სუპერშესაძლებლობების მქონე დანადგარი, სახელწოდებით - გენერატორი

გინდათ თუ არ გინდათ, როცა საუბარი გენერატორს ეხება, ადამიანების უდიდეს ნაწილს გასული საუკუნის 90-იანი წლები წამოუტივტივდება ხოლმე...

რა დრო იყო, ვისაც სახლში „დუბლიონკა“ ჰქონდა (აბა, გარეთ რომ ჩაეცვა, გახდიდნენ რომელიმე ბნელ ჩიხში), მაცივარში „ზუკოს“ ჩაციებული წვენი (ნუ, თუ შუქი ჰქონდა, ჩააცივებდა, აბა, რას იზამდა) და აივანზე - ჯაჭვით დაბმული გენერატორები (დიახ, როგორც წესი, ჯაჭვით ძაღლს აბამენ, მაგრამ მაშინ გენერატორსაც დაბმა სჭირდებოდა, თორემ ისე აგწაპნიდნენ, ვერაფერს გაიგებდი, მომხდარა ასეთებიც, გემახსოვრებათ), ჩათვალეთ, მაგარ ფუფუნებაში ცხოვრობდა და ჰა და ჰა, ორი ნაბიჯი აკლდა ოლიგარქობამდე...

საბედნიეროდ, დღეს ყველაფერი რადიკალურად არის შეცვლილი და გენერატორი არა ფუფუნების საგანი, არამედ პრაქტიკულად, სტანდარტული ინსტრუმენტია, რომლის ქონაც ვინმეს მაღალ სოციალურ სტატუსზე ნამდვილად აღარ მიუთითებს.

კიდევ ერთი ძალიან დიდი ბედნიერება ისიც გახლავთ, რომ ელექტრობა ყოველდღიური კომფორტული ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და სინათლის მოსვლა უცნაურ ოვაციებსა და ღრიანცელს აღარ იწვევს. ადამიანები ამ სიკეთეს იმდენად მიეჩვივნენ, რომ ალბათ, აღარც ახსოვთ, რა საშინელება იყო, როცა ძალიან საინტერესო ფილმის ყურებისას შუქი მაინცდამაინც ყველაზე საკვანძო მომენტში ქრებოდა. ან, ბნელ ოთახში ხელის ცეცებით სიარულის დროს რომ კედელს ცხვირით მიენარცხებოდი, რა სიმწარე იყო!..

მოკლედ, თანამედროვე ადამიანისთვის მაქსიმალური კომფორტი მეტად მნიშვნელოვანია და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღესაც კი მოსალოდნელია სიტუაცია, რომ ელექტროენერგია ხელმისაწვდომი არ იყოს - ავარიის გამო, ან უფრო უარესი - როცა ელექტროქსელთან მიერთების საშუალება არ არის. აი, ზუსტად აქ ჩნდება სუპერგმირის მანტიის გარეშეც სუპერშესაძლებლობების მქონე დანადგარი, სახელწოდებით - გენერატორი.

ცოტა ისტორიაც არ გვაწყენს...

1827 წელს უნგრელმა ფიზიკოსმა ანიოშ იშტვან იედლიკმა ხელი მიჰყო მბრუნავი ექსპერიმენტებს ელექტრომაგნიტური მოწყობილობების გამოყენებით, რომელთაც მეცნიერი თვითმბრუნავ ელექტრომაგნიტურ როტორებს უწოდებდა. ამ დინამო მანქანაზე მუშაობა იედლიკმა 1850-იან წლებში დაამთავრა, თუმცა გამოგონება არ დააპატენტა, რადგან იფიქრა, რომ არ იყო პირველი, ვინც ეს გააკეთა და სულ ტყუილად, რადგან მისი მოწყობილობა გენერატორების ერთ-ერთ პირველ პროტოტიპად მიიჩნევა.

ელექტრომაგნიტური ინდუქციის ფენომენზე დაფუძნებული პირველი ელექტრული დენის გენერატორი 1832 წელს ფრანგმა მეცნიერებმა, ძმებმა პიქსინებმა შექმნეს, თუმცა პრაქტიკაში მისი გამოყენება საკმაოდ რთული აღმოჩნდა და გამოგონების დახვეწის მიმართულებით შრომატევადი მუშაობა მსოფლიოს არაერთმა სწავლულმა დაიწყო...

გენერატორების ტიპები

არსებობს ელექტროგენერატორების რამდენიმე სახეობა, რომლებიც ერთმანეთისგან შემდეგი ნიშნების მიხედვით განსხვავდება:

1. საწვავი:

  • ბენზინი - ჩვეულებრივ, გამოიყენება 92 მარკის ბენზინი;
  • დიზელი - გამოიყენება დიზელის საწვავი;
  • გაზი - ამ ტიპის გენერატორისთვის ბუნებრივი გაზია საჭირო.

2. ძაბვა;

3. გამოყენების სფეროები;

4. წონა და გაბარიტები;

5. ინსტრუმენტის ტიპები:

  • ავტონომიური
  • სტაციონარული.

6. ფაზების რაოდენობა:

  • ერთფაზიანი - როგორც წესი, გამოიყენება საყოფაცხოვრებო დანიშნულებით (განათება, საყოფაცხოვრებო ელექტრო მოწყობილობების მომარაგება და ასე შემდეგ);
  • სამფაზიანი - საჭიროა მძლავრი აღჭურვილობების მომარაგებისთვის.

7. მუშაობის რეჟიმები:

  • ძირითადი - მუდმივი მუშაობისთვის;
  • სარეზერვო - გამოიყენება როგორც სათადარიგო.

8. მარგი ქმედების კოეფიციენტი - ეკონომიური.

რისთვის არის საჭირო გენერატორი?

დავიწყოთ იმით, რომ დიზელზე მომუშავე გენერატორი შეუცვლელია იქ, სადაც ელექტროენერგიის სხვა წყარო არ არსებობს. ასეთი დანადგარი ობიექტს უწყვეტი ელექტროენერგიით უზრუნველყოფს , მაგრამ დიზელის გენერატორის გამოყენება ყოველთვის მიზანშეწონილი არ არის - საკმაოდ ძვირია და  შესაბამის მოვლასაც საჭიროებს.

ბენზინზე მომუშავე გენერატორი ბევრად ხელმისაწვდომია და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებში წარმატებით გამოყენებასაც შეძლებთ. კერძოდ:

  • სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები

ბენზინის გენერატორი გამოიყენება სამშენებლო ობიექტებსა და იმ ადგილებში, სადაც ელექტროგადამცემ ხაზებთან კავშირი არ არსებობს.

გენერატორის მშენებლობისთვის არჩევისას გათვალისწინებულია სიმძლავრე, ზომები და გარკვეულ პირობებში მუშაობის უნარი.

ბენზინის გენერატორები გამოსადეგია ობიექტებზე მინუს ტემპერატურის პირობებში, ხე-ტყის ჭრას.

ასევე, გენერატორი გამოიყენება როგორც ელექტროენერგიის სარეზერვო წყარო უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად: სახელოსნოებში, ავტოსერვისებში და ასე შემდეგ.

  • განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების უწყვეტი ელექტრომომარაგება

გენერატორი, როგორც გადაუდებელი ენერგიის წყარო, გამოიყენება ოფისებში, სადაც კომპიუტერული მონაცემების დაკარგვას სერიოზული პრობლემები შეიძლება მოჰყვეს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია გენერატორის გამოყენება კლინიკებში, საავადმყოფოებში, საბანკო და ფინანსურ დაწესებულებებში.

  • აგარაკი

ბენზინის გენერატორი, როგორც ელექტროენერგიის დამატებითი ან სარეზერვო წყარო, გამოიყენება  ელექტრო ინსტრუმენტების, სატუმბი სადგურების მუშაობისთვის. ასევე, ელექტროენერგიით მარაგდება სახელოსნო, ავტოფარეხის, აგარაკი, სათბური და ასე შემდეგ.

  • ტურიზმი და თევზაობა

დაბალი სიმძლავრის და კომპაქტური გენერატორები საშუალებას იძლევა, მთელი რიგი ამოცანები სახლიდან მოშორებითაც კი გადაიჭრას. გენერატორს დაუკავშირებთ ნებისმიერ საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკას (მათ შორის მანქანის მაცივარს), ასევე, ნავის მოტორს.

ასეთი პრაქტიკულობის გამო, მწარმოებლები გენერატორებს მუდმივად აუმჯობესებენ, ახალ მოდელებს გვთავაზობენ.

რამ შეიძლება, გენერატორის დაზიანება გამოიწვიოს?

გენერატორის ტიპის გათვალისწინებით, ბენზინის არის ის თუ - დიზელის, ექსპლუატაციის ვადები შესაძლოა, განსხვავებული იყოს, თუმცა საშუალოდ, 10 წელი ორივე მოდელი თავისუფლად ძლებს.

სამწუხაროდ, მიზეზი უამრავი არსებობს, რასაც შესაძლოა, გენერატორის ნაადრევი დაზიანება მოჰყვეს, თუმცა ქვემოთ ყველაზე მთავარი რისკფაქტორების შესახებ მოგიყვებით:

  • გადატვირთვა - ამის მიზეზი გენერატორის ზედმეტად ხშირი გამოყენება ხდება. მათ შორის, თუკი დანადგარი შეუჩერებლად მუშაობს. ასევე, გადატვირთვას იწვევს მასზე მიერთებული ელექტრომოწყობილობების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა;
  • მექანიკური დაზიანება - ამას უკვე გარე ფაქტორები იწვევს, მათ შორის, მაგალითად, გენერატორზე სამშენებლო მასალების დაცემა, დარტყმა და სხვა ფიზიკური ზემოქმედება კორპუსსა თუ მის შიდა კომპონენტებზე;
  • არახელსაყრელი მიკროკლიმატური პირობები - ტენიან ადგილებსა თუ ღია ცის ქვეშ ხშირი გამოყენება დამცავი მექანიზმების გარეშე, ბუნებრივია, გენერატორს დააზიანებს;
  • უხარისხო საწვავი - გენერატორის ავზში დაბალი ხარისხის საწვავის ჩასხმა ნამდვილად არ ღირს, რადგან ამის გამო ბინძურდება ფილტრები, გაცილებით მალე ცვდება ძრავის შიდა კომპონენტები. თქვენ წარმოიდგინეთ, უხარისხო საწვავმა შეიძლება, აბსოლუტურად ახალი გენერატორიც კი მალევე დააზიანოს.

Schpindel გენერატორი ბენზინზე 1.1 kw

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 1.1kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4869022002890
  • წონა (კგ) - 27
  • კვების წყარო - 220-240V
  • ავზის მოცულობა - 6 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა - 98cc
  • სტარტერი - მექანიკური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

Schpindel გენერატორი ბენზინზე 2.8kw

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 2.8kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4869022156616
  • წონა (კგ) - 49
  • კვების წყარო - 220-240V
  • ავზის მოცულობა - 15 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა - 196cc
  • სტარტერი - მექანიკური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

TOLSEN TOL1762-79991 გენერატორი 3000W

Tolsen generatori

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 3.0kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 6933528788904
  • წონა (კგ) - 47.1
  • კვების წყარო - 220-240V
  • ავზის მოცულობა - 16 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • სტარტერი - მექანიკური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

TOLSEN TOL1763-79992 გენერატორი (START) 5500W

Tolsen generatori

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 5.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 6933528788911
  • წონა (კგ) - 87
  • კვების წყარო - 220-240V
  • ავზის მოცულობა - 27 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • სტარტერი - ავტომატური/მექანიკური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება