| სრულფასოვანი რემონტის მთავარი გმირი - ლაზერული თარაზო |
| სრულფასოვანი რემონტის მთავარი გმირი - ლაზერული თარაზო |
ჩვენი კანტორის ხალხი რომ მოვა ახალსახლობაზე, მუსიკაც შესაბამისი უნდა იყოს და რაც მთავარია, რემონტი უნდა იყოს უმაღლეს დონეზე გაკეთებული. რა თქმა უნდა, მთავარი აქ მაინც ის არის, რომ რემონტი კანტორის ხალხის გულზე გასახეთქად კი არ უნდა იყოს სრულყოფილი, საკუთარი თავის გასაბედნიერებლად. სრულფასოვანი რემონტის ერთ-ერთი მთავარი გმირი კი, გვერწმუნეთ, ლაზერული თარაზო გახლავთ.
სწორედ ლაზერული თარაზო იძლევა ჰორიზონტისა და ვერტიკალის ზუსტად განსაზღვრის საშუალებას, რაც თავის მხრივ, იმის გარანტი გახლავთ, რომ ფილების დაგება, თაბაშირმუყაოთი კედლების ამოყვანა, შპალერის გაკვრა, კარებისა თუ კონდიციონერების მონტაჟი, სრულყოფილად და პრაქტიკულად, უშეცდომოდ მოხდება.
როგორ უნდა შეარჩიოთ თარაზო, როგორ გამოიყენოთ, რამდენად რთულია მისი მოხმარება გამოუცდელი ადამიანისთვის, შევეცდებით, ყველა კითხვას ამომწურავი პასუხები გავცეთ.
დავიწყოთ იმით, რომ ეს არის ხელსაწყო წერტილებს შორის სიმაღლის სხვაობის დასადგენად. ინსტრუმენტი გამოიყენება გეოდეზიაში, კარტოგრაფიაში, ასევე, რაღა თქმა უნდა, მშენებლობაშიც. მშენებლები ლაზერულ თარაზოს სამონტაჟო, მოსაპირკეთებელი სამუშაოების შესრულებისას, ასევე, ბეტონთან მუშაობის დროს.
სიზუსტის მიხედვით, თარაზო ამგვარად იყოფა:
- მაღალი სიზუსტის - ყველაზე ზუსტი ხელსაწყო, რომლის ცდომილება პრაქტიკულად, უმნიშვნელოა და უნდა გააჩნდეს მინიმუმ 30-ჯერ გადიდების საცქერი მილაკი. მარტივი მისახვედრია, რომ მაღალი სიზუსტის ლაზერული თარაზო გამოიყენება მაშინ, როცა აუცილებელია აზომვითი სამუშაოების ზედმიწევნით ზუსტად შესრულება.
- ზუსტი - დაშვებული ცდომილება ამ ხელსაწყოს შემთხვევაში 2-3 მმ გახლავთ.
- ტექნიკური - შესაძლებელია, შეცდომა 10 მმ-ს აღემატებოდეს. ასეთი ხელსაწყო, როგორც წესი, ისეთი მასშტაბური სამუშაოების შესრულებისას გამოიყენება, სადაც მაღალი სიზუსტე სულაც არ არის საჭირო.
- წერტილოვანი - ყველაზე მარტივი ხელსაწყო, რომელიც ობიექტზე წერტილის დასასმელად მხოლოდ ერთი სხივის პროეცირებას ახდენს. წერტილოვანი ლაზერული თარაზო მარტივი საყოფაცხოვრებო სამუშაოებისას გამოიყენება, როგორიც შეიძლება იყოს, მაგალითად, შპალერის გაკვრა, თაროების მონტაჟი და ასე შემდეგ.
- ხაზოვანი - ხელსაწყო, სადაც სინათლის ნაკადი გადის პრიზმიდან, რომელიც პერპენდიკულარულად არის განლაგებული. სხივების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება ხელსაწყოს შესაძლებლობები. ყველაზე ფუნქციონალურს შეუძლია ჯვარედინი სხივების, დამატებითი წერტილების პროეცირება. იყენებენ სხვადასხვა კონსტრუქციის მონტაჟისას, სარემონტო სამუშაოების დროს.
- როტაციული - სხივების გაფრქვევა ლინზაში გავლის შემდეგ ხდება. სხივის დიაპაზონი, ზოგ შემთხვევაში, 100 მეტრსაც აჭარბებს. ძირითადად, ხელსაწყოს პროფესიონალები იყენებენ: მშენებლები, ლანდშაფტის დიზაინერები, არქიტექტორები და ასე შემდეგ.
პირველი და მეორე კლასის ან განსაკუთრებით ზუსტი საინჟინრო სამუშაოებისთვის მაღალი სიზუსტის მქონე ლაზერული თარაზო გამოყენება. გაზომვის მაღალი სიზუსტე საშუალებას იძლევა, ასეთი ხელსაწყოები შემდეგი დანიშნულებით იქნეს გამოყენებული:
შევთანხმდეთ, რომ ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზების, დახრის კუთხეების პროექტირებაში ლაზერულ თარაზოს ბადალი არ გააჩნია, მაგრამ სანამ ამ ხელსაწყოს შეიძენთ, პირველ რიგში, ზუსტად უნდა გქონდეთ განსაზღვრული, რა სამუშაოები გაქვთ ჩასატარებელი. რაღა თქმა უნდა, აზრი არ აქვს, პირადი მოხმარებისთვის შეიძინოთ თარაზო პროფესიონალური ფუნქციონალით, თუმცა პროფესიონალს კი ასეთი ინსტრუმენტი უდიდეს დახმარებას აღმოუჩენს.


