შესაწამლი აპარატი ერთნაირად აუცილებელია როგორც დიდი მეურნეობისთვის, ისე მცირე ბაღ-ბოსტნისთვის |
შესაწამლი აპარატი ერთნაირად აუცილებელია როგორც დიდი მეურნეობისთვის, ისე მცირე ბაღ-ბოსტნისთვის |
ფერმერული მეურნეობის უმთავრესი არსი რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაა, იმ ადამიანისთვისაც კი ცნობილია, ვისთვისაც ეს საქმიანობა უცხო ხილია. თუმცა, ვინც საქმეში ერკვევა, იმან კი უდავოდ იცის, რომ სხვა დანარჩენთან ერთად, ფერმერული საქმიანობისთვის შესაწამლი აპარატი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო მოწყობილობაა.
დიახ, შესაწამლი აპარატი რომ ერთნაირად აუცილებელია როგორც დიდი მეურნეობისთვის, ისე მცირე ბაღ-ბოსტნისთვის, წყალი არ გაუვა, ხოლო ისეთი შესაწამლი აპარატი, რომელსაც წყალი გასდის, არაფრად ვარგა!
მაშ, რომელი შესაწამლი აპარატები გამოგადგებათ სხვადასხვა სამეურნეო სამუშაოსთვის და ზოგადად, რა თავისებურებები ახასიათებს ამ ერთი შეხედვით, ძალიან მარტივ, მაგრამ უაღრესად საჭირო მოწყობილობას? ქვემოთ ყველაფერზე დეტალურად ვისაუბრებთ.
ალბათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კითხვაა და მოდით, ჯერ მას ვუპასუხოთ:
- შესაწამლი აპარატის გამოყენების საჭიროება უკვე ადრე გაზაფხულზე დგება, როცა მცენარე განვითარების საწყის ეტაპებს გადის. ამ პერიოდში კულტურების უხვად დამუშავებაა საჭირო;
- ზაფხულში - უფრო პროფილაქტიკისთვის;
- ადრე შემოდგომაზე კი, როცა ნაყოფი უკვე მომწიფდა და წვენით გაივსო, ქიმიის მიკარება რეკომენდებული აღარ არის, რადგან მოსავალი ამით კი არ გაუმჯობესდება, პირიქით, დიდი ალბათობით, დაზიანდება კიდეც.
ესეც მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი კითხვა და ახლა უკვე მასზე პასუხის გაცემის დროა:
- ზრდის სტიმულირებისთვის, მოსავლიანობის გაზრდისთვის, ნაყოფის ხარისხის გაუმჯობესებისთვის;
- მავნებლებისგან თავის დაღწევის მიზნით. იგულისხმება: მწერები, ხოჭოები, მათი ლავრები, ბუგრები და სხვადასხვა მავნებელი მიკროორგანიზმები;
- სიცხის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე მცენარეების სუფთა წყლით მომარაგებისთვის;
- სხვადასხვა ზედაპირის გარეცხვა-გაწმენდისთვის: ფანჯრები, იატაკი, ავეჯი და ავტომობილებიც კი;
ასე და ამგვარად, შესაწამლი აპარატები დიდი მოთხოვნითა და წარმატებით სარგებლობს გლეხებში, ფერმერებში, შესაბამისი მიმართულებით მომუშავე კომპანიებში, უბრალოდ, იმ ადამიანებში, რომელთაც მიწასთან მუშაობა უყვართ.
მექანიკური შესაწამლი აპარატები კარგია პატარა ბაღებისთვის, ყვავილნარებისთვის, დაბალი ბუჩქებისთვის, ახალგაზრდა ხეებისთვის. წნევას გამოიმუშავებს თავად მომხმარებელი საკუთარი ძალის გამოყენებით. არსებობს ასეთი დანადგარის რამდენიმე სახეობა: პულივიზატორიანი, ტუმბოსებრი, ბერკეტიანი.
პლუსები: ხელმისაწვდომი ფასი; ექსპლუატაცია არ უკავშირდება დამატებით ხარჯებს, რადგან არ სჭირდება არც ბენზინი, არც დამუხტვა; მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მარტივია შეკეთება; მუშაობის დროს არ ხმაურობს.
შესაწამლი აპარატი, რომლის კვების წყაროც ბენზინი გახლავთ, გათვლილია დიდი ფართობებისთვის, საშუალოდ 30-50 მეასედისთვის, ძველი, მაღალი ბაღებისთვის, ქალაქის პარკებისთვის. უპირატესობა სიმძლავრე და წარმადობაა. რამდენიმე წუთში ეფექტიანად შეასრულებთ იმავე სამუშაოს, რასაც მექანიკურის შემთხვევაში, რამდენიმე საათი დასჭირდებოდა.
ბენზინის მოტორი საკმაოდ გამძლეა, აქვს გაუმჯობესებული რესურსი, მუშაობს სტაბილურად, დატვირთვისას არ კლებულობს ბრუნვები და ასე შემდეგ. შესხურების ხარისხი გაცილებით მაღალია, ვინაიდან გაფართოებულია ფუნქციონალი. აქვს წვეთოვანი ფუნქცია, სრულყოფილად მუშაობს სხვადასხვა საქშენთან და განსხვავებულ რეჟიმებში. მწარმოებლები ყოველთვის ზრუნავენ მოწყობილობის ანტივიბრაციული სისტემით აღჭურვაზეც, რათა ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, ადამიანს ხელების კანკალი არ დაუტოვოს.
პლუსები: მძლავრი და პროდუქტიული, მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, დამუშავების მაღალი სიჩქარე, დიდ ფართობებზე გამოყენების შესაძლებლობა, მრავალფეროვანი ფუნქციონალი, ტევადობა.
ასეთ აპარატებს ხშირად უწოდებენ ელექტროს, რისი მიზეზიც ის არის, რომ მოქმედებაში იგი ელექტროძრავის დახმარებით მოდის, თუმცა კვებას მოტორი იღებს არა ქსელიდან, არამედ ჩაშენებული ლითიუმ-იონური ელემენტიდან. მუშაობს მშვიდად, სუფთად, გამონაბოლქვის გარეშე და საკმაოდ მძლავრადაც. ელემენტებიანის ფუნქციონალი ბენზინის ვერსიისას ნამდვილად არ ჩამორჩება.
ელემენტებიანი შესაწამლი აპარატები კარგია პატარა და საშუალო ზომის ნაკვეთებისთვის, ვინაიდან მუშაობის სტანდარტული დრო 30-40 წუთია. უფრო დიდხანს მუშაობა თუ გსურთ, საჭიროა უფრო მძლავრი ელემენტების შეძენა
პლუსები: მობილურობა და ავტონომიურობა, უხმაურო მუშაობა, ეკოლოგიურად სუფთა, იდეალურია დახურულ სივრცეებში - სათბურსა და ორანჟერეაში.