თან ლათინურ ენას გადავხედოთ, თან ჰაერის კომპრესორზე ვისაუბროთ

„რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარო“, ძალიან საინტერესოდ უთქვამს ჭკვიან ხალხს. ჰოდა, ახლა ორი კურდღლის დაჭერას გთავაზობთ - თან ლათინურ ენას გადავხედოთ, თან ჰაერის კომპრესორზე, მის თავისებურებებზე, შესაძლებლობებზე, პლუსებსა და მინუსებზე ვისაუბროთ.

კომპრესორი, ლათინურად compressio ითარგმნება, როგორც შეკუმშვა...

და სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდეთ, რამდენიმე შედარებით ყველაზე ცნობილ და საინტერესო ლათინურ სიტყვას შეგახსენებთ.

  • Terra incognita - უცნობი მიწა.
  • A priori - ცდისაგან დამოუკიდებლად, ცდის გარეშე, იმთავითვე.
  • Dictum – factum - ითქვა - გაკეთდეს!
  • Veni, vidi, vici - მივედი, ვნახე, გავიმარჯვე!

ასე და ამგვარად, ჰაერის კომპრესორი რომ ტერა ინკოგნიტა არ აღმოჩნდეს, აპრიორი, მასზე სათანადო ინფორმაცია უნდა გაგაჩნდეთ, ხომ ასეა? აქვე და ახლავე ყველაფერს დეტალურად მოგახსენებთ - დიქტუმ - ფაქტუმ - ითქვა - გაკეთდეს!.. მერე კი, როცა ყველაფერში გაერკვევით, შედით Holst.ge-ზე, ნახეთ, შეიძინეთ და გაიმარჯვეთ იმ საქმეზე, რისთვისაც ჰაერის კომპორესორი დაგჭირდებათ!..

მუშაობის პრინციპი, დანიშნულება, სახეობები

ჰაერს, სითხისგან განსხვავებით, ისეთი ფიზიკური თვისება აქვს, როგორიცაა შეკუმშვა. სწორედ ამის წყალობით, შესაძლებელია, ლითონის ბალონში (რესივერში) წნევით ჰაერი შევკუმშოთ, შემდეგ კი ჰაერის ნაკადი სხვადასხვა ტექნიკური დავალების შესასრულებლად გამოვიყენოთ. მთელი ეს პროცესი საკმაოდ მარტივად მიმდინარეობს, რაშიც „დამნაშავეა“ შეუცვლელი აღჭურვილობა - ჰაერის კომპრესორი.

ეს ინსტრუმენტი შეიძლება შეგვხვდეს ისეთ სფეროებში, როგორიცაა, მაგალითად, მედიცინა, ავეჯის წარმოება, სამშენებლო მოედნებზე და კიდევ უამრავ ობიექტზე და ასევე, უშუალოდ, ტრანსპორტსა და ტექნიკაში.

კომპრესორების ძირითადი დანიშნულება გახლავთ:

  • პნევმატური ხელსაწყოების მიერთება, განსაკუთრებით დიდ სამრეწველო და სამშენებლო ობიექტებზე, ასევე, სამედიცინო სფეროში, სადაც აუცილებელია გამძლეობა, ხანგრძლივობა, სიმარტივე და სუფთა მუშაობა;
  • შეღებვა, ზედაპირზე ლაკისა და სხვა სახის ნარევების დატანა;
  • გაწმენდა, დასუფთავება, სხვადასხვა სახის დაბინძურების მოცილება ჰაერის ნაკადის დახმარებით, სამუშაო ადგილების გაწმენდა, განსაკუთრებით აუცილებელია ინდუსტრიებში, სადაც გამოიყენება სხვადასხვა ტიპის დანადგარები;

ჰაერის კომპრესორის მუშაობის პრინციპი ტუმბოს (ნასოსი) ჰგავს. თუმცა, ჰაერს ის არა მხოლოდ ტუმბავს, არამედ სპეციალურ ლითონის, ზეგამძლე რესივერში კუმშავს, რომელიც თავის მხრივ, განლაგებულია ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად იქიდან გამომდინარე, რა მოდელია, ან რისთვის არის განკუთვნილი. შეკუმშვა ხდება ან დგუშის ზეთის სისტემით, ან ხრახნიანი უზეთო სისტემით.

იქიდან გამომდინარე, რომ კომპრესორში ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი წნევა გახლავთ, რომელიც ისეთი მოწყობილობით იზომება, როგორიც მანომეტრია, ეს უკანასკნელი კომპლექტში ყოველთვის შედის. წნევის სიდიდის დემონსტრირებით, მანომეტრი ამ მაჩვენებლის რეგულირების საშუალებას იძლევა. თუმცა ეს არ უნდა აგვერიოს ბრუნვების რეგულირებაში - კომპრესორში მხოლოდ წნევის რეგულირება შეიძლება.

ასევე, შეკუმშვის დონეზე პასუხისმგებელია ავტომატური ბლოკი, რომელიც როცა ბალონში წნევა მცირდება, რთავს კომპრესორს, რათა მუშაობის გაგრძელებისთვის საჭრო ჰაერის მოცულობა დააგროვოს. ჰაერი მიემართება პნევმატური ინსტრუმენტებისკენ, ან სხვა ტექნიკური მოწყობილობებისკენ, რომლებიც კომპრესორზეა მიერთებული. მთელი ეს სისტემა მუშაობს ელექტრო ან ბენზინის ძრავის დახმარებით. მათი სიმძლავრე, ზომები და ფაზები დამოკიდებულია აღჭურვილობის ტიპზე.

იმისათვის, რომ ეფექტიანად შესრულდეს განსხვავებული დავალებები, სხვადასხვა ტიპის კომპრესორი გამოიყენება. ამდენად, სწორი არჩევანი რომ გააკეთოთ, აუცილებელია გარკვეული მომენტების გათვალისწინება. მაგალითად, რისთვის გჭირდებათ ჰაერის კომპრესორი - სახლისთვის, წარმოებისა თუ ბიზნესისთვის, რა სიმძლავრეებია საჭირო, რომელი შლანგები და ასე შემდეგ.

  • კვების ტიპი

ძირითადად, ბაზარზე ვხვდებით კომპრესორებს ან ელექტრო, ან ბენზინის ძრავებით. თუკი განვიხილავთ სახლის პირობებში შესასრულებელ დავალებებს, ან თუნდაც, სამღებრო საწარმოების, როგორც წესი, არჩევანი ელექტრო მოტორის მქონე მოწყობილობაზე კეთდება, ვინაიდან ბევრად მარტივია მოხმარებაც და მომსახურებაც.

რაც სეეხება ბენზინის მოტორს, ასეთი ძრავი გაცილებით რთულია, სიმძლავრე - საკმაოდ მაღალი, რის გამოც მოწყობილობას საკმაო წონა აქვს და როგორც წესი, ფასიც მაღალია. ბენზინის მოტორის მქონე ჰაერის კომპრესორის შეძენა საყოფაცხოვრებო ან მცირე ბიზნესისთვის უკიდურესად არამომგებიანი გადაწყვეტილება იქნება. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ასეთი მოწყობილობების მომსახურება ბევრად სპეციფიკურია.

არსებობს ორი ძირითადი ტიპის ჰაერის კომპრესორი - დგუშიანი და ხრახნიანი

დგუშიან კომპრესორში ჰაერს დგუშის ბლოკი კუმშავს. დგუშები განლაგებულია ცილინდრში. ცილინდრს შემავალი და გამავალი სარქველები აქვს. შემწოვი სარქველის კორპუსის გავლით ხდება ჰაერის შეწოვა, ხოლო გამავალიდან, შესაბამისად, ჰაერი უკვე წნევით გამოდის.

ასეთი ტიპის კომპრესორი პრაქტიკული, მოსახერხებელი და ძალიან პოპულარულია ხელსაყრელი ღირებულების გამო. თუმცა ვინც არჩევანს მასზე გააკეთებს, უნდა გაითვალისწინოს, რომ მუშაობის ხანგრძლივობა შეზღუდულია. და თუკი დანადგარი ზედმეტად ბევრს, თან - შეუჩერებლად იმუშავებს, უბრალოდ, მწყობრიდან გამოვა.

დგუშიანი კომპრესორი მაღალი ტექნიკური პარამეტრებით გამოირჩევა, ფართოდ გამოიყენება როგორც საყოფაცხოვრებო პირობებში, ისე მცირე საწარმოებში.

ის, ვინც დგუშიან კომპრესორს შეარჩევს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს კიდევ მნიშვნელოვანი მაჩვენებელი - შეზეთვის სისტემა. სისტემა, სადაც დგუში ცილინდრში მოძრაობს, ზეთით არის სავსე. ეს აუცილებელია მოძრავი დეტალებისთვის, ვინაიდან ხახუნის ძალას ამცირებს და მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს მექანიზმების მუშაობის ხანგრძლივობას. ერთ-ერთი მთავარი მინუსი, რომელიც უნდა აღინიშნოს, გახლავთ ის, რომ რიგ შემთხვევაში, ზეთის მიკრონაწილაკები შეკუმშულ ჰაერში ხვდება, რაც ზოგიერთი სფეროსთვის კატეგორიულად მიუღებელია (ღებვა, სტომატოლოგია, საკონდიტრო წარმოება). ამდენად, ფილტრების გამოყენება აუცილებელია.

ხრახნები მოძრაობენ არა ზევით-ქვევით, როგორც დგუშები, არამედ ბრუნავენ, რითიც უზარმაზარ ძალას წარმოქმნიან. ასეთ დანადგარებს აქვთ ბევრად მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, გაზრდილი რესურსი, კონსტრუქცია კი საშუალებას იძლევა, იმუშაოს ხანგრძლივად, შესვენებების გარეშე.

ხრახნიანი კომპრესორი აქტუალურია უფრო მსხვილი საწარმოებისთვის, საყოფაცხოვრებო სფეროში კი იშვიათად გამოიყენება, ვინაიდან რიგითი მყიდველისთვის ფასი საკმაოდ მაღალი აქვს.

იმ სფეროებისთვის, სადაც ზეთის ნაწილაკების ჰაერში გარევა კატეგორიულად მიუღებელია, სწორედ ხრახნიანი კომპრესორია (უზეთო) რეკომენდებული.

ყველა იმ თავისებურებიდან გამომდინარე, რაც ზემოთ დეტალურად ჩამოვთვალეთ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ როგორც დანადგარების უმეტესობაში, ჰაერის კომპრესორებსაც სამი კლასი აქვს:

  • საყოფაცხოვრებო;
  • ნახევრად პროფესიონალური;
  • პროფესიონალური.

რამდენიმე კომპრესორისთვის თვალის შევლებას აქვე შეძლებთ, ნახავთ მათ დეტალურ აღწერასაც, უფრო მეტს კი Holst.ge-ზე გაფართოებული ძებნით იხილავთ.

Schpindel ჰაერის კომპრესორი 24L

Schpindel haeris kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი
  • სიმძლავრე - 1.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4050030821553
  • წონა (კგ) - 22
  • კვების წყარო - 220-240V
  • მოცულობა - 24 l
  • წნევა - 8 bar
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2850min
  • წარმადობა - 198 l/min
  • ფაზა - 0
  • ცხენის ძალა - 2HP

Schpindel ჰაერის კომპრესორი 50L

Schpindel haeris kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი
  • სიმძლავრე - 1.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4050030675118
  • წონა (კგ) - 29
  • კვების წყარო - 220-240V
  • მოცულობა - 50 l
  • წნევა - 8 bar
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2850min
  • წარმადობა - 198 l/min
  • ფაზა - 0
  • ცხენის ძალა - 2HP

Schpindel ჰაერის კომპრესორი 100L

Schpindel haeris kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი
  • სიმძლავრე - 2.2kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4050030386540
  • წონა (კგ) - 82
  • კვების წყარო - 220-240V
  • მოცულობა - 100 l
  • წნევა - 8 bar
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1100min
  • წარმადობა - 336 l/min
  • ფაზა- 0
  • ცხენის ძალა - 2HP

Schpindel ჰაერის კომპრესორი 200L

Schpindel haeris kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი
  • სიმძლავრე - 2.2kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4050030383563
  • წონა (კგ) - 115
  • კვების წყარო - 220-240V
  • მოცულობა - 200 l
  • წნევა - 8 bar
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1100min
  • წარმადობა - 336 l/min
  • ფაზა - 0
  • ცხენის ძალა - 2HP

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება