როგორ შევარჩიოთ სარემონტო-სამშენებლო სილიკონი და ქაფი? |
როგორ შევარჩიოთ სარემონტო-სამშენებლო სილიკონი და ქაფი? |
სილიკონი და ქაფი ისეთი მასალებია, რომლის გარეშე თანამედროვე სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოების შესრულება წარმოუდგენელია.
სამშენებლო-სარემონტო სილიკონების და ქაფების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი Holst.ge-ზე. შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე შეიძინოთ თურქული ბრენდი Selsil-ის წარმოებულ მაღალი ხარისხის ქაფები და სილიკონები.
ჩვენს ვებ-გვერდზე წარმოდგენილია ელექტრო ინსტრუმენტები, განათების მოწყობილობები, ბაღის მოვლის ხელსაწყოები, ხელის ინსტრუმენტები, სანტექნიკის და გათბობის მოწყობილობები და მცენარეთა მოვლის საშუალებები.
სამონტაჟო/სამშენებლო ქაფი ეს არის ერთგვარი ჰერმეტიკი, რომელიც შექმნილია პოლიურეთანის ბაზაზე და წარმოდგენილია აეროზოლური შეფუთვით. კონტეინერი შეიცავს თხევად გაზში გახსნილ ფუნქციონალურ დანამატებს. ეს არის შეკუმშული გაზი, რომელიც საშუალებას აძლევს ქაფს გამოვიდეს ცილინდრიდან. მყარი ფორმით გამოსული ნივთიერება კი არის პოლიურეთანის ქაფი.
პოლიურეთანის ქაფი პოლიმერიზდება, გამკვრივდება ტენიანობის ზემოქმედებით, რომელიც ჰაერში და ზედაპირზეა. ანუ, რაც უფრო მშრალი იქნება ჰაერი იმ ოთახში, სადაც ქაფს გამოიყენებთ, მით მეტხანს უნდა დაველოდოთ გამკვრივებას.
ნებისმიერი სამშენებლო მასალის მსგავსად, პოლიურეთანის ქაფს აქვს მრავალი მახასიათებელი, რომლებიც განსაზღვრავს პროდუქტის ხარისხს. სამონტაჟო ქაფების მწარმოებლების მიერ ხდება ყველა ძირითადი მახასიათებლის დატანა პროდუქციის ეტიკეტზე, რაც მომხმარებელს აძლევს ინფორმაციას მახასიათებლების შესახებ.
რას უნდა მიაქციოთ სამონტაჟო ქაფის შეძენისას ყურადღებას:
მახასიათებლები:
ერი ვარდისფერი
წონა (კგ) 0.995
მოცულობა 900gr
გამოყენების წესი თბოიზოლაციისათვის
სილიკონის ჰერმეტიკების მთავარი კომპონენტია სილიკონი (მინიმუმ 45%). სილიკონის ჰერმეტიკების მნიშვნელოვანი უპირატესობებია მაღალი ქიმიური ინერტულობა და ელასტიურობა. გარდა ამისა, ისინი ძალზე მდგრადია ულტრა იისფერი გამოსხივების მიმართ და არ ეშინიათ წყლის, ასევე მდგრადია დაბალი და მაღალი ტემპერატურის ფართო სპექტრის მიმართ.
სილიკონის ჰერმეტიკების ტიპები:
ზოგადი დანიშნულების სილიკონის ჰერმეტიკები – შეიცავს მინიმუმ 45% სილიკონის რეზინს და მინიმუმ 45% ჰიდროფობიურ შემავსებელს;
სანიტარული სილიკონის ჰერმეტიკები – ის შეიცავს სოკოს საწინააღმდეგო დანამატებს, რომლებიც ხელს უშლის ობის ფორმირებას, რაც ხშირად გვხვდება სველ წერტილებში;
აკვარიუმის სილიკონები – ერთი მხრივ, იგი არ ექვემდებარება აკვარიუმის ბიოლოგიურ გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას, მეორეს მხრივ, ის თავად არ გამოყოფს რაიმე მავნე ნივთიერებას;
ფანჯრის სილიკონი – შეიცავს დანამატებს, რომლებიც ხელს უშლის ობის ფორ მირებას და მზის სხივების ულტრაიისფერ ზემოქმედებას.
მახასიათებლები:
წონა (კგ) 0.365
მოცულობა 280ml
გამოყენების წესი: სველ წერტილში, სამზარეულოში და ა.შ. რჩება ელასტიური გაშრობის შემდეგ. გამოიყენბის წესი: მშრალ და კარგად გაწმენდებულ ზედაპირებზე.
ჩვენთან შეძენილ პროდუქციაზე ვრცელდება გარანტია, უფასო მიწოდების სერვისი საქართველოს მასშტაბით, მოქნილი ონლაინ განვადების პირობები და სხვადასხვა ფასდაკლებები. ვებ-გვერდზე წარმოდგენილი ფართო ასორტიმენტი შესაძლებლობას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული ხელსაწყოები.