპარატი LUX GARDEN-ისგან, რომელიც სიცოცხლის ხანგრძლივობით, გამძლეობით ეფექტურობით გამოირჩევა.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა
  • ეფექტურობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება