Lux-Garden-ის საუკეთესო შესაწამლი აპარატები |
Lux-Garden-ის საუკეთესო შესაწამლი აპარატები |
სოფლის მეურნეობა ჩვენი ქვეყნის იდენტობის ნაწილია და უხსოვარი დროიდან მოგვდევს. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ რეალობაში ცოტა ადამიანიღა თუ არის დაკავებული ამ საქმიანობით, საქართველოს არსებობაში მაინც გადამწყვეტი როლი უკავია.
სოფლის მეურნეობას შესაბამისი ინვენტარი სჭირდება, როგორიც შესაწამლი აპარატია. გარემოს გლობალური დაბინძურების გამო, უკვე თითქმის შეუძლებელია მცენარეული კულტურების პესტიციდების გარეშე მოყვანა და მოსავლის აღება. ეს სამწუხარო რეალობაა, თუმცა ადამიანი ამ მოცემულობასთანაც ადაპტირდა და განავითარა მოსავლის მისაღები ბერკეტები. გამოიგონა შესაწამლი აპარატი. დროთა განმავლობაში დახვეწა. გახადა უფრო მსუბუქი და მარტივი სახმარად.
უამრავი ბრენდის შესაწამლი აპარატი გვხვდება ბაზარზე. ვინაიდან ფერმერების საშუალო შემოსავალი არც თუ ისე მაღალია, ძირითადად დაბალი ხარისხის შესაწამლი აპარატით არის მაღაზიები სავსე. თუმცა, საქმე ისაა, რომ დაკვირვებით და საჭიროებების კარგად გააზრებით, ასევე სწორი მაღაზიის არჩევით, რომელიც ხარისხზე პასუხისმგებელია, არც თუ ისე რთულია გამოსადეგი შესაწამლი აპარატის შეძენა.
ონლაინ მაღაზია HOLST.GE-ზე უამრავ ხარისხიან ინდუსტრიულ პროდუქციასთან ერთად შესაწამლი აპარატების მრავალფეროვანი არჩევანია. ჩვენი ლოიალური მომხმარებლებიდან დადებითი უკუკავშირი კი გვარწმუნებს Lux-Garden-ის ხარისხში.
კომპლექტაცია:
დავიწყოთ ონლაინ მაღაზია Holst.ge-ზე არსებული ყველაზე დაბალ ბიუჯეტური შესაწამლი აპარატით, Lux-Garden MSP-ით, რომლის შეძენა სულ რაღაც 80 ლარად არის შესაძლებელი. მისი კორპუსი სამ კილოგრამს იწონის, რის ხარჯზეც ძალიან კომფორტული შესაწამლი აპარატია. აქვს მექანიკური სისტემა, რაც ერთი შეხედვით ნაკლებად კომფორტულია, თუმცა მომხმარებელთა უმრავლესობას მექანიკური შესაწამლი აპარატები აინტერესებთ. ამის მიზეზი მისი სტაბილურობა და უღალატობაა. 16 ლიტრიანი ავზი სტანდარტულია - არც ზედმეტად მძიმეა სავსე მდგომარეობაში და არც ხშირად მოგიწევთ წამლის დამატება.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
განხილვის მეორე შესაწამლი აპარატი ერთ-ერთი ყველაზე დაბალ ბიუჯეტური მოდელია Lux-Garden-ისგან. წინა მოდელისგან განსხვავებით მუშაობს ელემენტზე და აქვს ავტომატური შეწამვლის ფუნქცია. შესაბამისად, არ მოგიწევთ ზედმეტი ძალისხმევის შეწამვლის პროცესში ჩადება და მარტივად და სწრაფად მოილევთ საქმიანობას. Lux-Garden SPR 5.4 კილოგრამს იწონის, რაც სავსებით საკმარისია კომპაქტურობაზე ხაზის გასასმელად.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
მექანიკური შესაწამლი აპარატის მთავარი კოზირი მისი საიმედოობაა, ავტომატური მექანიზმის კი სიმარტივე და ნაკლები ჯაფა. რომელია უმჯობესი?
არჩევანის გაკეთება არ არის მარტივი. რას იტყვით ისეთ შესაწამლ აპარატზე, რომელსაც ორივე ფუნქცია აქვს. შეგეძლებათ ელემენტით იმუშაოთ და არასდროს შეგეშინდეთ მისი დაცლის, რადგან ამ შემთხვევაში მექანიკური სისტემით შეძლებთ მუშაობას. Lux-Garden MES-ს სწორედ ეს შესაძლებლობები აქვს და ამიტომაც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ჩვენს ონლაინ მაღაზიაში.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
უამრავი ბრენდი ცდილობს მისმა პროდუქციამ რაც შეიძლება მეტი მომხმარებელთა სეგმენტი მოიცვას, ამიტომაც ხშირად აწარმოებენ სხვადასხვა ხარისხის ერთი და იგივე პროდუქტს. Lux-Garden-ის ყველა ზემოთ აღნიშნული პროდუქტი დამაკმაყოფილებელი ხარისხისაა და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაშიც მოგემსახურებათ, თუმცა Lux-Garden SPR უმაღლესი ხარისხია და საუკეთესო ინჟინრული შესრულებით არის შექმნილი. ამ შესაწამლ აპარატს მოყვება ლატუნის უჟანგავი შესაფრქვევი თავები, რომ შესაწამლი აპარატის სასიცოცხლო ვადას გაუძლოს და არ დაგჭირდეთ მისი თავიდან შეძენა.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
თუ მძლავრი შესაწამლი აპარატით ხართ დაინტერესებული Lux-Garden GSP შესაწამლი აპარატი ბენზინზე შეგვიძლია შემოგთავაზოთ. მაღალი წარმადობის შესაწამლ აპარატს ძალიან სწრაფად შეუძლია შეასრულოს სამუშაო. ამ სიმძლავრის მისაღებად კი შესაწამლი აპარატის მასა გაზრდილია 10 კილოგრამამდე, რაც ნაკლებად მობილურს და მარტივს ხდის სატარებლად.
უპირატესობები:
როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ ამ სტატიაში, შესაწამლი აპარატების დიდი არჩევანი გვაქვს, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანია სასუქი, რომელიც თქვენს აგრო კულტურას უნდა მოასხათ. ჩვენი ონლაინ მაღაზია ასევე გთავაზობთ სასუქების და პესტიციდების დიდ არჩევანს. თითოეულ მათგანს აღწერაში გარკვევით აქვს მითითებული დანიშნულება და მოხმარების წესი, რომლიდანაც შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ და აარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი.
თუ ბოსტნეული და ბაღჩეული მოგყავთ, დროა 1 ლიტრი მინერალური თხევადი სასუქი წყალში გახსნათ, თქვენს მიერ შეძენილ შესაწამლ აპარატში მოათავსოთ და მცენარეებს შეასხუროთ.
მცენარეებისთვის სასუქის მისაცემად უფრო იშვიათად გამოიყენება შესაწამლი აპარატი, ვიდრე პესტიციდის და მცენარის დამცავი სითხის მოსასხმელად. ეს თხევადი ბიოლოგიური პრეპარატი რეკომენდირებულია ნებისმიერი სახლისა თუ ეზოს მცენარისთვის. შეძლებს დაიცვას მავნებლებისგან და დაეხმაროს გახარებაში.
Holst.ge-ზე ბიოპესტიციდებსაც მრავლად შეხვდებით. ეს ერთ-ერთი მათი წამომადგენელია და გამოიყენება ხილისთვის კაკლოვანი თუ კენკროვანი კულტურებისთვის. მისი შეძენა სულ რაღაც 5 ლარად შეგიძლიათ holst.ge-ზე.