საუკეთესო ხარისიხის უნიტაზი და მისი აქსესუარები

უნიტაზის შერჩევა და სააბაზანოს ინტერიერთან შეხამება, რემონტისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ეს ისეთი ნივთია რომელსაც ხშირად ვერ გამოცვლით. ამიტომ აუცილებელია შეარჩიოთ ხარისხიანი მასალისგან დამზადებული უნიტაზი. უნიტაზის შეძენამდე გაითვალისწინეთ თქვენი ბიუჯეტი, ასევე აბაზანის ინტერიერი, ამის შემდგომ უფრო გაგიმარტივდებათ არჩევანის გაკეთება.

Holst.ge- არის ონლაინ ჰიპერმარკეტი, სადაც შეძლებთ საუკეთესო ხარისხის უნიტაზის, უნიტაზის კომპლექტის, ჩამრეცხი მექანიზმებისა და სიფონის შეძენას. აგრეთვე, ჩვენს ვებ-გვერდზე წარმოდგენილია ელექტრო ინსტრუმენტები, განათების მოწყობილობები, ბაღის მოვლის ხელსაწყოები, ხელის ინსტრუმენტები, სანტექნიკის და გათბობის მოწყობილობები და მცენარეთა მოვლის საშუალებები.

მნიშვნელოვანი საკითხები რაც უნდა გაითვალისწინოთ უნიტაზის შერჩევისას:

ხარისიხი - ეს ისეთი ნივთია, რომელიც ხანგრძლივი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი, ამიტომ აუცილებელია კარგი ხარისხის იყოს, რადგან მას ხშირად ვერ გამოცვლით.

როგორი ტიპის უნიტაზი გსურთ: უნიტაზი, რომელსაც დადგმული აქვს წყლის ავზი, თუ უნიტაზი რომელიც კედელზეა მიმაგრებული

სისუფთავე - რამდენად კარგი გამწმენდი სისტემა აქვს

მასალა - აუცილებელია კარგი მასალისგან დამზადებული უნიტაზი შევიძინოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ზედმეტი ხარჯები.

ასევე გასათვალისწინებელია სააბაზანოს დიზაინი, ამ საკითხის გათვალისწინება თავიდან აგაცილებთ შეძენის შემდეგ იმედგაცრუებას, რადგან შესაძლოა ყიდვის შემდგომ თქვენ არ მოგეწონოთ უნიტაზი, რადგან არ იყოს სააბაზანოს შესაფერისი.

სანტექნიკის და მსგავსი მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიები მუდმივად ცდილობენ მაქსიმალურად კარგი, ხარსიხიანი და მოსახერხებელი პროდუქცია შექმნან. ასეა უნიტაზის შემთხვევაშიც, დღეს ბევრი სხვადასხვა სახის და ფუნქციური პარამეტრების მქონე უნიტაზია გაყიდვაში.

ზოგადად შეძენისას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ რამდენად მოსახერხებელია ის თქვენთვის, გაყიდვაში არის ისეთი უნიტაზები რომლებიც მეტად ინოვაციური და კომფორტულია, მოგეხსენებათ რა არასასიამოვნო საქმეა მისი გასუფთავება. 

გაყიდვაშია ისეთი უნიტაზები, რომელებიც თვითონვე სუფთავდება ყოველგვარი ჩვენი ძალისხმევის გარეშე. თვითგამწმენდი უნიტაზის ჩამრეცხი მექანიზმის ავზში უნდა ჩავასხათ გამწმენდი სითხე და მისის საშუალებით მუდმივად სუფთა და მოწესრიგებული იქნება.

ორი სხვადასხვა ტიპის უნიტაზი: ავზით და ავზის გარეშე რომელიც მიმაგრებულია კედელზე. პირველი არის ტრადიცული სახის, შედგება ორივე ნაწილისგან, ანუ უნიტაზზე დამაგრებულია წყლის ავზი, ხოლო მეორე შერწყმულია ეს ორი კომპონენტი და დამაგრებულია კედელზე. მსგავსი სახის უნიტაზები მეტად გავრცელებულია თანამედროვე სააბაზანოს ინტერიერისთვის, რადგან მისი ინოვაციურობა და დიზაინი კარგად ერწყმის თანამედროვე სააბაზანოს ინტერიერს.

ასევე აუცილებლად ყურადღება უნდა გაამახვილოთ ჩამრეცხ მექანიზმზე, სწორად შეარჩიოთ ის.

ზოგიერთი უნიტაზის ზედაპირი დაფარულია ანტიბაქტერიული მინანქრით რაც ხელს უშლის ბაქტერიებისა და ჭუჭყის დაგროვებას.

KETTLER-10190 უნიტაზის კომპლექტი 2''-1/2''

თუ უნიტაზის ჩამრეცხი მექანიზმი გაგიფუჭდათ და სასწრაფოდ უნდა გამოცვალოთ holst.ge საუკეთესო არჩევანია, ჩვენთან შეიძენთ თქვენს სურვილსა და ბიუჯეტზე მორგებულ ჩამრეცხ კომპლექტს. 

KETTLER-78850 სამზარეულოს სიფონი ორიანი 80cm-40/50-Ф113 თავით

kettler samzareulos sifoni

ჩვენს ვებ-გვერდზე შეგიძლიათ შეიძინოთ საუკეთესო ხარისხის სიფონი, როგორც აბაზანისთვის ასევე სამზარეულოსათვის. ვებ-გვერდზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი არჩევანი საშუალებას გაძლევთ იყიდოთ თქვენთვის სასურველი ზომისა და მახასიათებლის მქონე სიფონი. სიფონის შერჩევისას აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი სახლის სანტექნიკური მოწყობილობები და შემდეგ შეარჩიოთ ის, რადგან შესაძლოა შეუსაბამო იყოს.

მახასიათებლები:

ზომა 1.1/2''xФ113

წონა (კგ) 1

დრეკადი მილი 1.1/2''X80cmX40/50

Kettler-52216 "სმარტ-ტუალეტი"-"Smart Toilet"

kettler smart tualeti

მახასიათებლები

ბრენდი KETTLER

პროდუქტის ტიპი სმარტ-ტუალეტი

სიმძლავრე 1200W

ზომა 685x400x470mm

მასალა კერამიკა

დამატებითი მახასიათებლები საჯდომის გათბობა; ბიდეს ფუნქცია; შრობის ფუნქცია; დეზოდორაცია; Air fresh სისტემა; მართვის პულტი; გვერდითი ღილაკები; მასაჟი; ლედ განათება;

გარანტია 1 წელი

შტრიხ-კოდი 4812001452216

წონა (კგ) 61.5

კვების წყარო 220-240V

ავზის მოცულობა 4.3 l

დამატებითი კომპლექტაცია ფილტრი + გამშვები ონკანი + 2x დაწნული მილი

აღსანიშნავია ისიც რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ლიდერ ბრენდებთან, მათი წარმოებული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში Holst.ge. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს რომ ჩვენთან ხარისხიანი, საიმედო და ორიგინალი მოწყობილობებია წარმოდგენილი. 

ჩვენთან შეძენილ პროდუქციაზე ვრცელდება გარანტია, უფასო მიწოდების სერვისი საქართველოს მასშტაბით, მოქნილი ონლაინ განვადების პირობები და სხვადასხვა ფასდაკლებები. ვებ-გვერდზე წარმოდგენილი ფართო ასორტიმენტი შესაძლებლობას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული ხელსაწყოები.

შეიძინეთ Holst.ge-ზე წარმოდგენილი ინოვაციური პროდუქცია, გაიმარტივეთ ცხოვრება და შეიქმენით სრული კომფორტი.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება