სხვადასხვა სიმძლავრის გენერატორები და მათი გამოყენება

გენერატორი არის მოწყობილობა, რომელიც მოძრავ ძალას, ანუ მექანიკურ ენერგიას, გარდაქმნის ელექტრო ენერგიად. მექანიკური ენერგიის წყაროებია ორთქლის ტურბინები, გაზის ტურბინები, წყლის ტურბინები, შიდა წვის ძრავები, ქარის ტურბინები და ხელის ამწეებიც კი.

პირველი ელექტრომაგნიტური გენერატორი გმაოიგონა ბრიტანელმა მეცნიერმა - მაიკლ ფარადეიმ, 1831 წელს.

Schpindel-ის გენერატორი სახლისთვის

მძლავრი გენერატორი

გენერატორი კომერციული ფართისთვის

მიუხედავად ელექტროენერგიის სისტემების გამართულობისა, გენერატორები მაინც აქტუალური რჩება ბაზარზე. ამის მიზეზი არამხოლოდ მის მიერ შექმნილი ელექტრო ენერგიაა, არამედ ის, რომ ამით გენერატორი ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ, პრობლემის თავიდან აცილების გარანტია.

რამდენჯერ გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა სოფლად ჩასულს, ელექტრო ენერგია ყველაზე საჭირო მომენტში ითიშება? მაგალითად, საყვარელი ტელეგადაცემის ყურებისას, საყვარელი კერძის კეთებისას, ან იქნებ ნახნავ-ნათესების მორწყვისას თუ დამუშავებისას? თქვენი კომერციული ფართი თუ გაქვთ, მაგალითად მაღაზია, ელექტროენერგიის გამორთვა ხომ ყველა მაცივარის გათბობას ნიშნავს? რა უნდა იმოქმედოთ მსგავს სიტუაციებში, როცა ერთმა, თქვენგან დამოუკიდებელმა შემთხვევამ, შესაძლოა მნიშვნელოვანი ზარალი მოგაყენოთ? სწორედ ამისთვის არის გენერატორი, რომელიც მსგავსი სიტუაციების დროს დაგაზღვევთ და ელექტრო ენერგიით მოგამარაგებთ.

გენერატორის არჩევა არ წარმოადგენს დიდ სირთულეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა წარმოდგენა გაქვთ თუ რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. მახასიათებელიი კი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიანიჭოთ არის გენერატორის სიმძლავრე.

გენერატორი და მისი სიმძლავრე

უპირველესი, რასაც გენერატორის შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოთ არის მისი სიმძლავრე, ანუ რა რაოდენობის ელექტრო ენერგიის წარმოება შეუძლია მას. ეს მახასიათებელი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან გენერატორი, რომელიც 2 კილოვატ ელექტრო ენერგიას აწარმოებს, ვერ გაწვდება რამდენიმე მაცივრის ერთდროულად ამუშავებას. თქვენთვის საჭირო გენერატორი და მისი სიმძლავრე რომ შეარჩიოთ, მოგიწევთ დათვალოთ თქვენი ელექტრო მოწყობილობების ელექტრო ენერგიის მოთხოვნა. მიღებული ჯამური რიცხვი უნდა შეადაროთ გენერატორის მახასიათებლებში მითითებულ რიცხვს. ამ ორ რიცხვს შორის არ უნდა იყოს დიდი განსხვავება, რადგან თუ თქვენი ელექტრო მოწყობილობების ელექტრული მოთხოვნა ვთქვათ 2500 ვატს შეადგენს და თქვენ კი 5000 ვატიანი გენერატორი გინდათ შეიძინოთ, მიიღებთ არაეკონომიურ გადაწყვეტილებას, რადგან გენერატორი დაწვავს არასაჭირო საწვავს თქვენი მცირე ელექტროენერგიის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ხოლო, თუ თქვენი არჩეული გენერატორი ვერ დააკმაყოფილებს 2500 ვატ სიმძლავრეს და უფრო ნაკლების გამომუშავება შეუძლია, მაშინ მოგიწევთ რომელიმე მოწყობილობა ამოიღოთ აუცილებლად ჩასართავი მოწყობილობების სიიდან.

სხვა მახასიათებლები

გარდა სიმძლავრისა, ყველა დანარჩენი მეორეხარისხოვანია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უგულებელსაყოფი. სხვა მახასიათებლები, როგორიცაა ხარისხი, ფასი, გამძლეობა და ა.შ თავსატეხია მომხმარებლისთვის, რომლიდანაც გამოსავალი ბრენდის გაცნობაა. როცა ბრენდს იცნობთ, იცით მისი ღირებულებები და ის, თუ როგორ ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე და შესაბამისად სახელზე, მარტივად შეგიძლიათ შეძენის გადაწყვეტილების მიღება.

Holst.ge-ზე წარმოდგენილია სხვადასხვა ბრენდის საუკეთესო გენერატორები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში უპრობლემოდ მოგემსახურებიან.

Schpindel გენერატორი ბენზინზე 2.8kw

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 2.8kw
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 49
  • კვების წყარო - 220-240V
  • ავზის მოცულობა - 15 l         
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა - 196cc
  • სტარტერი - მექანიკური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

ეს გენერატორი 2800 ვატ სიმძლავრეს გამოიმუშავებს, და თქვენს სახლში არსებული ელექტრო მოწყობილობების უმეტესობას მარტივად აამუშავებს.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი

Schpindel გენერატორი ბენზინზე 5.5 kw

Schpindel generatori benzinze

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი                
  • სიმძლავრე - 5.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 86
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - სახელური და ბორბლები
  • ავზის მოცულობა - 25 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა - 389cc
  • სტარტერი - მექანიკური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

მძლავრი გენერატორი, რომელიც 5.5 კილოვატ სიმძლავრეს გამოიმუშავებს დიდ სახლს მთლიანად უზრუნველყოფს ელექტრო ენერგიით.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე

Schpindel გენერატორი ბენზინზე 8.5 kw

Schpindel generator

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 8.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 94
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - სახელური და ბორბლები
  • ავზის მოცულობა - 25 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა - 458cc
  • სტარტერი - ავტომატური   
  • ზეთი - 10-40W/5-40W

ეს გენერატორი 8500 ვატ სიმძლავრეს გამოიმუშავებს. კარგი არჩევანი იქნება კომერციული ფართისთვის, საამქროსთვის თუ ცეხისთვის.

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • ხარისხი
  • გამძლეობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება