შესაწამლი აპარატი ნებისმიერ ფერმერს საშვილიშვილო საქმეს გაუკეთებს!

ერთი ასეთი ძველი ანდაზა გვაქვს შემორჩენილი: „ისეთი გოდორი დასწანი, რომ შენ შვილისშვილებსაც გამოადგესო“... გადმოვაკეთოთ ახლა ეს ანდაზა და ასე ვთქვათ: „ისეთი მონდომებით უნდა უვლიდე ბაღ-ბაღჩა-ყანა-ბოსტანს, შვილიშვილებსაც გამოადგეთო“ - იფ, იფ, კარგი წასაკითხია და პრინციპში, შესრულებაც რთული არ იქნება, თუ რა თქმა უნდა, ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც წესი და რიგია. ერთი ეგ არის, მთლად ისეც არ უნდა მოვიქცეთ, შვილებსა და შვილიშვილებს ხელის გასანძრევი არ დავუტოვოთ - კეთილი ინებონ და გოდრის მოწვნაც ისწავლონ, ბაღჩა-ბაღების მოვლაცა და კიდევ ბევრი რამერუმე...

დაგვეთანხმებით, მცენარეების მოვლა არაერთ სირთულესთან არის დაკავშრებული, იქნება ეს პარაზიტები, თუ სხვადასხვა დაავადება. ამ ყველაფერთან გამკლავებისთვის კი საჭიროა არა მხოლოდ ინოვაციური სასუქები, რომელთა მრავალფეროვან არჩევანს, Holst.ge სხვა ყველაფერთან ერთად გთავაზობთ, არამედ ინსტრუმენტიც, რომლის დახმარებითაც ამ საშუალებებს გამოიყენებთ.

ამ მნიშვნელოვანი ამოცანის შესასრულებლად, რა თქმა უნდა, არაერთი საშუალების გამოყენება შეიძლება, იქნება თუნდაც ეს ჩვეულებრივი სათლი, თუ შლანგი, რაც ზედმეტად რთული და მოუხერხებელი იქნება, არადა, მავნებლებთან ბრძოლისას დროის გაჭიანურება არაფრით შეიძლება.

შესაწამლი აპარატი გახლავთ სწორედ ის საშუალება, რომელიც ნებისმიერ ფერმერს უდიდეს, სწორედ რომ საშვილიშვილო საქმეს გაუკეთებს!

შესაწამლი აპარატი აუცილებლად გჭირდებათ, თუკი:

√ ცხოვრობთ კერძო სახლში და გაქვთ მიწის ნაკვეთი;

√ გაქვთ სათბური, ბაღი, ბაღჩა, ბოსტანი, ყანა, ვენახი;

√ უვლით ყვავილებს;

√ ან ეძებთ სასარგებლო საჩუქარს უახლოესი ადამიანისთვის, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ერთ პუნქტთან მაინც არის კავშირში.

ასევე, თუკი ერთ პუნქტში მაინც ამოიცანით საკუთარი თავი, Holst.ge-ზე სასურველ შენაძენს აუცილებლად გააკეთებთ, თუმცა მანამდე კიდევ უფრო დეტალურად განვიხილოთ, რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს შესაწამლი აპარატები.

კლასიფიკაცია

მიწის ნაკვეთზე განსახორციელებელი სამუშაოების, ასევე, ტუმბოს მუშაობის ტიპებიდან გამომდინარე, შესაწამლი აპარატები რამდენიმე ჯგუფად იყოფა:

  • ხელის - გამოდგება სათბურში მუშაობისთვის, მცირე ზომის ყვავილნარებთან ან პატარა ბაღში. გაბარიტების წყალობით, ხელის შესაწამლი აპარატის შენახვაცა და გამოყენებაც ძალიან კომფორტულია;
  • ტუმბო - საჭიროა უფრო დიდი ზომის მიწის ნაკვეთებზე მუშაობისას. ასეთი მოდელების ავზები 3-დან 12 ლიტრამდე მერყეობს, წნევა კი 4 ატმოსფეროს აღწევს. მინუსად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მაქსიმალური წნევის მისაღებად საჭიროა ჰაერის ხელით ამოტუმბვა, რაც ყოველთვის მოსახერხებელი ნამდვილად არ არის;
  • ზურგჩანთა - შედარებით მოზრდილი მოდელი, რომელიც დიდ ნაკვეთებზე სამუშაოდ უფრო გამოდგება. ასეთი შესაწამლი აპარატის ავზის მოცულობა 12-დან 20 ლიტრამდე მერყეობს, წნევა კი გროვდება არა თავად ქიმიკატებიან ავზში, არამედ ტუმბოში, რაც მუშაობას ბევრად უსაფრთხოს ხდის.
  • ბენზინის - განკუთვნილია სამრეწველო ადგილებში გამოსაყენებლად. მოტორი მოქმედებაში საწვავის ხარჯზე მოდის, რომლის სიმძლავრეც 5 ცხენის ძალაა. უნდა ითქვას, რომ ასეთი მოდელები არც ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს, ვინაიდან შიდა წვის ძრავა გარემოს აბინძურებს, ასევე, წონაც არც ისე მცირე აქვს;
  • აკუმულატორიანი - შესაწამლი აპარატის ეს მოდელი შეგვიძლია, ზურგჩანთიანს მივაკუთვნოთ, თუმცა მის შემთხვევაში წნევის გამომუშავება არ არის საჭირო ხელის დახმარებით, ამ ამბავს ელექტროამძრავი აგვარებს. ზოგიერთი მოდელი დატენვის გარეშე 8 საათიან მუშაობასაც კი უმკლავდება, თუმცა ფასიც შესაბამისია. უხმაურო მუშაობაც ინსტრუმენტის დამატებითი პლუსია.

შერჩევისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები

როგორ უნდა შეარჩიოთ შესაწამლი აპარატი? ბაზარზე არჩევანი იმდენად დიდია, გადაწყვეტილების მიღება არც მთლად მარტივი იქნება, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას შემოგთავაზებთ და აბა, თქვენ იცით:

  • სიმძლავრე - ეს მაჩვენებელი აქტუალურია ბენზინისა და აკუმულატორიანი მოდელებისთვის. დიაპაზონი საკმაოდ ფართოა და რაც უფრო მაღალია სიმძლავრე, მით მისაღებია წარმადობა და ხარისხი. ერთი ეგ არის, მძლავრი შესაწამლი აპარატი მნიშვნელოვანი ხარჯიანობით გამოირჩევა;
  • წნევა ავზში - იზომება ბარებში ან ატმოსფეროებში, რაც როგორც წესი, ინსტრუქციაზეა მითითებული. რაც მაღალია წნევა, მით შორი იქნება გაფრქვევა და წარმადობა. ისიც უნდა იცოდეთ, რომ ასეთი მოდელი საშუალებას იძლევა, მაღალი ხეებიც მარტივად დაამუშაოთ. ერთი ეგ არის, მაქსიმალური წნევა ყოველთვის უსაფრთხო არ არის, მით უმეტეს, თუკი აპარატს სუსტი სარქველი აქვს;
  • წარმადობა - ეს მაჩვენებელი მითითებული ყოველთვის არ არის. იზომება წუთში გაფრქვეული სითხის რაოდენობით;
  • რეზერვუარის მოცულობა - რაც უფრო დიდია რეზერვუარი, სამუშაო პროცესიც მით ხანგრძლივია, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დიდი რეზერვუარი მძიმეცაა;
  • მასალა - ჩვეულებრივ, კორპუსი პლასტიკისგან მზადდება, ხოლო შლანგი - ელასტიური მასალისგან, თუმცა უმჯობესია, თუ ეს უკანასკნელი ლითონის იქნება, უჟანგავი ფოლადის, ან სხვა მყარი მასალის;
  • ავზის გამჭვირვალობა - ნახევრად ან სრულად გამჭვირვალე ავზი საშუალებას მოგცემთ, რეზერვუარში დარჩენილი სითხის რაოდენობა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აკონტროლოთ;
  • ნაკადის რეგულირება - ასეთი ფუნქციის დახმარებით, საშუალება გექნებათ, სითხე იმ ინტენსივობით მიასხუროთ მცენარეს, როგორიც გსურთ ან საჭიროა;
  • დამატებითი დეტალები და აქსესუარები - საცმები შლანგისთვის, ფილტრი, ქამრები - რაც მეტია აქსესუარი, მით უკეთესია;
  • ხარისხი - თუკი არის საშუალება, დეტალების ფიქსაცია შეძენამდე შეამოწმოთ, აუცილებლად ასე უნდა მოიქცეთ;
  • შლანგის სიგრძე - მოკლე შლანგი მოსახერხებელია ყვავილნარებსა და სათბურებში, გრძელი კი საშუალებას მოგცემთ, ჭავლი მაღალი ხეებისკენ მიმართოთ. ტელესკოპურ შლანგს სიგრძე ურეგილირდება, რაც ნამდვილად კომფორტული და მოსახერხებელია;
  • დიზაინი: ფერი, ავზის ფორმა - ეს კრიტერიუმები ნაკლებად მნიშვნელოვანია და უფრო გემოვნების ამბავია.

უსაფრთხოების ზომები

ყველაზე მეტი მოთხოვნა მაინც ზურგზე მოსაკიდებელ მოდელებზეა, რაც პრინციპში, სავსებით ლოგიკურია, თუმცა რამდენად კომფორტულიც არ უნდა იყოს აპარატი, უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფა არაფრით შეიძლება!

- პირველ რიგში, სანამ ნაკვეთის დამუშავებას დაიწყებთ, იზრუნეთ სასუნთქი გზების დაცვაზე მარლით ან სპეციალური რესპირატორით, ჩაიცვით რეზინის ფეხსაცმელი და რეზინის ხელთათმანი. საუკეთესოა ხელთათმანი, რომელიც ხელს იდაყვამდე დაგიფარავთ. კარგს იზამთ, თუკი ბრეზენტის ლაბადას ან მოსასხამს შეიძენთ.

- შეწამვლის დაწყებამდე საჭიროა მცენარეების დატენიანება, ქიმიკატებით დამუშავება კი უმჯობესია დილის საათებში, ან საღამოს, როცა მზე უკვე ჩასვლას იწყებს.

- კატეგორიულად აკრძალულია შესაწამლი აპარატით მუშაობა ღია ცეცხლის სიახლოვეს.

- შესაწამლი აპარატით მუშაობისას აკრძალულია საკვების მიღება და სიგარეტის მოწევა.

- მუშაობის დასრულების შემდეგ, გულდასმით დაიბანეთ ხელები და სახე, მიიღეთ შხაპი.

- სხვათა შორის, შესაწამლი აპარატით შეგიძლიათ, გარეცხოთ მანქანა, ბაღის ტექნიკა, სახლის ფანჯრები, ოღონდ, ჩვეულებრივი წყლით ან სარეცხი საშუალებებით, რაღა თქმა უნდა.

ხვავი და ბარაქა გქონდეთ!

Lux-Garden MSP-16L შესაწამლი აპარატი მექანიკური

LuxGarden shesawamli aparati meqanikuri

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 6940129781227
  • წონა (კგ) - 3
  • კვების წყარო - მექნიკური
  • კომპლექტაცია - შესაფრქვევი თავები + ქამარი

Lux-Garden SPR-16L შესაწამლი აპარატი

LuxGarden shesawamli aparati

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი
  • სიმძლავრე - 12V 8Ah/20hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 6945326972126
  • წონა (კგ) - 5.4
  • კვების წყარო - ელემენტზე
  • კომპლექტაცია - შესაფრქვევი თავები + დამტენი + ქამარი
  • ავზის მოცულობა - 16 l
  • წარმადობა - 4.0 l/min

Lux-Garden SPR-16L შესაწამლი აპარატი ლატუნის ნაკრებით

LuxGarden shesawamli aparati

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი
  • სიმძლავრე - 12V 8Ah/20 hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 6940129781210
  • წონა (კგ) - 5.31
  • კვების წყარო - ელემენტზე
  • კომპლექტაცია - ლატუნის შესაფრქვევი თავები + დამტენი + ქამარი
  • წარმადობა - 4.0 l/min

Lux-Garden SPR-16LS შესაწამლი აპარატი

LuxGarden shesawamli aparati

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი
  • სიმძლავრე - 12V 8Ah/20hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 6947785220114
  • წონა (კგ) - 5.8
  • კვების წყარო - ელემენტზე
  • კომპლექტაცია - ლატუნის შესაფრქვევი თავები + დამტენი + ქამარი
  • ავზის მოცულობა - 16 l
  • წარმადობა - 4.0 l/min

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება