სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა გაზონის საკრეჭის შესახებ

- რა მოხდება, ელექტრო გაზონის საკრეჭი სველი ბალახის გასათიბად რომ გამოვიყენო?

- შეიძლება თუ არა, გაზონის საკრეჭი დათოვლილი გზის გაწმენდაში დავიხმარო?

- ვინმეს თუ უცდია ბალახის საკრეჭით კატის შეშინება?

- იქნებ ვინმემ იცოდეს, ბალახის საკრეჭი ძაღლის ბალანის შესამოკლებლად გამომადგება?

- ბალახის საკრეჭი აუზში გაჩენილი ხავსის წინააღმდეგ მიშველის რამეს?..

უი, დედა, უმჯობესია თუ აღარ გავაგრძელებთ, რადგან ეს რამდენიმე უცნაური კითხვაც აბსოლუტურად საკმარისია იმის სადემონსტრაციოდ, რომ გაზონის საკრეჭი ბევრს ყოვლისშემძლე ჰგონია და პრინციპში, ასეც კია, მაგრამ მთლად ძაღლის გაკრეჭა და კატის შეშინება არ ღირს, გვერწმუნეთ, მით უმეტეს, თოვლიანი გზების წმენდა!..

სხვათა შორის, გზა მაშინ კი არ გამოჩნდება, ურემი რომ გადაბრუნდება, გაზონის საკრეჭს რომ დაიხმართ, აი, მაშინ დაინახავთ გზასაც და იმასაც, როგორი ლამაზი ეზო გქონიათ სოფელში, აგარაკზე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ რა ვიცი, სადაც გნებავთ.

რა ტიპის არსებობს, რა შეუძლია, რისთვის და ვისთვის არის შექმნილი ბალახის საკრეჭი, მივყვეთ და ვთქვათ სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა.

გაზონის საკრეჭის ტიპები

ძრავების მიხედვით გაზონის საკრეჭის შემდეგ ტიპებს განასხვავებენ:

  • მექანიკური;
  • ბენზინის;
  • ელექტრო.

მექანიკური ბორბლებიანი გაზონის საკრეჭი მარტივად სამართავია, არ სჭირდება არც ელექტროობა, არც ბენზინი, სამაგიეროდ, კუნთების დაძაბვა კი ნამდვილად აუცილებელია. ამასთან, მექანიკური ბალახის საკრეჭი ეკოლოგიურია, უხმაურო, შენ ხარ ჩემი ბატონი, მოსაშორებელი ბალახის სიმაღლის რეგულირების საშუალებას იძლევა და ასე შემდეგ. ჭრის მექანიზმი - ცილინდრული დანა, რომელიც მოქმედებაში ბორბლების მოძრაობის შედეგად მოდის. ასეთი ინსტრუმენტი კარგია „ახალგაზრდა“ ბალახის მოვლისთვის, რადგან დანის ბრუნვის დაბალი სიჩქარე ხელს უშლის ჯერ კიდევ სუსტი ფესვთა სისტემის მქონე ბალახის სრულად ამოძირკვას.

მოძრაობის მეთოდის მიხედვით გაზონის საკრეჭი დანადგარები ამგვარად იყოფა:

  • ხელის (ტრიმერი), რომელიც მუშაობისას ხელში გეჭიროთ;
  • კვლავაც ხელის, ოღონდ უკვე ბორბლებიანი, რომელიც მუშაობისას გაზონზე ატაროთ;
  • თვითმავალი.

ტრიმერი - მექანიკური გაზონის სათიბი (ტრიმერები) გამოსადეგია გაზონის მცირე ფართობის რეგულარული მოვლისთვის, თუნდაც არათანაბარი ზედაპირით, რადგან თიბვა ნებისმიერი კუთხით შეუძლია. ტრიმერი ქამრით მხარზე გადასაკიდებელი მოწყობილობაა, რაც ადამიანს მუშაობას მაქსიმალურად უმარტივებს. შეიძლება აღჭურვილი იყოს როგორც ბენზინის, ისე ელექტრო ძრავით. ელექტრო მოტორი განთავსებული არის ხოლმე ან ქვედა ან ზედა ნაწილში, ბენზინის - მხოლოდ ზედა ნაწილში. ტრიმერების მთავარი უპირატესობა გახლავთ ბალახის ჭრის შესაძლებლობა არათანაბარ ადგილებში ბუჩქებთან და ხეებთან ახლოს.

რომელი უკეთესია: ხელის, ელექტრო თუ ბენზინის?

მექანიკური გაზონის საკრეჭი არის ყველაზე იაფი, უხმაურო და არ საჭიროებს დენის წყაროს. დიდ ადგილებში ასეთი საკრეჭის გამოყენება შეიძლება ძალიან დამღლელი იყოს. თუ გაზონის ფართობი საკმარისად დიდია, მაშინ ელექტრო ან საწვავზე მომუშავე გაზონის საკრეჭი უნდა აირჩიოთ.

ხელის სათიბის ყიდვისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სიგანეს. ზოგიერთ მოდელს მოჭრილი ბალახის კალათის დამაგრების შესაძლებლობაც აქვს. რამდენად პრაქტიკულია ეს ამბავი, ცოტა რთული სათქმელია, რადგან კალათის დამაგრების შემდეგ მოწყობილობის დაჭერა კიდევ უფრო რთული იქნება. ამას ალბათ, ყველა ინდივიდუალურად გადაწყვეტს.

ელექტრო საკრეჭები იაფი და მოსახერხებელია ექსპლუატაციაში ან მომსახურების მხრივ, არის უფრო უხმაურო, ვიდრე საწვავზე მომუშავე. თუმცა, რაც შეეხება ძრავს, ამ უკანასკნელის სიმძლავრესთან, რა თქმა უნდა, ვერ მივა. ელექტრო საკრეჭის გამოყენება რეკომენდებულია მიწის ნაკვეთზე, ფართობით დაახლოებით 500 კვადრატული მეტრი.

მთავარ დისკომფორტს ელექტრო სათიბების გამოყენებისას ენერგიის წყაროზე წვდომა ქმნის. გაითვალისწინეთ, რომ როცა სადენის სიგრძე იზრდება, ძაბვა კლებულობს. ამდენად, არ ღირს ელექტრო საკრეჭის გამოყენება კვების წყაროდან 40 მეტრის დაშორებით, სადენის ოპტიმალური სიგრძე კი 25 მეტრია.

ელექტრო გაზონის სათიბი რეკომენდებულია მცირე და საშუალო ზომის მიწის მფლობელისთვის. მით უმეტეს, თუ არ არის პრობლემები ელექტროობასთან წვდომის მხრივ, ელექტროძრავის მშვიდ მუშაობასა და ეკოლოგიურობას ყველაზე უჟმური მეზობლებიც კი დააფასებენ.

თუკი არ გაქვთ ელექტროენერგიაზე წვდომა, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გსურთ ელექტროძრავის უპირატესობებით ისარგებლოთ (მშვიდი მუშაობა, გამონაბოლქვის არქონა), შეგიძლიათ შეიძინოთ საკრეჭი, რომელიც აღჭურვილია მრავალჯერადი დატენვის ბატარეით და სულაც არ სჭირდება სადენი.

გაითვალისწინეთ, რომ ზამთარში, როცა საკრეჭი არ გამოიყენება, ელემენტი მთლიანად დაცლილი უნდა იყოს.

და რომელი საკრეჭი უნდა შეიძინოთ, თუკი რეკრეაციული ნაკვეთის მფლობელი ხართ, რომელიც ქალაქგარეთ მდებარეობს და არ არის წვდომა ელექტროობასთან, ხოლო ფართობი 500 კვადრატულ მეტრს აჭარბებს? ასეთ შემთხვევაში არჩევანი საწვავზე მომუშავე მოწყობილობაზე უნდა შეაჩეროთ.

ბალახის საკრეჭი, რომელიც ბენზინზე ან დიზელზე მუშაობს, არ საჭიროებს წვდომას ელექტროენერგიის წყაროებზე და ამდენად, უფრო გამოგადგებათ დიდი ფართობების, მაღალი ან ნოტიო ბალახის მოვლისთვის.

გაზონის საკრეჭის შერჩევის მთავარი პარამეტრები

თუკი რამდენიმე მთავარ კითხვას უპასუხებთ, იოლად შეძლებთ გაზონის საკრეჭების დამოუკიდებლად შერჩევას:

1. მიწის დაახლოებით რა ფართობს იკავებს გაზონი?

მცირე ტერიტორიებისთვის, რომელთა ფართობი 500 კვადრატულ მეტრამდეა, გამოდგება შედარებით მცირე სიმძლავრის მქონე კომპაქტური გაზონის საკრეჭი. ასეთი მოდელის წონა ნაკლებია და არც ზედმეტად ძვირი ღირს. 1000 კვატრატულ მეტრამდე და უფრო დიდ ფართობზე უფრო ეფექტური ტექნიკაა საჭირო. როგორც წესი, ასეთი მოდელი უფრო მასიურია და ფასიც შედარებით მაღალი აქვს. დიდ ტერიტორიებზე მუშაობისთვის საჭიროა უფრო მეტი სიმძლავრე, ასევე, დამატებითი კონსტრუქციული თავისებურებები, რაც პროცესს გაამარტივებს.

2. რამდენად ახლოს არის გაზონი კვების წყაროსთან?

ელექტროენერგიის წყარო, რომელიც დასამუშავებელ მიწის ნაკვეთთან ახლოს მდებარეობს, ელექტრო საკრეჭის გამოყენების საშუალებას იძლევა. თუკი სამუშაოები როზეტიდან საგრძნობლად მოშორებით უნდა ჩატარდეს, უმჯობესია უსადენო ტექნიკა გამოიყენოთ. ეს შეიძლება იყოს აკუმულატორიანი საკრეჭი, ან მექანიკური. ასევე, ძალიან პოპულარულია საწვავზე მომუშავე მოდელები. Holst.ge-ზე წარმოდგენილი ასორტიმენტი თქვენს ნებისმიერ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

3. სად უნდა შეინახოთ ბალახის საკრეჭი?

აღჭურვილობის შეძენამდე მისი შენახვის ადგილზე უკვე ნაფიქრი უნდა გქონდეთ. იქნება ეს მოზრდილი ფარეხი თუ მცირე წომის სათავსო? აი, ამ ფაქტორების გათვალისწინებით უკვე გაზონის საკრეჭის გაბარიტებზე დაფიქრებაც შეიძლება. ასევე, წინასწარვე უნდა გქონდეთ ნაფიქრი, მოგიწევთ თუ არა შეზღუდულ სივრცეში გავლა, მაგალითად, კარსა თუ ჭიშკარში. გასასვლელები წინასწარ გაზომეთ, რათა სწორედ ის იყიდოთ ისეთი მოდელი, რომელიც საჭირო ადგილებში უპრობლემოდ გაეტევა.

B&D BEMW451-QS გაზონის საკრეჭი Mower

BlackDecker gazonis sakrechi

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - გაზონის საკრეჭი
  • სიმძლავრე - 1200W
  • ვოლტი - 220-240V
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048682685
  • წონა (კგ) - 10.2
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - ბალახის შესაგროვებელი
  • ავზის მოცულობა - 35 L
  • თიბვის პარამეტრები - ფართობი: 600m2 სიმაღლე: 20-60mm სიგანე: 32cm

B&D - BEMW461BH-QS გაზონის საკრეჭი;1400W

BlackDecker gazonis sakrechi

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - გაზონის საკრეჭი
  • სიმძლავრე - 1400W
  • ვოლტი - 220-240V
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048682739
  • წონა (კგ) - 15.571
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - ბალახის შესაგროვებელი
  • ავზის მოცულობა - 40 l
  • თიბვის პარამეტრები - ფართობი: 400m2 სიმაღლე: 20-70mm სიგანე: 34cm

B&D BEMW461ES-QS გაზონის საკრეჭი EASYSTEER

BlackDecker gazonis sakrechi

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - გაზონის საკრეჭი
  • სიმძლავრე - 1400W
  • ვოლტი - 220-240V
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048682753
  • წონა (კგ) - 14.7
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - ბალახის შესაგროვებელი
  • ავზის მოცულობა - 40 L
  • თიბვის პარამეტრები - ფართობი: 600m2 სიმაღლე: 20-70mm სიგანე: 34cm

B&D BEMW481BH-QS გაზონის საკრეჭი Bike Handle

BlackDecker gazonis sakrechi

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - გაზონის საკრეჭი
  • სიმძლავრე - 1800W
  • ვოლტი - 220-240V
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048682838
  • წონა (კგ) - 17.47
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - ბალახის შესაგროვებელი
  • ავზის მოცულობა - 50 L
  • თიბვის პარამეტრები - ფართობი: 600m2 სიმაღლე: 20-70mm სიგანე: 42cm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება