| სულ რამდენიმე მიზეზი არსებობს, როცა გაზონის საკრეჭი არ უნდა გამოიყენოთ, სხვა შემთხვევაში - ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი |
| სულ რამდენიმე მიზეზი არსებობს, როცა გაზონის საკრეჭი არ უნდა გამოიყენოთ, სხვა შემთხვევაში - ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი |
ნებისმიერი გაუგებრობა რომ გავარკვიოთ და ვიცოდეთ, როდის არ უნდა გამოიყენოთ გაზონის საკრეჭი, დასაწყისშივე მოვფინოთ ნათელი ყველაფერს.
მაშ ასე, სულ რამდენიმე მიზეზი არსებობს, უფრო სწორად, სულ რაღაც ორი მიზეზი, როცა გაზონის საკრეჭის გამოყენება რეკომენდებული არ არის: წვიმის დროს და მაშინ, როცა ბალახი ზედმეტად ნესტიანია. სხვა შემთხვევაში, ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი - გაალამაზეთ კარ-მიდამო და გამოიკეთეთ გუნება-განწყობა.
ჰოდა, რადგან ის ამბავი გავარკვიეთ, როდის არ უნდა გამოიყენოთ ბალახის საკრეჭი, ახლა იმაზე გადავიდეთ, რომელი ვარიანტი ჯობს - ხელის, ელექტრო თუ ბენზინის.
მთავარ დისკომფორტს ელექტრო სათიბების გამოყენებისას ენერგიის წყაროზე წვდომა ქმნის. გაითვალისწინეთ, რომ როცა სადენის სიგრძე იზრდება, ძაბვა კლებულობს. ამდენად, არ ღირს ელექტრო საკრეჭის გამოყენება კვების წყაროდან 40 მეტრის დაშორებით, სადენის ოპტიმალური სიგრძე კი 25 მეტრია.
ელექტრო გაზონის სათიბი რეკომენდებულია მცირე და საშუალო ზომის მიწის მფლობელისთვის. მით უმეტეს, თუ არ არის პრობლემები ელექტრობასთან წვდომის მხრივ, ელექტროძრავის მშვიდ მუშაობასა და ეკოლოგიურობას ყველაზე უჟმური მეზობლებიც კი დააფასებენ.
თუკი არ გაქვთ ელექტროენერგიაზე წვდომა, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გსურთ ელექტროძრავის უპირატესობებით ისარგებლოთ (მშვიდი მუშაობა, გამონაბოლქვის არქონა), შეგიძლიათ შეიძინოთ საკრეჭი, რომელიც აღჭურვილია მრავალჯერადი დატენის ელემენტით და სულაც არ სჭირდება სადენი.
გაითვალისწინეთ, რომ ზამთარში, როცა საკრეჭი არ გამოიყენება, ელემენტი მთლიანად დაცლილი უნდა იყოს.
და რომელი საკრეჭი უნდა შეიძინოთ, თუკი რეკრეაციული ნაკვეთის მფლობელი ხართ, რომელიც ქალაქგარეთ მდებარეობს და არ არის წვდომა ელექტრობასთან, ხოლო ფართობი 500 კვადრატულ მეტრს აჭარბებს? ასეთ შემთხვევაში არჩევანი საწვავზე მომუშავე მოწყობილობაზე უნდა შეაჩეროთ.
ბალახის საკრეჭი, რომელიც ბენზინზე ან დიზელზე მუშაობს, არ საჭიროებს წვდომას ელექტროენერგიის წყაროებზე და ამდენად, უფრო გამოგადგებათ დიდი ფართობების, მაღალი ან ნოტიო ბალახის მოვლისთვის.
მცირე ტერიტორიებისთვის, რომელთა ფართობი 500 კვადრატულ მეტრამდეა, გამოდგება შედარებით მცირე სიმძლავრის მქონე კომპაქტური გაზონის საკრეჭი. ასეთი მოდელის წონა ნაკლებია და არც ზედმეტად ძვირი ღირს. 1000 კვადრატულ მეტრამდე და უფრო დიდ ფართობზე უფრო ეფექტიანი ტექნიკაა საჭირო. როგორც წესი, ასეთი მოდელი უფრო მასიურია და ფასიც შედარებით მაღალი აქვს. დიდ ტერიტორიებზე მუშაობისთვის საჭიროა უფრო მეტი სიმძლავრე, ასევე, დამატებითი კონსტრუქციული თავისებურებები, რაც პროცესს გაამარტივებს.
ელექტროენერგიის წყარო, რომელიც დასამუშავებელი მიწის ნაკვეთთან ახლოს მდებარეობს, ელექტრო საკრეჭის გამოყენების საშუალებას იძლევა. თუკი სამუშაოები როზეტიდან საგრძნობლად მოშორებით უნდა ჩატარდეს, უმჯობესია უსადენო ტექნიკა გამოიყენოთ. ეს შეიძლება იყოს აკუმულატორიანი საკრეჭი, ან მექანიკური. ასევე, ძალიან პოპულარულია საწვავზე მომუშავე მოდელები.
Holst.ge-ზე წარმოდგენილი ასორტიმენტი თქვენს ნებისმიერ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
აღჭურვილობის შეძენამდე მისი შენახვის ადგილზე უკვე ნაფიქრი უნდა გქონდეთ. იქნება ეს მოზრდილი ფარეხი თუ მცირე ზომის სათავსო? აი, ამ ფაქტორების გათვალისწინებით უკვე გაზონის საკრეჭის გაბარიტებზე დაფიქრებაც შეიძლება. ასევე, წინასწარვე უნდა გქონდეთ ნაფიქრი, მოგიწევთ თუ არა შეზღუდულ სივრცეში გავლა, მაგალითად, კარსა თუ ჭიშკარში. გასასვლელები წინასწარ გაზომეთ, რათა სწორედ ისეთი მოდელი იყიდოთ, რომელიც საჭირო ადგილებში უპრობლემოდ გაეტევა.


