| სწორედ ის დროა, შესაწამლი აპარატის შერჩევა-შეძენაზე დაფიქრდეთ |
| სწორედ ის დროა, შესაწამლი აპარატის შერჩევა-შეძენაზე დაფიქრდეთ |
დიდი ალბათობით, როცა შესაწამლ აპარატზეა საუბარი, უმეტესობას ვენახი და ყურძენი გაახსენდება, თუმცა, უმცირესობამ შესანიშნავად იცის, რომ შესაწამლი აპარატები პრაქტიკულად, ნებისმიერი კულტურის მოვლისთვის არის საჭირო... ასეთი შესავლის შემდეგ, შეუძლებელია, დიდი დრამატურგის, ჰენრიკ იბსენის სიტყვები არ გაგვახსენდეს: „უმცირესობა შესაძლოა, ზოგჯერ მართალი იყოს, უმრავლესობა კი ყოველთვის ცდება“.
ჰოდა, ახლა სწორედ ის შემთხვევა გვაქვს, როცა უმცირესობა ნამდვილად მართალია, უმრავლესობა კი, როგორც ყოველთვის - ცდება...
დრამატურგიულად გამართლებული რომ გამოვიდეს ამგვარი მსჯელობა, ჟანრის კანონით, ახლა იმაზე უნდა ვისაუბროთ, კონკრეტულად რისთვის არის საჭირო შესაწამლი აპარატი, როგორი არსებობს, როგორ შევარჩიოთ და აბა, ამაზე დაგზარდებით?
შესაწამლი აპარატი ფართოდ გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:
შესაწამლი აპარატი არის მოწყობილობა, რომელიც ჭავლს მაღალი წნევით გამოყოფს. ჭავლის მიღება შეიძლება როგორც ბერკეტზე ხელის ხშირი, აქტიური ზემოქმედებით, რაც ცოტა არ იყოს, დამღლელია, ისე კვების სხვადასხვა წყაროს გამოყენებით. ეს უკვე ბევრად მოსახერხებელიც არის და საქმის უფრო სწრაფად დასრულების საშუალებასაც იძლევა - საჭიროა, უბრალოდ, ღილაკზე თითის დაჭერა და ჭავლისთვის მიმართულების მიცემა, დანარჩენს უკვე მოტორი და ტუმბო გაუმკლავდებიან.
შესაწამლი აპარატის ძრავა შეიძლება იყოს ბენზინის ან ელექტრო. ელექტრომოტორი მასში ჩაშენებული ელემენტებით, აკუმულატორით მუშაობს.
შესაწამლი აპარატის მოდელები ერთმანეთისგან განსხვავდებიან არა მხოლოდ მოტორით, მრავალფეროვნებითა და სიმძლავრეებით, არამედ სხვა ტექნიკური მახასიათებლებითაც. აპარატები განსხვავებულია კონსტრუქციით, ტუმბოს აგებულებით, ავზის მოცულობით. განსხვავებულია სამუშაო მახასიათებლებიც: ნაკადის სიშორე (1-დან 15 მეტრამდე მერყეობს), მაღალ ხეებთან მუშაობის შესაძლებლობა, წნევის ძალა, ფუნქციონალი. ყველაზე ფუნქციონალური სისტემა ელექტროსტატიკური დამუხტვის სისტემის ჩართვის საშუალებასაც იძლევა.
ახლა კი მთავარი საკითხი - რომელი შესაწამლი აპარატი ჯობს: ბენზინის, ელემენტებიანი, თუ - ხელის?
მექანიკური შესაწამლი აპარატები კარგია პატარა ბაღებისთვის, ყვავილნარებისთვის, დაბალი ბუჩქებისთვის, ახალგაზრდა ხეებისთვის. წნევას გამოიმუშავებს თავად მომხმარებელი საკუთარი ძალის გამოყენებით. არსებობს ასეთი დანადგარის რამდენიმე სახეობა: პულივიზატორიანი, ტუმბოსებრი, ბერკეტიანი.
პლუსები:
შესაწამლი აპარატი, რომლის კვების წყაროც ბენზინი გახლავთ, გათვლილია დიდი ფართობებისთვის, საშუალოდ 30-50 მეასედისთვის, ძველი, მაღალი ბაღებისთვის, ქალაქის პარკებისთვის. უპირატესობა სიმძლავრე და წარმადობაა. რამდენიმე წუთში ეფექტიანად შეასრულებთ იმავე სამუშაოს, რასაც მექანიკურის შემთხვევაში, რამდენიმე საათი დასჭირდებოდა.
ბენზინის მოტორი საკმაოდ გამძლეა, აქვს გაუმჯობესებული რესურსი, მუშაობს სტაბილურად, დატვირთვისას არ კლებულობს ბრუნვები და ასე შემდეგ. შესხურების ხარისხი გაცილებით მაღალია, ვინაიდან გაფართოებულია ფუნქციონალი. აქვს წვეთოვანი ფუნქცია, სრულყოფილად მუშაობს სხვადასხვა საქშენთან და განსხვავებულ რეჟიმებში. მწარმოებლები ყოველთვის ზრუნავენ მოწყობილობის ანტივიბრაციული სისტემით აღჭურვაზეც, რათა ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, ადამიანს ხელების კანკალი არ დაუტოვოს.
პლუსები:
ასეთ აპარატებს ხშირად უწოდებენ ელექტროს, რისი მიზეზიც ის არის, რომ მოქმედებაში იგი ელექტროძრავის დახმარებით მოდის, თუმცა კვებას მოტორი იღებს არა ქსელიდან, არამედ ჩაშენებული ლითიუმ-იონური ელემენტიდან. მუშაობს მშვიდად, სუფთად, გამონაბოლქვის გარეშე და საკმაოდ მძლავრადაც. ელემენტებიანის ფუნქციონალი ბენზინის ვერსიისას ნამდვილად არ ჩამორჩება.
ელემენტებიანი შესაწამლი აპარატები კარგია პატარა და საშუალო ზომის ნაკვეთებისთვის, ვინაიდან მუშაობის სტანდარტული დრო 30-40 წუთია. უფრო დიდხანს მუშაობა თუ გსურთ, საჭიროა უფრო მძლავრი ელემენტების შეძენა
პლუსები:


