სულ სხვანაირი ნათურები Holst.ge - ზე |
სულ სხვანაირი ნათურები Holst.ge - ზე |
კარგი განათება ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ზამთრის პირქუშ დღეებში განსაკუთრებით. დაკარგული მზე განწყობას გვიფუჭებს, ამიტომ, რამე უნდა მოვიფიქროთ. ამ საქმეს სმარტ ნათურა მიხედავს. ოთახს სხვადასხვა ფერში გაანათებს და მოწყენილობას ჩამოაშორებს. ჩამოთვლილი ლედ ნათურებიდან, ყველას მისი წილი უპირატესობა აქვს. თითოეულზე აუცილებლად გიამბობთ.
პირველად ჭკვიანზე ჭკვიანი ნათურით დავიწყოთ. 16 მილიონი ფერი აქვს, ოღონდ მართლა. დათვლილია, სიტყვაზე გვენდეთ. იმდენად მარტივი სამართავია, რომ ტექნოლოგიებისგან შორს მყოფი ადამიანიც, თავისუფლად გაწვდება. შემდეგი წესით უნდა იმოქმედოთ. პირველ რიგში, Linus smart აპლიკაციას იწერთ, თქვენს Wi-Fi - ის უკავშირებთ და სულ ეგაა. თუ საქმე მაინც გართულდა, YouTube - ზე განთავსებული ვიდეო გაკვეთილი დაიხმარეთ. ამის შემდეგ, თავადაც ყველაფერს მიხვდებით. აპლიკაციის მეშვეობით ნათურას ფერებს შეუცვლით. განწყობას შეუსაბამებთ და თუ მოწყენილი იქნებით, გაერთობით. Smart ნათურა მუსიკაზეც რეაგირებს. თუ ამ რეჟიმზე გადართავთ, სიმღერას თავს ააყოლებს და მხრებსაც შეათამაშებს.
უპირატესობები:
Linus - ის მეორე ნათურა რადიკალურად განსხვავებულია. ცეკვა - თამაში არა, მაგრამ ერთი კარგი რამ შეუძლია. Emergency ნათურაა და ცუდი სიტუაციებიდან გამოძრომის დიდოსტატია. წარმოიდგინეთ, ელექტრო ენერგიის გარეშე, 4 საათი მუშაობს. სიმძლავრეს არ კარგავს და კარგად ანათებს. მასზე უარყოფით გავლენას არაფერი ახდენს. ნათურა სპეციალურად ამ დანიშნულებისთვისაა. ერთი ასეთი ლედ ნათურები ყველა სახლში საჭიროა. კონკრეტული დაწესებულებებისთვის აუცილებელიც კია.
უპირატესობები:
მრავალფეროვან ნათურებზე ბევრი მოვისმინეთ, მაგრამ ყველაფერი არ დასრულებულა. Linus - ის კიდევ ერთი ნათურაზე გიამბობთ. ვარვარა ნათურები უფრო სტანდარტულია, თუმცა დიდი პოტენციალი აქვს. მაღალი სამუშაო რესურსი, ხელს უამრავ რამეში უწყობს. საშუალო ზომის ოთახს იდეალურად ანათებს. მოკლედ, წაგებული არცერთის შეძენის შემთხვევაში იქნებით, პირიქით. არჩევანი თქვენზეა, გული საითაც გაგიწევთ.
უპირატესობები: