როგორ შევარჩიოთ შლანგი?

შეუძლებელია წარმოიდგინოთ ულამაზესი ბაღი და მცენარეები დამატებითი მორწყვის გარეშე, ამ საქმიანობაში კი სარწყავი შლანგი დაგეხმარებათ. 

Holst.ge არის ონლაინ ჰიპერმარკეტი სადაც შეძლებთ სხვადასხვა ფუნქციური მახასიათებლების მქონე შლანგის შეძენას. ასევე, ჩვენს ვებ-გვერდზე წარმოდგენილია ელექტრო ინსტრუმენტები, განათების მოწყობილობები, ბაღის მოვლის ხელსაწყოები, ხელის ინსტრუმენტები, სანტექნიკის და გათბობის მოწყობილობები და მცენარეთა მოვლის საშუალებები. ჩვენს ვებ გვერდზე წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესო ბრენდის Lux Garden-ის შლანგები, აღნიშნული ბრენდი აწარმოებს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო მოწყობილობებს და საყოფაცხოვრებო ნივთებს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი ეზოსა თუ ბაღის მოვლაში.

არსებობს სხვადასხვა ტიპის შლანგები, რომლებიც განსხვავდებიან დიზაინითა და მახასიათებლებით.

შლანგის სახეობებია:

  • რეზინის შლანგი
  • PVC შლანგი
  • ნეილონის შლანგი
  • პლასტიკური შლანგი
  • Wonder შლანგი
  • სილიკონის შლანგი

რეზინის შლანგი

რეზინისგან დამზადებული შლანგი არის პრაქტიკული და მოსახერხებელი, მისი უპირატესობებია:

  • მაღალი სიძლიერე;
  • მასალას ელასტიურობა;
  • საკმაოდ მდგრადია წნევისა და ტემპერატურის მიმართ
  • ხელმისაწვდომი

აღნიშნული შლანგების უარყოფით მახასიათებლად შესაძლოა ჩაითვალოს წონა, სიმძიმის გამო მათი გადაადგილება საკმაოდ რთულია.

PVC შლანგი

შლანგის ეს სახეობა ბიუჯეტური და საკმაოდ კარგი გამოსაყენებელია სასოფლო-სამეურნეო საქმისათვის. ეს შლანგები საჭიროებისამებრ იცვლიან ფორმას, ხარისხიანი და საიმედო მოწყობილობაა, არ ზიანდება მარტივად და თუ სათანადოდ მოუვლით, ის დიდი ხნის განმავლობაში კარგად შეასრულებს თავის ფუნქციას. ეს შლანგიც მდგრადია ტემპერატურისა და მაღალი წნევის მიმართ.

ნეილონის შლანგი

საკმაოდ ხარისხიანი და მოსახერხებელია ბაღის მორწყვისათვის ე.წ „ნაქსოვი“ შლანგი, რომელიც ნეილონისგან არის დამზადებული. მსუბუქია და მისი მოხმარება მოქნილია, მასალაც გამძლე და საიმედოა. ნაკლოვანებად შესაძლოა ჩაითვალოს ის რომ ტემპერატურასა და ზეწოლის მიმართ ზოგჯერ არამდგრადია.

Wonder შლანგი - დიდ დახმარებას გაგიწევთ ზაფხულში კოტეჯის, აგარაკის, ეზოს გასასუფთავებლად ან ბაღის მოსარწყავად. ეს არის მარტივი და სასიამოვნო გამოსაყენებელი ნივთი. აღნიშნული ხელსაწყო არის ძალიან კომპაქტური. ის 3-ჯერ მატულობს სიგრძეში. ეს შლანგი დამზადებულია მასალისაგან, რომელიც არ ზიანდება მარტივად, უძლებს სხვადასხვა მექანიკურ დაზიანებას, მდგრადია ტემპერატურისა და ზეწოლის მიმართ. შლანგი გარკვეულწილად ავტომატიზირებულია, რადგან წყალმომარაგების შეწყვეტის შემდეგ იგი "იკრიბება". 

სილიკონის შლანგი

სილიკონის შლანგები ირიგაციისთვის ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში მისი ხელმისაწვდომობისა და ელასტიურობის გამო. ბაღის სარწყავი სილიკონის შლანგების შიდა ზედაპირი გამძლეა ტემპერატურის მიმართ. სილიკონის შლანგები შეიძლება გამოყენებულ იქნას -20 დან +40 ° C- მდე. 

როგორ ავირჩიოთ დიამეტრი და სიგრძე ბაღის შლანგი

უნდა გაზომოთ რა მანძილზე გჭირდებათ შლანგის გამოყენება, თუ აგარაკისთვის აპირებთ შეიძინოთ მაშინ გაზომეთ მიმდებარე ტერიტორია, თუ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გესაჭიროებათ უნდა გაიგოთ მანძილი სადაც წყალია იმ ადგილიდან მოსარწყავ და მიმდებარე ტერიტორიამდე.

ტემპერატურის პირობების დაკვირვება, რაც უნდა იცოდეთ შლანგის არჩევისას

თითოეული შლანგი შეიძლება გამოყენებულ იქნას კონკრეტულ ტემპერატურაზე. შლანგების ნაწილი არ არის ტემპერატურის მიმართ მდგრადი, არის შლანგები მაგალითად რეზინის შლანგები უფრო სტაბილურია და უსაფრთხოდ გადასცემს ტემპერატურას 30-დან +90 ° C -მდე. ეს დამოკიდებულია მასალაზე რომლისგანაც დამზადებულია აღნიშნული ნივთი.

ზემოთ აღნიშნული რჩევები დაგეხმარებათ თქვენს საჭიროებებზე მორგებული შლანგი შეიძინოთ. თუ მოუვლით დიდი ხნის განმავლობაში საუკეთესოდ შეასრულებს თავის მოვალეობას რეზინის შლანგები, რომელიც, თუ სწორად ინახება, შეიძლება გამოყენებულ იქნას დაახლოებით 20 წლის განმავლობაში. ყველაზე მდგრადია პლასტმასის შლანგები და PVC შლანგები. ამ ნივთს სჭირდება მოვლა, ზამთარში აუცილებელია შევინახოთ მღრღნელებისგან დაცულ ადგილას, რათა გამოვიყენოთ მომდევნო ზაფხულს.

Lux Garden LGH-021 სარწყავი შლანგი Anti-Torsion 3/4x50m

lux garden shlangi

მახასიათებლები:

  • ბრენდი LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი სარწყავი შლანგი
  • ზომა 3/4''
  • სიგრძე 50m
  • მასალა PVC
  • წონა (კგ) 14.69
  • შრეების რაოდენობა 5 შრიანი
  • სამუშაო წნევა 8 bar

Lux Garden LGH-007 სარწყავი შლანგი Ultra Flexible 3/4x25m

lux garden shlangi1

მახასიათებლები:

  • ბრენდი LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი სარწყავი შლანგი
  • ზომა 3/4''
  • სიგრძე 25m
  • მასალა PVC
  • წონა (კგ) 7.24
  • შრეების რაოდენობა 3 შრიანი
  • სამუშაო წნევა 8 bar

Lux Garden LGH-014 სარწყავი შლანგი აქსესუარებით 5/8x20m

lux garden shlangi2

მახასიათებლები:

  • ბრენდი LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი სარწყავი შლანგი
  • ზომა 5/8''
  • სიგრძე 20m
  • მასალა PVC
  • წონა (კგ) 5
  • შრეების რაოდენობა 3 შრიანი
  • სამუშაო წნევა 8 bar

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ლიდერ ბრენდებთან, მათი წარმოებული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში Holst.ge. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს რომ ჩვენთან ხარისხიანი, საიმედო და ორიგინალი მოწყობილობებია წარმოდგენილი. 

ჩვენთან შეძენილ პროდუქციაზე ვრცელდება გარანტია, უფასო მიწოდების სერვისი საქართველოს მასშტაბით, მოქნილი ონლაინ განვადების პირობები და სხვადასხვა ფასდაკლებები. ვებ-გვერდზე წარმოდგენილი ფართო ასორტიმენტი შესაძლებლობას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული ხელსაწყოები.

შეიძინეთ Holst.ge-ზე წარმოდგენილი ინოვაციური პროდუქცია, გაიმარტივეთ ცხოვრება და შეიქმენით სრული კომფორტი.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება