რატომ არის მნიშვნელოვანი სწორად შევარჩიოთ კუთხლივ სახეხი ხელსაწყო/ბარგალკა

რატომ არის მნიშვნელოვანი სწორად შევარჩიოთ კუთხლივ სახეხი ხელსაწყო/ბარგალკა

სწორად შერჩეულ ხელსაწყოს შეუძლია საქმიანობა გაგიმარტივოთ. განსაკუთრებით ისეთ მრავალფუნქციურ ნივთს, როგორიც კუთხლივ სახეხია. ბარგალკა ძირითადად გამოიყენება მეტალზე სამუშაოდ. მის დასაჭრელად, გასაპრიალებლად და დასამუშავებლად.

  • უსაფრთხოება
  • ხელსაწყოს ტიპი
  • ზომა და წონა
  • სიმძლავრე
  • ბრუნი
  • აქსესუარები

ის დეტალებია, რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ შეძენამდე და შეუსაბამოთ თქვენს მომავალში შესასრულებელ სამუშაოს. განვიხილოთ თითოეული.

უსაფრთხოება კუთხლივ სახეხის გამოყენებისას

  • ეცადეთ არჩევანი შეაჩეროთ დამცავი საფარის მქონე ბარგალკაზე
  • შეარჩიეთ ისეთ ღილაკიანი, რომ თვითნებურად არ ჩაირთოს
  • რეგულირებადი სახელური უსაფრთხოებისთვის დამატებითი ბონუსია
  • კუთხ სახეხის გამოყენებისას რეკომენდირებულია სათვალე და ხელთათმანები გეკეთოთ 

ბარგალკის ტიპები

ყველაზე გავრცელებული და პრაქტიკული არის ორი ტიპის ბალგარკა: ელექტრო, რომელიც საჭიროებს მუდმივ მიერთებას ელექტრო ენერგიასთან და აკუმულატორის. ასევე, არსებობს პნევმატური და ბენზინზე მომუშავე კუთხ სახეხები. 

კუთხ სახეხის ზომის და წონის მნიშვნელობა

ბარგალკის ზომა განისაზღვრება დისკის ზომით და არა აპარატის საერთო სიგრძით. უფრო დიდი ზომის კუთხლივ სახეხები იყენებენ დიდ ბორბლებს, რაც იდეალურია უფრო მკაცრი სამუშაოებისთვის, თუმცა ისინი უფრო მძიმეა. საშინაო მოხმარებისთვის, უფრო მცირე ზომის კუთხის სახეხია მიზანშეწონილი. შესრულებული სამუშაოს ტიპით ან სურვილიდან გამომდინარე, შეგიძლიათ აირჩიოთ პატარა ან დიდი კუთხლივ სახეხი.

ბარგალკა და მისი სიმძლავრე

ამ მოწყობილობის სიმძლავრეს ვატით და ამპერით ითვლიან. თუ თქვენ საყოფაცხოვრებო მიზნით აპირებთ კუთხლივ სახეხი ხელსაწყოს შეძენას, საშუალო სიმძლავრე საკმარისი იქნება. ხოლო, თუ პროფესიონალი ხართ და სხვადასხვა პროექტებზე აპირებთ მუშაობას, მაღალი სიმძლავრის ბარგალკას გირჩევთ.

კუთხლივ სახეხი ხელსაწყოს ბრუნი

რაც უფრო მეტია ბარგალკის დისკის ბრუნი წუთში, მით უფრო მძლავრია აპარატი და უკეთ და სწრაფად შეგასრულებინებთ დავალებას. საშუალოდ ბარგალკები ასრულებენ 5 000 დან 10 000 ბრუნამდე წუთში.

ასევე, ყურადღება მიაქციეთ მის ამუშავების ტემპს. რაც უფრო ნელა იღებს სიჩქარეს, მით მოსახერხებელია.

აქსესუარები

შეძენისას აქსესუარებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, რადგან არ დაგჭირდეთ მისი ცალკე შეძენა, რადგან შესაბამისი აქსესუარებით ხელსაწყოს მოხმარება ხდება უფრო უსაფრთხო და კომფორტული.

ამ რჩევების გარდა მოგიმზადეთ ჩვენს მიერ რეკომენდირებული და შემოთავაზებული ბარგალკების რეიტინგი.

დავიწყებთ ყველაზე ბიუჯეტური მოდელიდან.

CROWN CT13501 კუთხლივ სახეხი ხელსაწყო/ბარგალკა

crown bargalka

მახასიათებლები:

  • ბრენდი: CROWN
  • სიმძლავრე: 650W
  • ფორმა: მოკლე ტარიანი
  • ზომა: 115mm
  • გარანტია: 1 წელი
  • წონა: 1,8 კგ
  • კვების წყარო: 220-240V
  • კომპლექტაცია:
  • დამატებით სახელური
  •  დამცავი
  • ბრუნვის სიჩქარე: 0-11000min

ეს მოდელი ძალიან ბიუჯეტურია და სახლის საქმეებში გამოსადეგი. მისი სიმსუბუქე და ზომა კი სატარებლად მარტივს ხდის.

უპირატესობები:

  • დაბალი ფასი
  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა

თუმცა სისტემატურ და დიდ პროექტებზე სამუშაოდ ამ მოდელს არ გირჩევთ.

CROWN CT13029 კუთხლივ სახეხი ხელსაწყო/ბარგალკა

crown kutxliv saxexi xelsawyo

მონაცემები:

  • ბრენდი: CROWN
  • სიმძლავრე: 1200W
  • ფორმა : გრძელ ტარიანი
  • ზომა: 150mm
  • გარანტია: 1 წელი
  • წონა (კგ): 4.12
  • კვების წყარო: 220-240V
  • კომპლექტაცია:
  • დამატებით სახელური
  • დამცავი ბრუნვის
  • სიჩქარე: 0-8500min

წინა მოდელთან შედარებით გაცილებით ძლიერია. ამ სიძლიერის მისაღებად ზომა და წონაც გაზრდილია, რის გამოც ნაკლებ კომპაქტურია.

უპირატესობები:

  • დაბალი ფასი
  • მშვენიერი სიმძლავრე, ფასის გათვალისწინებით

თუ სახლის საქმეებისთვის ეძებთ ბარგალკას, ჩვენი სიაში შემდეგი კუთხლივ სახეხი, დიდი ალბათობით, თქვენი ფავორიტი აღმოჩნდება. ის მოხერხებულობის და კომპაქტურობის სრული პაკეტია.

CROWN CT23001-125HX- კუთხლივ სახეხი ხელსაწყო ელემენტზე

crown bargalka

მახასიათებლები:

  • ბრენდი: CROWN
  • სიმძლავრე: 20V
  • ფორმა: მოკლე ტარიანი
  • ზომა: 125mm
  • გარანტია: 1 წელი
  • წონა (კგ): 1.83
  • კვების წყარო: ელემენტი
  • კომპლექტაცია:
  • ქეისი
  • დამატებითი სახელური
  • დამცავი
  • ბრუნვის სიჩქარე: 0-8000min
  • მოტორი: უნახშირო
  • ფუნქციები: Restart Protection

ეს მოდელი, რომელიც ელემენტზე მუშაობს, ძალიან მოსახერხებელია სატარებლად და ისეთ ადგილებში სამუშაოდ სადაც შესაძლოა ელექტრო ენერგიასთან წვდომა არ გქონდეთ. კაბელით გამოწვეული დისკომფორტიც არ იარსებებს.

უპირატესობები:

  • წონა, ზომა და ელემენტზე მუშაობა იდეალური მოსახერხებლობის საუკეთესო კომბინაციაა
  • მოყვება ქეისი
  • Restart Protection ფუნქცია

CROWN CT13489 კუთხლივ სახეხი ხელსაწყო/ბარგალკა

crown bargalka

მახასიათებლები:

  • ბრენდი: CROWN
  • სიმძლავრე: 2600W
  • ფორმა: გრძელ ტარიანი
  • ზომა: 230mm
  • გარანტია: 1 წელი
  • წონა: 5.9 კგ
  • კვების წყარო: 220-240V
  • კომპლექტაცია:
  • დამატებით სახელური
  • დამცავი
  • ბრუნვის სიჩქარე: 0-6500min
  • უპირატესობები:
  • სიმძლავრე
  • დაბალი ფასი

თუ დიდ პროექტებს უმიზნებთ და პატარა ბიუჯეტი გაქვთ ეს სახეხი იდეალურია.

სიის ბოლოს წარმოგიდგენთ დევალტის მონსტრს, გამძლე, პროფესიონალურ ბარგალკას.

Dewalt DWE4579-QS კუთხლივ სახეხი ხელსაწყო

dewalt barkalka

მახასიათებლები:

  • ბრენდი: DEWALT
  • სიმძლავრე: 2600W
  • ფორმა: გრძელ ტარიანი
  • ზომა: 230mm
  • გარანტია: 1 წელი
  • წონა: 5.5 კგ
  • კვების წყარო: 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 0-6500min

კომპლექტაცია:

  • დამატებით სახელური
  • დამცავი

თუ თქვენი საქმიანობის შემადგენელი ნაწილი ბარგალკით მუშაობაა, დევალტის ამ პროდუქტის შეძენას გირჩევთ.

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • გამძლეობა
  • დიდი სამუშაო რესურსი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება