სხვათა შორის, ფანარი ძალიან მშვენიერი საჩუქარია!

მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბი შვეიცარიული გოთარდის გვირაბია, რომლის სიგრძე 51,7 კილომეტრი გახლავთ, ხოლო ყველაზე გრძელი საავტომობილო გვირაბი 24,5 კილომეტრზეა გადაჭიმული და ნორვეგიაში მდებარეობს. ჰოდა, ახლა წარმოიდგინეთ, რა სიმძლავრის ფანარი უნდა ჰქონდეს ადამიანს, ამხელა გვირაბების ბოლოს ვინმეს სინათლე დაანახოს და იმედის ნაპერწკალი აუბრჭყვიალოს...

გვირაბებს რომ შევეშვათ, ჰიპოთეტურ წარმატებებსაც და პრაქტიკულ ამბებს დავუბრუნდეთ, აშკარად სჯობს, თორემ გვირაბის ბოლოს სინათლის ლოდინზე საუბარი ხელჩასაჭიდს არაფერს მოგვცემს, დიდი ალბათობით.

ესე იგი, იმას ვამბობდით, რისთვის შეიძლება დასჭირდეს ადამიანს ფანრები? პრინციპში, უამრავი რამის თქმა შეიძლება და მივყვეთ ნელ-ნელა.

ჩვენს დროში თითქმის ყველას აქვს მობილური ტელეფონი, რომელსაც კი იცით, ფანრის ფუნქციის შესრულებაც შეუძლია. მობილურის განათებას, როგორც წესი, მწირი საყოფაცხოვრებო საჭიროებებისას ვიყენებთ, რადგან დიაპაზონით დიდად თავს ვერ მოიწონებს. ისეც ხდება ხოლმე, რომ ტელეფონი ღამით გზის გაკვლევაშიც გვეხმარება, მაგრამ ვაიდა უცბად ვიღაცამ დარეკა, მერე? ესეც რომ არ იყოს, მისი ფართო ნათება შორს ხედვის საშუალებას არ და ვერ იძლევა.

მოდით, რა ფუნქციაც აქვს, ის მოვუწონოთ მობილურ ტელეფონს, ისიც გვირაბის ბოლოს გავისტუმროთ, და ისევ ფანარი განვიხილოთ, რომელიც კვირაში რამდენჯერმე დასჭირდება ნებისმიერს, იქნება ეს ელექტრიკოსი, სანტექნიკოსი ან გნებავთ, სისტემური ადმინისტრატორი. მეთებზეებზე, მონადირეებსა და ტურისტებზე შეგვიძლია არც არაფერი ვთქვათ - ფანრის გარეშე მათი ყოფნა ლამის ხელების გარეშე ყოფნის ტოლფასია. ნებისმიერი ავტომობილისტი უბრალოდ, ვალდებულია, მანქანაში ფანარი ჰქონდეს, სრულყოფილად გამართული ფანარი, ხოლო თუ სახლში ელექტროენერგია გაითიშა, ანალოგიურად საჭიროა ეს შეუცვლელი დამხმარე - სანთლისა და ლამპის შუქით თვალები რაც ვტანჯეთ თავის დროზე, საკმარისია.

დიახ, ფანარი მართლა ძალიან კარგი საჩუქარია

ახლა ის მტანჯველი სიტუაცია გაიხსენეთ, როცა თქვენს მეგობარსა თუ კოლეგას დაბადების დღე აქვს, თქვენ კი გიჭირთ, მოფიქრება, როგორ გაახაროთ, მით უმეტეს, თუკი თქვენ ქალი ხართ და საჩუქარი მამაკაცისთვის გაქვთ შესარჩევი. აქ მშველელად ნამდვილად მოგევლინებათ ფანრები - მაგალითად, ფანარი სინათლის მაღალი ინტენსივობით, ნებისმიერ მამაკაცს აღაფრთოვანებს. მით უმეტეს, თუკი ადრესატი თევზაობის მოყვარულია, ან ნადირობა აქვს ჰობად, ჩათვალეთ, თქვენი საჩუქარი სამარადჟამოდ დაამახსოვრდება.

ფანრების სინათლის ნაკადი

სინათლის ნაკადი ისეთი ერთეულით იზომება, როგორიც ლუმენია (ქართული აღნიშვნა - ლმ, საერთაშორისო - lm, სინათლის ნაკადის საზომი ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში). არის ფიზიკური სიდიდე, რომელიც ხასიათდება სინათლის სიმძლავრით გამოსხივების შესაბამის ნაკადში.

ფანრის მუშაობის დრო

ეს არის მაჩვენებელი, რომლის დროსაც მანათობელი ნაკადის სიდიდე 10%-მდე მცირდება.

ფანრის ისტორია

ხელის ფანარი პირველად ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაშია ნახსენები. ცნობილია, რომ დიოგენე ქუჩაში დადიოდა და იმეორებდა ფრაზას: „ვეძებ ადამიანს“. დაახლოებით იმავე პერიოდში (ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში) აღმოსავლეთში ჩინური ფანრები გამოჩნდა. ძველ რომში არსებობდა მეფანრის პროფესია, რომელსაც ღამით ქუჩები უნდა გაენათებინა.

LEDEX-87223 ფანარი 1W LED 4hrs Solar

Ledex fanari

  • ბრენდი - LEDEX
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • განათების სიმძლავრე - ძლიერი ნათება:65.7lm სუსტი ნათება:24.6lm
  • ნათების მანძილი - 50m
  • მუშაობის ხანგრძლივობა - ძლიერი ნათებით:1 სთ სუსტი ნათებით:4 სთ
  • ელემენტი - 4V 400mAh
  • დატენვის ხანგრძლივობა - 12-15 სთ
  • ზომა - φ51X175mm
  • მასალა - პლასტმასი
  • დამატებითი მახასიათებლები - მზის ენერგიაზე დატენვის ფუნქცია
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი  - 4869151487223
  • წონა (კგ) - 0.15
  • სიმძლავრე (W) - 1
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი

LEDEX-22142 ფანარი თავზე დასამაგრებელი 3W LED 6hrs

Ledex tavze dasamagrebeli fanari

  • ბრენდი - LEDEX
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • განათების სიმძლავრე - ძლიერი ნათება:197lm სუსტი ნათება:73lm
  • ნათების მანძილი - 150m
  • მუშაობის ხანგრძლივობა - ძლიერი ნათებით:1.5 სთ სუსტი ნათებით:6 სთ
  • ელემენტი - 4V900mAh
  • დატენვის ხანგრძლივობა - 12-15 სთ
  • ზომა - φ80X95mm
  • მასალა - პლასტმასი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4869141422142
  • წონა (კგ) - 0.3
  • სიმძლავრე (W) - 3
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი

LEDEX-ფანარი 5W LED, 4hrs

Ledex LED fanari

  • ბრენდი - LEDEX
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი
  • განათების სიმძლავრე - ძლიერი ნათება:43.7lm სუსტი ნათება:13.3lm
  • ნათების მანძილი - 250m
  • მუშაობის ხანგრძლივობა - ძლიერი ნათებით:1 სთ სუსტი ნათებით:4 სთ
  • დატენვის ხანგრძლივობა - 12-15 სთ
  • მასალა - პლასტმასი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4869152501256
  • წონა (კგ) - 0.3575
  • სიმძლავრე (W) - 5

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება