ნამდვილად იმ შლანგს ყიფულობთ რომელიც გჭირდებათ?

შლანგი ყველასთვის კარგად ნაცნობი ნივთია და გასაგებია მისი ფუნქციები. რამდენი კერძო სახლის მეპატრონე გინახავთ, რომელსაც სახლში შლანგი არ გააჩნია? ის იმდენად საჭირო და ყოველდღიური ნივთია, რომ მასზე სტატიის წაკითხვაც შესაძლოა უაზროდ გეჩვენებოდეთ. რა უნდა გაიგო ახალი შლანგზე? ან რა რჩევები შეიძლება მოგცეთ? კითხვა განაგრძეთ.

სარწყავი შლანგი

შლანგი სასმელი წყლისთვის

ამოსატუმბი შლანგი

მიუხედავად სიმარტივისა, შლანგები ერთმანეთისგან მრავალი მახასიათებლით განსხვავდებიან, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია შლანგის შეძენისას. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თქვენ გსურთ ოპტიმალური და ეფექტური შლანგი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახურებათ, იგი უნდა აკმაყოფილებდეს თქვენს საჭიროებებზე მორგებულ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს.

დიამეტრი

ძალიან ვიწრო შლანგი ზრდის ნაკადის სიჩქარეს, ძალიან სქელი კი პირიქით, შეამცირებს მას. ცხადია, თქვენ გჭირდებათ შლანგის ზუსტი, სწორი დიამეტრი, რათა მიიღოთ ნაკადის ოპტიმალური სიჩქარე.

სიგრძე

შლანგის სიგრძე კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც სწორად უნდა აარჩიოთ. ორი კომპონენტის დასაკავშირებლად მოკლე შლანგი არ გამოგადგებათ, რადგან შლანგი დაიძაბება.  ასევე, თქვენ არ გჭირდებათ ზედმეტად გრძელი შლანგი, რადგან ექნება გადაჭარბებული ვიბრაცია, მოიხრება ბევრ ადგილას, რაც შლანგის მალე გაფუჭების წინაპირობაა.

ჟანგისადმი მდგრადი

თუ შლანგი წყლისთვის გვჭირდება, არ გამოგვადგება მეტალ ნარევი. ვინაიდან, მეტალი წყალთან ხშირი შეხებისას იჟანგება. წყლისთვის განკუთვნილი შლანგები ძირითადად რეზინის, კაუჩუკისა და პლასტმასისგანაა დამზადებული.

ტემპერატურა

როდესაც, შლანგი არ არის გათვლილი მაღალი ან დაბალი ტემპერატურისთვის, ის შეიძლება დაზიანდეს. ისინი შეიძლება გამკვრივდეს და გაიბზაროს. კიდევ უარესია, როცა სისტემა ძალიან ცხელია, რადგან პლასტიფიკატორები უფრო სწრაფად იშლება მაღალ ტემპერატურაზე. დარწმუნდით, რომ შლანგი შეესაბამება თქვენ მიერ შეთავაზებულ სისტემას.

წნევის სიმძლავრე

შლანგები უნდა იყვნენ მზად გაუძლონ არა მხოლოდ სისტემმის სტანდარტულ სამუშაო წნევას, არამედ ზეწოლის ნებისმიერ გაზრდას, რომელიც მოსალოდნელია.

ჩვენი ონლაინ მაღაზია შლანგის დიდ არჩევანს გთავაზობთ, რომელთაგან აუცილებლად აღმოჩნდება ერთი თქვენს მოთხოვნებზე სრულად მორგებული. უმაღლესი ხარისხის და გამძლეობის შლანგი, Holst.ge-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ. ჩვენი ადგილზე მიწოდების სერვისი კი უნიკალურია საქართველოს ბაზრისთვის, ვინაიდან, ნებისმიერ წერტილში სრულიად უსასყიდლოდ მიგვაქვს შეძენილი პროდუქტი.

Lux Garden LGH-001 სარწყავი შლანგი Anti-Torsion 1/2x15m

lux-garden sarwyavi shlangi

  • ბრენდი LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი სარწყავი შლანგი
  • ზომა 1/2''
  • სიგრძე 15m
  • მასალა PVC
  • წონა (კგ) 2.21
  • შრეების რაოდენობა 5 შრიანი
  • სამუშაო წნევა 10 bar

ჩვენი ონლაინ მაღაზია Lux Garden-ის უმაღლესი ხარისხის, სხვადასხვა დანიშნულების შლანგებს გთავაზობთ. ეს მოდელი არის  სარწყავი შლანგი, რომელიც მცენარეული კულტურების მოვლისათვის გამოგადგებათ. გააჩნია 5 შრე და სიგრძეში 15 მეტრია. სამუშაო წნევა 10 ბარია და ვინაიდან, მისი აქეთ-იქეთ თუ უხეშ ზედაპირზე ტარება მოგიწევთ, ძალიან გამძლეა.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა

Lux Garden LGH-022 შლანგი სასმელი წყლისთვის გამჭვირვალე 3/8''X50m

lux-garden shlangi sasmeli wylistvis

  • ბრენდი LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი შლანგი სასმელი წყლისთვის
  • ზომა 3/8''
  • სიგრძე 50m
  • მასალა PVC
  • წონა (კგ) 2.21
  • შრეების რაოდენობა 1 შრიანი
  • სამუშაო წნევა 1.5 bar

ეს შლანგი სასმელი წყლისთვის არის განკუთვნილი. სიგრძეში 50 მეტრია, რაც საშუალებას მოგცემთ მაქსიმუმ 45 მეტრი მანძილით დაშორებული სისტემიდან მიიყვანოთ სასმელი წყალი საჭირო წერტილამდე. როგორც ყველა სასმელი წყლის შლანგი, მასაც დაბალი სამუშაო წნევა აქვს, თუმცა სასმელი წყლის მაღალი წნევით მოწოდება იშვიათად ხდება. შესაბამისად ოპტიმალურია.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიგრძე

Lux Garden LGH-016 ამოსატუმბი შლანგი 2"(50mm)x30m

lux-garden amosatumbi shlangi

  • ბრენდი LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი ამოსატუმბი შლანგი
  • ზომა 2''
  • სიგრძე 30m
  • მასალა PVC
  • წონა (კგ) 19.2
  • სამუშაო წნევა 5 bar

თუ ჭიდან იღებთ წყალს ან ელექტრო ნასოსის სისტემით ტუმბავთ წყალს, ამოსატუმბი შლანგი დაგჭირდებათ. შლანგები, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სხვადასხვა დანიშნულებით გვხვდება. მართალია, ამ კონკრეტული შლანგის გამოყენება სხვა რამისთვისაც შეიძლება, თუმცა კომპანია Lux Garden-მა მას კონკრეტული დანიშნულება მისცა და ამ საქმიანობისთვის ოპტიმალურიც გახადა.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი გამძლეობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება