ყველა ლაზერული თარაზო ერთი და იგივე არ არის. ლაზერული თარაზოს არჩევისას ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. იქამდე, ლაზერული თარაზოს შეძენისას, იმ ამოცანების განსაზღვრა, რაც მისი გამოყენებით უნდა შეასრულოთ, სწორი არჩევანს განაპირობებს.

ლაზერული თარაზო წითელი ლაზერით

ლაზერული თარაზო მწვანე ლაზერით

უმაღლესი ხარისხის ლაზერული თარაზო

დაგჭირდებათ ლაზერული თარაზო ჰორიზონტალური და ვერტიკალური ფუნქციით? თქვენი მომავალი პროექტები შიდა თუ გარე სამუშაოებს მოიცავს?

თქვენი სამუშაოს მაღალი სიზუსტით დასასრულებლად, ლაზერული თარაზო აუცილებელი ინვენტარია, თუმცა თქვენ სრულად უნდა გესმოდეთ თქვენი პროექტის სპეციფიკა, რადგან ლაზერული თარაზოები შექმნილია გარკვეული ფუნქციების შესასრულებლად.

ლაზერული თარაზოს ტიპები

ლაზერული თარაზო იყოფა სამ კატეგორიად, რომელთაგან თითოეულს განსხვავებული ფუნქციები და განსხვავებული გამოყენება აქვს.

  • წერტილოვანი ლაზერული თარაზო

ყველაზე გავრცელებული და ძირითადი ლაზერული თარაზო არის წერტილოვანი, რომელიც როგორც წესი, სახლის პროექტებისთვის, უფრო მარტივი სამშენებლო ამოცანებისთვის გამოიყენება.

კარგად და მყარად დამაგრების შემდეგ, ამ ტიპის ლაზერული თარაზო ლაზერის ხაზს ზედაპირზე ასხივებს, რომლის გადაადგილება ხელსაწყოს თავის გადაადგილებით არის შესაძლებელი.

  • ჯვარედინი ლაზერული თარაზო

თუ თქვენი პროექტი მოითხოვს როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ სიზუსტეს, თქვენ ჯვარედინი ლაზერული თარაზო უნდა შეიძინოთ, რომელიც ზედაპირზე ან შტატივზე ფიქსირდება და ჯვარედინ გამოსახულებას იძლევა.

ეს ლაზერული თარაზო არის მობილური და საჭიროებს ხელით გადაადგილებას ერთი წერტილიდან მეორეზე, რათა ლაზერის ხაზები შეცვალოთ.

ტექნოლოგიურმა მიღწევებმა კიდევ უფრო გაამარტივა ლაზერული თარაზოს წარმოება და ის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადა, თუმცა ჯვარედინი ლაზერული თარაზო შედარებით უფრო ძვირია ვიდრე წერტილოვანი თარაზო და როგორც წესი, უფრო გამძლეა.

  • მბრუნავი ლაზერული თარაზო

ბოლოს, მბრუნავი ლაზერული თარაზო რეკომენდირებულია დიდი და რთული პროექტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ძალიან ზუსტ გაზომვებს კონკრეტულ დისტანციებზე.

მბრუნავი ლაზერული თარაზო ფუნქციონირებს მბრუნავი ძრავით, რომელიც ატრიალებს სინათლის ხაზებს მთელ ტერიტორიაზე და იძლევა უზუსტეს გამოსახულებას.

Holst.ge-ზე წარმოდგენილია ყველა ტიპის, სხვადასხვა ბრენდის ლაზერული თარაზო დაწყებული ბიუჯეტურიდან დამთავრებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციით. ჩვენი პლატფორმის საშუალებით ლაზერული თარაზოს შეძენა პრაქტიკული გადაწყვეტილებაა და მარტივ პროცედურებს მოითხოვს. შეძენის შემდეგ კი, ჩვენი ადგილზე მიწოდების სერვისით ისარგებლებთ, რომელიც მთელ საქართველოს ფარავს.

STANLEY STHT77498-1 ლაზერული თარაზო Cubix Red

STANLEY lazeruli tarazo

  • ბრენდი - STANLEY
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო
  • დიაპაზონი - 12 m
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 0.562
  • კვების წყარო - 2xAA ელემენტი
  • სიზუსტე - ± 4.5mm / 10m
  • ლაზერი - II კლასი
  • შტატივის ხრახნი - 1/4''
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი - <=4 წ/± 4o       
  • ლაზერის ფერი - წითელი

ეს არის ჯვარედინი ლაზერული თარაზო Stanley-ისგან, რომელიც ძალიან ზუსტი და გამძლე მოწყობილობაა. ამ ლაზერული თარაზოს მუშაობის დიაპაზონი 12 მეტრია. მოწყობილობა იწონის ნახევარ კილოგრამს. პატარა და საშუალო პროექტებისთვის იდეალური ვარიანტია.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა

STANLEY STHT77499-1 ლაზერული თარაზო Cubix Green

STANLEY tarazo

  • ბრენდი - STANLEY                  
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო
  • დიაპაზონი - 16 m
  • გარანტია - 0.57
  • წონა (კგ) - 1 წელი
  • კვების წყარო - 2xAA ელემენტი
  • სიზუსტე - ± 4.5mm / 10m
  • ლაზერი - II კლასი
  • შტატივის ხრახნი - 1/4''
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი - <=4 წ/± 4o
  • ლაზერის ფერი - მწვანე

ეს ლაზერული თარაზო, რომელიც წინას მსგავსად ჯვარედინ გამოსახულებას იძლევა, აღჭურვილია მწვანე ფერის ლაზერით და აქვს მაღალი ხილვადობა. ასევე, გააჩნია მძლავრი ელემენტი, რომელითაც დიდი დროის განმავლობაში, დამუხტვის გარეშე მოგემსახურებათ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი
  • ბატარეა

STANLEY STHT77504-1 ლაზერული თარაზო SLL360 Red

STANLEY lazeruli tarazo

  • ბრენდი - STANLEY                   
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო
  • დიაპაზონი - 20 m   
  • გარანტია - 0.709 
  • წონა (კგ) - 1 წელი
  • კვების წყარო - 4xAA ელემენტი                     
  • სიზუსტე - ± 4mm / 10m   
  • ლაზერი - II კლასი         
  • შტატივის ხრახნი - 1/4''     
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი - <=4 წ/± 4o       
  • ლაზერის ფერი - წითელი

უმაღლესი ხარისხის ჯვარედინი ლაზერული თარაზო Stanley-ისგან, რომელსაც დამატებით აღჭურვილობაში შტატივი და ქეისი მოყვება. ეს ლაზერული თარაზო ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხიანია Holst.ge-ზე.

უპირატესობები:

  • უმაღლესი ხარისხი
  • სიზუსტე
  • გამძლეობა
  • ბატარეა
  • კომპლექტაცია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება