თანამედროვე და მოდური ჩამრთველები და როზეტები Holst.ge-ზე

ალბათ, უახლოეს წარსულშიც კი ნაკლებად იფიქრებდა ვინმე, რომ ჩამრთველი იქნება თუ როზეტი, მოდის ტენდენციებს ფეხდაფეხ გაჰყვებოდა და იმდენად მრავალფეროვანი არჩევანი იქნებოდა ბაზარზე, შერჩევა გართულდებოდა. ასეა თუ ისე, ფაქტია, ტექნოლოგიურ პროგრესს არნახული მასშტაბები აქვს მიღებული და არა მხოლოდ მოდურ ჩამრთველებსა და როზეტებს შეხვდებით, არამედ ისეთებსაც, სწორედ ტექნოლოგიურ პროგრესს რომ შეესაბამება. მაგალითად თუნდაც ორმაგი USB-განყოფილების მქონე როზეტი გამოდგება, რომელსაც, სხვა დანარჩენ ერთად, Holst.ge-ზე შეიძენთ. აღარც არავის უკვირს ტელეფონისა და ინტერნეტის როზეტი, ასევე, როზეტი წყლისგან დაცვის, დამიწებითა და ბავშვების დაცვის მექანიზმებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და დიახ, Holst.ge ასეთ აღჭურვილობასაც გთავაზობთ.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

იმისთვის, რომ ხარისხიანი მოწყობილობები შეიძინოთ, რომელთაც ყველა საჭირო მახასიათებელი ექნებათ და ხანგრძლივი პერიოდითაც მოგემსახურებიან, უმჯობესია, შემდეგი პარამეტრები გაითვალისწინოთ:

- ელექტრო სადენის ტიპი;

- კორპუსის დაცვის დონე და გამოყენების უსაფრთხოება;

- ტექნიკური მახასიათებლები;

- როზეტების კლასიფიკაცია;

- ჩამრთველების ტიპები;

- მასალა და დიზაინი.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ფასისა და ხარისხის თანაფარდობა.

მასალა და დიზაინი

თანამედროვე კვების წყაროები და განათების კონტროლის მოწყობილობები, უკვე საკმაოდ დიდი ხანია, სივრცის გაფორმების დეკორატიულ ელემენტებადაც გამოიყენებიან. ვხვდებით ყველაზე განსხვავებულ სტილისტიკას, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს მიესადაგება. ამასთან ერთად, მოწყობილობების ფუნქციები, პრაქტიკულობა, სხვადასხვა ფორმა და ფერი დიზაინში ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებასაც გვაძლევს.

გამოცდილი ბრენდები როზეტებსა და ჩამრთველებს ხარისხიანი, ეკოლოგიური და ტემპერატურა გამძლე მასალებისგან ამზადებენ. უფრო ხშირად ეს მასალებია:

- კერამიკა;

- პლასტმასა;

- პლასტიკი;

- ლითონი - ბრინჯაო, ქრომი, ალუმინი, ფოლადი, თითბერი და ასე შემდეგ.

შედარებით იშვიათად, მაგრამ ვხვდებით მოწყობილობას, რომელიც დამზადებულია ფაიფურისგან, მინისგან, ხისგან, თიხისგან და ასე შემდეგ.

როგორ უნდა შეარჩიოთ როზეტი და ჩამრთველი სააბაზანოსთვის

იმის გათვალისწინებით, რომ სააბაზანო განსაკუთრებული ადგილი ნოტიო და ცხელი მიკროკლიმატით, ყურადღებას ამ მიმართულებითაც გავამახვილებთ.

ყველაფერი, რაც იქ გვხვდება, მუდმივი დატვირთვის ქვეშაა. კერძოდ, მოქმედებს წყალი, ორთქლი, ტემპერატურა. რეკომენდებულია, როზეტიცა და ჩამრთველიც სააბაზანოს გარეთ დამონტაჟდეს, სხვა შემთხვევაში, აუცილებელია დაცულების დამონტაჟება. წყალგაუმტარი როზეტებისა და ჩამრთველების მთავარი თავისებურება ჰერმეტული კორპუსი და სპეციალური საფარია, რომელიც მექანიზმს ნესტისგან იცავს.

როზეტი და ჩამრთველი ინტერნეტისა და ტელევიზორისთვის

ინტერნეტისა და ტელევიზორისთვის განკუთვნილი როზეტების არჩევანი მართლაც შთამბეჭდავია. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, რა თქმა უნდა, უმჯობესია, არჩევანი ხარისხიანზე შეაჩეროთ.

პირველის შემთხვევაში, ადგილი, როგორც წესი, დერეფნებშია ხოლმე განსაზღვრული, საიდანაც wi-fi როუტერი სიგნალს მთელ სახლში გზავნის. რაც შეეხება ტელევიზორს, ლოგიკურია, რომ ადგილი „საინფორმაციო ყუთის“ უშუალო სიახლოვეს მიუჩინოთ.

დამატებითი რეკომენდაციები

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გარდა, კიდევ რამდენიმე ნიუანსზეც მოგახსენებთ:

- თუ როზეტის, ჩამრთველისა თუ სხვა მოწყობილობის პლასტმასის კორპუსს უსიამოვნო სუნი აქვს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ პროდუქტი დამზადებულია დაბალი ხარისხის მასალისგან;

- ხარისხის გარკვევის კიდევ ერთი მეთოდი გახლავთ, მაგალითად, კორპუსის მთლიანობის შემოწმება - თუკი ზედაპირს ემჩნევა ბზარები, ნაკაწრები ან სხვა დეფექტები, ბუნებრივია, მის შეძენაზე არც კი უნდა იფიქროთ;

- ხარისხიან მასალას მყარი სტრუქტურა აქვს და წონაც საგრძნობი;

- თხელი და რბილი პლასტიკისგან დამზადებული მოწყობილობა მალე დნება და გამოსაყენებლად უვარგისი ხდება. უფრო მეტიც, ასეთ უხარისხო მოწყობილობას აალების გამოწვევაც კი შეუძლია;

- გამძლე, საიმედო მოწყობილობა, როგორც წესი, რამდენიმე ინდივიდუალური ნაწილის შედგება. თუ თითქმის მონოლითურ მექანიზმს წააწყდებით, უმჯობესია, მასზე უარი თქვათ;

LEGRAND 768106 - ორიანი ჩამრთველი (თეთრი)

LEGRAND chamrtveli

  • ბრენდი - LEGRAND
  • პროდუქტის ტიპი - ჩამრთველი
  • სიმძლავრე - 10A
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60hz
  • დამატებითი მახასიათებლები - ორიანი ჩამრთველი
  • ფერი - თეთრი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 3414971104631
  • წონა (კგ) - 0.05
  • კომპლექტაცია - ჩამრთველ-როზეტების კომპლექტაციაში არ შედის ჩარჩო
  • სერია - RAVENTI

LINUS LIN-3414 როზეტი დამიწებით და ბავშვთა დაცვით

LINUS rozeti

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - როზეტი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60hz
  • დამატებითი მახასიათებლები - როზეტი დამიწებით და ბავშვთა-დაცვით
  • ფერი - თეთრი
  • შტრიხ-კოდი - 8699430123414
  • წონა (კგ) - 0.13

LEGRAND 768307 - ორიანი ჩამრთველი განათებით (შავი)

LEGRAND chamrtveli

  • ბრენდი - LEGRAND
  • პროდუქტის ტიპი - ჩამრთველი
  • სიმძლავრე - 10A
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60hz
  • დამატებითი მახასიათებლები - ორიანი ჩამრთველი განათებით
  • ფერი - შავი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 3414971108073
  • წონა (კგ) - 0.2
  • კომპლექტაცია - ჩამრთველ-როზეტების კომპლექტაციაში არ შედის ჩარჩო
  • სერია - RAVENTI

LINUS LIN-3278 ერთადგილიანი როზეტი ორმაგი USB-განყოფილებით

LINUS rozeti

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - როზეტი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60hz
  • დამატებითი მახასიათებლები - როზეტი ორმაგი USB-განყოფილებით
  • ფერი - თეთრი
  • შტრიხ-კოდი - 8699430123278
  • წონა (კგ) - 0.15

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება