ყველაფერი რაც უნდა ვიცოდეთ შედუღების აპარატის ყიდვისას

შედუღების აპარატის შესაძენად აუცილებელია ვიცოდეთ როგორი სიმძლავრის "სვარკის აპარატი" გვინდა. მანქანის შეკეთების პროცესში ან გატეხილი ნივთის ისევ ფუნქციონირებაში მოყვანისას უამრავჯერ აღმოგიჩენიათ, რომ კარგი იქნებოდა თუ სვარკის აპარატი გექნებოდათ. რა თქმა უნდა, რომ მეზობლის შეწუხებაც არ არის სასიამოვნო ფაქტი, არცერთი თქვენგანისთვის.

შედუღების აპარატების ბაზარზე საკმაოდ დიდი არჩევანია ენთუზიაზმით სავსე მოყვარულებისთვის თუ დამწყები შემდუღებლებისთვის. შესაბამისად , არჩევანის გაკეთებაც ჭირს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ საკმაოდ საინტერესო საქმიანობაში გამოცდილება არ გაქვს.

თუ შედუღების სამყაროში ახლახანს შემოაბიჯეთ, ვეცდებით მცირე დეტალებში გაგარკვიოთ.

დროთა განმავლობაში, ისევე როგორც სხვა ყველაფერი, შედუღების აპარატები ვითარდებოდა და იცვლებოდა წარმოების ტექნოლოგიები. თანამედროვე აპარატები ძირითადად ინვენტორულია, რაც მარტივად რომ ავხსნათ, მცირე, მსუბუქი და მძლავრი ნაწილებით წარმოებულ შედუღების აპარატს ნიშნავს. მისი დეტალების მცირე ზომა მარტივად გაგრილებას უწყობს ხელს, რაც თავის მხრივ შედუღბის ხელსაწყოს გადატვირთვისგან დაზიანების ალბათობას ამცირებს.

პირველი, უნდა იცოდეთ ის, რომ არსებობს სხვადასხვა ტექნოლოგიის შედუღების აპარატი, რომელთაც განსხვავებული დანიშნულებისთვის იყენებენ. ყველაზე პრაქტიკული და მრავალფუნქციური, ამასთან ყველაზე პოპულარული სახეობა კი ელექტროდიანი/ჯოხიანი აპარატებია. ამ სახის აპარატებით შეგიძლიათ შეადნოთ:

  • ფოლადი

  • უჟანგავი ფოლადი

  • ალუმინი

  • თუჯი

შეძენამდე უნდა გაითვალისწინოთ, თუ რაზე და რა ინტენსიობით სამუშაოდ გჭირდებათ ხელსაწყო და აარჩიოთ თქვენთვის მისაღებ ფასად. შეძენის შემდეგ კი არ უნდა დაივიწყოთ მისი მაქსიმალური შესაძლებლობები და რეკომენდაციები მოვლისთვის.

თქვენს დასახმარებლად ბიუჯეტური შედუღების აპარატების მოკლე სია მოვამზადეთ, რითაც კიდევ უფრო გაგიმარტივდებათ არჩევანის გაკეთება.

ვინაიდან და რადგანაც ნებისმიერი საქმიანობისას ყველა ჩვენგანის უპირველესი მოთხოვნა უსაფრთხოებაა, ამ სიას შვეიცარიული, ერთ-ერთი წამყვანი ბრენდის CROWN-ის პროდუქტით გავხსნით

CROWN CT33100- ინვენტორული შედუღების აპარატი 200A

crown shedugebis aparati

მახასიათებლები:

  • სიმძლავე: 200 ამპერი

  • გარანტია: 1 წელი

  • წონა: 6.1 კგ

  • კვების წყარო: 220-240V

  • ელექტროდის ზომა: 2.5-4.0mm

  • ტექნოლოგია: IGBT

  • ეფექტურობა: 0.83

  • იზოლირების დონე: F

  • მუშაობის ციკლი: 0.4

კომპლექტაცია:

  • ელექტროდის დამჭერი კაბელი

  • დამიწების კაბელი

  • დამცავი სათვალე

  • რკინის ჩოთქი

მთავარი ღირსებები:

  • აქვს ძაბვის მარეგულირებელი, რაც მაღალ ტენიან გარემოში, წვიმაში საქმიანობის საშუალებას იძლევა.

  • არის კომპაქტური

  • გამძლეა

მოკლედ, განსაკუთრებულს რეკომენდაციას ვუწევთ ამ აპარატს. იდეალურია შედუღებაში დახელოვნებისთვის და დაოსტატების შემდეგ გამოყენებისთვისაც, საკმაოდ მძლავრი და მოსახერხებელია.

შემდეგი ჩვენს სიაში გერმანული ბრენდის Schpindel-ის შედუღების აპარატია.

Schpindel 250A ინვენტორული შედუღების აპარატი

schpindel shedugebis aparati
მახასიათებლები:
  • სიმძლავე: 250 ამპერი

  • გარანტია: 1 წელი

  • წონა: 8.18 კგ

  • კვების წყარო: 220-240V

  • ელექტროდის ზომა: 1.6-5.0mm

  • ტექნოლოგია: IGBT

  • ეფექტურობა: 0.6

  • იზოლირების დონე: F

  • მუშაობის ციკლი: 0.6

კომპლექტაცია:

  • ელექტროდის დამჭერი კაბელი

  • დამიწების კაბელი

  • დამცავი სათვალე

  • რკინის ჩოთქი

მთავარი ღირსებები:

  • ძლიერი აპარატია

  • გამოსადეგია გაჭრისთვის

  • წინა მოდელთან შედარებით ნაკლებად, თუმცა საკმაოდ კომპაქტურია

  • 1.6-5.0 ელექტროდით მუშაობის შესაძლებლობა ამ აპარატის ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარეა

Schpindel 200A შედუღების აპარატი ინვენტორული

schpindel shedugebis aparati

მახასიათებლები:

  • სიმძლავე: 200 ამპერი

  • გარანტია: 1 წელი

  • წონა: 6.86 კგ

  • კვების წყარო: 220-240V

  • ელექტროდის ზომა: 1.6-4.0mm

  • ტექნოლოგია: IGBT

  • ეფექტურობა: 0.6

  • იზოლირების დონე: F

  • მუშაობის ციკლი: 0.6

კომპლექტაცია:

  • ელექტროდის დამჭერი კაბელი

  • დამიწების კაბელი

  • დამცავი სათვალე

  • რკინის ჩოთქი

მთავარი ღირსებები:

  • აქვს გადასაკიდი ქამარი რის გამოც ძალიან მოსახერხებელია მოძრაობისთვით

  • ხარისხისთან და სიმძლავრესთან შედარებით საკმაოდ დაბალ ფასიანია

გაითვალისწინეთ, ნებისმიერი აპარატის შეძენის შემთხვევაში მოერიდოთ კაბელის დაგრძელებას.

Schpindel MIG\MMA 180A შედუღების აპარატი კემპით 

schpindel svarkis aparati

ეს აპარატი გამოირჩევა თავისი უნივერსალიზმით, იგირ არის, როგორც სტადარტული სვარკის აპარატი და ასევე კემპის აპარატი. ეს შედუღების აპარატი კემპით აერთიანებს და იდეალური გამოსაყენებელია ზემოთ ნახსენები ორივე მიმართულებით.

მახასიათებლები:

  • სიმძლავრე 180 ამპერი

  • გარანტია 1 წელი

  • წონა 15.64 კგ

  • კვების წყარო 220-240V

  • ელექტროდის ზომა MMA: 1.6-4.0mm MIG: 0.6-1.0mm

  • ტექნოლოგია IGBT

  • ეფექტურობა 0.6

  • იზოლირების დონე F

  • მუშაობის ციკლი 0.6

კომპლექტაცია:

  • ელექტროდის დამჭერი კაბელი

  • დამიწების კაბელი

  • დამცავი სათვალე

  • რკინის ჩოთქი

 

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება