შესაწამლი აპარატი - საქმის გამარტივების ოსტატი |
შესაწამლი აპარატი - საქმის გამარტივების ოსტატი |
ზაფხულის დღეები შემოდგომით მალე ჩანაცვლდება. ამ დროს კი ყველაფერი სხვა ტალღაზე ეწყობა. ახალ სეზონს თავისი საზრუნავი ახლავს. სოფელში მოსავალია დასაბინავებელი და ზამთრის სამზადისიც დასაწყებია. ამ დროს კი, მცენარეები ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს. ზაფხულის სიცხეებისგან გამოფიტულებს, კარგად დატენიანება ნამდვილად არ აწყენდა. უფრო მეტიც, აუცილებელიც კია. ეს აქტივობა სულ მნიშვნელოვანია და ნებისმიერ სეზონზე საჭიროა, მაგრამ შემოდგომაზე უფრო მეტად. ამისთვის შესაწამლი სითხე და აპარატი დაგჭირდებათ. ჩვენთან ორივეს შეძენა შესაძლებელია, მაგრამ ამჯერად მხოლოდ შესაწამლ აპარატებზე ვისაუბრებთ.
ყველანაირი შესაწამლი აპარატი არსებობს, როგორიც გაგიხარდებათ ისეთი. მართლაც ფართო არჩევანია და სასურველ მოდელს ნამდვილად იპოვით. მანამდე კი ინსტრუმენტებს გადავხედოთ და დეტალურად გავეცნოთ.
მოცულობა
შესაწამლი აპარატების უმეტესობას, სიმძლავის მაჩვენებელი არ აქვს, რადგან არ სჭირდება. ძირითადად, ყველა ხელით სამართავია და ამიტომ. აქ პრიორიტეტი სხვა მახასიათებლებია და ერთ-ერთი სწორედ მოცულობაა. რაც უფრო ტევადია ავზი, მით უკეთესია, რადგან ხშირად შევსება არ მოგიწევთ და შორი მანძილისთვის გამოგადგებათ. მაგალითად, თუ შესაწამლი დიდი ტერიტორია გაქვთ, მაშინ კარგად გამოიყენებთ. ასე მეტად კომფორტული და თქვენთვის მარტივია. ზოგიერ ინსტრუმენტს კი პატარა ავზი აქვს და შესაბამისად, უფრო მცირე ნივთიერება ეტევა. შევსება უფრო ხშირად მოგიწევთ, სულ ეს არის. ასეთი შესაწამლი აპარატები მცირე ტერიტორიებისთვისაა განკუთვნილი. პლანტაციების შესაწამლად შეიძლება არა, მაგრამ ეზოში სამუშაოდ ნამდვილად გამოგადგებათ.
დამატებითი ნივთები ყოველთვის უპირატესობაა. ხელსაწყოების ნაწილს ახლავს, ზოგს კი არ სჭირდება და შესაბამისად, არაფერი მოყვება. რაც შეეხება შესაწამლ აპარატებს, უმეტესობას კომპლექტაცია ახლავს. მასში სხვადასხვა ნივთი ერთიანდება, კერძოდ, შესაფრქვევი თავები, ქამარი და დამტენი. შეიძლება სამივე ერთად მოყვებოდეს, ან მხოლოდ ორი და ა.შ. ეს ყველაფერი ბრენდსა და მოდელზეა დამოკიდებული.
ხარისხი
რა გასაკვირია, რომ შესაწამლ აპარატებს ერთმანეთისგან ხარისხიც განასხვავებს. არსებობს დაბალი სამუშაო რესურსების მქონე ხელსაწყოები და ასევე, მაღალი. პირველი კატეგორიის ინსტრუმენტები დიდხანს ვერ ძლებს, მწყობრიდან მარტივად გამოდის და ახლის შეძენა გიწევთ. როგორც წესი, ასეთ აპარატებს შეკეთებაც კი ვერ შველის და ისევ წამდაუწუმ ფუჭდება. ამ უსიამოვნების თავიდან ასარიდებლად კი, ერთი გზა არსებობს და ეს ხარისხიანი ხელსაწყოს შეძენაა. ასეთ შესაწამლ აპარატებს ჩვენთან შეხვდებით. ამაზე ნამდვილად პასუხისმგებლები ვართ და გარწმუნებთ, რომ თითოეული ხელსაწყო უმაღლესი ხარისხისაა. ისეთებია, როგორებიც გამართული ინსტრუმენტები უნდა იყოს. მთავარი კი ეს არის. დანარჩენი მეორე ხარისხოვანია. ფართო არჩევანში სასურველ მოდელს აუცილებლად იპოვით, ამასაც გპირდებით.
რა საჭიროა გარანტია და რატომ ახლავს ის ყველა მოდელს ? ხშირად დასმული კითხვაა და პასუხი კიდევ ერთხელ გავცეთ. მუშაობის პროცესში ზოგიერთ ინსტრუმენტს ვერაგი რამ ემართება. დიახ, სწორად გამოიცანით და საუბარი ქარხნულ დეფექტზეა. ეს უკანასკნელი უშუალოდ მუშაობის დროს ვლინდება, მანამდე გამოცნობა შეუძლებელია. გარანტიას კი ამ პრობლემის უსწრაფესად გადაჭრა ძალუძს. ასეთ დროს ხელსაწყო სერვის ცენტრში უნდა მიიტანოთ და თან იქონიოთ საგარანტიო ტალონი. მის გარეშე არაფერი გამოვა, ამიტომ, გულდასმით შეინახეთ. სერვის ცენტრში კი პროფესიონალები მიხედავენ და შეაკეთებენ. სულ მალე კი ახალივით იქნება და უკან წაიღებთ კიდეც. თუ ხელსაწყო ვერ შეკეთდება, მაშინ სხვა ზომეებს მიიღებენ და შესაძლოა, ახლით ჩანაცვლდეს. საგარანტიო ტალონი სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი. ჩვენთან ყველა პროდუქტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება.
ეს კითხვაც ხშირად დაისმის და პასუხი საკმაოდ ვრცელია. პირველ რიგში, თქვენი კომფორტისთვის. წარმოიდგინეთ, ნივთების შესაძენად სახლიდან გასვლა არ გიწევთ და პირდაპირ საიტიდან იწერთ. ამაზე კარგი რა შეიძლება იყოს?! თავიდან ბევრ უსიამოვნებას ირიდებთ, მაგალითად, ივიწყებთ მაღაზიის რიგებს და მანამდე მისასვლელ უსასრულო საცობს გზაზე. ნამდვილად არ ვაჭარბებთ და ასეა. ყველაფერი წარსულს ჩაბარდება, როცა Holst.ge - ზე შემოაბიჯებთ. აქ ყველაფერი ბევრად მარტივია. საკურიერო მომსახურება კი მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიტანა უფასოა. ნივთები თქვენთან რამდენიმე დღეში იქნება. გარდა ამისა, ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტია, ამიტომ, შეგიძლიათ ხელსწყოები მშვიდად შეარჩიოთ.
Lux garden - ი მუდამ მაღალი ხარისხის ინსტრუმენტებით გვანებივრებს. ზუსტად ასეთი კარგია კონკრეტული შესაწამლი აპარატი. ხელსაწყო როგორც მცირე, ისე დიდი ტერიტორიისთვისაც გამოდგება. მონაცემებიდან გამომდინარე, ფართო მასშტაბზე კარგად გამოიყენებთ. ამისთვის სათანადოდაა აღჭურვილი. ტევადი ავზი აქვს და სწორედ ამიტომ. კომპლექტაცია მოყვება, კერძოდ, შესაფრქვევი თავები და ქამარი. დამატებითი ნივთები საქმეს გაგიმარტივებთ, ზუსტად ამისთვისაა.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
მეორე შესაწამლი აპარატი უფრო კომფორტულია. ამას წონა განაპირობებს, წინა მოდელთან შედარებით მეტად მსუბუქია. მარტივად გადასაადგილებელია და ეს უპირატესობაა. რაც შეხეება სხვა მონაცემებს, აქაც კარგადაა საქმე. ხელსაწყოს საკმაოდ ტევადი ავზი აქვს და ნებისმიერი სირთულის საქმეზე გამოგადგებათ. დამატებითი ნივთები ამ მოდელსაც მოყვება, კერძოდ, ლატუნის შესაფრქვევი თავები, დამტენი და ქამარი.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
შემდეგი შესაფრქვევი აპარატიც Lux garden- ს ეკუთვნის. როგორც ვხედავთ, ბრენდი ფართო არჩევნით გვანებივრებს. ამ ინსტრუმენტზე იმის თქმა შეგვიძლია, რომ ძალიან კომპაქტურია, ხელმისაწვდომი ფასი აქვს, ხარისხიანია და დიდხანს მუშაობს. არ გამოგვრჩეს, რომ ორგვარი კვების წყარო აქვს, კერძოდ, ელემენტის და მექანიკური. ინსტრუმენტს დამატებითი ნივთები, შესაფრქვევი თავები, დამტენი და ქამარი ახლავს.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
ბოლო შესაფრქვევი აპარატი ლატუნის თავებითაა აღჭურვილი. წინა ხელსაწყოებთან შედარებით, ოდნავ განსხვავებულია. ჩამოთვლილ ინსტრუმენტებს შორის, მეტად ხელმისაწდვომი ფასი აქვს, ეს კი დიდი უპირატესობაა. ასევე, მსუბუქია და შესაბამისად, მარტივად გადასაადგილებელია. მართალია, მძიმე არც დანარჩენ შესაწამლ აპარატებზე ითქმის, მაგრამ მაინც. ხელსაწყო ელემენტზე მუშაობს და მაღალი სამუშაო რესურსი აქვს. კომპლექტაციაში ლატუნის შესაფრქვევი თავები, დამტენი და ქამარი შედის. აღნიშნული ყველა ნივთი ინსტრუმენტს თან ახლავს.
კომპლექტაცია:
უპირატესობები: