სულ რომ პირველად გქონდეთ პულივიზატორთან შეხება, ჰოპ-ჰოპ და ყველაფერში უცბად გაერკვევით!

ის თუ იცით, მხატვრები თავიანთ ნახატზე ხელმოწერას ყოველთვის მარჯვენა ქვედა კუთხეში რატომ სვამენ? იმიტომ, ჩემო ბატონო, რომ ზოგ-ზოგიერთმა, ხელმოწერის წყალობით, ნახატი კედელზე თავდაყირა არ ჩამოკიდოს...

საბედნიეროდ, ვინც გრაფიტზე მუშაობს, მას მსგავსი რამ არ სჭირდება - კედელს ვერავინ ჩამოკიდებს უკუღმა და იმიტომ, ხოლო ვინც სამღებრო სამუშაოებს ასრულებს, მასაც თავი ქუდში აქვს, აი, გაზეთისგან რომ სამკუთხედი ფორმით აკეთებენ, იმ ქუდში - კედელთან გვაქვს აქაც შეხება, ხომ ხვდებით... რაც შეეხება მანქანის მღებავს, იმედია, ავტოგრაფს არც მარჯვენა ქვედა კუთხეში დასვამს და არც ცენტრში - მსუბუქად რომ ვთქვათ, ავტომობილის პატრონს გულზე შემოეყრება და...

ალბათ, ნახატის მარჯვენა ქვედა კუთხეში ხელმოწერის დამტან ექსპრესიონისტებს, იმპრესიონისტებსა თუ დადაისტებს, ელექტრო პულივიზატორი დიდად არც მოხიბლავს, რასაც ვერ ვიტყვით კუბისტებზე. ყოველ შემთხვევაში, გრაფიტზე მომუშავეებსა და მღებავებს (კედლის იქნება თუ ავტომობილის), ეს ხელსაწყო ძალიანაც სჭირდებათ.

რაც მთავარია, პილივიზატორი იმდენად მარტივი გამოსაყენებელია, სულ რომ პირველად ჰქონდეს ადამიანს მასთან შეხება, ჰოპ-ჰოპ და ყველაფერში უცბად გაერკვევა: საკმარისია, ავზში საღებავი ჩაასხათ, კორპუსს დაუმაგროთ, სადენი როზეტში მოათავსოთ და ღილაკს თითი დააჭიროთ. მუშაობის ზოგადი პრინციპი ის არის, რომ ჩაშენებული ძრავა წარმოქმნის წნევას, რის შემდეგაც საღებავი საქშენიდან ზედაპირზე გადადის. საღებავი პულივიზატორიდან თანაბრად გამოდის, საჭიროა მხოლოდ ნაკადისთვის მიმართულების მიცემა. სამუშაოს ამგვარად შესრულება სულ რამდენიმე წუთში შეიძლება, მაშინ, როცა არც ისე შორეულ წარსულში, იმავე საქმეს საათები სჭირდებოდა.

რისი გაკეთება შეიძლება პულივიზატორის დახმარებით?

  • შესაძლებელია სხვადასხვა ზედაპირის შეღებვა: კედლის, ჭერის, ღობის, კარის, ავეჯის, მანქანის და იმ რადიატორისაც კი, რომელთანაც ვალოდია ჯინჭარაძე მთელი ბავშვობა იჯდა;
  • ავტომობილის ძარაზე ანტიკოროზიული საშუალებების დატანა;
  • ხის ნაწარმის ლაქით დაფარვა;
  • მცენარეების დამუშავება მავნებლების საწინააღმდეგო საშუალებებით;
  • სადეზინფექციო საშუალებების გაფრქვევა;
  • კედლებზე ან ინტერიერის დეტალებზე შაბლონის ნახატების დატანა;
  • ჭერის შეთეთრება;
  • მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება კედლების ძველი შპალერისა თუ საღებავის გაწმენდის მიზნით.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება შეძენის დროს?

პულივიზატორის თითოეული მოდელის აღწერა შეიცავს ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებიც არჩევის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია.

- რაც უფრო დიდია საქშენის დიამეტრი, მით მეტი ნივთიერების შესხურება შეიძლება სასურველ ზედაპირზე. თითოეულ პულივიზატორს აქვს იმ ნივთიერებების დასაშვები სიბლანტის ინდექსი, რისთვისაც მისი გამოყენება შესაძლებელია (მაგალითად, 30 DIN). თუ შემადგენლობა ძალიან სქელია, მაშინ მისი შესხურება შეუძლებელი იქნება.

- სიმძლავრე - რაც მაღალია სიმძლავრის მაჩვენებელი, მით დიდხანს იმუშავებს პულივიზატორი და მოტორის გასაგრილებლად მუშაობის შუა გზაზე გაჩერება არ მოგიწევთ.

- წარმადობა განსაზღვრავს, რა რაოდენობის სითხის გადატანა შეუძლია ინსტრუმენტს ზედაპირზე კონკრეტული დროის მონაკვეთში. რაც უფრო მეტ ნივთიერებას გააფრქვევს წუთში, ბუნებრივია, ობიექტი მით უფრო სწრაფად შეიღებება.

CROWN CT31004-ელ. პულივიზატორი 500W

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე - 500W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - CT31004
  • წონა (კგ) - 3.67
  • კვების წყარო - 220-240V
  • წნევა - 0.1-0.2bar
  • ავზის მოცულობა - 1000 ml
  • წარმადობა - 1000m l/min
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 1.8mm
  • მაქსიმალური სიბლანტე - 40DIN

CROWN CT31010-ელ. პულივიზატორი 700W

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე - 700W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - CT31010
  • წონა (კგ) - 5.5
  • კვების წყარო - 220-240V
  • წნევა - 0.1-0.3bar
  • ავზის მოცულობა - 800 ml
  • წარმადობა - 1000 l/min
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 2.5mm
  • ცხვირის ტიპი - რეგულირებადი
  • მაქსიმალური სიბლანტე - 50DIN

CROWN CT31015-ელექტრო პულივიზატორი 1200W

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე - 1200W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 7640177422262
  • წონა (კგ) - 5.1
  • კვების წყარო - 220-240V
  • წნევა - 0.1-0.3bar
  • ავზის მოცულობა - 900 ml
  • წარმადობა - 1100 l/min
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 2/2.5/3mm
  • ცხვირის ტიპი - რეგულირებადი
  • მაქსიმალური სიბლანტე - 150DIN

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება