სიზუსტის მწვერვალების დაპყრობა თუ გსურთ, ხელთ ნიველირი უნდა იქონიოთ |
სიზუსტის მწვერვალების დაპყრობა თუ გსურთ, ხელთ ნიველირი უნდა იქონიოთ |
როგორც ფრანგი სკულპტორი, ოგიუსტ როდენი ამბობდა, „ხელოვნება იწყება იქ, სადაც არის შინაგანი სიზუსტე“...
გადასარევად უთქვამს, რა გინდა, რომ დაუწუნო, მაგრამ ვისაც ეს შინაგანი სიზუსტე არ დააფერთხა განგებამ, რა ქნას, რა წყალში გადავარდეს?!
მოდით, არსად გადავარდნა და გადაჩეხვა არ ღირს, ძალიან მარტივ გამოსავალს შემოგთავაზებთ. ნუ, ყოველ შემთხვევაში, გამოსავალი ისეთია, წყალში გადავარდნას ნამდვილად ჯობია. დანარჩენს რაც შეეხება, „დამუღამების“ ამბავია მხოლოდ. ხომ გაგიგიათ, შეუძლებელი არაფერია და რაც ერთ ადამიანს შეუძლია, იმას მეორეც აუცილებლად შეძლებს.
ჰოდა, იმის თქმა გვინდა, რომ თუკი შინაგანი სიზუსტე არ გაქვთ, რა პრობლემაა - ნიველირი და მისი ჯანი - სიზუსტის ისეთ მწვერვალებს დაგაპყრობინებთ, თქვენი მოწონებული.
ნიველირი, იგივე ოპტიკური თარაზო - ინსტრუმენტი, რომელიც გეოდეზიასა და მშენებლობაში გამოიყენება და საშუალებას იძლევა, სიბრტყეზე წერტილებს შორის არსებული სხვაობა გაიზომოს. ანუ, თავისი არსით, ეს მოწყობილობა დაგეხმარებათ, გაზომოთ თქვენთვის სასურველი სიბრტყის უსწორმასწორობა და რაც მთავარია, საჭიროების შემთხვევაში, დააზუსტოს და გაასწოროს.
სიმაღლისა და უსწორმასწორობის გაზომვასთან დაკავშირებული სამუშაოების მრავალი სახეობა არსებობს, მაგრამ ძირითადი შემდეგია:
ყველაზე მთავარია და პრინციპში, ნებისმიერ ინსტრუმენტზე სულ ამას გეუბნებით ხოლმე, დაზუსტებით იცოდეთ, ზუსტად რისთვის უნდა გამოიყენოთ ნიველირი, რა პირობებსა და როგორ ადგილებში მოგიწევთ მასთან მუშაობა. ძირითადად, 4 ტიპის სამუშაოები არსებობს:
1. კორექციის ჩვეულებრივი ამოცანები - ასეთი დონის სამუშაოებისთვის შექმნილი ნიველირი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომია. მსგავს სამუშაოებს თითქმის ყველა ტექნიკური ნიველირი გაუმკლავდება და ფასიც ყველაზე დაბალი აქვს.
2. მომატებული სიზუსტის ამოცანები - ამ სამუშაოსთვის შექმნილი ინსტრუმენტი ბევრად ზუსტ გაზომვებს აკეთებს. მე-2 და მე-3 კლასის ოპტიკური თარაზოების უმეტესობა მსგავს სამუშაოებს უმკლავდება ყველაზე ციცაბო ფერდობებზეც კი.
3. გაფართოებული სიზუსტის ამოცანები - ასეთი სამუშაოები მოიცავს ყველა სამშენებლო პროცესს სამრეწველო მასშტაბით. ნიველირი ძალიან მაღალი სიზუსტით უნდა იყოს გამორჩეული მხოლოდ მინიმალური ცდომილებით. მსგავსი დავალებების შესრულება შეიძლება 1-ელი კლასისა და მე-2 კლასის ზოგიერთი მოდელი დამატებითი აღჭურვილობით.
4. უმაღლესი სიზუსტის ამოცანები - ამ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, გეოდეზია და არქეოლოგია იგულისხმება. მსგავსი ამოცანებისთვის მაქსიმალური სიზუსტის სპეციალური ხელსაწყოები იქმნება. როგორც წესი, ეს არის 1-ელი კლასის ნიველირი ყველაზე საუკეთესო მახასიათებლებით, რომლის ღირებულებაც საკმაოდ მაღალია.
ისეთი სამუშაოს შესრულებისას, როგორიცაა მაგალითად, აგარაკის აშენება, ეს ინსტრუმენტი ხელსაწყოების ნაკრების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. ხოლო თუ უკვე აპირებთ ნიველირის შეძენას, მაშინ ის უნდა იცოდეთ, რას მიაქციოთ ყურადღება და რა გაითვალისწინოთ.
დამიზნების ხაზის დაყენების მეთოდის მიხედვით, ნიველირები ამგვარად იყოფა:
რამდენად შორს დაინახავთ მოწყობილობის მეშვეობით, მეტად მნიშვნელოვანი მომენტია. გადიდების მინიმალური მაჩვენებელია 20X, მაქსიმალური - 38X. თუ სამუშაოები მცირე ფართობზე იწარმოება, მაშინ შეგიძლიათ, უპირატესობა 20x-დან 24x-მდე გადიდების მქონე მოწყობილობებს მიანიჭოთ. უფრო მაღალი მაჩვენებლები პროფესიონალებს სჭირდებათ, რომლებიც დიდ ფართობებზე მუშაობენ, თუმცა ხშირად, ბაზარზე 24x-და 32x გადიდების მქონე ხელსაწყოები გვხვდება.
ოპტიკური თარაზოს შერჩევისას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება ოპტიკური პრიზმის ხარისხს მიაქციოთ. არსებობს მაღალი დონის მოწყობილობები მაღალი ხარისხის პრიზმით, რომელიც საშუალებას იძლევა, გამოსახულება დამახინჯებისა და ფოკუსის არევის გარეშე იხილოთ, თუნდაც წყლის წვეთების მიღმა. ეს ასპექტი შეიძლება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს, რადგან დაგიზოგავთ საკმაო დროსა და ძალისხმევას და ხელს შეუწყობს მოწყობილობის სიჩქარესა და სიზუსტეს. პრიზმის ხარისხი გავლენას ახდენს მოწყობილობის ფასზეც, მაგრამ უმჯობესია ამის გამო თანხის დაზოგვაზე არ იფიქროთ.
ამ კრიტერიუმის მიხედვით, ნიველირი 3 ჯგუფად იყოფა:
მოწყობილობის სიზუსტესთან პირდაპირ კავშირშია მისი ღირებულება. ამდენად, აუცილებლობის გარეშე მაღალი სიზუსტის მქონე ნიველირის შეძენა, ნამდვილად არ ღირს.
ტემპერატურის დიაპაზონი, რომლითაც მოწყობილობას შეუძლია ნორმალურად მუშაობა. ოპტიკური თარაზო უნდა მოარგოთ პირობებს, რომლებშიც მას გამოიყენებთ. პროფესიონალურ ხელსაწყოს ტემპერატურის დიაპაზონი -40°-დან +50°-მდე მერყეობს. მუშაობა წლის ნებისმიერ დროს შეუძლია და დიდი ხნის განმავლობაშიც მოგემსახურებათ. ყველაზე ხშირად ნიველირის დიაპაზონი - 20°-დან + 40°-მდეა. არის მოდელები უფრო მცირე ტემპერატურის დიაპაზონით: +5°-დან +35°-მდე, მათი გამოყენება უპრობლემოდ შეიძლება თბილ სეზონზე ან შენობაში. ასეთი მოდელები ნაკლებიც ეღირება. თუმცა, თუკი ცივ პირობებში გიწევთ მუშაობა, არის მოდელები ტემპერატურის დიაპაზონით: -35°-დან +5°-მდე.
თუ ამ ხელსაწყოს შეძენას აპირებთ და ის ნამდვილად გჭირდებათ, არჩევანის გაკეთება არ უნდა იჩქაროთ და ყველაფერი კარგად უნდა მოიფიქროთ. სანამ ოპტიკური თარაზოს შესაძენად წახვალთ, მოწყობილობა დეტალურად უნდა შეისწავლოთ, წაიკითხოთ რჩევები, რაზეც Holst.ge მაქსიმალურად ზრუნავს, ალბათ, დაგვეთანხმებით კიდეც, გაესაუბროთ სპეციალისტს და ასე შემდეგ და ჯიბეზე ხელი მხოლოდ ამის შემდეგ გაიკრათ.
აბა, წარმატებები!..