სულ ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ სახრახნისი საჩუქრად არ გამოდგება!

რა თქმა უნდა, საქორწილო საჩუქრად თუ განიხილავს ვინმე სახრახნისს, არც მთლად საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ რიგით სიურპრიზად და თუნდაც დაბადების დღისთვის, რატომაც არა? ჰო, აქვე ისიც ვთქვათ, რომ სახრახნისი, მით უმეტეს, ელექტრო სახრახნისი, თუ იუბილარისთვის შეარჩევთ, მაინცდამაინც ტორტში არ დაუმალოთ, ცოტა არ იყოს, საჩოთირო ამბავია მაინც...

მოკლედ, საჩუქრად კარგი ელექტრო სახრახნისი ნებისმიერ მამაკაცს გაახარებს და ალბათ, ქალების რაღაც ნაწილიც კმაყოფილი დარჩება - უამრავ რამეში შეიძლება მისი გამოყენება და იმიტომ.

ალბათ, ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვეულებრივი სახრახნისიც კი ძალიან გამოსადეგი ხელსაწყოა, თუმცა საბედნიეროდ, კარგა ხანია, ელექტრო სახრახნისი გამოგონილიც არის და ხელმისაწვდომიც, Holst.ge-ზე კი მომხმარებელს უამრავი ვარიანტის შერჩევა შეუძლია.

კომპაქტური ზომების მქონე და ქსელური ელექტროკვებისგან დამოუკიდებელი ეს ინსტრუმენტი ერთნაირი პოპულარობით სარგებლობს როგორც პროფესიონალებში, ისე მოყვარულებში. ქვემოთ იმაზე მოგიყვებით, როგორ შეარჩიოთ სასურველი სახრახნისი, რა მთავარი თავისებურებები გამოარჩევს ხელსაწყოს და აბა, დავიწყოთ.

ინსტრუმენტის ტექნიკური მახასიათებლები

არახალი ამბავია, რომ ელექტრო სახრახნისი შექმნილია ხრახნების, ჭანჭიკების, თვითმჭრელების დაჭერა-მოშვებისთვის. მოდელების უმრავლესობის რესურსი ცოტა არ იყოს, შეზღდულია და არ გამოდის, მაგალითად, გრძელი აღჭურვილობით ან მყარ მასალასთან ვიმუშაოთ. ბურღვისთვისაც, რა თქმა უნდა, განსაზღვრული არ არის, თუმცა მძლავრი პროფესიონალური მოდელებისთვის არც ეს არის პრობლემა. ყოველი ინსტრუმენტი გარკვეული ტიპის სამუშაოებისთვის იქმნება და მისი ტექნიკური მახასიათებლები იდეალურია სწორედ იმ დატვირთვის, რისთვისაც შეიქმნა.

რომელი ჯობს - მოდელი ჩაშენებული თუ მოსახსნელი ელემენტით?

ინსტრუმენტი ჩაშენებული ელემენტით ბევრად მსუბუქია, თუმცა მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ, მისი შეცვლა შეუძლებელია. ამდენად, უფრო მოსახერხებელი და სარფიანია მოდელი მოსახსნელი ელემენტით. უბრალოდ, ერთ სათადარიგო ბლოკსაც ყიდულობთ და როცა ერთი იტენება, ხელსაწყოს მეორეთი იყენებთ, რაც ჩათვალეთ, შეუფერხებელი მუშაობის საშუალებას იძლევა. ინსტრუმენტი ჩაშენებული ელემენტით კომპაქტური, მსუბუქი და იაფია, თუმცა ნაკლები სიმძლავრე აქვს.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ელექტრო სახრახნისის შეძენისას?

იმდენად დიდია ელექტრო სახრახნისების არჩევანი, არ არის გამორიცხული, ადამიანი დაიბნეს, მით უმეტეს, თუკი საქმე ნაკლები გამოცდილების მქონე ადამიანს ეხება.

დავიწყოთ იმით, რომ პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ სახელურს, რომელიც ხელისგულზე კომფორტულად უნდა მოგერგოთ და არ უნდა ისრიალოს. თავად სახელური, რა მასალისაც არ უნდა იყოს, აკურატულად უნდა იყოს დამზადებული. თუკი ეს არის რეზინი, არ უნდა ჰქონდეს ფორები ან სხვა, ზედმეტი მასალები. ამის შემდეგ, მიაქციეთ ყურადღება კორპუსს, სადაც როგორც წესი, მწარმოებელს დააქვს ინფორმაცია, რა მასალისგან არის ხელსაწყო დამზადებული.

TOL1781-79036 ხრახნმჭერი ელემენტზე 12V

Tolsen saxraxnisi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 12v
  • ელემენტი - 1.5Ah
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 6933528789642
  • წონა (კგ) - 1.32
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-400/0-1500
  • ბრუნვის მომენტი - 28Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-10mm
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 21mm/10mm
  • ფუნქციები - რევერსი
  • დამატებითი კომპლექტაცია - დამტენი + ელემენტი

Bosch GSB 180 LI - ელექტრო სახრახნისი 18V;2x2,0Ah Case

Bosch saxraxnisi

  • ბრენდი - BOSCH
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 18v
  • ელემენტი - 2Ah
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 06019F8307
  • წონა (კგ) - 1.6
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-500/0-1900min
  • ბრუნვის მომენტი - 21Nm/54Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 35mm/10mm
  • ფუნქციები - რევერსი
  • დამატებითი კომპლექტაცია - 2 ელემენტი + დამტენი + ქეისი

CROWN CT21076HQX-4 BMC - ელ.სახრახნისი 2x4Ah ელემენტით 20V MAX

Crown saxraxnisi

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 20v
  • ელემენტი - 4Ah
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 7640177422934
  • წონა (კგ) - 5.75
  • კვების წყარო - ელემენტი
  • კომპლექტაცია - 2 ელემენტი + დამტენი + ქეისი + დამატებითი სახელურები   
  • ბრუნვის სიჩქარე - 1500min
  • ბრუნვის მომენტი - 45Nm/55Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 40mm/13mm
  • ფუნქციები - რევერსი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება