სოფლის შენებას რა უნდა და: ბეტონის საჭრელი, ბეტონის ვიბრატორი და ბეტონის შემრევი |
სოფლის შენებას რა უნდა და: ბეტონის საჭრელი, ბეტონის ვიბრატორი და ბეტონის შემრევი |
როცა საქმე შენებას ეხება, ხარისხიანი და გამძლე ბეტონი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ჰოდა, იმისთვის, რომ ბეტონი ძლიერი და გამძლე იყოს, მხოლოდ სწორად შერევა და ჩამოსხმა არ კმარა. აი, სწორედ აქ შემოდის სცენაზე ბეტონის ვიბრატორი. ეს ერთი შეხედვით უბრალო მოწყობილობა, უდიდეს როლს თამაშობს იმაში, რომ ბეტონში არ დარჩეს ჰაერის ბუშტები და მასა მაქსიმალურად ერთგვაროვანი იყოს.
მართლაც, ბეტონი იმდენად მნიშვნელოვანია შენების საქმეში, Holst.ge არც ამ მიმართულების მიღმა დარჩა და მომხმარებელს ყველა საჭირო აღჭურვილობას სთავაზობს, იქნება ეს ბეტონის ვიბრატორი, ბეტონის შემრევი თუ ბეტონის საჭრელი.
თითოეული მათგანი ცალ-ცალკე განვიხილოთ.
კიდევ გავიმეორებთ, რომ ბეტონის ვიბრატორი უბრალო დანადგარი არ არის - ის აუცილებელი მოწყობილობაა ყველა იმ სამუშაოსთვის, სადაც ხარისხიანი, მტკიცე და ხანგრძლივი ბეტონის სტრუქტურაა საჭირო. მისი მთავარი ამოცანაა ბეტონის მასაში არსებული ჰაერის ბუშტების გამოდევნა და მასის სწორად „დაჯდომა“.
როცა ბეტონი ისხმება ფორმაში (მაგალითად, სვეტში, საძირკველში ან კედელში), მასში ხვდება უამრავი ჰაერის ბუშტი. თუ არ მოხდა ჰაერის გამოდევნა, ბეტონის სიმტკიცე მნიშვნელოვნად მცირდება და მას შეიძლება ცარიელი ადგილები გაუჩნდეს. ვიბრატორი ბეტონის შიგნით ვიბრაციას იწვევს, რის შედეგადაც ჰაერის ბუშტები ზედაპირზე ამოდის და ბეტონი უფრო მჭიდრო და ერთგვაროვანი ხდება.
ერთგვაროვანი ბეტონის სტრუქტურა უკეთ უძლებს მექანიკურ დატვირთვას, ამინდის პირობებსა და დროთა განმავლობაში წარმოქმნილ მიკრობზარებს. ბეტონის ვიბრატორის გარეშე ჩამოსხმული მასა, შესაძლოა, გარედან ლამაზად ჩანდეს, მაგრამ შიგნით შეიცავდეს სუსტ წერტილებს, რომლებიც დროთა განმავლობაში შეიძლება ჩამოშლის ან ბზარების გაჩენის მიზეზი გახდეს.
მაშინაც კი, თუ თუ ბეტონი ზედაპირზე უნდა დაიგოს, მაგალითად, იატაკად ან სარბენ ბილიკად, ვიბრატორის გარეშე ის თანაბრად ვერ გადანაწილდება. აღჭურვილობა ამ შემთხვევაშიც ეხმარება მასას თანაბარ განაწილებაში და საბოლოოდ უფრო ლამაზ და გლუვ ზედაპირს ქმნის.
ბეტონის შემრევიც ისეთივე მნიშვნელოვანი მოწყობილობაა, როგორც ვიბრატორი.
მშენებლობის პროცესი უამრავ დეტალს მოიცავს, მაგრამ ერთ-ერთი ფუნდამენტური და ყოვლისმომცველი ეტაპია ბეტონის შერევა. სწორად ჩატარებული სამუშაო პირდაპირ გავლენას ახდენს მთელი ნაგებობის ხარისხსა და გამძლეობაზე. სწორედ ამ პროცესში შემოდის აუცილებელი მოწყობილობა - ბეტონის შემრევი, რომელსაც ხშირად უბრალოდ მიქსერსაც უწოდებენ.
ბეტონის თვისებები დამოკიდებულია კომპონენტების (ცემენტი, ქვიშა, ხრეში, წყალი და ზოგჯერ დანამატები) ზუსტ თანაფარდობაზე. ხელით შერევის დროს ამ ბალანსის დაცვა საკმაოდ რთულია. ბეტონის შემრევი კი უზრუნველყოფს, რომ ყველა კომპონენტი თანაბრად აირიოს და შედეგად, ერთგვაროვანი, მდგრადი და მაღალხარისხოვანი მასის მიღება მოხერხდეს.
ხელით ბეტონის შერევა რომ დიდ დიდ ფიზიკურ ძალასა და დროს მოითხოვს, კი დაგვეთანხმებით. განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდი რაოდენობაა საჭიროა. ბეტონის შემრევი ავტომატიზებულია და სულ რამდენიმე წუთში ამზადებს იმ რაოდენობის მასას, რასაც ხელით შერევისას რამდენიმე საათი დასჭირდებოდა.
ბეტონის საჭრელი გამოიყენება ბეტონის, ასფალტისა და სხვა მყარი კონსტრუქციების დამუშავებისთვის. დანადგარი გამოიყენება მაშინ, როცა საჭიროა ცალკეული ნაწილის მოჭრა, გადაკეთება და ასე შემდეგ.
იმის გათვალისწინებით, რომ ბეტონი ძალიან მყარი და მკვრივი მასალაა, მის გაჭრას ჩვეულებრივი ხელსაწყოები არ ჰყოფნის. დავალების შესრულებას ბეტონის საჭრელი მინიმალური დაზიანებითა და ვიბრაციების გარეშე ახერხებს, რაც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილის უსაფრთხოებასა და სტრუქტურის საიმედოობას.
ბეტონის გარდა, ეს დანადგარი ასევე გამოიყენება ასფალტის, ქვის, ფილებისა და ზოგიერთი ლითონის გასაჭრელადაც, რაც მას კიდევ უფრო უნივერსალურს ხდის.
სხვა დანარჩენთან ერთად, ამ უაღრესად საჭირო სამივე დანადგარის შეძენა Holst.ge-ზე ძალიან მარტივად შეგიძლიათ. კონკრეტული მოდელების შესაძლებლობებთან გაცნობას კი ამ ბლოგშივე შეძლებთ.